საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტაგრაციის კომიტეტის დასკვნა ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2019 წლის სამოქმედო შესრულების შესახებ გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-08-31
ბიუროს ნომერი 379
📜 ტექსტი
დასკვნა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-7970/20
23-07-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2019 წლის სამოქმედო
შესრულების შესახებ გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშის თაობაზე
ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე, 2020 წლის 1 ივლისს, მოუსმინეს გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ნინო თანდილაშვილს, რომელმაც
წარმოადგინა გარემოს დაცვის მიმართულებით ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების
დღის წესრიგის 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების
დღის წესრიგის ფარგლებში, გარემოს დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ
მიმართულებას. გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების მიმართულებით
თანამშრომლობის სფეროები და შესასრულებელი ვალდებულებები გათვალისწინებულია
როგორც ასოცირების შეთანხმების სექტორული თანამშრომლობის ნაწილით, ასევე ღრმა და
ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებით.
ასოცირების შეთანხმებაში საუბარია თანამშრობლობის გაძლიერებაზე გარემოს დაცვის ისეთ
სფეროებში როგორიცაა: გარემოსდაცვითი მმართველობა და ჰორიზონტალური საკითხები,
ჰაერის ხარისხი, წყლის ხარისხი და წყლის რესურსების მართვა, ნარჩენების მართვა, ბუნების
დაცვა, ქიმიური ნივთიერებების მართვა და კლიმატთან დაკავშირებული ქმედებები.
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება
(DCFTA) სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს თევზჭერის საკითხების რეგულირებას.
საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში დანერგილია თევზჭერის ელექტრონული
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
მონიტორინგის სისტემა, ხოლო მისი პარამეტრების შესაბამისობა ევროპის სტანდარტებთან
უზრუნველყოფილი იქნება ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM-ის)
ტექნიკური დახმარების საფუძველზე. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველოს
გაწევრიანდეს ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალურ კომისიაში (GFCM).
DCFTA-ის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს სატყეო მმართველობა. ტყის დაცვისა
და ტყის რესურსების მდგრადად გამოყენების, ასევე უკანონო აქტივობების წინააღმდეგ
ბრძოლის უზრუნველსაყოფად სამინისტრო ახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან
ღონისძიებას. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულია საქართველოს ,,ტყის კოდექსი“,
რომლითაც შეიქმნება ტყის მდგრადი მართვის სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც
უზრუნველყოფს საქართველოში ტყის თვისებებისა და რესურსების რაოდენობრივი და
ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნებას და გაუმჯობესებას. მდგრადი მართვის
სისტემა გულისხმობს საქართველოს ტყეების ინვენტარიზაციას, საზღვრების ხელახალ
დადგენას, შესასრულებლად სავალდებულო ტყის მართვის გეგმების შედგენას, ,,ევროპის
ტყეების“ კლასიფიკაციის მიხედვით, ტყეების კატეგორიებად დაყოფას, მათი მართვის
ძირითადი ამოცანის შესაბამისად.
მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა თავის მოხსენებაში ისაუბრა გარემოს
დაცვის მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე. მომხსენებლის განმარტებით სამინისტრო
აქტიურად მუშაობს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმებით
ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით. კერძოდ, მიმდინარეობს ეროვნულ დონეზე
განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის შემუშავება, ეკონომიკის სექტორებისთვის
გადაითვალა „სათბურის გაზების“ ემისიის არსებული მოცულობა და განხორციელდა ემისიის
პროგნოზირება 2030 წლისთვის. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის
(GIZ) პროექტის “აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შესაძლებლობების განვითარება
კლიმატის ცვლილების სფეროში ევროკავშირის მიერ დასახულ მაჩვენებლებთან
შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით“ ფარგლებში, მიმდინარეობს „კლიმატის
ცვლილების სამოქმედო გეგმის 2021-2030“ სამუშაო ვერსიის შემუშავება, ამ დროისთვის
მომზადებულია სამოქმედო გეგმის „გზამკვლევი“.
მიუხედავად პოზიტიური დინამიკისა, წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე
ირკვევა, რომ ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2019 წლის
სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ზოგიერთი აქტივობის შესრულება, ასოცირების
შეთანხმებით განსაზღვრულ ვადებში ვერ მოხერხდა.
კომიტეტს საჭიროდ მიაჩნია გამოყოს შემდეგი საკითხები:
1. ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019
ეროვნული სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს წყლის პოლიტიკის სფეროში
საზოგადოებრივი მოქმედებისათვის ჩარჩოს შემუშავების შესახებ 2000/60/EC,
წყალდიდობის რისკების შეფასებისა და მართვის შესახებ 2007/60/EC, სასოფლო
სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ნიტრატების დაბინძურებისაგან წყლების
დაცვის შესახებ 91/676/EEC, ურბანული ჩამდინარე წყლის გაწმენდის შესახებ
91/271/EEC და ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი წყლის ხარისხის შესახებ
98/83/EC
ევროპარლამენტისა
და
ევროკავშირის
საბჭოს
დირექტივებთან
ჰარმონიზაციას.
მინისტრის მოადგილის მიერ წარმოდგენილი ანგარიშიდან ირკვევა, რომ ზემოხსენებულ
დირექტივებთან ჰარმონიზაციის მიზნით შემუშავებულია ,,წყლის რესურსების მართვის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, თუმცა ასოცირების შეთანხმებით დადგენილ
ვადაში მისი მიღება ვერ მოხერხდა.
2. ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019
წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, გათვალისწინებულია გარეული ფრინველების
კონსერვაციის შესახებ 2009/147/EC და ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფაუნისა
და ფლორის კონსერვაციის შესახებ 92/43/EC ევროპარლამენტისა და საბჭოს
დირექტივებთან ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება.
წარმოდგენილი ანგარიშიდან ირკვევა, რომ ზემოხსენებულ დირექტივებთან ჰარმონიზაციის
მიზნით შემუშავებულია ,,ბიომრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი,
თუმცა ასოცირების შეთანხმებით დადგენილ ვადაში მისი მიღება ვერ მოხერხდა.
3. ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს საკანონმდებლო დაახლოებას 2004/35/EC
დირექტივასთან გარემოსდაცვითი პასუხისგებლობის შესახებ, რომელიც შეეხება
გარემოსთვის ზიანის მიყენების პრევენციასა და დაზიანებული გარემოს აღდგენას.
წარმოდგენილი ანგარიშიდან ირკვევა, რომ ზემოხსენებულ დირექტივასთან ჰარმონიზაციის
მიზნით შემუშავებულია ,,გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტი, თუმცა ასოცირების შეთანხმებით დადგენილ ვადაში მისი მიღება ვერ
მოხერხდა.
ყოველივე
ზემოხსენებულიდან
რეკომენდაციები:
გამომდინარე,
კომიტეტმა
შეიმუშავა
შემდეგი
აუცილებელია ჰარმონიზაციის პროცესის უფრო ეფექტიანად წარმართვა, რათა
დროულად მოხდეს გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს მიერ ასოცირების
შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება.
საკითხის მასშტაბურობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია, რომ გარემოს დაცვისა
და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან ერთად გაიმართოს საკომიტეტო მოსმენა,
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პრაქტიკაში განხორციელების თაობაზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი