საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტაგრაციის კომიტეტის დასკვნა ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.07.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-7968/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-08-31
ბიუროს ნომერი 379

📜 ტექსტი

დასკვნა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-7968/20 23-07-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშის თაობაზე ევროპასთან ინტეგრაციისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე, 2020 წლის 5 ივნისს, მოუსმინეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ხატია წილოსანს, რომელმაც წარმოადგინა სოფლის მეურნეობის მიმართულებით ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი საკითხები სოფლის მეურნეობის მიმართულებით გათვალისწინებულია როგორც ასოცირების შეთანხმების სექტორული თანამშრომლობის ნაწილით, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებით. სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მიმართულებით საკანონმდებლო დაახლოების სამოქმედო გეგმა განსაზღვრულია DCFTA შეთანხმების XIB დანართით, რომლითაც საქართველომ აიღო ვალდებულება 2015 – 2027 წლებში, საკუთარი კანონმდებლობა დაუახლოვოს 272 სამართლებრივ აქტს. 2019 წლის მდგომარეობით დაახლოება განხორციელდა 100-ზე მეტ ნორმატიულ აქტთან, რომელიც ფარავს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით სხვადასხვა საკითხებს. 2019 წელს ასოცირების დღის წესრიგის და სამოქმედო გეგმით სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში გათვალისწინებული იყო ევროკავშირის 22 სამართლებრივ აქტთან დაახლოება. მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა თავის მოხსენებაში ისაუბრა ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან ეროვნული კანონმდებლობის დაახლოების შედეგებზე და სოფლის თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge მეურნეობის მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე. გატარებული რეფორმებიდან მომხსენებელმა გამოყო ა(ა)იპ - „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“ ჩამოყალიბება. მისი შეფასებით მოდერნიზებული სააგენტო უფრო მეტად ორიენტირებული გახდა ფერმერების საჭიროებებზე და სოფლის განვითარებაზე და უზრუნველყოფს უფრო მოქნილი მექანიზმებით სამინისტროს პოლიტიკის აღსრულებას. განახლებული სააგენტოს ფარგლებში ასოცირების შეთანხმების სექტორული თანამშრომლობის კუთხით განხორციელდა არაერთი აქტივობა. მათ შორის აღსანიშნავია: სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის თანადაფინანსების პროგრამის (IFAD) განხორციელება, სასწავლო პროგრამების განხორციელება გადამამუშავებელ საწარმოთა თანადაფინანსების პროექტით დაფინანსებულ ახალ გახსნილ საწარმოებში თანამედროვე ტექნოლოგიების და მეთოდოლოგიების, სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სტანდარტების და სისტემების დანერგვის მიზნით (HACCP და ISO22000:2005), შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი, სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროექტი, ახალგაზრდა მეწარმეების განვითარების პროგრამა და აგროდაზღვევის პროგრამა. მომხსენებლმა აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის დარგის ექსტენციასა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებაზე. ამ მიმართულებით სამინისტროს ფარგლებში განხორციელებულია ექსტენცია აგრარული სფეროთი დაინტერესებულ პირთათვის. USAID-ის დახმარებით გადამზადდა 4000-მდე ფერმერი, ჩატარდა საველე ტრენინგები აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით. მომხსენებლის შეფასებით დაახლოვებული კანონმდებლობის ეფექტიანად და სრულყოფილად ამოქმედებისთვის უმნიშვნელოვანესია ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარება. ამ მიმართულებით სსიპ - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად ახორციელებს აკრედიტაციის სფეროში ახალი მეთოდების და პარამეტრების დამატებას, იმისათვის, რომ მაკონტროლებელ ორგანოს ქონდეს საშუალება განახორციელოს აღებული ნიმუშების კვლევა. კომიტეტი დადებითად აფასებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2019 წელს სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაწეულ საქმიანობას. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი