„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.07.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, კობა ნაკაიძე, დიმიტრი მხეიძე
ნომერი
#07-3/482/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 86 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-08-31
ბიუროს ნომერი 379

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N56, 28.12.2005, მუხ. 390) 241 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1 „მუხლი 24 . ზედმეტად გაცემული პენსიის ლეგალიზაცია 1. 2020 წლის 20 ივლისამდე ზედმეტად გაცემული პენსია ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება. 2. შეწყდეს ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები ამ მუხლის პირველი პუნქტით ლეგალიზებული პენსიის დაბრუნების თაობაზე საქმეებზე. 3. 2020 წლის 20 ივლისამდე პენსიიდან დაკავებული თანხა, აგრეთვე პენსიის ზედმეტად გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი კანონპროექტზე „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პენსიონერი ვალდებულია პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აცნობოს პენსიის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობის შესახებ ამ საფუძვლის წარმოშობიდან 15 დღის ვადაში. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც პენსიის შეწყვეტის საფუძვლის (ძირითადად პენსიის მარეგულირებელი კანონით გათვალისწინებული საჯარო საქმიანობის დაწყების დროს და სხვა) წარმოშობის შესახებ ინფორმაციას ბენეფიციარი არ აწვდის სააგენტოს, შესაბამისად, პენსიის შეწყვეტა ხორციელდება დაგვიანებით და იწყება ზედმეტად გაცემული თანხების ამოღების ბენეფიციარისთვის მტკივნეული პროცესი, რომელიც ხშირად დროში გახანგრძლივებული პროცესია და ხანდაზმული მოსახლეობის მკვეთრ უკმაყოფილებას იწვევს, მათ უწევთ თანხების უკან დაბრუნება, სასამართლო პროცესები და ა.შ. რაც კიდევ უფრო მწვავე პრობლემაა კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების ფონზე. გარდა ამისა, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პენსიის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია პენსიონერის გარდაცვალება და პენსია წყდება ამ საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. კოვიდ-19 გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N184 დადგენილების თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ აპრილის თვის პენსია ჩაირიცხა მარტის თვეში. სახელმწიფო გასაცემლების ბაზის თანახმად, 1056 პენსიონერი, რომელმაც მარტის თვეში აიღო აპრილის თვის პენსია გარდაიცვალა, მაშინ როცა კანონმდებლობით მათ აპრილის თვიდან უნდა შეწყვეტოდათ პენსია. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, ეს თანხებიც დაექვემდებაროს ლეგალიზაციას. ზედმეტად გაცემული თანხების დაბრუნება ხორციელდება შემდეგი პრინციპით: ადმინისტრირების ორგანოს მონაცემთა ბაზაზე და მომსახურე ბანკიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ზედმეტად მიღებული თანხის ბიუჯეტში აღდგენის თაობაზე წერილი იგზავნება მოქალაქესთან (გარდაცვალების შემთხვევაში მის მემკვიდრესთან), თუ მოქალაქე (მემკვიდრე) თანახმაა თანხის ბიუჯეტში აღდგენაზე, აღნიშნული დასტურდება წერილობით და თანხის დაბრუნება ხდება ერთჯერადად ან ეტაპობრივად, რაც თავის მხრივ, დასტურდება საგადახდო დავალების წარმოდგენით ან გასაცემლიდან თანხის 20%-ის ოდენობით დაქვითვით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე (მემკვიდრე) უარს აცხადებს თანხის დაბრუნებაზე, საქმე იგზავნება სასამართლოში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: გამომდინარე იქიდან, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი აწესებს ზედმეტად გაცემული პენსიის უკან დაბრუნების პირობებს, აუცილებელია ცვლილება შევიდეს ამავე კანონში, რათა მოხდეს 2016 წლის 1 დეკემბრიდან 2020 წლის 20 ივლისამდე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო პენსიის ლეგალიზაცია და შესაბამისი პირები გათავისუფლდნენ სახელმწიფოს მიმართ პენსიის ზედმეტად დარიცხვისა და გაცემის გამო წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებისაგან. ა.ბ ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში განხორციელდება ზედმეტად გაცემული სახელმწიფო პენსიის ლეგალიზაცია და შესაბამისი პირები გათავისუფლდებიან სახელმწიფოს მიმართ პენსიის ზედმეტად დარიცხვისა და გაცემის გამო წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებისაგან, რაც პენსიონერების მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება იქნება კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების ფონზე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით 2020 წლის 20 ივლისამდე ზედმეტად გაცემული პენსია ითვლება ლეგალიზებულად და დაბრუნებას არ ექვემდებარება. ამასთანავე, უკვე დაკავებული თანხები, აგრეთვე პენსიის ზედმეტად გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება. გარდა ამისა, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებების შეწყვეტას, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღებასთან. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით, კანონპროექტი არ არის ინიციირებული მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით წარმოდგენილი კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, რაც გამომდინარეობს მისი მიზნის მიღწევის აუცილებელი საჭიროებიდან და კანონპროექტით განსაზღვრული ლეგალიზაციის პერიოდიდან გამომდინარე (2020 წლის 20 ივლისი). კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მისი მოქმედება გავრცელდება 2016 წლის 1 დეკემბრიდან 2020 წლის 20 ივლისამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): მიზანშეწონილია, წარმოდგენილი პროექტის საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცედურები წარიმართოს დაჩქარებული წესით, ვინაიდან კანონპროექტით განსაზღვრულია 2020 წლის 20 ივლისამდე ზედმეტად (არასწორად) გაცემული პენსიის ლეგალიზაცია. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტი არ იქნება მიღებული დაჩქარებული წესით, გაგრძელდება ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები და ზედმეტად გაცემული თანხების უკან დაბრუნების მტკივნეული პროცესი, რაც თავის მხრივ, მძიმე ტვირთად აწვება მოქალაქეებს, განსაკუთრებით მიმდინარე რთული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსების გამოყოფას. გამომდინარე იქიდან, რომ ბენეფიციართა ნაწილს ზედმეტად გაცემული თანხა ექვითება მიმდინარე გასაცემლიდან, ნაწილს (მათ შორის იმ პირებს, რომელთაც შეწყვეტილი აქვთ პენსიის მიღება) თანხა შეაქვთ ხაზინის ერთიან ანგარიშზე, შესაძლოა არსებობდეს კობინირებული მოდელიც, რთულია გაიმიჯნოს ზედმეტად გაცემული დასაქვითი თანხების და ანგარიშზე შესატანი თანხების ოდენობები. ბ.ბ) კანონპროექტის საშემოსავლო ნაწილზე: გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კანონპროექტის მიღება გამოიწვევს იმ პირთა ფინანსური ვალდებულების შეწყვეტას სახელმწიფოს მიმართ, რომელთაც ეს ვალდებულება წარმოეშვათ 2020 წლის 20 ივლისამდე პერიოდში პენსიის ზედმეტად (არასწორად) დარიცხვისა და გაცემის გამო. გასაცემლების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე პერიოდისათვის არსებული/მოძიებული მონაცემების მიხედვით კანონპროექტის მიღების შემთხვევაში შეღავათი შეეხება 1594 პენსიონერს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შეადგენს - დაახლოებით 727 733 ლარს, მათ შორის იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც 2016 წლის 1 დეკემბრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე წარმოეშვათ ზედმეტად გაცემული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება შეადგენს 747 პირს, ხოლო 2020 წლის 1 იანვრიდან - 847 პირს. გამომდინარე იქიდან, რომ შემთხვევების დიდ ნაწილში თანხის შეტანა ხორციელდება ხაზინის ერთიან ანგარიშზე (სხვა შემოსავლები) და თანხების შეტანა ხორციელდება მოქნილი სისტემით, ვუშვებთ, რომ კანონპროექტი დიდწილად გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ამასთან, ლეგალიზაციის პაკეტის ფარგლებში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებული ინფორმაციით მიმდინარეობს 50 ადმინისტრაციული წარმოება, 1758 სასამართლო წარმოება და 134 სააღსრულებლო წარმოება. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებების შეწყვეტას რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღებასთან, აქედან გამომდინარე შესაბამის უწყებებს არ მოუწევთ ამ მიმართულებით ხარჯების გაწევა, რაც გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ვალდებულებების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში განხორციელდება ზედმეტად გაცემული სახელმწიფო პენსიის ლეგალიზაცია და შესაბამისი პირები გათავისუფლდებიან სახელმწიფოს მიმართ პენსიის ზედმეტად დარიცხვისა და გაცემის გამო წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებისაგან, რაც პენსიონერების მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება იქნება კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების ფონზე. 2016 წლის 1 დეკემბრიდან 2020 წლის 20 ივლისამდე პერიოდში პენსიის მიმღებ 1594 პირს აღარ ექნება ზედმეტად გაცემული პენსიის უკან დაბრუნების ვალდებულება, მათ აღარ მოუწევთ თანხების ერთიან სახაზინო ანგარიშზე შეტანა ან თანხა აღარ დაექვითებათ მიმდინარე გასაცემლიდან. მათ შორის 1056 პენსიონერი, რომელსაც აპრილის თვის პენსია ჩაერიცხა მარტის თვეში, გარდაიცვალა მარტის თვეშივე, შესაბამისად, მათი ოჯახის წევრებს/მემკვიდრეებს აღარ მოუწევთ აპრილის თვის პენსიის უკან დაბრუნება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალსიწინებს გადასახადის, გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. მოსაკრებლის ან სხვა სახის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე. საქართველოს ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღია ექსპერტებს ან სამუშაო ჯგუფს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, კობა ნაკაიძე, დიმიტრი მხეიძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, კობა ნაკაიძე, დიმიტრი მხეიძე.