საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა ლეო ქიაჩელისა და გიორგი ახვლედიანის ქუჩებზე მცხოვრებთა (ლია კიკნაძე, მარი მიქიაშვილი, რუსუდან ლებანიძე და სხვები) მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1-3398/20; 25.02.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.08.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-8291/20
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-08-31
ბიუროს ნომერი 379

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-8291/20 04-08-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ლია კიკნაძეს, მისამართი: ქ. თბილისი, მთაწმინდის რაიონი, გ. ახვლედიანის N5 ტელეფონი: 595 23 25 92 მარი მიქიაშვილს, მისამართი: ქ. თბილისი, მთაწმინდის რაიონი, გ. ახვლედიანის N1 ტელეფონი: 574 14 11 62 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ლეო ქიაჩელისა და გიორგი ახვლედიანის ქუჩებზე მცხოვრებთა (ლია კიკნაძე, მარი მიქიაშვილი, რუსუდან ლებანიძე და სხვები) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-3398/20; 25.02.2020) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის 13 ივლისის კომიტეტის სხდომაზე განიხილა ლეო ქიაჩელისა და გიორგი ახვლედიანის ქუჩებზე მცხოვრებთა (ლია კიკნაძე, მარი მიქიაშვილი, რუსუდან ლებანიძე და სხვები) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-3398/20; 25.02.2020). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის („დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება“) მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში იურიდიული პირის სამჯერ დაჯარიმების შემდეგ მისთვის ჯარიმა გაიზარდოს 1000-დან 3000 ლარამდე, ხოლო მომდევნო სამჯერ დაჯარიმების შემდეგ − 5000 ლარამდე; ამასთანავე, 5000 ლარით დაჯარიმდეს გამქირავებელი. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge II. კომიტეტის შეფასება იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იმსჯელა საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილ საკითხზე და მიიჩნია, რომ ის კომპლექსურ შესწავლასა და გადაწყვეტას საჭიროებს. შედეგად, ამ საკითხის გადასაწყვეტად შეიძლება საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულისგან განსხვავებული მექანიზმიც შემუშავდეს, ამასთანავე, დამატებით სხვა საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს. შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადებაში წარმოდგენილი პრინცპის მისაღებად ცნობა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ლეო ქიაჩელისა და გიორგი ახვლედიანის ქუჩებზე მცხოვრებთა (ლია კიკნაძე, მარი მიქიაშვილი, რუსუდან ლებანიძე და სხვები) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-3398/20; 25.02.2020) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო მიღებულად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი