საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტთან არსებული თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა სკოლის გარეთ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელოვნებო განათლების მდგომარეობის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-08-31
ბიუროს ნომერი 379
📜 ტექსტი
წერილი
განათლების, მეცნიერებისა და
კულტურის კომიტეტი
2-8467/20
10-08-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მოგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა დაასრულა
სკოლის გარეთ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელოვნებო
განათლების მდგომარეობის შესწავლასთან დაკავშირებული თემატური მოკვლევა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად
წარმოგიდგენთ თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნას.
დანართი 54 გვერდი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
გენადი მარგველაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის
კომიტეტის თემატური მოკვლევის ანგარიში
სკოლის გარეთ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში
სახელოვნებო განათლების მდგომარეობის შესწავლა
2020
1
სარჩევი
თემატური მოკვლევის შესახებ........................................................................................................... 3
თავი 1 შესავალი ........................................................................................................................................ 7
თავი 1.1 საკითხის მიმოხილვა ........................................................................................................... 7
თავი 1.2 მოკვლევის მიზანი.............................................................................................................. 10
თავი 1.3 მოკვლევის მეთოდოლოგია ..............................................................................................11
თავი 1.4 მოკვლევის კითხვები ......................................................................................................... 13
თავი 2 საერთაშორისო პრაქტიკა.......................................................................................................... 14
თავი 3 არსებული მდგომარეობის ანალიზი......................................................................................20
თავი 3.1 საკანონმდებლო ჩარჩო ...................................................................................................... 20
თავი 3.2 საერთაშორისო დოკუმენტები..........................................................................................23
თავი 3.3 სკოლის გარეთ ფორმალური საგანმანათლებლო დაწესებულებების მდგომარეობა
................................................................................................................................................................25
თავი 3.4 მიღებული დასაბუთებული მოსაზრებებისა და ზეპირი მოსმენების ანალიზი..... 29
თავი 4 მოკვლევის პროცესში გამოვლენილი მიგნებები ................................................................. 39
თავი 5 რეკომენდაციები ........................................................................................................................45
შეჯამება ....................................................................................................................................................50
დანართი ...................................................................................................................................................51
2
თემატური მოკვლევის შესახებ
თემატური მოკვლევის საკითხი
სკოლის გარეთ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელოვნებო
განათლების მდგომარეობის შესწავლა.
თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები
მთავარი მომხსენებელი:
გენადი მარგველაშვილი - განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის
თავმჯდომარე
ჯგუფის წევრი:
ალექსანდრე ქანთარია - განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის
თავმჯდომარის პირველი მოადგილე
ჯგუფის წევრი:
გუგული მაღრაძე - განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილე
ჯგუფის წევრი:
გივი ჭიჭინაძე - განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი
ჯგუფის წევრი:
თეიმურაზ ჭკუასელი - განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი
ჯგუფის წევრი:
ზაზა პაპუაშვილი - განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი
3
თემატურ მოკვლევაზე მუშაობდნენ
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის აპარატი დავით დემეტრაძე, გიორგი არზიანი, რატი ფრუიძე
რუსუდან თევზაძე - მოწვეული ექსპერტი
დათქმა:
აღნიშნული
ანგარიში
მომზადებულია
აშშ-ის
საერთაშორისო
სააგენტოს
(USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით. მასში
გამოთქმული მოსაზრებები არ გამოხატავს USAID-ის, GGI-ის ან ამერიკის შეერთებული
შტატების მთავრობის შეხედულებებს.
4
მოკვლევის ფარგლებში შემოსული დასაბუთებული მოსაზრებების ავტორები
ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა
ათწლედი”
ვ. ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სახელმწიფო სასწავლებელი
რუსთავის სამუსიკო სასწავლებელი
ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო სასწავლებელი
თელავის ნ. სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი
სოხუმის დ. არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი
სოხუმის ა. შერვაშიძე-ჩაჩბას სახელობის სამხატვრო სასწავლებელი
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე
თბილისის 51-ე საჯარო სკოლა
თბილისის მე-3 ხელოვნების სკოლა
საჩხერის სამუსიკო სკოლა
იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი
კულტურისა და განათლები ფონდი
რეგიონის განვითარების ცენტრი
ადამიანის უფლებების განვითარებისა და გარემოს დაცვის ინსტიტუტი
სახელოვნებო განათლების მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფი: ნინო
ბახტაძე, ეკა ჯაფარიძე, ნინო კაკულია
ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური მუსიკალური სკოლის „ნიჭიერთა
ათწლედის“ პედაგოგები
კულტურის სპორტისა და ტურიზმის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული
კავშირი
საქართველოს
ხელოვნების,
მასმედიის,
კულტურულ-საგანმანათლებლო
დაწესებულებების, სპორტისა და ტურიზმის მუშაკთა პროფესიული კავშირი
5
ხობის მუნიციპალიტეტის ხელოვნების პროფესიული კავშირი
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, კომპოზიტორი - თამარ სალუქვაძე
სკოლის
გარეთ
სახელოვნებო
მასწავლებელი - პარმენ მიქაძე
6
საგანმანათლებლო
დაწესებულების
თავი 1 შესავალი
მოკვლევის ანგარიშში მიმოხილულია სკოლის გარეთ და ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში
პრობლემები,
სახელოვნებო
გაანალიზებულია
განათლების
მიმართულებით
დაინტერესებულ
მხარეთა
გამოვლენილი
მოსაზრებები,
მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და განსაზღვრულია მოკვლევის
პროცესში წარმოჩენილი მიგნებები.
ანგარიშის პირველ ნაწილში წარმოდგენილი ინფორმაცია ასახავს საქართველოში
სახელოვნებო განათლების მიმართულებით არსებულ ზოგად ისტორიულ ნარატივს,
ასევე საკითხთან მიმართებით განხილულია ქვეყნის კანონმდებლობა. დოკუმენტში
ძირითადი ადგილი უჭირავს მოკვლევის პროცესში შემოსული დასაბუთებული
მოსაზრებებისა და ზეპირი მოსმენების დროს გამოთქმული ინიციატივების ანალიზს.
განხილულია სახელოვნებო განათლების მიმართულებით არსებული საერთაშორისო
პრაქტიკა და შესაბამისად, შემუშავებულია სფეროს გაუმჯობესებისათვის საჭირო
რეკომენდაციები.
თავი 1.1 საკითხის მიმოხილვა
თემატური მოკვლევის ანგარიში, სკოლის გარეთ და ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში
სახელოვნებო
განათლების
მდგომარეობის
შესწავლა,
წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის
კომიტეტის ინიციატივას.
მოზარდთა განვითარების პროცესში სახელოვნებო განათლების როლზე ბევრი
შეგვიძლია ვისაუბროთ საერთაშორისო ინსტრუმენტებისა და ვალიდური კვლევების
საფუძველზე.
7
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში წერია, რომ განათლების
უმნიშვნელოვანესი როლია ხელი შეუწყოს ადამიანის პიროვნულ განვითარებასა და
თავისუფლებას, ტოლერანტობასა და განსხვავებულ კულტურათა შორის მეგობრობის
დამყარებას.
სახელოვნებო
აქტივობები
ხელს
უწყობს
მოსწავლეებში
ინდივიდუალიზმის,
წარმოსახვითი უნარებისა და ემოციური ინტელექტის განვითარებას, ასევე მოზარდთა
შორის ახალი ინიციატივების დანერგვას.
ისტორიული რეტროსპექტივის გათვალისწინებით, საქართველოში სახელოვნებო
განათლება პოპულარულია და არსებობს შესაბამისი ინსტიტუციები, რომლებიც
ემსახურებიან მოზარდი თაობისთვის სახელოვნებო განათლების მიწოდებას.
სახელოვნებო განათლება ზედმეტად მგრძნობიარე საკითხია, რადგან ის ოპერირებს
განათლებისა და კულტურის სოციალური სივრცის მიჯნაზე. ვინაიდან სახელოვნებო
განათლება
წარმოადგენს
საქართველოს
საგანმანათლებლო
და
კულტურის
მიმართულების ორგანულ შემადგენელ ნაწილს, ის ორივე კუთხით ძალზე
მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია. თუმცა, სახელოვნებო განათლების სისტემა
ერთიანი
საგანმანათლებლო
სივრციდან
მკვეთრად
გამოხატული
არსებითი
სპეციფიკით გამოირჩევა. ამდენად ისმევა კითხვა, შედეგზე ორიენტირებული,
ეფექტიანი ფუნქციონირებისა და განვითარების მიზნით, საჭიროებს თუ არა
განსხვავებული სახელმწიფო პოლიტიკისა და სამართლებრივი რეგულირების
ფარგლებში მოქცევას.
სახელოვნებო განათლების ცალკეული კომპონენტები, როგორც სწავლების მეთოდიკა,
არსებითად
მნიშვნელოვანია,
მოსწავლეზე
ორიენტირებულ
და
უნარებზე
დაფუძნებული კონცეფციის დასანერგად. ამდენად მისაღებია და რეკომენდებულია
შეძლების ფარგლებში სახელოვნებო განათლების კიდევ უფრო მეტად გავრცელება და
ხელმისაწვდომობის გაზრდა.
8
სახელოვნებო განათლება დიდი ალბათობით, დადებითად მოქმედებს მოზარდის
პოზიტიური განწყობების შექმნაზე. დიმიტრი უზნაძის მიხედვით კი, განწყობა
წარმოადგენს ადამიანის მთლიან პიროვნულ მზაობას გარკვეული ქცევისადმი - “სანამ
ცოცხალი არსება რაიმე ქცევას მიმართავდეს, მას უკვე მანამდე აქვს ეს ქცევა განწყობის
სახით მოცემული”.
განწყობის
შინაარსს, ავტორი ინდივიდის რელევანტური და ჯეროვანი ქცევის
ანალიზიდან გამომდინარე ხსნის და ამბობს რომ ადამიანის ქცევას განსაზღვრავს
მოთხოვნილება, რომელიც რაღაცის დეფიციტს გულისხმობს. მოთხოვნილება არის ის
სუბიექტური, მაგრამ არასაკმარისი ფაქტორი, რომელიც აუცილებელია ქცევის
განსახორციელებლად
და
სწორედ,
ასოციალური
და
ნეგატიური
ქცევის
მოთხოვნილება მეტ-ნაკლებად იბლოკება სახელოვნებო განათლებით შექმნილი
განწყობების ხარჯზე.
სახელოვნებო განათლების პოპულარიზაცია/ადვოკატირების თემის წინ წამოწევა
მოზარდთა თვისობრივ განვითარებასთან ერთად, უნდა უზრუნველყოფდეს მათში
დანაშაულის შემცირებას. აქედან გამომდინარე, აუცილებელი ხდება სახელოვნებო
განათლების ხელმისაწვდომობის გაძლიერება.
ბოლო პერიოდში გაიზარდა ინტერესი არაფორმალური განათლების მიმართ. ბევრი
ევროპელი თუ ამერიკელი ექსპერტის მტკიცებით ფორმალური და არაფორმალური
განათლების თანამშრომლობა უფრო მეტ შედეგებს იძლევა. ის უფრო მეტად არის
ორიენტირებული მოსწავლეზე და მის მდგრად მომავალზე.
სახელოვნებო
ღირებულებათა
განათლების
უმთავრესი
განვითარების
უკუგება
ხელშეწყობა,
კი
ახალგაზრდა
სოციალიზაციისა
თაობის
და
თვითდამკვიდრების უზრუნველყოფაა. აღნიშნული მოზარდთა შორის სხვადასხვა
ნეგატიური სოციალური ქცევის პრევენციის შესაძლებლობა გახდება.
9
2006 წლის განათლების რეფორმის შემდეგ კიდევ უფრო მეტად გართულდა სკოლის
გარეთ სახელოვნებო სასწავლებლებისა და ე.წ. სპეციალიზებული სკოლების
მდგომარეობა. განსაკუთრებული საჭიროება გამოიკვეთა საკითხის კვლევისა და
შესაბამისი ღონისძიებების გატარების კუთხით.
2006 წელს განხორციელებულმა რეფორმამ ქაოტური გახადა სკოლის გარეთ
სახელოვნებო განათლება, ვინაიდან აღრევა მოხდა, სახელოვნებო ფორმალური და
არაფორმალური განათლების ინსტიტუციებს შორის. აღნიშნულმა თავისთავად
გამოწვია სხვა ტიპის თვისობრივ-ტექნიკური ხარვეზები და შეუსაბამობები.
მიუხედავად სკოლის გარეთ სახელოვნებო განათლებაში პერმანენტულად მიმდინარე
გარკვეული ცვლილებებისა, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ბევრი
სხვადასხვა სახის პრობლემა დაგროვდა, რაც ერთმნიშვნელოვნად აფერხებს მის
რელევანტურობას საერთაშორისო და
თანამედროვე გამოწვევებთან. თუმცა, აქვე
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ამ პრობლემების მეტწილად პროცედურული და
ტექნიკური ხასიათი, ვიდრე თვისობრივი და ხარისხობრივი.
თავი 1.2 მოკვლევის მიზანი
თემატური მოკვლევის მიზანია:
სკოლის
გარეთ
და
ზოგადსაგანმანათლებლო
სივრცეში
სახელოვნებო
განათლების კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასება, ასევე პრობლემებისა
და გამოწვევების განსაზღვრა;
მოკვლევის პერიოდში მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე
დოკუმენტურად დასაბუთებული დასკვნის მომზადება;
10
არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და გამოწვევების საპასუხო ქმედითი
ნაბიჯების გადადგმის მიზნით, შესაბამისი უწყებებისათვის რეკომენდაციის
გაცემა;
სახელოვნებო განათლების მიმართულებით დაინტერესებულ მოზარდებზე
მორგებული,
გრძელვადიანი
მოქმედების
პერსპექტივით,
კონკრეტული
ქმედითი და არსებითი პოლიტიკის შემუშავება;
მოსწავლის უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაზე ორიენტირებული
სახელოვნებო განათლების სისტემის შექმნა, რომელზეც თითოეულ მოსწავლეს
თანაბარი ხელმისაწვდომობა ექნება.
თავი 1.3 მოკვლევის მეთოდოლოგია
თემატური
მოკვლევა
-
სკოლის
გარეთ
და
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში სახელოვნებო განათლების მდგომარეობის შესწავლის მიზნით
წარიმართა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მოკვლევის დაწყების შესახებ
გადაწყვეტილება მიიღო 2020 წლის 24 იანვრის სხდომაზე და დაამტკიცა მოკვლევის
ჯგუფი,
რომლის
შემადგენლობაშიც
შედიოდნენ:
მთავარი
მომხსენებელი,
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი
მარგველაშვილი, ჯგუფის წევრები: კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე,
ალექსანდრე ქანთარია, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ასევე კომიტეტის
წევრები გივი ჭიჭინაძე, თეიმურაზ ჭკუასელი და ზაზა პაპუაშვილი. შესაბამისი
პროცედურის
დაცვით
მოხდა
კომიტეტის
პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენა.
11
გადაწყვეტილების
საქართველოს
მოკვლევის დაწყებამდე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში 2019
წლის განმავლობაში ჩატარდა არაერთი გაფართოებული შეხვედრა აღმასრულებელი
ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის, სკოლის გარეთ სახელოვნებო
საგანმანათლებლო დაწესებულებების, სახელოვნებო განათლების მასწავლებელთა
საინიციატივო ჯგუფის, დარგის ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების
მონაწილეობით.
სამუშაო შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა სფეროში არსებული გამოწვევები,
რომელთა სიღრმისეული შესწავლა და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა სახელმწიფოს
მხრიდან მნიშვნელოვანად მიიჩნია კომიტეტმა.
სამუშაო შეხვედრებზე იდენტიფიცირებული გამოწვევების შესაბამისად მოხდა
მოკვლევის თემის დაზუსტება და ტექნიკური დოკუმენტის შედგენა.
ტექნიკური მოთხოვნის დოკუმენტში ბლოკებად იყო წარმოდგენილი კვლევისთვის
საკვანძო შეკითხვები, რომლებზეც პასუხი უნდა ასახულიყო დაინტერესებულ
მხარეთა მიერ წარმოდგენილ დასაბუთებულ მოსაზრებებში.
კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად განათავსა
ინფორმაცია პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
თემატური მოკვლევის პროცესში კომიტეტმა 90 სუბიექტისგან მიიღო ინფორმაცია,
მათ შორის იყო 65 მუნიციპალიტეტისა და 8 სკოლისგარეთ სახელოვნებო
სასწავლებლის მიერ მოწოდებული სტატისტიკური ინფორმაცია. დასაბუთებული
მოსაზრებები
კომიტეტს
სასწავლებლებმა,
ასევე
მიაწოდეს
სამუსიკო,
სამხატვრო,
მოსწავლე-ახალგაზრდობის
ქორეოგრაფიულმა,
ეროვნულმა
სასახლემ,
დარგობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სახელოვნებო დაწესებულებების
ცალკეულმა მასწავლებლებმა.
თემატური მოკვლევის პროცესში მოხდა ზემოთხსენებული ინფორმაციის შესწავლა
და ანალიზი, რის შემდეგაც ჩატარდა ორი ზეპირი მოსმენა, რომელშიც მონაწილეობა
12
მიიღო 40-მდე დაინტერესებულმა პირმა, მათ მიეცათ წარმოდგენილი წერილობითი
მოსაზრებების
ზეპირსიტყვიერად
გადმოცემისა
და
დისკუსიაში
შესვლის
შესაძლებლობა. აღნიშნულის საფუძველზე გამოიკვეთა მიგნებები და ჩამოყალიბდა
შესაბამისი რეკომენდაციები.
თემატურ მოკვლევას მხარს უჭერდა USAID-საქართველოს პროგრამა დემოკრატიული
მმართველობის ინიციატივა (GGI).
თავი 1.4 მოკვლევის კითხვები
თემატური მოკვლევის ჯგუფმა სფეროს შესწავლის მიზნით, განსაზღვრა ის ძირითადი
შეკითხვები, რომელთა პასუხზეც უნდა აგებულიყო მოკვლევის ანგარიში:
როგორი უნდა იყოს სკოლის გარეთ სახელოვნებო საგანმანათლებლო
დაწესებულებათა
ინსტიტუციური
და
იქ
მომუშავე
მასწავლებელთა
პედაგოგიური სტატუსი?
როგორი უნდა იყოს სკოლის გარეთ სახელოვნებო საგანმანათლებლო
დაწესებულებათა დაფინანსების მოდელი და სახელფასო პოლიტიკა იქ
მომუშავე მასწავლებელთათვის?
როგორ უნდა მოხდეს სკოლის გარეთ სახელოვნებო საგანმანათლებლო
დაწესებულებათა მიერ გაცემული დოკუმენტის ოფიციალური აღიარება?
როგორ შეიძლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და სკოლის
გარეთ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა შორის კავშირის
განსაზღვრა?
როგორ შეიძლება განისაზღვროს სახელმწიფოს როლი სკოლის გარეთ
სახელოვნებო განათლების რეგულირების კუთხით?
13
თავი 2 საერთაშორისო პრაქტიკა
თემატური
მოკვლევის
პროცესში
ერთ-ერთ
პრიორიტეტულ
მიმართულებად
განისაზღვრა წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა. მოკვლევის ჯგუფის
წევრთა ინიციატივით შეირჩა ამერიკისა და ევროპის რამდენიმე ქვეყანა, რომელთა
გამოცდილების შესწავლასაც ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი.
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში სკოლის გარეთ სახელოვნებო
განათლება
არასავალდებულოა,
თუმცა
სასურველი,
რამდენადაც
ემსახურება
მოსწავლის ესთეტიკის, მისი თვალსაწიერის, ემოციური თვისებების და იმ უნარების
ყოველმხრივ განვითარებას, რომლებიც არ უკავშირდება სასკოლო დისციპლინებს.
ყოველივე ეს კი ხელს უწყობს მოსწავლის აკადემიური შედეგების გაუმჯობესებას. აშშში არა სასკოლო განათლება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მოსწავლეთა შორის
სოციალური უთანასწორობის დასაძლევად.
ევროკავშირის რეკომენდაციები
ევროპარლამენტმა
2009
წლის 24
მარტს მიიღო
რეზოლუცია
სახელოვნებო
განათლების შესახებ (European Parliament Resolution on Artistic Studies in the European
Union). რეზოლუცია ასახულია წევრი ქვეყნების ეროვნულ კანონმდებლობაში და
ითვალისწინებს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს ევროპულ დონეზე სახელოვნებო
განათლების განვითარების, მისი ზედამხედველობის და კოორდინაციის თაობაზე,
მოსწავლეთა კომპეტენციებზე ხელოვნების სწავლების ზეგავლენის მონიტორინგის
ჩათვლით.
რეკომენდაციები
ზოგადსაგანმანათლებლო
ეხება,
სკოლებსა
აგრეთვე,
და
პროფესიონალ ხელოვანებს შორის.
14
თანამშრომლობის
სახელოვნებო
გაძლიერებას
ორგანიზაციებს
ან/და
არა სასკოლო სახელოვნებო დაწესებულებები და აქტივობები
მოსწავლეთა არა სასკოლო სახელოვნებო აქტივობები (extra-curricular arts activities)
ტარდება სკოლების და/ან სხვა სახელოვნებო ორგანიზაციების მონაწილეობით,
ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი რეკომენდაციების ან ინიციატივების
შესაბამისად (ლატვია, ლიეტუვა). გერმანიაში, ავსტრიასა და ესტონეთში კი ამგვარი
გადაწყვეტილებები მიიღება ადგილობრივად, ხშირად თავად სკოლების მიერ. არა
სასკოლო
სახელოვნებო
აქტივობები
ხორციელდება
სრული
სახელმწიფო
დაფინანსების ან სუბსიდირების საფუძველზე, ეროვნულ ან ადგილობრივ დონეზე
(ლატვია, ავსტრია).
ავსტრიაში
ტრადიციული
არა
სასკოლო
სახელოვნებო
დაწესებულებებია
მუსიკალური სკოლები (Musikschulen). გერმანიაში მუსიკალურ სკოლებთან ერთად
არა
სასკოლო
სახელოვნებო
სახელოვნებო
სკოლები,
საშემსრულებლო
დაწესებულებებს
მედია-ცენტრები,
ცენტრები.
მათი
განეკუთვნება
მოსწავლეთა
ლიტერატურული
საქმიანობა
სახლები,
ხორციელდება
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისგან დამოუკიდებლად, მაგრამ მათთან
მჭიდრო თანამშრომლობით. სკოლებსა და სახელოვნებო დაწესებულებებს შორის
კავშირი მყარდება არა სასკოლო სახელოვნებო აქტივობების შინაარსის დახვეწისა და
სწავლების ახალი მეთოდების შემუშავების მიზნითაც.
მართალია, მუსიკალური სკოლები კონცენტრირებულია მუსიკის გაკვეთილებზე,
მაგრამ ისინი მოსწავლეებს სთავაზობენ დრამის, კლასიკური და თანამედროვე ცეკვის
კურსებსაც. მუსიკალური სკოლები ფინანსდება ადგილობრივ დონეზე.
მასწავლებელს შესაძლებლობა ეძლევა აიღოს განათლების ორმაგი სერტიფიკატი,
რომელიც მას საშუალებას აძლევს, ერთდროულად ასწავლოს ორი საგანი ან ჩაატაროს
გაკვეთილები
სწავლების
ორ
დონეზე,
მხოლოდ
ერთის
ნაცვლად.
ორმაგი
სერტიფიკატის მოპოვების გზა სტუდენტმა უნდა აირჩიოს ჯერ კიდევ საბაკალავრო
დონეზე სწავლის დროს. ცოდნის გაფართოება განათლების სხვა სფეროებში
15
უზრუნველყოფს მომავალი მასწავლებლის კონკურენტუნარიანობის ზრდას და
ფაქტობრივად აორმაგებს სასწავლო გეგმის იმ სპეციალობების პოტენციურ რიცხვს,
რომლებშიც
ის
ჩაითვლება
ექსპერტად
-
სახელმწიფო
და
ფედერალური
საგანმანათლებლო პოლიტიკის შესაბამისად.
საყურადღებოა, რომ ავსტრიაში ფუნქციონირებს ცალკე გიმნაზიები, რომლებიც
სპეციალიზებულია მუსიკალურ სფეროში გამოვლენილი ნიჭიერი ბავშვებისთვის.
გიმნაზიები თანამშრომლობენ მუსიკალურ აკადემიებთან და კონსერვატორიებთან.
არა სასკოლო სახელოვნებო აქტივობები ნიჭიერი ბავშვებისთვის წარმოადგენს ერთერთ უპირატეს დამატებით ინსტრუმენტს მათი ნიჭისა და უნარების კიდევ უფრო
განსავითარებლად.
ასეთი
აქტივობები
შეიძლება
ორგანიზებული
იყოს
სპეციალიზებული ორგანიზაციების მიერ (მუსიკის შემთხვევაში - კონსერვატორია).
ამისათვის, მჭიდრო კავშირები მყარდება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა და არა
სასკოლო სტრუქტურებს შორის. ნიჭიერი ბავშვების მხარდაჭერას და მათი უნარების
კიდევ უფრო გაუმჯობესებას ემსახურება, აგრეთვე, მათი მონაწილეობა რეგიონულ,
ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებში (ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა).
ამერიკის შეერთებული შტატების არა სასკოლო სახელოვნებო განათლება
ამერიკის
შეერთებული
შტატებში
არა
სასკოლო
განათლების
პროგრამის
დასაუფლებლად მოსწავლეები ერთიანდებიან სახელოვნებო წრეებსა და სექციებში
სპეციალობის მიხედვით (მხატვრობა, მუსიკა, თეატრი და ა.შ.), არჩეულ სფეროში
უფრო მეტი ცოდნის და ახალი ჩვევების შესაძენად.
ამერიკის შეერთებული შტატებში
კარგად არის განვითარებული ე.წ. დარგთან
კავშირი (field-relations), როდესაც ამა თუ იმ დარგის (მათ შორის სახელოვნებო)
ცნობილი წარმომადგენლები ატარებენ გაკვეთილებს არა სასკოლო საგანმანათლებლო
16
დაწესებულებებში, აწყობენ ერთობლივ სასწავლო კურსებს ორმაგი სერტიფიკატების
მფლობელებთან ერთად.
დამატებითი განათლება ინსტიტუციურად უზრუნველყოფილია სახელმწიფო, კერძო
და შერეული დაწესებულებების მიერ.
მოსწავლეთა
კულტურულ-საგანმანათლებლო
სახელმწიფო
სახელოვნებო
დაწესებულებები ორიენტირებულნი არიან სწავლების (curriculum)
ეროვნულ
სახელმწიფო სტანდარტზე და მოქმედებენ სასწავლო გეგმის თანახმად. სახელმწიფო
დაწესებულებები სპეციალიზებულია ერთ ან რამდენიმე სახელოვნებო საგანზე.
ადგილობრივი
ხელისუფლება
(ქალაქის
უზრუნველყოფს უფასო ან პირობით
ან
შტატის
ხელმძღვანელობა)
უფასო ორ არა სასკოლო დამატებით
განათლებას.
„შერეული“ ტიპის არა სასკოლო განათლების პროვაიდერები არაკომერციული
კომპანიები არიან და ახორციელებენ სახელმწიფო-კერძო სექტორის პარტნიორობის
სხვადასხვა ფორმებს. ისინი მომხმარებელს სთავაზობენ პირობით უფასო ან
სრულიად უფასო მეცადინეობებს. აღნიშნული არაკომერციული ორგანიზაციები
დამატებითი განათლების უფასო მომსახურებას სთავაზობენ ბავშვებს დაბალი
სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ოჯახებიდან.
საგანმანათლებლო დაწესებულებებში დამატებითი განათლების სწავლა-სწავლების
პროცესში ჩართულნი არიან სპეციფიური კვალიფიკაციის მქონე ინსტრუქტორები.
აშშ-ში
გავრცელებულია
დამატებით
განათლებაში
მშობელთა
მონაწილეობის
პრაქტიკა მოხალისე მასწავლებლების და მწვრთნელების რანგში. ასეთი გაკვეთილები
ანაზღაურებადია და შემოსული მცირე ოდენობის თანხები იხარჯება შენობის
იჯარაზე. მოხალისე მშობლები აქედან ფინანსურ სარგებელს არ იღებენ.
სკოლისგარეშე
სახელოვნებო
განათლება
განათლების
დეპარტამენტის
იურისდიქციაში შედის, მაგრამ ფაქტობრივად ის რეგულირდება არაკომერციული
17
ორგანიზაციების - „სკოლისგარეშე ალიანსის“ (Afterschool Alliance) და „მოსწავლეებზე
ზრუნვის ეროვნული ალიანსის“ (National School-Age Care Alliance) მიერ. პირველი
მათგანი ასრულებს რესურსცენტრის ფუნქციებს და ამავდროულად, წარმოადგენს
მოსწავლეთა უფლებების დამცველს. მეორე ორგანიზაცია კი თავის საქმიანობას
ახორციელებს ბავშვთა არასასკოლო განათლების შესახებ აშშ-ის კანონის საფუძველზე
(The Afterschool for America’s Children Act). კანონის თანახმად საჭიროა რესურსების
მუდმივი გაძლიერება ადგილობრივი და რეგიონული ძალებით, დამატებითი
განათლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის რეგულარული ამაღლება, სისტემის
მოდერნიზაცია, ახალგაზრდების მოზიდვის ინოვაციური გზების სტიმულირება.
დამატებითი განათლების შინაარსის რეგულირების საკითხებით დაკავებულია
ადგილობრივი საგანმანათლებლო სააგენტოები (Local educational agency). აშშ-ის
განათლების დეპარტამენტი დამატებითი განათლების პროგრამების შედგენის
უფლებამოსილების
დელეგირებას
ახორციელებს
განათლების
ადგილობრივ
სამმართველოსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე. თავად დამატებითი
განათლების პროვაიდერებს კი შემდეგი მოთხოვნები წაეყენებათ:
რეგულარული
ურთიერთკავშირის
დამყარება
მშობლებთან,
მათთვის
მოსწავლეთა მოსწრების შესახებ სწორი მონაცემების წარდგენის მიზნით;
სწავლების
მეთოდების
და
სასწავლო
პროგრამის
(curriculum)
საგანმანათლებლო სააგენტოსთან და სახელმწიფოსთან შეთანხმება, სწავლების
უზრუნველყოფა
სასწავლო
პროგრამის
სახელმწიფო
სტანდარტების
შესაბამისად;
აშშ-ის ყოველი შტატი უზრუნველყოფს თავის ტერიტორიაზე ადგილობრივ
რეგლამენტირებულ არა სასკოლო განათლებას. როგორც უკვე აღინიშნა,
ბავშვთა დამატებითი განათლება ძირითადად უფასოა ბევრ სახელმწიფო
კულტურულ-საგანმანათლებლო
ორგანიზაციაში.
ამ
მიზნით,
ასეთი
დაწესებულებები, სახელოვნებო ლაბორატორიები, სამხატვრო, საცეკვაო,
18
თეატრალური
სტუდიები,
აგრეთვე,
დამატებითი
განათლების
ისეთი
ობიექტები, როგორებიცაა მუზეუმები, ბიბლიოთეკები და სხვა დაფინანსებას
იღებენ შესაბამისი შტატისგან.
რაც შეეხება აშშ-ის არა სასკოლო განათლების საკადრო პოლიტიკას, ის არ არის ხისტი
პედაგოგიური კადრების შერჩევასა და მომზადებასთან მიმართებით. არა სასკოლო
განათლების მასწავლებლებს განსაკუთრებული მოთხოვნები არ წაეყენებათ.
აშშ-ში არა სასკოლო განათლების დაწესებულებებს არ აქვთ ოფიციალური
მარეგლამენტირებელი დოკუმენტი, არ ყავთ საქმიანობის მაკონტროლებელი ორგანო.
ამრიგად, არა სასკოლო სახელოვნებო განათლების დაწესებულებებს გარკვეული
როლი ენიჭებათ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეების ცოდნის და
უნარების განვითარებასა და განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული ბავშვების
უნარების კიდევ უფრო გაუმჯობესებაში. მნიშვნელოვანია მათი კავშირები როგორც
სკოლებთან (განათლების და ხელოვნების სფეროების ურთიერთობა), ასევე უმაღლეს
სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, გამოჩენილი ხელოვანების
ჩართვა სახელოვნებო განათლების პროცესში, აგრეთვე, მოსწავლეთა მონაწილეობა
ნებისმიერი სახის კონკურსში.
არა
სასკოლო
სახელმწიფო
სახელოვნებო
დაფინანსების
დაწესებულებების
ან
სუბსიდირების
დაფინანსება
ხორციელდება
საფუძველზე,
ეროვნულ
ან
ადგილობრივ დონეზე. სწავლა სახელოვნებო დაწესებულებებში არის უფასო,
პირობით უფასო ან ფასიანი, დაწესებულების სტატუსის გათვალისწინებით.
აღნიშნული
დაწესებულებების
საქმიანობები
ძირითადად
მიზნობრივი პროგრამების და პროექტების საშუალებით.
19
ხორციელდება
თავი 3 არსებული მდგომარეობის ანალიზი
აღნიშნული თავი შედგება ოთხი ქვეთავისგან ესენია: არსებული მდგომარეობის
ანალიზი, საკანონმდებლო ჩარჩო, მუნიციპალიტეტებისაგან მიღებული ინფორმაცია,
საერთაშორისო დოკუმენტები, მიღებული დასაბუთებული მოსაზრებებისა და
ზეპირი მოსმენების ანალიზი.
მოცემულ თავში მიმოხილულია ის საკანონმდებლო დოკუმეტები, რომელიც
სახელოვნებო განათლების სფეროს არეგულირებს, საუბარია ამ მიმართულებით
არსებულ ხარვებზე, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციათა რეკომენდაციებზე,
რომლის წევრიცაა საქართველო. ბოლოს კი გაანალიზებულია დაინტერესებულ
მხარეთა და მუნიციპალიტეტების მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
თავი 3.1 საკანონმდებლო ჩარჩო
თემატური
მოკვლევის
პროცესში
ერთ-ერთ
პრიორიტეტულ
მიმართულებას
წარმოადგენდა საკანონმდებლო ბაზის შესწავლა. კვლევისას მოხდა ერთი მხრივ,
სახელოვნებო განათლებასთან დაკავშირებული მარეგულირებელი დოკუმენტების
შესწავლა, ხოლო მეორე მხრივ კანონპროექტების ინიცირების შესაძლებლობების
განხილვა, რომელიც მიმართული იქნებოდა სფეროს გაჯანსაღებისთვის.
სახელოვნებო განათლების შესახებ ჩანაწერი გვხვდება საქართველოს ორ კანონში,
ესენია: კულტურის შესახებ და ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონები.
კულტურის შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლში აღნიშნულია სახელმწიფოს
ვალდებულებები სახელოვნებო განათლების მიმართულებით.
20
მე-12 მუხლის მიხედვით ყოველ ადამიანს აქვს სახელოვნებო განათლების მიღების
შეუზღუდავი უფლება, ასევე სახელოვნებო საბაზო განათლების დაფინანსებას
უზრუნველყოფს სახელმწიფო.
მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის გ ქვეპუნქტის მიხედვით მუნიციპალიტეტის ორგანოების
კომპეტენციაში შედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იმ თანხის
რაოდენობის დადგენა, რომელიც სახელოვნებო-საგანმანათლებლო პროგრამებზე
ნაწილდება.
აღნიშნული ჩანაწერი კანონში არასაკმარისია, შესაბამისად, ვერ ხდება სრულად
უწყებებს შორის უფლებამოსილების გამიჯვნა და სფეროს საჭიროებების დადგენა თუ
შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
კანონის
გარდამავალ
დებულებებში
აღნიშნულია,
რომ
კულტურის
შესახებ
საქართველოს კანონის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია სახელოვნებო
განათლების შესახებ კანონის მიღება, თუმცა ამ დრომდე კანონი შემუშავებული არ
არის.
ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში გაწერილია კონკრეტული
მუხლები სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებების საქმიანობის
შესახებ.
56-ე
მუხლის
მიხედვით,
საგანმანათლებლო
სახელოვნებო
იმ
სკოლისგარეშე
დაწესებულებებს,
და
სახელოვნებო
რომლებიც
სასპორტო
და
სასპორტო
ახორციელებენ
მხოლოდ
საგანმანათლებლო
პროგრამებს
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული
პირის
ფორმით
აფუძნებს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ის
ასევე
ახორციელებს
მათ
სახელმწიფო
21
კონტროლს,
რეორგანიზაციასა
და
ლიკვიდაციას, ამტკიცებს ამ დაწესებულებების წესდებებს, ნიშნავს და ათავისუფლებს
მათ ხელმძღვანელებს.
კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით
დაფუძნების უფლება აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ
ორგანოსაც, რომელიც ამტკიცებს ამ დაწესებულების წესდებას, ნიშნავს და
ათავისუფლებს მის ხელმძღვანელს.
561-ე
მუხლის
მიხედვით
სკოლისგარეშე
სახელოვნებო
ან
სასპორტო
საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი პროფესიულ განვითარებასა და
კარიერულ წინსვლას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის
შესაბამისად.
ასევე, კანონის მიხედვით სამინისტრო უნდა მონაწილეობდეს მასწავლებლის
პროფესიული განვითარების პროგრამების რეგისტრაციის დებულების იმ ნაწილის
შემუშავებაში,
რომელიც
ეხება
სკოლისგარეშე
სახელოვნებო
და
სასპორტო
საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
პროგრამებს.
დღეის მდგომარეობით მთავრობას არ აქვს მიღებული სკოლისგარეშე სახელოვნებო ან
სასპორტო
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მასწავლებლის
პროფესიული
განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების
მასწავლებლის
2019
წელს
დამტკიცებულ
პროფესიული
განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში სკოლისგარეშე მასწავლებელთა
შესახებ არანაირი ჩანაწერი არ არსებობს.
შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელოვნებო განათლება ფაქტობრივად
რეგულირების სფეროს მიღმაა დარჩენილი.
22
თავი 3.2 საერთაშორისო დოკუმენტები
UNESCO-ს გაიდლაინის მიხედვით სახელოვნებო განათლება უნდა ეფუძნებოდეს სამ
პირობას:
სახელოვნებო ნაწარმოებების შესწავლა;
სახელოვნებო
წარმოდგენებში
მონაწილეობა
(კონცერტები,
მუზეუმების
სტუმრობა, ფილმის ჩვენება, კითხვა და სხვა)
სახელოვნებო აქტივობებში ჩართვა.
ეფექტიანი სახელოვნებო სწავლება მოითხოვს:
1.
შემოქმედებითი სწავლების დანერგვას (მისცე უფლება მასწავლებლებს,
არტისტებსა და კულტურულ ინსტიტუციებს გამოიყენონ შემოქმედებითი სწავლება);
2.
შემოქმედებითი თანამშრომლობის წახალისება ცნობადი სახეების, სკოლების,
უნივერსიტეტების, მასწავლებლების, არტისტების, კულტურული ორგანიზაციების
ჩართულობით.
საქართველო მიერთებულია UNESCO-ს 2005 წლის კონვენციას კულტურული
მრავალფეროვნების გამოხატვის დაცვისა და ხელის შეწყობის თაობაზე. ასევე
ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების მე-17
თავი
ეძღვნება
ინტერ
კულტურული
დიალოგის
ხელოვანების
მობილობასა
და
გაცვლით
კულტურული
სექტორის
გაძლიერებასა
გაძლიერებას,
პროგრამებს.
და
მათ
შეთანხმება
კულტურული
შორის
მოიცავს
მემკვიდრეობის
ღირებულების ზრდას.
2018 წელს საქართველოს ეწვია CPR მისია, რომლის მიზანიც იყო მოეხდინათ
სახელოვნებო განათლებაში არსებული მდგომარეობის ანალიზი დაინტერესებულ
მხარეთა ჩართულობით, გამოწვევების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების
23
გაცემა. 9-11 ივლისს მათ გამართეს შეხვედრები, როგორც სახელმწიფო უწყებების,
ასევე დარგობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
შეხვედრების საფუძველზე ევროპის საბჭომ შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც
ეხებოდა საქართველოში კულტურის პოლიტიკას სახელოვნებო განათლებასთან
მიმართებაში, რომელშიც მთავარ გამოწვევებად დასახელებულია სახელოვნებო
მასწავლებელთა პროფესიული პერსპექტივის სიმცირე, ასევე დოკუმენტში ნათქვამია,
რომ სკოლის გარეთ სახელოვნებო განათლება დარჩენილია ერთი მხრივ, ერთიანი
მართვის გარეშე, რომელიც მოიცავს საერთო მისიასა და ხედვას, რაც ხელს უშლის მის
მდგრადობას, ხოლო მეორე მხრივ სისტემა დგას დირექტორთა კეთილი ნებისა და
მათი მოტივაციის იმედზე. დოკუმენტში ასევე საუბარია ინფრასტრუქტურულ
პრობლემებზე, რომელიც სწავლის პროცესის შეუფერხებელ წარმართვას უშლის ხელს.
გამოწვევებს შორის ასევე გამოყოფილია:
სახელმძღვანელოების,
დამხმარე
ლიტერატურის,
ინსტრუმენტებისა
და
ტექნიკური საშუალებების სიმცირე;
სახელოვნებო განათლების მასწავლებელთა დაბალი ხელფასი, რაც ამცირებს
სწავლების ხარისხს;
ზოგადი განათლების სისტემაზე მიმართული ხარჯები არ ფარავს სახელოვნებო
განათლების სისტემას;
სახელოვნებო დაწესებულებების მიერ გაცემული დიპლომების აღიარების
საკითხი;
არტისტების, სტუდენტებისა და მასწავლებლების ნაკლები შესაძლებლობები
ისარგებლონ საერთაშორისო მობილობებითა და ტრენინგებით.
ევროსაბჭოს
წარმომადგენლებმა
მხარეებთან,
რომლის
კონსულტაციები
საფუძველზეც
გამოიკვეთა
საკითხები:
24
გამართეს
დაინტერესებულ
შემდეგი
პრიორიტეტული
სახელოვნებო განათლებასთან დაკავშირებით პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა;
სასწავლო გეგმაში სახელოვნებო განათლების ასახვა;
სკოლის გარეშე სახელოვნებო მასწავლებელთა სტატუსის განსაზღვრა;
რეკომენდაცია
კულტურული
დაწესებულებებისთვის
სახელოვნებო
სწავლების დანერგვასთან დაკავშირებით;
თავი 3.3 სკოლის გარეთ ფორმალური საგანმანათლებლო დაწესებულებების
მდგომარეობა
თემატური მოკვლევის ფარგლებში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის
კომიტეტს 65-მა მუნიციპალიტეტმა მიაწოდა ინფორმაცია, მათ ტერიტორიაზე
არსებული
სკოლის
გარეთ
სახელოვნებო
სასწავლებლების,
მოსწავლეთა
და
მასწავლებელთა რაოდენობის, სასწავლებელთა მატერიალურ ტექნიკური პირობების,
ასევე სასწავლებლის დაფინანსებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების წესის შესახებ.
ასევე მოხდა ინფორმაციის გამოთხოვა საქართველოს განათლების, მეცნიერების
კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი რვა საჯარო
სამართლის იურიდილი პირისაგან, რომელიც ახორციელებს სკოლის გარეთ
სახელოვნებო სწავლებას.
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს
186 სკოლის გარეთ არსებული სახელოვნებო სასწავლებელი, სადაც დასაქმებულია
5617 მასწავლებელი და სწავლობს 37719 მოსწავლე.1 უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ
ამ
დრომდე
ერთიანი,
ოფიციალური
ბაზა
სკოლის
გარეთ
სახელოვნებო
სასწავლებელთა, იქ მომუშავე პირთა და მოსწავლეთა შესახებ არ არსებობდა.
1
აღნიშნულ მონაცემებში შეტანილი არ არის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეებისა და კულტურის სახლების
ინფორმაცია
25
სკოლის
გარეთ
არსებულ
სახელოვნებო
სასწავლებლებში
ძირითადად
წარმოდგენილია რამდენიმე მიმართულება: სამუსიკო, სამხატვრო, ქორეოგრაფიული
და თეატრალური, თუმცა მოსწავლეთა და მასწავლებელთა ძირითადი ნაწილი
სამუსიკო მიმართულებაზე მოდის.
დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში არ
არსებობს სკოლის გარეთ სახელოვნებო სასწავლებელი, ესენია: ყაზბეგისა და წალკის
მუნიციპალიტეტები.
ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში მოცემულია ინფორმაცია, როგორც სკოლის გარეთ
სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლებში, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში
აღნიშნული
მასწავლებელთა
ინფორმაციის
და
ანალიზი
მოსწავლეთა
გვაძლევს
რაოდენობის
წარმოდგენას
შესახებ.
სახელოვნებო
განათლების ხელმისაწვდომობასთან და ჩართულობასთან დაკავშირებით, ასევე,
მასწავლებელთა და მოსწავლეთა თანაფარდობის შესახებ. ცხრილის საფუძველზე
შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოსწავლეთა საერთო რაოდენობა და მათი ჩართვის
მაჩვენებელი
სკოლის
გარეთ
სახელოვნებო
განათლებაში
პროპორციულია
ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით. აღნიშნული გამორიცხავს იმგვარი
ვარაუდის შესაძლებლობას, რომ სკოლის გარეთ სახელოვნებო აქტივობებში ჩართვის
მაჩვენებელი
დამოკიდებულია
სოციალურ,
ეკონომიკურ
და
გეოგრაფიულ
ფაქტორებზე.
დეტალური
ინფორმაცია
სახელოვნებო
სასწავლებლის,
ასევე
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებისა და მოსწავლეების
რაოდენობის შესახებ საქართველოს ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით იხ.
ცხრილში.
26
ადმინისტრაციული
სახელოვნებო
სასწავლებელში
სასწავლებელში
ზოგადსაგანმანათლებლო
ზოგადსაგანმანათლებლო
ერთეული
სასწავლებლის
მასწავლებლების
მოსწავლეთა
დაწესებულებაში
დაწესებულებაში
რაოდენობა
რაოდენობა
რაოდენობა
მასწავლებლების
მოსწავლეების რაოდენობა
რაოდენობა
თბილისი
37
2079
11504
14119
205523
კახეთი
29
400
2930
4776
42836
ქვემო ქართლი
16
342
3989
6936
69883
მცხეთა მთიანეთი
7
77
538
1611
12042
შიდა ქართლი
12
194
2193
4035
37641
სამცხე-ჯავახეთი
9
168
1623
4181
24341
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო
8
62
635
907
2922
იმერეთი
31
1071
6668
9189
76784
გურია
5
110
1009
2066
14093
სამეგრელო ზემო
12
344
2104
5792
43693
აჭარის ა/რ
13
712
4291
6414
59054
აფხაზეთის ა/რ
7
58
235
380
2111
სვანეთი
სვანეთი
27
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადგილობრივ
თვითმართველობას
უმრავლესობა
დაქვემდებარებული
ფინანსდება
სახელოვნებო
თანადაფინანსების
წესით,
სასწავლებლების
რაც
გულისხმობს
მუნიციპალიტეტის ფინანსურ კონტრიბუციისა და მოსწავლის მიერ გადახდილ
სწავლის საფასურის ერთობლიობას.
ძირითად
შემთხვევაში,
მასწავლებელთა
ანაზღაურება
ხდება
საათობრივი
დატვირთვის შესაბამისად, თუმცა რიგ შემთხვევებში თვითმმართველი ორგანოს მიერ
დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით.
ზოგიერთი მუნიციპალიტეტი მასწავლებელთა კატეგორიზაციას ახდენს განათლების,
კვალიფიკაციისა
და
სამუშაო
სტაჟის
შესაბამისად.
მაგალითად,
ზუგდიდის
მუნიციპალიტეტში მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება ხდება საათობრივად,
სადაც ერთი სასწავლო საათის ღირებულებაა 26 ლარი მაგისტრის ხარისხის მქონე
მასწავლებლისთვის, 22 ლარი ბაკალავრის ხარისხის მქონე მასწავლებლისთვის, 20
ლარი საშუალო-სპეციალური განათლების მქონე მასწავლებლისთვის.
აბაშის
მუნიციპალიტეტში
მასწავლებელთა
ანაზღაურება
ხორციელდება
ადგილობრივი
ხელისუფლების
სუბსიდირებით
საათობრივი
დატვირთვის
შესაბამისად.
მასწავლებელთა
ანაზღაურების
განსაზღვრისას
წყაროდ
გათვალისწინებულია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის
მინისტრის
ბრძანება
საჯარო
სკოლების
მასწავლებელთა
შრომის
ანაზღაურების მინიმალური ოდენობის და პირობების შესახებ.
ზოგიერთ
მუნიციპალიტეტში
სკოლის
გარეთ
სახელოვნებო
სასწავლებლის
მასწავლებლისთვის განსაზღვრულია მინიმალური საბაზისო ხელფასი, მინიმალური
მოსწავლეთა რაოდენობა, რისი დაკმაყოფილების შემთხვევაშიც მასწავლებელი
მიიღებს საბაზისო ხელფასს, რომელსაც ემატება საათობრივი ანაზღაურება.
28
სამტრედიის
მუნიციპალიტეტში
ასევე
დამატებით
ანაზღაურებას
იღებენ
მასწავლებლები სამუშაო გამოცდილებისა და სტაჟის შესაბამისად.
თერჯოლის მუნიციპალიტეტი სკოლის გარეთ სახელოვნებო განათლებას სრულად
აფინანსებს.
რაც შეეხება თბილისს, კლასიკური მიმართულებების შენარჩუნების მიზნით,
მუნიციპალიტეტმა დაიწყო განსაკუთრებით მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე
მოსწავლეებისა და არამოთხოვნადი დარგებით დაინტერესებული მოსწავლეების
სწავლის საფასურის ანაზღაურება, ასევე სოციალურად დაუცველი მოსწავლეების
გარკვეული რაოდენობის დაფინანსება. ეს თანხები სკოლის საკუთარ შემოსავლებში
აკუმულირდება. 2015 წლიდან მუნიციპალიტეტი აფინანსებს ხელოვნების სკოლების
კომუნალურ გადასახადებს, აქედან გამოთავისუფლებული თანხაც თანამშრომელთა
ანაზღაურებაზე ნაწილდება, თუმცა, მასწავლებელთა ნაწილის ანაზღაურება დღემდე
ძალიან დაბალია.
თავი 3.4 მიღებული დასაბუთებული მოსაზრებებისა და ზეპირი მოსმენების
ანალიზი
სამიზნე ჯგუფებისთვის შეთავაზებული კითხვარის მათი მხრიდან შევსების, ზეპირი
მოსმენებისა და მუნიციპალიტეტებისაგან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე
ჩატარებულმა მოკვლევამ გამოკვეთა შემდეგი საკითხები:
დაფინანსების კომპონენტი;
ინფრასტრუქტურული კომპონენტი;
მეთოდოლოგიისა და სწავლების კომპონენტი;
სამართლებრივი სტატუსი და სამართლებრივი აღიარების კომპონენტი;
ზოგადი განათლების ინტეგრირებისა და ინკორპორირების კომპონენტი;
სოციალიზაციის და საზოგადოებაში ინტეგრირების კომპონენტი.
29
სახელოვნებო განათლების სახეები
თემატური მოკვლევის პროცესში გამოვლინდა ის განსხვავებები, რაც სახელოვნებო
განათლების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს შორის არსებობს.
პირველ რიგში მკაფიოდ გამოჩნდა სკოლის გარეთ ფორმალური და არაფორმალური
განათლების საზღვრები, რომელიც საჭიროებს შესაბამის დეფინიციის განსაზღვრას.
თეორიული
და პრაქტიკული პლატფორმის გააზრება იძლევა საფუძველს, რომ
აუცილებლად გამოიყოს ფორმალური და არაფორმალური განათლების გავრცელების
ორი
ე.წ.
“გეოგრაფიული
არეალი”,
პირველი
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში ფორმალური და არაფორმალური სახელოვნებო განათლება, ხოლო
მეორე სკოლის გარეთ ფორმალური და არაფორმალური სახელოვნებო განათლება.
რაციონალური მენეჯმენტის პირობებში ზემოთ წარმოდგენილ განათლების სახეებს
შორის არსებობს მჭიდრო კავშირი და ერთგვარი მიზეზ-შედეგობრიობაც, კერძოდ,
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ფორმალური განათლების სივრცეში,
სკოლის შიდა არაფორმალური განათლება ახდენს ინდივიდის ინტერესებისა და
შესაძლებლობების
იდენტიფიცირება-გამოკვეთას,
შესაბამისად
თვითშეფასების უფრო მოქნილ მექანიზმს წარმოადგენს, რაც
გარეთ
არსებული
სახელოვნებო
განათლების
მოსწავლისთვის
შემდგომი სკოლის
წინაპირობაა.
აღნიშნული
შესაძლებელია კიდევ უფრო მოცულობითი და გრძელვადიანი გახდეს სხვადასხვა
ტიპის ფორმალურ თუ არაფორმალურ დაწესებულებებში.
აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სკოლის გარეთ, თუ სკოლის შიგნით
ფორმალური
და
შესაძლებლობები,
არაფორმალური
სახელოვნებო
განათლების
მიღების
წრეები, კლუბები და სხვა შესაძლებელია იყოს, როგორც
სახელმწიფო, ასევე კერძო და შერეული სისტემის დაფინანსების მატარებელი.
წარმოდგენილი მსჯელობის ვიზუალიზაციას წარმოადგენს ქვემოთ მოცემული
დიაგრამა,
რომელზეც
მკაფიოდ
ჩანს
30
მოზარდზე
ორიენტირებული,
წრეზე
ერთობლივად მოძრავი ოთხი დომენი, რომელიც ქმნის ერთ მთლიანობას მოსწავლის
ცენტრალური ინტერესების დასაკმაყოფილებლად.
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში
არაფორმალური
სახელოვნებო განათლება
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში
ფორმალური სახელოვნებო
განათლება
მოსწავლე
სკოლის გარეთ
არაფორმალური
სახელოვნებო განათლება
სკოლის გარეთ ფორმალური
სახელოვნებო განათლება
სკოლის გარეთ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება
სკოლის გარეთ სახელოვნებო სასწავლებლების დაფინანსებასთან დაკავშირებით,
მოკვლევაში მონაწილე დაინტერესებული მხარეები სახელმწიფო დაფინანსების
ზრდის აუცილებლობაზე საუბრობდნენ.
პრაქტიკულად ყველა მოპასუხეს აქვს სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური საბაზისო
სუბსიდირების სურვილი, თუმცა ისიც მკაფიოდაა გააზრებული, რომ ცენტრალური
სუბსიდირებით დაფინანსება, დეცენტრალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით
შესაძლებელია ტრასფერირდეს მუნიციპალური სუბსიდირებით, რომელიც არსებით
ცვლილებებს არ გამოიწვევს და კიდევ უფრო მეტად იქნება კონკრეტულ რეგიონზე
და შედეგზე ორიენტირებული.
მიუხედავად, ზემოთ თქმულისა, თითქმის არცერთ შემთხვევაში არ იკითხება,
ერთადერთ საშემოსავლო წყაროდ მხოლოდ სახელმწიფო სუბსიდირება.
31
ასევე, გამოიკვეთა
საბაზრო ეკონომიკის შესაბამისი, თანამედროვე გამოწვევების
ეკონომიკური კომპონენტის მიზანშეწონილობა, რაშიც კონკრეტული სახელოვნებო
სასწავლებლის
მიერ
ეკონომიკური
საქმიანობით
საკუთარი
შემოსავლების
აკუმულირება იგულისხმება.
გამოვლინდა, ე.წ. პროექტული დაფინანსების კონცეფციის მიზანშეწონილობაც,
რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო
სექტორის მონაწილეობით.
ასევე გამოითქვა მოსაზრება, აბსოლუტურად სრულად სახელმწიფოს მხრიდან
დაფინანსების შესახებ.
ძალიან მტკივნეულ საკითხად იკვეთება პედაგოგთა ანაზღაურების საკითხი,
რომელიც ძალიან დაბალია და ვერ ესადაგება თუნდაც სოციალურ მინიმუმს, მეტიც
ამგვარი
სახელფასო
პოლიტიკა
პერსპექტივაში
აუცილებლად
გამოიწვევს
კვალიფიციური პედაგოგიური რესურსის შემცირებას და საბოლოოდ მილევად
რეჟიმში გადავა სახელოვნებო განათლების მასწავლებელთა რიცხვი, რაც ცხადია
მოზარდი თაობის ინტერესების საწინააღმდეგოდ იმუშავებს.
მოკვლევაში მონაწილე პირთა მიერ დაფინანსების სამოდელო მაგალითებად
მოხსენებულია ძირითადად გერმანული, ბრიტანული, ესტონური, დანიური თუ
ფინური მოდელი, თუმცა ეს არ ნიშნავს რომელიმე მოდელის გადმოტანას, არამედ
დაფიქსირებულია
ცალკეული
კომპონენტების
გაზიარების
სურვილი,
რაც
გულისხმობს უფრო მეტად მასწავლებლისა და მოსწავლის ფინანსური მოტივაციების
შექმნას.
სახელმწიფო დონეზე, სასურველია ერთიანი ბიზნეს-პლატფორმის შექმნა, რომელიც
საკუთარი
სოციალური
პასუხისმგებლობის
ფარგლებში
ხელს
შეუწყობს
და
დაეხმარება სახელოვნებო სასწავლებლებს, ვინაიდან ისინი მოზარდი თაობის არა
32
მარტო სპეციფიური განათლების, არამედ კიდევ უფრო მეტად აღზრდის, დანაშაულის
აღმოფხვრის კომპონენტისა და ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბების წინაპირობაა.
ზოგადად
დაფინანსების
მოდელი
დამოკიდებულია
სახელმწიფოს
მოწყობის
პრინციპზეც, რაც შეეხება საქართველოს, რეგიონული ეკონომიკის განვითარების
პრინციპის გათვალისწინებით, უმჯობესი იქნება მუნიციპალური დაფინანსების,
ცენტრალური დაფინასებისა და საკუთარი თუ ბიზნეს დაფინასების ერთობლიობის
ჩამოყალიბება.
შესაძლებელია
მათზე
მოხდეს
გადანაწილება,
მაგალითად
სპეციალური
დაფინანსების
პროგრამებით
თვისობრივი
კონკურსებისა
და
ფესტივალების თუ სხვადასხვა ვიზიტების დაფინანსება ბიზნესის მხრიდან.
ინფრასტრუქტურული კომპონენტი
სკოლის
გარეთ
ინფრასტრუქტურული
სახელოვნებო
საკითხის
საგანმანათლებლო
შესწავლის
პროცესში
დაწესებულებათა
გამოიკვეთა
შენობა-
ნაგებობების მდგომარეობისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლების
საკითხი.
მართებული ანალიზისთვის მისაღებია საკითხის ორ მიმართულებად წარმოჩენა.
სახელოვნებო სასწავლებლის შენობა-ნაგებობის ტექნიკური კომპონენტი;
სახელოვნებო სასწავლებლის შესაბამისი ინსტრუმენტული აღჭურვა.
ამ საკითხებთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას რომ მეტ-ნაკლებად ყველა მოპასუხე
ერთსულოვანი იყო. შეფასების ნაწილში მათი პოზიციები თითქმის ემთხვევა და
ძირითად შემთხვევებში დაწესებულებები ნაწილობრივ ან მთლიანად საჭიროებენ
რეაბილიტაციას, რაც თავისთავად ამცირებს ხარისხიან, შედეგზე ორიენტირებულ
სწავლა-სწავლების პროცესს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ისედაც მკვეთრად
გამოხატული სპეციფიკის მატარებელი ცენტრალური სამუსიკო სკოლა - ნიჭიერთა
ათწლედისა და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო სკოლის
33
მდგომარეობა, რომელთა ინფრასტრუქტურა ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე
გამოწვევების შესაბამის სპეციალიზირებულ სტანდარტს.
ყურადღებაა გამახვილებული, რომ აღნიშნული საკითხის მოგვარება პირდაპირ
კავშირშია ფინანსურ მდგომარეობასთან და სწორედ ამიტომაა საჭირო სახელმწიფო
სუბსიდირების მნიშვნელოვანწილად გაზრდა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ უფრო მეტი პოზიტივი შეიმჩნევა უშუალოდ
სხვადასხვა სახის ინსტრუმენტულ აღჭურვასთან დაკავშირებით, თუმცა აქაც
არსებობს
რიგი
მნიშვნელოვანი
პრობლემები,
რის
გამოც
საჭიროა
მათი
პერმანენტული განახლება-აღდგენა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კვლევაში, ხაზგასმით არ გამოიყო ინფრასტრუქტურული
სახანძრო უსაფრთხოებისა და ადაპტირების საკითხის პრობლემურობა. ვფიქრობთ,
ამ
პრობლემის
მოგვარების
ინიცირების
უკანა
პლანზე
გადაწევა,
წინასწარ
ჩამოყალიბებული განწყობებია, რაც დიდ ფინანსებს უკავშირდება.
მეთოდოლოგიისა და სწავლების კომპონენტი
სკოლის გარეთ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების
მეთოდოლოგიასთან
დაკავშირებით
გამოთქმული
ერთმანეთისაგან.
კერძოდ,
ზოგიერთი
ფიზიკური
ერთიანი
მეთოდოლოგიისა
პირი
მოსაზრებები
სასწავლებელი
და
თუ
განსხვავდება
დამოუკიდებელი
შესაბამისად
სტანდარტის
შემუშავების საჭიროებას ვერ ხედავს, ვინაიდან ფიქრობენ, რომ ის საშიშროებას
შეუქმნის ინდივიდუალიზმს და თავისუფალი მოქმედების ფორმატს. თუმცა სხვათა
მოსაზრებით აუცილებელი და საჭიროა ერთგვარი გამთლიანებული მეთოდიკისა და
პროგრამების შემუშავება, რომელიც იქნება ძირითადი ორიენტირი და არსებითად არ
შეეხება ინდივიდუალური ახალი მიგნებებისა და გამოწვევების რეალიზებას, ასევე
მნიშვნელოვანია,
რომ
ამგვარი
ერთიანი
34
კონგლომერატული
მეთოდიკით
სასწავლებლები იქნებიან
მეტად
კონკურენტუნარიანნი
მსოფლიო ბაზარზე და
მოექცევიან იქ არსებულ ტექნიკურ-პროცედურულ ჩარჩოებში, რაც ძალზედ
მნიშვნელოვანია
მოზარდების
მდგრადობისთვის.
ასევე,
სასწავლო
გამოითქვა
პროცესის
განგრძობითობისა
და
მოსაზრება
სახელმწიფოს
მიერ
ცენტრალიზებულად მიზნების განსაზღვრის თაობაზე, რასაც სკოლის გარეთ
ფორმალური
სახელოვნებო
საგანმანათლებლო
დაწესებულების
კურსდამთავრებულმა უნდა მიაღწიოს.
განსხვავებული მიდგომების საჭიროება გამოიკვეთა სკოლის გარეთ ფორმალური და
არაფორმალური
სახელოვნებო
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
მიმართულებით. ის არაფორმალური დაწესებულებები, რომლებიც მოზარდებს
სახელოვნებო
წრეებს
სთავაზობენ
უფრო
მეტი
თავისუფლებით
უნდა
სარგებლობდნენ და შესაძლოა არ საჭიროებდნენ არც საერთო მიზანს და არც
მეთოდოლოგიას, ხოლო ფორმალური სახელოვნებო დაწესებულებები, სადაც სწავლა
რიგ შემთხვევაში პროფესიული საქმიანობის გაგრძელების წინაპირობაა მეტ
რეგულირებას მოითხოვს, რათა მოხდეს საერთო სტანდარტის დაკმაყოფილება,
რომელიც საერთაშორისო მახასიათებლებთან იქნება შესაბამისობაში.
სამართლებრივი სტატუსი და სამართლებრივი აღიარების კომპონენტი
მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სკოლის გარეთ სახელოვნებო განათლების
სასწავლებლებისა თუ სკოლების სამართლებრივი სტატუსი და მათი მასწავლებლების
პედაგოგად
აღიარება
ძალიან
პრობლემური
საკითხია.
მასზე
ფაქტიურად
არსებითადაა დამოკიდებული მოზარდების თვითშეფასება და თვითაღიარება, რომ
არაფერი
ვთქვათ
საერთაშორისო
სახელოვნებო
სივრცეში
სოციალიზაცია-
ინტეგრაციაზე, სადაც სწავლის გაგრძელების შემთხვევაში აუცილებელი ხდება
გავლილი სახელოვნებო კურსის გარკვეული ოფიციალური ტიპის დოკუმენტურად
დადასტურებული დიპლომით, ან სხვა ფორმით აღიარება.
35
ანალიზით იკვეთება სახელოვნებო სასწავლებლების მასწავლებელთა გათანაბრების
სურვილი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლების სტატუსთან.
აღნიშნულის არგუმენტად სახელფასო პოლიტიკა და მასწავლებლობის დამატებითი
სარგებელი სახელდება. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სახელოვნებო
სასწავლებლების მასწავლებელთა უმრავლესობას უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებისგან მინიჭებული აქვს სწორედ მასწავლებლის კვალიფიკაცია.
ცხადია, რომ საკითხი ზედმეტად მგრძნობიარეა. ის იჭრება ზოგადი განათლების
კომპონენტში, რომელსაც არეგულირებს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, ამიტომ
უმჯობესი იქნება სრულიად დამოუკიდებელი და ცალკე მდგომი მოდელი შეიქმნას
მათი მასწავლებლებად აღიარებისათვის, ვინაიდან ისინი ემსახურებიან სკოლის
გარეთ ფორმალურ განათლებას და არ უნდა ექცეოდნენ სკოლაში ფორმალური
განათლების ჩარჩოებში. ასევე არსებობს საფრთხე, რომ სკოლის გარეთ ფორმალური
სახელოვნებო
განათლების
ანაზღაურების
ამჯობინონ,
გამო,
რამაც
მასწავლებლებმა,
გარე
ზოგადსაგანმანათლებლო
შეიძლება
ადამიანური
მოტივაციის
-
მაღალი
დაწესებულებაში
სწავლება
რესურსის
პრობლემა
გააჩინოს
სახელოვნებო სასწავლებლებში.
ზოგადი განათლების ინტეგრირებისა და ინკორპორირების კომპონენტი
სკოლის გარეთ სახელოვნებო სასწავლებლებში ზოგადი განათლების კომპონენტის
ინტეგრირებასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ერთი მხრივ
ცალსახად აღიარებულია, რომ სკოლის ფორმალურ განათლებაში სახელოვნებო
მიმართულებების სწავლება კიდევ უფრო მეტი ინტენსიურობით და მეტი სხვადასხვა
წრეებით
თუ
მოზარდების
კლუბებით
აღზრდის
მნიშვნელოვანია
უფასო
უნდა
ნაწილში.
იყოს
უზრუნველყოფილი,
ამასთანავე,
სახელოვნებო
მოპასუხეებს
სკოლების
არსებობა,
რაც
არსებითია
მიაჩნიათ,
რომ
განსაკუთრებით
რეგიონებში, სადაც სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ფონი მძიმეა, ეს კი
36
ერთმნიშვნელოვნად ხელს უწყობს ამგვარი ოჯახების შვილების სოციალიზაციას და
მათი მოტივაციის შექმნას.
ერთმნიშვნელოვნად გამოიკვეთა, რომ არსებობს სახელოვნებო სასწავლებლები,
რომელიც
არგუმენტირებულად
ითხოვს
მათ
ბაზაზე
ზოგადი
განათლების
კომპონენტის ინტეგრირებას, რაც ისტორიული გამოცდილებაა და ეს მათთვის არ
იქნება სიახლე, რომელსაც ისინი თავს ვერ გაართმევენ. აღნიშნულის ობიექტურობა
გამყარებულია იმით, რომ მათ სასწავლებლებში მყოფი მოსწავლეების საათობრივი
დატვირთვა დიდია, რაც არაკომფორტულია ცალკე საჯარო სკოლაში სიარულისათვის
და
აფერხებს
მოსწავლეების
პროფილური
სწავლების
ხარისხს.
გასათვალისწინებელია ის არგუმენტიც, რომ დღევანდელ მდგომარეობაში არსებობს
პროფილური სკოლები ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით.
ზოგადი განათლებისა და პროფილური სახელოვნებო განათლების ინტეგრირება
განსაზღვრავს ნიჭიერი მოსწავლის ბედს, უზრუნველყოფს მისი სწავლა-სწავლების
პროცესის მაღალ ხარისხს და მდგრადობას.
აუცილებელია უწყვეტი სამუსიკო განათლების პრინციპის შენარჩუნება, რაც
გულისხმობს როგორც დაწყებით სამუსიკო, ასევე საბაზო და პროფილური სამუსიკო
განათლების საფეხურებს 12 წლიანი სწავლების მთლიან, უწყვეტ ციკლში, რაც სრულ
თანხვედრაში მოდის ზოგად საგანმანათლებლო სკოლის 12 წლიან ციკლთან.
მაგალითად, ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ დღევანდელი
სისტემა ამ სამივე საფეხურს მოიცავს და ამ სტრუქტურის რომელიმე კომპონენტის
ეჭვქვეშ დაყენება ნიშნავს სამუსიკო საგანმანათლებლო პროცესის სრულ მოშლას.
სხვა შემთხვევაში, მოსწავლისა და მასწავლებლის მხრიდან რთულად ხერხდება
სრულყოფილი, ხარისხიანი სახელოვნებო განათლების მიწოდება და ფაქტიურად
მოსწავლის მიერ არჩეული პროფესიის მაღალ დონეზე დაუფლება,
რადგან
ხელოვნების სპეციფიკიდან და სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე პრაქტიკულად
შეუძლებელია ცალ-ცალკე ფიზიკურ და
37
სოციალურ სივრცეში სახელოვნებო და
ზოგადსაგანმანათლებლო
შემდეგი მიგნება:
დაწესებულების
არსებობა.
მაგალითად
გამოდგება
ცალკე დომენად გამოიკვეთა, ცენტრალური სამუსიკო სკოლა
ნიჭიერთა ათწლედი და ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო სასწავლებელი,
ვინაიდან ისინი კიდევ უფრო მეტად მკვეთრი სპეციფიკით გამოირჩევიან და კიდევ
უფრო ზუსტად, სწორედ ისინი არიან ე.წ. სკოლის გარეთ ფორმალური სახელოვნებო
განათლების კლასიკური მაგალითები. შესაბამისად ყველა ზემოთ განხილულ
კომპონენტს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, განსაკუთრებით დაფინანსებისა
და მათ ბაზაზე ზოგადი განათლების ინტეგრირების ნაწილში. ვფიქრობთ, რომ
შესაძლებელია და მისაღებიც სახელოვნებო სპეციფიკაზე მორგებული ზოგადი
განათლების საგნობრივი პროგრამების მოდიფიცირებული ვარიანტის შემუშავება.
სოციალიზაციის და საზოგადოებაში ინტეგრირების კომპონენტი
მოკვლევაში თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ გამოთქვა მოსაზრება, რომ
სახელოვნებო განათლებას პირდაპირი გავლენა აქვს მოზარდის სოციალურ ქცევაზე
და ხელს უწყობს მასში ჰუმანური ღირებულებების ჩამოყალიბებას.
ასევე, აღინიშნა სახელოვნებო განათლების როლი და მნიშვნელობა მოზარდის
თვითშეფასებასა და თვითგანვითარებაში.
გარდა ამისა ადრეულ ეტაპზე ხდება
მოზარდის ნიჭის იდენტიფიცირება და პერსპექტივაში სამომავლო პროფესიის
შერჩევა.
მოკვლევის მონაწილეების უმრავლესობის მოსაზრებით, სახელოვნებო განათლების
განვითარება პირდაპირ კავშირშია მოზარდებში დანაშაულის შემცირებასთან და
საუკეთესო ინსტრუმენტია დანაშაულის პრევენციის მიმართულებით, თუმცა
აღნიშნული კორელაციის დადასტურება კვლევებით ვერ ხერხდება, რადგან ქვეყანაში
არ არსებობს შესაბამისი სტატისტიკა.
38
თავი 4 მოკვლევის პროცესში გამოვლენილი მიგნებები
როგორც
უკვე
აღინიშნა
თემატური
მოკვლევის
პროცესში,
საქართველოს
პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ტექნიკური მოთხოვნების
დოკუმენტის შესაბამისად, შემოვიდა მხარეთა დასაბუთებული მოსაზრებები,
აღნიშნულის გაანალიზების შემდეგ გაიმართა ზეპირი მოსმენები მოსაზრებების
ავტორებთან.
შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 40-მდე პირმა, მათ მიერ წარმოდგენილი
წერილობითი და ზეპირი მოსაზრებების საფუძველზე გამოიკვეთა მიგნებები, რაზე
მუშაობაც
მხარეებს
საჭიროდ
მიაჩნიათ
სფეროში
არსებული
გამოწვევების
დასაძლევად და შესაბამისად სფეროს გაჯანსაღებისთვის.
მოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ სახელოვნებო განათლების სივრცე იყოფა ოთხ
ძირითად მიმართულებად:
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში
ფორმალური
სახელოვნებო
განათლება - სახელმწიფოს მხრიდან ზოგადი განათლების დაწესებულებაში,
სპეციალურ ფორმალურ გარემოში, საერთო სტანდარტით გათვალისწინებული
კონკრეტული აკადემიური პროგრამებითა და
საათებით განსაზღვრული
სწავლება.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არაფორმალური სახელოვნებო
განათლება - სავალდებულო საათებს მიღმა გარკვეული მოკლევადიანი
პროექტულ-პრაქტიკული სწავლება, ცოდნის გასაღრმავებლად და უნარების
გასაუმჯობესებლად.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გარეთ ფორმალური სახელოვნებო
განათლება - კონკრეტულ დროსა და სივრცეში ფორმალურად ორგანიზებული
39
სწავლება, რომელიც ეფუძნება მიღების/ჩარიცხვის შერჩევით პრინციპს და
კურსის დასრულება ექვემდებარება ოფიციალურ/სამართლებრივ აღიარებას
პროფილური სახელოვნებო სკოლების ფორმატში.
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების
გარეთ
არაფორმალური
სახელოვნებო განათლება - სწავლების თავისუფალ ფორმატს დროსა და
სივრცეში, ყოველგვარი ფორმალური პროცედურების მიღმა. მას აქვს მკვეთრად
გამოხატული ე.წ. „წრის“ ან ერთ სივრცეში აკუმულირებული „წრეების“ სახე.
მიგნება N 1
სკოლის
გარეთ
სახელოვნებო
განათლების
დაწესებულებების
თვისობრივ-
ფუნქციური და სამართლებრივი დივერსიფიცირება.
მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სკოლის გარეთ სახელოვნებო განათლების
სივრცეში წარმოდგენილი სუბიექტები მთელი რიგი მაჩვენებლებით განსხვავდებიან
ერთმანეთისგან.
შესაბამისად,
საფუძველზე სკოლის გარეთ
მნიშვნელოვანია
გარკვეული
კრიტერიუმების
სახელოვნებო განათლებაში არსებული სივრცე
გაიმიჯნოს და ჩამოყალიბდეს ფორმალურ და არაფორმალურ ნაწილად, რომელსაც
განსხვავებული
მიდგომები
დასჭირდება
მეთოდოლოგიის,
დაფინანსების,
მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და ანაზღაურების წესის კუთხით.
40
მიგნება N 2
ფინანსური
რესურსების
სიმწირე,
არსებული
დაფინანსების
მოდელის
ნაკლოვანებები, განსაკუთრებით სახელფასო პოლიტიკის ნაწილში.
მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ არ არსებობს ერთიანი დაფინანსების მოდელი,
როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე მუნიციპალიტეტების ფარგლებშიც კი, რაც რიგ
შემთხვევაში პრობლემებს წარმოშობს.
მასწავლებელთა კეთილდღეობა მიბმულია
სახელფასო პოლიტიკაზე, რომლის ეფექტიანობაც მეტწილად დამოკიდებულია
სკოლების ხელმძღვანელების მენეჯერულ უნარებსა და მოტივაციაზე. როგორც უკვე
აღინიშნა, არ არსებობს სახელფასო პოლიტიკის ერთიანი დოკუმენტი და არც
შესაბამისი
რეკომენდაციები,
როგორც
ცენტრალური,
ისე
ადგილობრივი
ხელისუფლების მხრიდან, რომელიც უზრუნველყოფს მასწავლებელთა მოტივირებასა
და პროფესიულ ზრდას, ასევე შეინარჩუნებს პედაგოგიურ კადრებს ზემოთხსენებულ
სასწავლებლებში. ასევე, ძირითად შემთხვევაში, არ არსებობს მასწავლებლისთვის
სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული საბაზისო ხელფასი, ხოლო რიგ შემთხვევებში
საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის განსაზღვრული დაფინანსება სრულად
ვერ ფარავს ინფრასტრუქტურულ და კომუნალურ ხარჯებსაც კი.
მიგნება N 3
სკოლის გარეთ ფორმალურ სახელოვნებო სივრცეებში, სწავლა-სწავლების პროცესის
უზრუნველყოფა ერთიანი სტანდარტებითა და პროგრამებით.
გამოიკვეთა სკოლის გარეთ სახელოვნებო ფორმალურ საგანმანათლებლო სივრცეში
ერთიანი სტანდარტებისა და პროგრამების დანერგვის საჭიროება.
სივრცეში
რეალურად
ხდება
მოზარდების
უკვე
წინასწარ
ვინაიდან ამ
განსაზღვრული
პროფესიული იდენტიფიცირება და ის არ შემოიფარგლება მხოლოდ სხვადასხვა
ტიპის საგანმანათლებლო დამატებითი ე.წ. ჰობით.
41
მიგნება N 4
სკოლის გარეთ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთა
კვალიფიკაცია და ოპერირების სივრცეში მასწავლებლად აღიარების პრობლემა.
გამოიკვეთა,
რომ
სკოლის
გარეთ
ფორმალური
სახელოვნებო
განათლების
მასწავლებელთა სტატუსის აღიარების საკითხი, რამდენიმე მიმართულებით უნდა
განიხილებოდეს.
სკოლის გარეთ ფორმალური სახელოვნებო საგანმანათლებლო
დაწესებულებებში შესაძლებელია პედაგოგების სტატუსის ოფიციალური აღიარება,
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლების მსგავსად. რაც შეეხება
სკოლის გარეთ არაფორმალური სახელოვნებო სასწავლებლებისა თუ წრეების
პედაგოგების აღიარებას, ჩართულ მხარეთა პოზიციით ის არ უნდა დაექვემდებაროს
სპეციალურ სერტიფიცირებას, თუმცა დარგის სპეციალისტთა ნაწილი აღნიშნავს, რომ
არაფორმალური მიმართულებითაც საჭიროა პედაგოგებს გააჩნდეთ ელემენტარული
პედაგოგიკის საფუძვლების ცოდნა და უნარები, რათა ადეკვატური
იყოს მათი
მოზარდებთან თანამშრომლობის პროცესი.
მიგნება N 5
სკოლის გარეთ ფორმალური სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების
მასწავლებელთა კატეგორიზაცია
მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა სკოლის გარეთ ფორმალური სახელოვნებო
განათლების
სივრცეში
მასწავლებელთა
კატეგორიზაციის
შესაძლებლობა,
განათლების ხარისხის, სამუშაო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
აღნიშნული
დიფერენცირების
შემთხვევაში
უნდა
შემუშავდეს
შესაბამისი
ანაზღაურების სისტემა. მსგავს პრაქტიკას იყენებს არაერთი მუნიციპალიტეტი
საქართველოს მასშტაბით.
42
მიგნება N 6
სკოლის გარეთ ფორმალური სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების
მიერ გაცემული დოკუმენტის აღიარება
სახელოვნებო განათლების უწყვეტობის შენარჩუნებისა და სწავლის პროფესიული
მიმართულებით გაგრძელების მიზნით გამოიკვეთა სკოლის გარეთ ფორმალური
სახელოვნებო
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
გაცემული
სწავლის
დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის სახელმწიფოს მიერ აღიარების
აუცილებლობა.
მიგნება N 7
პროფილური ფორმალური სკოლებისა და კოლეჯების მსგავსი დაწესებულებების
არსებობის აუცილებლობა.
მოკვლევის პროცესში მიღებული დასაბუთებული მოსაზრებებისა და გამართული
ზეპირი მოსმენების ანალიზის პროცესში გამოიკვეთა სახელოვნებო მიმართულებით
პროფილური
ზოგადსაგანმანათლებლო
და
პროფესიული
სასწავლებლების
არსებობის მნიშვნელობა. სფეროს ექსპერტების განმარტებით მოზარდთა უნარების
განვითარებისთვის
დაწესებულებაში
გაცილებით
სწავლა,
ეფექტიანი
სადაც
იქნება
ისეთ
ინკორპორირებული
საგანმანათლებლო
იქნება
ზოგადი
და
სახელოვნებო მიმართულების კომპონენტები.
დარგის ექსპერტების განმარტებით სახელოვნებო მიმართულებების პროფესიული
საგანმანათლებლო
დაწესებულების
სასწავლებლებისთვის
შექმნა
მასწავლებელთა
ხელს
შეუწყობს
მომზადება-გადამზადებას,
სახელოვნებო
აღნიშნული
განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ პირობებში, როდესაც სფეროში მომუშავე
მასწავლებელთა საშუალო ასაკი მაღალია და ახალი კადრების მხრიდან დაინტერესება
არ
არსებობს,
ხოლო
უმაღლესი
43
სახელოვნებო
დაწესებულებათა
კურსდამთავრებულები
მუშაობის
გაგრძელებას
უფრო
მაღალანაზღაურებად
სფეროებში ამჯობინებენ.
მიგნება N 8
სკოლის გარეთ ფორმალური სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების
ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა
დასაბუთებული მოსაზრებებისა და გამოთხოვილი ინფორმაციის გაანალიზების
საფუძველზე, სწავლების პროცესის უწყვეტად, შეუფერხებლად და ეფექტიანად
წარმართვის მიზნით გამოიკვეთა სკოლის გარეთ სახელოვნებო საგანმანათლებლო
დაწესებულებების
ინფრასტრუქტურისა
და
მატერიალურ-ტექნიკური
ბაზის
შესწავლის აუცილებლობა.
მიგნება N 9
საკანონმდებლო ხარვეზები
თემატური მოკვლევის პროცესში გამოიკვეთა, რომ ფაქტობრივად არ არსებობს
საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც გამიჯნავს ფორმალურ და არაფორმალურ
განათლებას. საქართველოს კანონმდებლობა სრულყოფილად არ ცნობს სახელოვნებო
განათლების დეფინიციას, სახელოვნებო განათლების რეგულირება არ ხდება
საკანონმდებლო დონეზე, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი განათლების შესახებ
საქართველოს კანონის თანახმად, სკოლისგარეშე სახელოვნებო ან სასპორტო
საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი პროფესიულ განვითარებასა და
კარიერულ წინსვლას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის
შესაბამისად, ამ დრომდე სქემა არ არის შემუშავებული.
44
თავი 5 რეკომენდაციები
მოკვლევის შედეგად გაანალიზებული ინფორმაციის საფუძველზე შემუშავდა
რეკომენდაციები, რომელიც განკუთვნილია ყველა იმ უწყებისთვის ვისაც თავისი
კომპეტენციისა და სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში შეუძლია აღნიშნული
პრობლემების სრულად ან ნაწილობრივ მოგვარება.
ნიშანდობლივია, ის ფაქტი, რომ კვლევის პროცესში არ გამოკვეთილა იმგვარი
საკითხი რომელიც თავისი არსით სახელმწიფო პოლიტიკის საწინააღმდეგოა.
№
1
რეკომენდაცია
შეიქმნას
სკოლის
განათლების
ადრესატი
გარეთ
სახელოვნებო
საქართველოს პარლამენტი;
პოლიტიკის
დოკუმენტი,
საქართველოს
განათლების,
რომელშიც წარმოდგენილი იქნება ერთიანი
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
ხედვა
სამინისტრო;
სახელოვნებო
განათლების
განვითარების შესახებ.
ადგილობრივი
თვითმართველობის
ორგანოები.
2
კულტურის შესახებ საქართველოს კანონის
საქართველოს პარლამენტი;
მიერ
საქართველოს
განსაზღვრული
შესაბამისად
ვალდებულების
(კულტურის
შესახებ
საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი
პუნქტის
ე
სახელოვნებო
ქვეპუნქტი)
განათლების
შემუშავდეს
შესახებ
საქართველოს კანონი.
45
განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტრო;
ადგილობრივი
ორგანოები.
თვითმართველობის
3
სკოლის
გარეთ
სახელოვნებო
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მასწავლებელთათვის
პროფესიული
შეიქმნას
განვითარებისა
და
კარიერული წინსვლის სქემა და შემუშავდეს
საქართველოს
განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტრო;
სსიპ
მასწავლებელთა
პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი.
შესაბამისი ტრენინგ მოდული.
4
უმაღლესი სახელოვნებო საგანმანათლებლო
დაწესებულებების
ბაზაზე
შეიქმნას
ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო
პროგრამა,
სადაც
ჩაშენებული
იქნება
მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი
პროგრამა.
საქართველოს
განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტრო;
სსიპ
განათლების
ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრი;
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებები.
5
განისაზღვროს სკოლის გარეთ სახელოვნებო
საქართველოს პარლამენტი;
განათლების
საქართველოს
დაწესებულებების
სამართლებრივი
სტატუსი.
კრიტერიუმების
საფუძველზე
მკაფიო
გაიმიჯნოს
სკოლის გარეთ სახელოვნებო ფორმალური
და
არაფორმალური
ინსტიტუციები,
დიფერენცირებული
ასევე
განათლების
განისაზღვროს
მიდგომები
და
მოთხოვნები.
46
განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტრო;
ადგილობრივი
ორგანოები.
თვითმართველობის
6
გადაიხედოს სკოლის გარეთ სახელოვნებო
საქართველოს პარლამენტი;
ფორმალური
საქართველოს
დაწესებულებების
განათლების
დაფინანსების
წესი,
გაძლიერდეს დაფინანსების კომპონენტში
განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტრო;
ადგილობრივი/მუნიციპალური
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
დაფინანსების კონტრიბუცია, სახელმწიფო
ადგილობრივი
უწყებებთან თანამშრომლობით შემუშავდეს
ორგანოები.
მოსწავლეთა
თვითმართველობის
დაფინანსების
ინდივიდუალური მოდელები და შემდგომ
შეჯერდეს ერთ საერთო კონცეფციად.
7
მოხდეს
სკოლის
გარეთ
სახელოვნებო
დაწესებულებების
მასწავლებლებისთვის
სტატუსის მინიჭება
და მათი დიპლომით
განსაზღვრული
საქართველოს პარლამენტი;
საქართველოს
განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
კვალიფიკაციის
სამინისტრო.
განისაზღვროს სკოლის გარეთ ფორმალური
საქართველოს
ოფიციალურად აღიარება.
8
სახელოვნებო
დაწესებულებების
საგანმანათლებლო
მასწავლებლებისთვის
ანაზღაურების ერთიანი წესი.
განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტრო;
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
ადგილობრივი
თვითმართველობის
ორგანოები.
9
მოხდეს
სკოლის
გარეთ
ფორმალური
საქართველოს
განათლების,
სახელოვნებო
სასწავლებლების
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
მასწავლებელთა
კატეგორიზაცია
სამინისტრო.
განათლების, სტაჟის და კვალიფიკაციის
შესაბამისად.
47
10 აღდგეს ე. წ. პროფილური სახელოვნებო
სკოლები,
სადაც
ასევე
იქნება
საქართველოს პარლამენტი;
საქართველოს
განათლების,
ინკორპორირებული/ ჩაშენებული ზოგადი
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
განათლების საგნობრივი კომპონენტი.
სამინისტრო.
11 უწყვეტი
სწავლა-სწავლების
პრინციპის
გათვალისწინებით შეიქმნას შუალედური
ტიპის,
პროფესიული
დაწესებულებები,
შესაბამისი
სახელოვნებო
დამოუკიდებლად
უმაღლესი
ან
სასწავლებლების
ბაზაზე.
საქართველოს პარლამენტი;
საქართველოს
განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტრო;
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებები;
პროფესიული
საგანმანათლებლო
დაწესებულებები.
12 შემუშავდეს
დოკუმენტი/ჩარჩო-პროგრამა,
საქართველოს
განათლების,
რომელიც დააზუსტებს, კერძო სექტორის
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
როლს
სოციალურ
სამინისტრო;
სახელოვნებო
საქართველოს
და
გაზრდის
პასუხისმგებლობას
მის
რეგიონული
მიმართულებების მიმართ, განსაკუთრებით
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
რეგიონულ ჭრილში.
სამინისტრო;
საქართველოს
ეკონომიკისა
და
მდგრადი განვითარების სამინისტრო.
13 შემუშავდეს ტრენინგ მოდული, რომელიც
უზრუნველყოფს
ფორმალური
სკოლის
გარეთ
სახელოვნებო
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
წარმომადგენლების
გადამზადებას,
პროექტების წერის მიმართულებით.
48
საქართველოს
განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტრო;
სსიპ
მასწავლებელთა
პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი.
14 განისაზღვროს სკოლის გარეთ ფორმალური
სახელოვნებო
დაწესებულის
საგანმანათლებლო
მიერ
გაცემული
სწავლის
დამადასტურებელი დოკუმენტის აღიარების
ფორმა და წესი.
საქართველოს პარლამენტი;
საქართველოს
განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტრო;
ადგილობრივი
თვითმართველობის
ორგანოები.
15 მოხდეს
სკოლის
გარეთ
სახელოვნებო
ფორმალური
საგანმანათლებლო
დაწესებულებებისათვის
სწავლების
ერთიანი მეთოდოლოგიის შემუშავება.
საქართველოს
განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტრო;
ადგილობრივი
თვითმართველობის
ორგანოები.
16 მოხდეს
სკოლის
გარეთ
საგანმანათლებლო
ინფრასტრუქტურისა
სახელოვნებო
დაწესებულებების
და
მატერიალურ-
ადგილობრივი
თვითმართველობის
ორგანოები;
საქართველოს
განათლების,
ტექნიკური ბაზის სრულფასოვანი შესწავლა
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
და
ხარვეზების
სამინისტრო;
აღმოფხვრისათვის გადაიდგას შესაბამისი
საქართველოს
გამოვლენილი
ნაბიჯები.
რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტრო;
საქართველოს
ეკონომიკისა
და
მდგრადი განვითარების სამინისტრო;
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
49
შეჯამება
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად ჩაატარა
თემატური მოკვლევა სკოლის გარეთ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში
სახელოვნებო განათლების მდგომარეობის შესწავლის მიზნით.
მოკვლევის ფარგლებში, კომიტეტში
შემოვიდა 26 წერილობითი დასაბუთებული
მოსაზრება, ასევე კომიტეტმა ინფორმაცია გამოითხოვა 65 მუნიციპალიტეტისგან და
განათლების,
მეცნიერების,
კულტურისა
და
სპორტის
სამინისტროს
დაქვემდებარებაში მყოფი 8 საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან. ჩატარდა 2
ზეპირი მოსმენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 40-მდე დაინტერესებულმა პირმა.
აღნიშნულის საფუძველზე, მოკვლევის ჯგუფმა გაანალიზა სკოლის გარეთ და
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში
სახელოვნებო
განათლების
მდგომარეობა, იქ არსებული პრობლემები, ძლიერი მხარეები, შესაძლებლობები და
საფრთხეები. შესაბამისად,
წარმოადგინა მოკვლევის 9 მიგნება და შესაბამის
უწყებებისთვის წარსადგენად შეიმუშავა 16 რეკომენდაცია.
50
დანართი
დანართი N 1 - თემატური მოკვლევის შესახებ
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი
თემატური მოკვლევის შესახებ
მოკვლევის თემა
სკოლის გარეთ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელოვნებო
განათლების მდგომარეობის შესწავლა
მთავარი მომხსენებელი: გენადი მარგველაშვილი
თემატური
მოკვლევის
ჯგუფის
წევრები
ჯგუფის წევრი: ალექსანდრე ქანთარია
ჯგუფის წევრი: გუგული მაღრაძე
ჯგუფის წევრი: გივი ჭიჭინაძე
ჯგუფის წევრი: თეიმურაზ ჭკუასელი
ჯგუფის წევრი: ზაზა პაპუაშვილი
თემატური მოკვლევის მიზანია:
თემატური
მოკვლევის
მიზანი
საკითხის
შესახებ
სკოლის გარეთ და ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში სახელოვნებო
განათლების კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასება, პრობლემებისა
და
გამოწვევების
განსაზღვრა
მოკვლევის პერიოდში მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე
დოკუმენტურად დასაბუთებული დასკვნის მომზადება
არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და გამოწვევების საპასუხო ქმედითი
ნაბიჯების
გადადგმის
მიზნით,
შესაბამისი
უწყებებისათვის
რეკომენდაციის გაცემა
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში 2019 წლის განმავლობაში
ჩატარდა არაერთი გაფართოებული შეხვედრა აღმასრულებელი ხელისუფლების,
ადგილობრივი
თვითმმართველობის,
სკოლის
გარეთ
სახელოვნებო
დაწესებულებების, დარგის ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების
მონაწილეობით.
51
შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა სფეროში არსებული გამოწვევები, რომელთა
შესწავლა და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა სახელმწიფოს მხრიდან
მნიშვნელოვანია. გამოწვევებს შორისაა:
სკოლის გარეთ სახელოვნებო დაწესებულებათა ინსტიტუციური
სტატუსი;
სკოლის გარეთ სახელოვნებო დაწესებულების მიერ გაცემული
დოკუმენტის აღიარების საკითხი;
სკოლის გარეთ სახელოვნებო დაწესებულების პედაგოგთა სტატუსი;
სახელოვნებო განათლების მიმართულებით სწავლების მეთოდოლოგიის
განსაზღვრის საკითხი;
ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის უფლებამოსილების
გამიჯვნის საკითხი;
სკოლის გარეთ სახელოვნებო დაწესებულებების დაფინანსების საკითხი;
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელოვნებო განათლების
საკითხი.
თემატური მოკვლევის პროცესში მოხდება ზემოთხსენებული საკითხების
შესწავლა და ანალიზი, ხოლო დასკვნით ეტაპზე შემუშავდება დოკუმენტი,
რომელიც ხელს შეუწყობს გამოვლენილი გამოწვევების საპასუხოდ ქმედითი
ნაბიჯების გადადგმას.
მოსაზრებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა
2020 წლის 21 თებერვალი
თემატური
მოკვლევის
სამოქმედო
გეგმა
მიღებული ინფორმაციის ანალიზი
2020 წლის 29 თებერვალი
ზეპირი მოსმენები
2020 წლის 2 – 20 მარტი
დასკვნის მომზადება
2020 წლის 31 მარტი
52
დანართი N 2 - თემატური მოკვლევის ტექნიკური პირობები
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი
თემატური მოკვლევის ტექნიკური პირობები
მოკვლევის თემა
სკოლის გარეთ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელოვნებო
განათლების მდგომარეობის შესწავლა
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი იწვევს დაინტერესებულ
და საკითხთან შემხებლობაში მყოფ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს,
წერილობითი სახით წარმოადგინონ თავიანთი დასაბუთებული მოსაზრებები,
რომელიც უნდა მოიცავდეს პასუხებს შემდეგ კითხვებზე:
კითხვარი
გთხოვთ, მოგვაწოდოთ დასაბუთებული მოსაზრებები სკოლის გარეთ
სახელოვნებო განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებ
გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები სკოლის გარეთ სახელოვნებო
სასწავლებლების დაფინანსების მოდელთან დაკავშირებით
გთხოვთ, შეაფასოთ სკოლის გარეთ სახელოვნებო სასწავლებლების
პედაგოგთა კვალიფიკაციას
რა
ტიპის
მხარდაჭერა
არსებობს
სახელმწიფოს
(ადგილობრივი/ცენტრალური ხელისუფლება) მხრიდან სკოლის გარეთ
სახელოვნებო სასწავლებლებისათვის?
რა მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს სკოლის გარეთ სახელოვნებო
სასწავლებელი სწავლა-სწავლების პროცესში?
მიგაჩნიათ თუ არა საჭიროდ სკოლის გარეთ სახელოვნებო განათლების
სისტემაში დაინერგოს ერთიანი სასწავლო გეგმები, მეთოდოლოგია და
სტანდარტები?
როგორია სკოლის გარეთ სახელოვნებო სასწავლებელში არსებული
ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, აკმაყოფილებს თუ
არა ის სწავლა-სწავლების პროცესისათვის აუცილებელ მოთხოვნებს?
რა გავლენას ახდენს სახელოვნებო განათლება მოზარდებში დანაშაულისა
და ძალადობის პრევენციის, ასევე განსაკუთრებული ნიჭის მქონე
მოზარდთა იდენტიფიცირების კუთხით?
როგორ მიმდინარეობს სახელოვნებო მიმართულებების სწავლება
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და
რა სახის დამხმარე
ერთეულები არსებობს (მაგ: თეატრალური კლუბი, მუსიკალური კლუბი)?
რომელი ქვეყნის გამოცდილება შეიძლება გამოვიყენოთ სახელოვნებო
განათლების სისტემაზე მუშაობისას? (მოკლედ აღწერეთ სისტემა და
მიუთითეთ წყარო)
53
ინფორმაციის
გამოგზავნის
ბოლო ვადა
როგორ შეაფასებდით სკოლის გარეთ სახელოვნებო სასწავლებლების
ცენტრალური
ხელისუფლებიდან
მუნიციპალიტეტებისადმი
დელეგირების საკითხს?
რა ნაბიჯების გადადმგა არის სახელმწიფოს მხრიდან საჭირო
სახელოვნებო
განათლების
სისტემაში
არსებული
ხარვეზების
აღმოსაფხვრელად?
როგორი უნდა იყოს სკოლის გარეთ სახელოვნებო სასწავლებელთა
ინსტიტუციური სტატუსი?
როგორი უნდა იყოს სკოლის გარეთ სახელოვნებო განათლების პედაგოგთა
სტატუსი?
როგორ გესახებათ სკოლის გარეთ სახელოვნებო სასწავლებლის მიერ
გაცემული დამადასტურებელი დოკუმენტის ოფიციალური დიპლომის
ფორმატით აღიარების საკითხი?
2020 წლის 21 თებერვალი
მასალის
ჩაბარების
პირობები
საკონტაქტო
ინფორმაცია
დამატებითი
ინფორმაცია
ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს A4 ზომის სტანდარტულ ფურცელზე Word
ფორმატში
ტექსტის შრიფტის სახე – Sylfaen
ტექსტის შრიფტის ზომა – 11
სტრიქონებს შორის მანძილი – 1,5 ინტერვალი
დოკუმენტურ მასალაში მოცემული უნდა იყოს ფაქტობრივი მონაცემები,
რომელიც მისცემს სამუშაო ჯგუფს სწორი ანალიზის საშუალებას
დოკუმენტში უნდა ირკვეოდეს მომხსენებლის ვინაობა და საკონტაქტო
ინფორმაცია (მობილურის ნომერი და ელექტრონული ფოსტა)
გთხოვთ, წერილობითი მოსაზრებები და შესაბამისი დოკუმენტაცია
წარმოადგინოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: edu@parliament.ge
დაინტერესებული პირების მიერ მოწოდებული მასალები საჯაროა და
გამოქვეყნდება საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე
54