ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ გადაწყვეტილება ფრაქციის წესდებაში ცვლილების განხორციელების თაობაზე - ფრაქციას განესაზღვრა ოფიციალური სახელწოდება „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატები“

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.08.2020
ავტორი
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“
ნომერი
#2-8597/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-08-31
ბიუროს ნომერი 379

📜 ტექსტი

წერილი
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ 2-8597/20 17-08-2020 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ არჩილ თალაკვაძეს ბატონო არჩილ, მოგახსენებთ, რომ საპარლამენტო ფრაქციის „დამოუკიდებელი დეპუტატები“ წესდების მე-11 მუხლის შესაბამისად, მ. წ. 14 აგვისტოს, საპარლამენტო ფრაქციის „დამოუკიდებელი დეპუტატები“ სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ფრაქციის წესდებაში ცვლილების განხორციელების თაობაზე, კერძოდ, ფრაქციას განესაზღვრა შემდეგი ოფიციალური სახელწოდება „ჩვენი საქართველო დამოუკიდებელი დეპუტატები“. დანართის სახით გიგზავნით, ფრაქციის სხდომის ოქმს (1 ფურცლად), ფრაქციის წესდებას (6 ფურცლად) და ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმას (5 ფურცლად). დანართი: 12 ფურცელი პატივისცემით, ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაში თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
brJr6qrr0g6oo g6rCOoob,Cgr0<ntBoqgCbCqlo q9CJUODOC0o,. bbqmAil ojOo N 9 o$oqrolro 14 r6gob6.i,,2020 $Cq., ttbcr?rq0ob crgc'?ob $0b6op 1. g6rj6oob ggbqggb;0o 6ggoqCbob 5c6ber66ogq,gb.> bbogrnO$ 0b$t68brncr?b gb : l. 016o10 artso - bbqgerOob cnca0aqger0r6g 2. qlmrb 3erbg6odg 3. qlC3rb ger6oBro0goqo, 4. bCqgCgrb gergbtd1, 5. lr3o.:qr 33r$,:6go6.rdg, 6. bgjr 643q,oBoq,o, 7. bgorqr 6rlr66o6rdg 96,:i6oob o^g0aqgc'r0.:6g0, El6o.r0 a.:80,: $,:60cnsqr6o6r oboGoroogr, g6,:i6o.:b g6dcnqr g6rj6orb 6.r6gbr%qg6erb 0g0qgg6o arg3oqgbgq>o !gCJ3grg3bo,,. g6,:j6ootl q'o o6o6o.rgo3.: qg,: g6cnb0tqg qg;glo6gb 0er0b63: 7 $oblcqOqrggo:0 96,:j6oob cn.:30aqgc'r0c6g
დანართი
დამტკიცებულია საპარლამენტო ფრაქციის „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატები“ 2020 წლის 14 აგვისტოს №9 სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარე: მარიამ ჯაში საპარლამენტო ფრაქციის „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატები” წესდება მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1.1 საპარლამენტო ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატები” (შემდგომში ფრაქცია) არის საქართველოს პარლამენტის წევრთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, საერთო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. 1.2 ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და აღნიშნული წესდების შესაბამისად. მუხლი 2. ფრაქციის მიზანი და ამოცანები 2.1 ფრაქციის მიზანს წარმოადგენს საკუთარი მოსაზრებების გამოხატვა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმით განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად. 2.2 ფრაქციის ამოცანები: ა) პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება; ბ) საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება; გ) ფრაქციის წევრთა პოლიტიკური შესაძლებლობების გაზრდა ფრაქციის, როგორც საპარლამენტო ინსტრუმენტის გამოყენებით; დ) პარლამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელებისას შეჯერებული პოზიციის გამოხატვა. მუხლი 3. ფრაქციის წევრი და მისი უფლება-მოვალეობები 3.1. წესდებაზე ხელმომწერი პარლამენტის წევრები არიან ფრაქციის დამფუძნებელი წევრები; 3.2. ფრაქციის წევრად შესაძლებელია მიღებულ იქნეს პარლამენტის ნებისმიერი დამოუკიდებელი წევრი, რომელიც იზიარებს ფრაქციის წესდებასა და პლატფორმას; 1| საპარლამენტო ფრაქციის „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატები” წესდება 3.3. პარლამენტის წევრს, რომელსაც ფრაქციაში გაწევრიანების სურვილი აქვს, მიმართავს განცხადებით ფრაქციის თავმჯდომარეს, რომელსაც თავის მხრივ საკითხი შეაქვს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში. 3.4. ახალი წევრის მიღების შესახებ საკითხის განსახილველად ფრაქციის თავმჯდომარე ფრაქციის სხდომას იწვევს განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 10 დღისა. 3.5. ფრაქცია ახალი წევრის მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის თანხმობით (კონსესუსით). 3.6. ფრაქციის წევრს უფლება აქვს: ა) ფრაქციის ხელმძღვანელ თანამდებობაზე აირჩიოს ფრაქციის წევრი ან თავად იქნეს არჩეული; ბ) მიმართოს ფრაქციას წინანადადებით ან ინიციატივით, რომელიც ეხება პარლამენტის კანონშემოქმედებით ან/და მაკონტროლებელ საქმიანობას და მოითხოვოს ფრაქციის მხარდაჭერა; გ) ფრაქციის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, ფრაქციის სახელით გამოსვლისა და განცხადების გაკეთების; დ) პოლიტიკურ საქმიანობაში ისარგებლოს ფრაქციის მხარდაჭერით; ე) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად დატოვოს ფრაქცია. 3.7. ფრაქციის წევრი ვალდებულია: ა) შეასრულოს და დაიცვას ფრაქციის წესდება; ბ) მიიღოს მონაწილეობა ფრაქციის საქმიანობაში; გ) უზრუნველყოს მისი საპარლამენტო საქმიანობის შესაბამისობა ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმასთან და არ დაუშვას პოლიტიკური პლატფორმის საწინააღმდეგო ქმედება; დ) შეასრულოს ფრაქციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. 3.8. ფრაქციის წევრის გარიცხვა შესაძლებელია სრული შემადგენლობის 2/3-ის თანხმობით, თუ: ა) მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმასა და წესდებას; ბ) განზრახ ან/და არასაპატიო მიზეზით სისტემატიურად არ იღებს მონაწილობას ფრაქციის საქმიანობაში. 3.9. ფრაქციის წევრის ფრაქციიდან გარიცხვის შესახებ საკითხის დაყენების უფლებას აქვს ფრაქციის თავმჯდომარეს ან ფრაქციის სრული შემადგენლობის უმრავლესობას. ფრაქციის წევრის გარიცხვის საკითხი უნდა იქნეს წერილობით დასაბუთებული. მუხლი 4. ფრაქციის ძირითადი უფლებამოსილებანი ფრაქცია უფლებამოსილია: 4.1. მიმართოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით; 4.2. რეგლამენტით დადგენილი წესით პარლამენტის პლენარულ და საკომიტეტო სხდომაზე განსახილველ საკითხებზე მონაწილეობა მიიღოს კამათში, გამოთქვას მოსაზრება პარლამენტის მიერ ასარჩევ, დასანიშნ ან დასამტკიცებელ კანდიდატურაზე, ან იმ კანდიდატურაზე, რომელთა დანიშვნაზეც თანხმობას აძლევს პარლამენტი, ასევე მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისადმი ნდობის გამოცხადების საკითხზე; 4.3. შეკითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს; 2| საპარლამენტო ფრაქციის „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატები” წესდება 4.4. მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის პლენარული სხდომების, კომიტეტების, პარლამენტის საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების, ინტერფრაქციული ჯგუფისა და საპარლამენტო დელეგაციების საქმიანობაში რეგლამენტით გათვალისწინებული წესით; 4.5. გადაწყვიტოს საპარლამენტო სტრუქტურებში დაკავშირებული სხვა შესაბამისი საკითხები; ფრაქციის წარმომადგენლობასთან 4.6. ფრაქციის სხდომაზე მოიწვიოს საქართველოს პარლამენტისადმი ანგარიშვალდებული ორგანოების თანამდებობის პირები, მიმართოს მათ შეკითხვებით, მიიღოს შესაბამისი პასუხები და მოისმინოს შესაბამისი უწყების საქმიანობის ანგარიში; 4.7. მოითხოვოს პოლიტიკური დებატების გამართვა; 4.8. გამოაქვეყნოს და გაავრცელოს ფრაქციის ხედვა „პარლამენტის უწყებანში“, თავის საინფორმაციო ბიულეტენში, პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სოციალური ქსელის საშუალებით; 4.9. ფრაქციის მიმართვის გავრცელება პარლამენტის წევრთა შორის ხორციელდება საქართველოს პარლამენტის აპარატის მეშვეობით; 4.10. განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 5. ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანო და თანამდებობის პირები 5.1. ფრაქცია გადაწყვეტილებებს იღებს ფრაქციის სხდომაზე; 5.2. ფრაქციის თანამდებობის პირები არიან: თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის მდივანი; ფრაქციის თავმჯდომარე, ფრაქციის მუხლი 6. ფრაქციის სხდომა 6.1. ფრაქციის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა; 6.2. გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, ფრაქციის სხდომა ღიაა, ხოლო მისი დახურვის შესახებ ინიციატივა შესაძლებელია წამოყენებულ იქნეს ფრაქციის თავმჯდომარის მხრიდან ან ფრაქციის სრული შემადგენლობის უმრავლესობით. გადაწყეტილებას ფრაქციის სხდომის დახურვასთან დაკავშირებით იღებს ფრაქციის სხდომა, მისი სრული შემადგენლობის უმრავლესობით; 6.3. ფრაქციის სხდომები, როგორც წესი, იმართება საქართველოს პარლამენტის სესიებს შორის, არანაკლებ თვეში 1 სხდომისა. ფრაქციის რიგგარეშე სხდომის გამართვა შესაძლებელია ფრაქციის თავმჯდომარის ინიციატივით ან ფრაქციის სრული შემადგენლობის უმრავლესობის წერილობითი მოთხოვნით; 3| საპარლამენტო ფრაქციის „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატები” წესდება 6.4. ფრაქციის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის უმრავლესობა; 6.5. ფრაქციის სხდომა იღებს გადაწყვეტილებებს: ა) ფრაქციის წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ; ბ) ფრაქციის თანამდებობის პირების არჩევის შესახებ; გ) ფრაქციის ბიუჯეტის ხარჯვის შესახებ; დ) ფრაქციაში ახალი წევრის მიღების ან ფრაქციის წევრის გარიცხვის შესახებ; ე) ფრაქციის პროპორციული წარმომადგენლობების კვოტების გამოყენების წესის შესახებ; ვ) საპარლამენტო უმრავლესობაში ან უმცირესობაში ფრაქციის გაერთიანების შესახებ; ზ) პარლამენტის პლენარული სხდომისთვის განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის დაფიქსირების თაობაზე; თ) ფრაქციის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ; ი) პარლამენტის რეგლამენტით, კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე; 6.6. ფრაქციის სხდომის დღის წესრიგს ადგენს და ფრაქციის სხდომას დასამტკიცებლად წარუდგენს ფრაქციის თავმჯდომარე. დღის წესრიგში ცვლილების შეტანის ინიცირების უფლებას აქვს ფრაქციის წევრს. ფრაქციის დღის წესრიგი მტკიცდება სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით; 6.7. ფრაქციის სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღება, გარდა წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დამსწრე წევრთა უმრავლესობით; 6.8. ფრაქციის სხდომაზე ძირითადად განსახილველ საკითხს ამზადებს ის ფრაქციის წევრი, რომელიც არის ამავე საკითხზე წამყვანი კომიტეტის წევრი; 6.9. თუ საკითხი არ განეკუთვნება ფრაქციის არცერთი წევრის უფლებამოსილების საკითხს, ფრაქციის სხდომის გადაწყვეტილებით ამ ფრაქციის თავმჯდომარის დავალებით ამზადებს ფრაქციის ერთ-ერთი წევრი; 6.10. ფრაქციის წევრი განსახილველ საკითხს ფრაქციის სხდომას წარუდგენს წერილობით ან ზეპირად. ალტერნატიული ან ახალი ინიციატივის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით; 6.11. ფრაქციის გამომსვლელს; სხდომის გადაწყვეტილებების საჯარო გახმოვანებისათვის ნიშნავს 6.12. ფრაქციის სხდომის გადაწყვეტილებებზე დგება ფრაქციის სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე; მუხლი 7. ფრაქციის თავმჯდომარე 7.1. ფრაქციას ხელმძღვანელობს ფრაქციის თავმჯდომარე; 7.2. ფრაქციის თავმჯდომარის არჩევა ხორციელდება ფრაქციის სხდომაზე, ფრაქციის წევრთაგან სრული შემადგენლობის 2/3-ით; 4| საპარლამენტო ფრაქციის „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატები” წესდება 7.3. ფრაქციის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ფრაქციის სრული შემადგენლობის უმრავლესობას; 7.4. ფრაქციის თავმჯდომარის უფლებამოსილებანი: ა) ხელმძღვანელობს ფრაქციის სხდომას; ბ) იწვევს და წარმართავს ფრაქციის სხდომას; გ) წარმოადგენს ფრაქციას პარლამენტში და სხვა პირებთან; დ) ანაწილებს ფუნქციებს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს, მდივანსა და ფრაქციის წევრებს შორის, აძლევს მათ ცალკეულ დავალებებს; ვ) ფრაქციის აპარატის საკადრო სტრუქტურას და თანამშრომელთა კანდიდატურებს მათი დანიშვნის ან გათავისუფლების მიზნით წარუდგენს პარლამენტის აპარატის უფროსს. 7.5. ფრაქცია უფლებამოსილია გადააყენოს ფრაქციის თავმჯდომარე არჩეული თანამდებობიდან, თუ ამას წერილობით მოითხოვს ფრაქციის სრული შემდგენლობის უმრავლესობა. ფრაქციის თავმჯდომარე ვალდებულია აღნიშნული საკითხი შეიტანოს ფრაქციის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში. გადაწყვეტილება ფრაქციის თავმჯდომარის გადაყენების შესახებ მხარდაჭერილ უნდა იქნეს ფრაქციის სრული შემადგენლობის 2/3-ის მიერ; მუხლი 8. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე 8.1. ფრაქცია თავისი შემადგენლობიდან ფრაქციის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს; 8.2. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ფრაქციის თავმჯდომარეს ან ფრაქციის სრული შემადგენლობის უმრავლესობას; 8.3. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე: ა) ფრაქციის თავმჯდომარის დავალებით ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს; ბ) ფრაქციის თავჯდომარის მოადგილე ასრულებს მოვალეობას ფრაქციის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ან მისი უშუალო დავალებით; 8.4. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე შეიძლება გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან თუ ამას წერილობით მოითხოვს ფრაქციის წევრთა სრული შემადგენლობა. აღნიშნული საკითხი ფრაქციის სხდომის დღის წესრიგში შეაქვს დაუყოვნებლივ ფრაქციის თავმჯდომარეს. ფრაქციის მოადგილე გადაყენებულად ჩაითვლება თუ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ფრაქციის სრული შემადგენლობის უმრავლესობა; მუხლი 9. ფრაქციის მდივანი 9.1. ფრაქციის მდივნის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ფრაქციის თავმჯდომარეს ან ფრაქციის სრულის შემადგენლობის უმრავლესობას. ფრაქცია თავისი შემადგენლობიდან ფრაქციის სხდომაზე სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფრაქციის მდივანს; 9.2. ფრაქციის მდივნის უფლებამოსილებანი: ა) ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის დავალებებს; ბ) წარმართავს ფრაქციის ორგანიზაციულ საკითხებს. 5| საპარლამენტო ფრაქციის „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატები” წესდება 9.3. ფრაქციის მდივნის გადარჩევა შესაძლებელია ფრაქციის თავმჯდომარის ან ფრაქციის სრული შემადგენლობის 1/3-ის წერილობითი მოთხოვნით. აღნიშნული საკითხი ფრაქციის სხდომის დღის წესრიგში შეაქვს დაუყოვნებლივ ფრაქციის თავმჯდომარეს. ფრაქციის მდივანი გადაყენებულად ჩაითვლება თუ გადწყვეტილებას მხარს დაუჭერს ფრაქციის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. მუხლი 10. ფრაქციის აპარატი 10.1. ფრაქციის საქმიანობის უზრუნველყოფისთვის იქმნება აპარატი. ფრაქციის აპარატის საკადრო სტრუქტურას განსაზღვრავს ფრაქციის სხდომა ფრაქციის წევრთა უმრავლესობით. 10.2. ფრაქციის აპარატი: ა) ხელს უწყობს ფრაქციის წევრს მისი საქმიანობის განხორციელებაში; ბ) ამზადებს ფრაქციის სხდომებს და უზრუნველყოფს შესაბამისი მატერიალური და ტექნიკური საშუალებებით; გ) აღრიცხავს ფრაქციის სხდომაზე კანონპროექტებისა და სხვა საკითხების განხილვისას გამოთქმულ წინადადებებსა და შენიშვნებს; დ) ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის დავალებებს; ე) ადგენს ფრაქციის სხდომის ოქმს; მუხლი 11. ფრაქციის წესდებაში ცვლილებების განხორციელება 11.1. ფრაქციის წესდებაში ცვლილების შეტანის ინიციატივის გამოთქმის უფლება აქვს, ფრაქციის თავმჯდომარეს ან ფრაქციის სრული შემადგენლობის 1/3-ს წერილობითი განცხადებით. აღნიშნული საკითხი ფრაქციის სხდომის დღის წესრიგში შეაქვს დაუყოვნებლივ ფრაქციის თავმჯდომარეს. ფრაქციის წესდებაში ცვლილებას მხარი უნდა დაუჭიროს ფრაქციის სრული შემადგენლობის 2/3-მა. მუხლი 12. ფრაქციის გაუქმება 12.1 ფრაქცია ჩაითვლება გაუქმებულად, თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩება პარლამენტის 6 წევრზე ნაკლები მუხლი 13. ფრაქციის დამფუძნებლები ფრაქციის დამფუძნებლები არიან პარლამენტის შემდეგი წევრები: 1. ლევან გოგიჩაიშვილი 2. ზვიად კვაჭანტირაძე 3. ლევან კობერიძე 4. კობა ნარჩემაშვილი 5. გედევან ფოფხაძე 6. მარიამ ჯაში 6| საპარლამენტო ფრაქციის „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატები” წესდება
დანართი
დამტკიცებულია 2020 წლის 14 აგვისტოს ფრაქციის №9 სხდომის მიერ საპარლამენტო ფრაქციის „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატები” პოლიტიკური პლატფორმა საპარლამენტო ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატები“ წარმოადგენს საერთო ღირებულებებისა და პოლიტიკური მიზნების მქონე პარლამენტის დამოუკიდებელ წევრთა გაერთიანებას. ფრაქციის მიზანია შექმნას საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრების გაერთიანება საკანონმდებლო საქმიანობასა და საპარლამენტო ზედამხედველობაში საერთო პრიორიტეტების მხარდასაჭერად. ფრაქციის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტებია: 1. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მხარდაჭერა ქართული სახელმწიფოს წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევის საპასუხოდ ფრაქცია იმოქმედებს ყველა არსებული ინსტრუმენტით - საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაციით, არაღიარების ტერიტორიებზე ადამიანის პოლიტიკის უფლებათა ხელშეწყობით, მდგომარეობის ოკუპირებულ მონიტორინგით, საქართველოსა და სხვა სახელმწიფოთა საპარლამენტო დიალოგის პლატფორმებში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე ყურადღების გამახვილებით. 1| საპარლამენტო ფრაქციის „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატები” პოლიტიკური პლატფორმა აღნიშნული მიმართულებით ფრაქცია მხარს დაუჭერს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების უფლებების რეალიზაციას და ვეტერანთა რეაბილტაციას, სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიციატივებს. ოკუპაციის თემასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოს ისტორიის გაყალბების/ფალსიფიკაციის მცდელობები და ფრაქცია შეიმუშავებს კონკრეტულ ინიციატივებს საქართველოს ისტორიასა და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სარწმუნო ინფორმაციის მიწოდების უზრუნველსაყოფად, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის. 2. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ფრაქცია რეგულარულად მოისმენს დევნილი მოსახლეობის მდგომარეობის შეფასებისა და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშებს, ხელს შეუწყობს დევნილი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური და სხვა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ქმედითი ინიციატივების შემუშავებასა და განხორციელებას. 3. საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების გზაზე არსებული გამოწვევების დასაძლევად, ფრაქცია ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა არსებით ინიციატივას, მათ შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს. 2| საპარლამენტო ფრაქციის „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატები” პოლიტიკური პლატფორმა 4. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტური დაცვა და მათი რეალიზაციის ხელშეწყობა ფრაქცია აქტიურად სააგენტოებთან, ითანამშრომლებს საქართველოს სახალხო გაეროსა და დამცველის სხვა საერთაშორისო აპარატთან და სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებთან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ყოვლისმომცველი დღის წესრიგის რეალიზაციის ხელშესაწყობად. ამასთანავე, ფრაქცია ყურადღებას გაამახვილებს 2 მიმართულებაზე: o ღირსეული საცხოვრისის უფლების დაცვაზე სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობით განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის; o პატიმართა უფლებებზე ჰუმანური და პატიმართა რესოციალიზაციაზე ორიენტირებული პენიტენციური სისტემის უზრუნველყოფის ხელშეწყობით. 5. ემიგრანტების საქართველოში დაბრუნებისა და რეინტეგრაციის მხარდაჭერა აღნიშნული მიზნის მხარდასაჭერად მისაღწევად მიზნობრივი ფრაქცია სახელმწიფო ხელს შეუწყობს პროგრამების ემიგრანტების შემუშავებასა და საპარლამენტო კონტროლს, მათ შორის საზღვარგარეთ მოქმედი საკვირაო სკოლებისა და ქართველოლოგიის ცენტრების მიმართულებით. ფრაქცია ხელს შეუწყობს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში დიასპორის წარმომადგენლების სტაჟირებისა და დასაქმების პროცესს. 6. ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და განვითარების ხელშეწყობა ფრაქცია ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის განვითარებისათვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და აღსრულების პროცესს, აქტიურად ითანამშრომლებს სტუდენტურ და სხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ქმედითი ინიციატივების ხელშესაწყობად. 3| საპარლამენტო ფრაქციის „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატები” პოლიტიკური პლატფორმა განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება შემდეგ 4 მიმართულებაზე: o ახალგაზრდებისათვის უმაღლესი განათლების ფინანსური ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობა; o აზარტული თამაშების ნეგატიური გავლენისაგან ახალგაზრდების დაცვა; o ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების პრევენცია და საქართველოში დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის შემუშავება; o სტუდენტური თვითმმართველობების რეფორმირების პროცესის ხელშეწყობა. 7. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა ფრაქცია ხელს შეუწყობს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის გათვალისწინებული განხორციელების ფაკულტატური ოქმის მონიტორინგს მიღებას. და კონვენციით ფრაქცია აქტიურად ითანამშრომლებს შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან და ყურადღებას გაამახვილებს ინკლუზიური განათლებისა და კულტურის მიმართულებებით ინიციატივების შემუშავებასა და აღსრულების მონიტორინგზე. 8. სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ფრაქცია უზრუნვეყოფს საქართველოში სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისათვის მონიტორინგს, მხარს მიმდინარე დაუჭერს ინიციატივების საგადასახადო პოლიტიკის აღსრულების შემდგომი განვითარებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობ საკანონმდებლო ინიციატივებს და საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შესთავაზებს დამატებთი დიალოგის პლატფორმას. 4| საპარლამენტო ფრაქციის „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატები” პოლიტიკური პლატფორმა 9. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკისა და რეფორმების გაუმჯობესება ფრაქცია უზრუნვეყოფს საქართველოში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების რეფორმირების პროცესის მონიტორინგს, ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ინიციატივებისა და მტკიცებელებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას, საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას და აღნიშნულ სექტორებში ჩართულ მხარეებს შორის დიალოგს. 10. განათლების სფეროს პოლიტიკისა და რეფორმების ხელშეწყობა ფრაქცია უზრუნვეყოფს პროგრამებისა და საქართველოს რეფორმირების განათლების პროცესის სისტემაში მონიტორინგსა მიმდინარე და ახალი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებას როგორც სკოლამდელი, ასევე სასკოლო, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებზე. ფრაქცია შექმნის განათლების პლატფორმას სფეროში საკანონმდებლო დასაქმებული და კადრებისათვის აღმასრულებელ დიალოგის ხელისუფლებასთან, საერთაშორისო განვითარებით სააგენტოებთან და სამოქალაქო სექტორთან. 5| საპარლამენტო ფრაქციის „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატები” პოლიტიკური პლატფორმა