საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა „როგორ გავზარდოთ საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და სპორტული აქტიურობის დონე“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-08-31
ბიუროს ნომერი 379
📜 ტექსტი
წერილი
სპორტისა და ახალგაზრდულ
საქმეთა კომიტეტი
2-8708/20
21-08-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად,
გიგზავნით სპორტისა და ახალგაზრდულ კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის
დასკვნას თემატურ მოკვლევაზე: როგორ გავზარდოთ საქართველოს მოსახლეობის
ფიზიკური და სპორტული აქტიურობის დონე?
დანართი: 34 გვერდი;
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის
თემატური მოკვლევის ანგარიში
როგორ გავზარდოთ საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და
სპორტული აქტიურობის დონე?
ანგარიში მომზადებულია საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ
საქმეთა კომიტეტის მიერ, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD)
თანამშრომლობით და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის
(UNDP) მხარდაჭერით.
ანგარიშში წარმოდგენილი მოსაზრებები ეკუთვნის საქართველოს პარლამენტის
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს და მისი შინაარსი არ უნდა აღვიქვათ
ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ვესტმინსტერის
დემოკრატიის ფონდის (WFD) პოზიციად.
-2-
სარჩევი
შესავალი ..................................................................................................................................... 4
1. თემატური მოკვლევა .......................................................................................................... 5
2. წარმოდგენილი დასაბუთებული მოსაზრებები .......................................................... 6
3. ძირითადი მიგნებები .......................................................................................................... 7
4. ძირითადი მიგნებები მოკვლევაში დასმული კითხვების მიხედვით ................ 10
5. ზეპირი მოსმენები............................................................................................................. 23
6. კომიტეტის რეკომენდაციები ......................................................................................... 25
დანართი 1: ტექნიკური დავალება .................................................................................... 30
-3-
შესავალი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) აღიარებს, რომ ფიზიკური აქტივობა
და სპორტული ვარჯიში მნიშვნელოვანი საშუალებაა ადამიანთა ჯანმრთელობისა და
კეთილდღეობის განმტკიცებისთვის. მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ფიზიკური
აქტივობა მნიშვნელოვნად ამცირებს არაგადამდებ დაავადებათა რისკფაქტორებს (მაგ.:
მაღალი არტერიული წნევა, ჭარბწონიანობა, სიმსუქნე, მენტალური ჯანმრთელობა) და
ხელს უწყობს სახელმწიფო და კერძო დანახარჯების შემცირებას ჯანდაცვის სისტემაში.
დოკუმენტი
„გლობალური
რეკომენდაციები
2010
წელს
ჯანმომ
მიიღო
ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ფიზიკური აქტივობის შესახებ“, რომლითაც
განისაზღვრა ასეთი ფიზიკური აქტივობის ფორმები (ტიპი), ხანგრძლივობა, სიხშირე,
ინტენსივობა და საერთო მოცულობა მოსახლეობის ასაკობრივი კატეგორიების
მიხედვით (5-17; 18-64; 65+).
საქართველოში მოსახლეობის არასაკმარისი ფიზიკური და სპორტული აქტივობა
სახელმწიფოს ყოველწლიურად 16.8 მილიონ ლარზე მეტი უჯდება. აქედან ჯანდაცვის
სისტემის პირდაპირი დანახარჯი, დაახლოებით, 12.4 მილიონი ლარია, ხოლო
პროდუქტიულობის დანაკარგი — 4.4 მილიონი ლარი („ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის რეგულირების ზეგავლენის
შეფასების ანგარიში, 2019).
საქართველოში მოსახლეობის დაბალი ფიზიკური და სპორტული აქტივობა იკვეთება
სხვადასხვა კვლევით. მაგალითად, 18-დან 69 წლამდე მოსახლეობის 82,4% (კაცები 72.2%, ქალები — 91.8%) არ არის ინტენსიურად დატვირთული ფიზიკური აქტივობით
(არაგადამდებ დაავადებათა რისკფაქტორების პოპულაციური კვლევა, 2016). ქართული
სპორტის სტატისტიკის ელექტრონულ პორტალზე დაყრდნობით, შეგვიძლია
ვივარაუდოთ, რომ ამჟამად სკოლის მოსწავლეთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 20%
ირიცხება სპორტულ სექციებში/კლუბებში.
მოსახლეობის დაბალ ფიზიკურ და სპორტულ აქტივობაზე მრავალი ფაქტორი ახდენს
გავლენას. მათ შორისაა: არასაკმარისი დრო ვარჯიშისთვის, მოტივაციის უქონლობა,
მოუწესრიგებელი სპორტული ობიექტები და ღია საჯარო სივრცეებში შესაბამისი
ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის პრობლემა, უკმარი ფინანსები, სპორტული
პროგრამების სიმცირე, დაზიანების მიღების რისკი და სხვა.
მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ბავშვებისა და ახალგაზრდების
სპორტში ჩართვა და სპორტის განვითარება სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომელიც
განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით (მუხლი 5, პუნქტი 7).
-4-
1. თემატური მოკვლევა
1.1.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის საფუძველზე,
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში 2020 წლის 22
მაისს დაიწყო თემატური მოკვლევა თემაზე: „როგორ გავზარდოთ საქართველოს
მოსახლეობის ფიზიკური და სპორტული აქტიურობის დონე?”
1.2.
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის
მიერ 2020 წლის 22 მაისს გამართულ სხდომაზე ჩამოყალიბდა თემატური
მოკვლევის სამუშაო ჯგუფი, შემდეგი შემადგენლობით:
მიხეილ ყაველაშვილი
შოთა ხაბარელი
მუხრან ვახტანგაძე
ირაკლი აბუსერიძე
გენადი მარგველაშვილი
გიორგი კოპაძე
თენგიზ ხუბულური
კომიტეტის თავმჯდომარე, მთავარი მომხსენებელი
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
კომიტეტის წევრი
კომიტეტის წევრი
კომიტეტის წევრი
კომიტეტის წევრი
1.3.
თემატურ მოკვლევაზე მუშაობდნენ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის აპარატის წარმომადგენლები:
ედიშერ მაჩაიძე — აპარატის უფროსი;
მაგდა ბზიკაძე — უფროსი სპეციალისტი;
ანატოლი კორეპანოვი — მოწვეული სპეციალისტი.
მოკვლევის
პროცესის
ეფექტური
განხორციელების
ორგანიზაციულ
უზრუნველყოფას ხელს უწყობდნენ:
დავით ობოლაძე - მთავარი სპეციალისტი;
ნინო ქურდაძე - წამყვანი სპეციალისტი.
1.4.
თემატური მოკვლევის მიზანია: მოსახლეობის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის
არასაკმარისი
ფიზიკური
და
სპორტული
აქტივობის
გამომწვევი
ფაქტორების/მიზეზების განსაზღვრა; საქართველოს მთავრობის, ცალკეული
სამინისტროებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების
შესაბამისი საქმიანობის შეფასება და მათი ნაკლოვანებებისა თუ მიზეზების
დადგენა; ასევე, სპორტული ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული
მხარეების შესაბამისი საქმიანობის შეფასება და ხელშემშლელი გარემოებების
განსაზღვრა (იხ. დანართი 1: ტექნიკური დავალება).
1.5.
თემატური მოკვლევის ფარგლებში კონკრეტულ ფაქტებზე, კვლევებსა და
მიგნებებზე დაფუძნებული მოსაზრებების წარმოდგენა შეეძლო ყველა
დაინტერესებულ მხარეს. მათ შორის იყვნენ სამთავრობო და არასამთავრობო
სექტორის წარმომადგენლები, კერძო სექტორი, დარგის ექსპერტები, სამეცნიერო
სფეროს წარმომადგენლები და ყველა დაინტერესებული პირი. თემატური
მოკვლევის ფარგლებში, ჯამურად, მიღებულია 29 მოსაზრება (იხ. გვ. 6),
რომლებიც ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე ამ
ბმულზე.
-5-
1.6.
თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა დაამუშავა და გააანალიზა
ხელმისაწვდომი ინფორმაცია, მიღებული წერილობითი პასუხები და კვლევები.
ამ მასალის საფუძველზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა
ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია და შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები.
2. წარმოდგენილი დასაბუთებული მოსაზრებები
თემატური მოკვლევის („როგორ გავზარდოთ საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური
და სპორტული აქტიურობის დონე?“) ფარგლებში თავიანთი დასაბუთებული
პოზიციები წარმოადგინეს შემდეგმა ორგანიზაციებმა და დაინტერესებულმა პირებმა:
1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება აჭარის ა.რ. სპორტის დეპარტამენტი
3. ქ. თბილისის საკრებულო
4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა
და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური
5. სსიპ. ,,დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი’’
6. ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
7. ასპინძის მუნიციპალიტეტი
8. მარტვილის მუნიციპალიტეტი
9. ტყიბულის მუნიციპალიტეტი
10. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
11. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
12. ქარელის მუნიციპალიტეტი
13. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
14. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
15. ხონის მუნიციპალიტეტი
16. ჩოგბურთის ფედერაცია
17. კარატეს ფედერაცია
18. კენდოს ფედერაცია
19. ფერმერ ქალთა ასოციაცია
20. სამბოს ფედერაცია
21. არასამთავრობო
ორგანიზაციები:
ა(ა)იპ
„პატრიოტი
გაერთიანებული
საქართველო” და ა(ა)იპ „პატრიოტები განათლებისთვის”
22. ა(ა)იპ „ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვა”
23. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
24. გაერთიანება ჯანმრთელობისა და განათლებისთვის
25. ადამიანის უფლებების განვითარებისა და გარემოს დაცვის ინსტიტუტი
26. ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი
27. რეგიონის განვითარების ცენტრი
28. გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF)
29. ეკა დავლიანიძე, 104-ე საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი
-6-
თემატური
მოკვლევის
ფარგლებში
წერილობითი
ფორმით
მიღებული
დადასტურებული პოზიციები ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტის
ვებგვერდზე. https://bit.ly/3fyYCj4
3. ძირითადი მიგნებები
3.1.
ავტორთა მოსაზრებები არაერთგვაროვანია, რასაც უმეტესწილად განაპირობებს
განსხვავებული ინტერესთა სფეროები (სპორტული ფედერაცია, დაავადებათა
და
ორგანიზაციული
სტატუსი
კონტროლის
ცენტრი,
ფონდები)
(მუნიციპალიტეტი, სპორტული ფედერაცია, საერთაშორისო ორგანიზაცია, კერძო
პირი/ორგანიზაცია).
3.2.
მიღებული დასაბუთებული მოსაზრებების შესწავლისას გამოიკვეთა, რომ
ავტორთა უმრავლესობა პრიორიტეტულად განიხილავს პროფესიული სპორტის
მნიშვნელობასა და განვითარებას, რაც მოიცავს მოსახლეობის მხოლოდ
გარკვეული ნაწილს და პროფესიული სპორტით დაინტერესებული კონკრეტული
ჯგუფების მონაწილეობას სპორტულ/ფიზიკურ აქტივობებში. ეს ავტორები
შედარებით
ნაკლებად
საუბრობენ
ფიზიკური
აღზრდის/აქტიურობის
საკითხებზე, როგორც მაღალპროფესიული სპორტისგან განცალკევებულ
მნიშვნელოვან მიმართულებაზე, რომელიც გულისხმობს მთელ მოსახლეობას და
მისი ფართო ფენების მონაწილეობას სპორტულ/ფიზიკურ აქტივობებში.
გამონაკლისია ისეთი ორგანიზაციების მოსაზრებები, რომელთა საქმიანობა
მთლიანად ან ნაწილობრივ უკავშირდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
საკითხებს.
3.3.
წარმოდგენილ მოსაზრებებს შორის მხოლოდ ერთი ავტორი ამახვილებს
ყურადღებას COVID-19-ის მსოფლიო პანდემიით შექმნილ ვითარებასა 1 და მის
უარყოფით შედეგებზე ადამიანების ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან
მიმართებით. ავტორი წარმოგვიდგენს პანდემიის დროს დისტანციურად
ჩატარებული კვლევის მონაცემებს (სულ 102 რესპონდენტი), ასევე, მიმოიხილავს
ფიზიკურ და სპორტულ აქტივობაში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ჩართვის
ძირითად ხელშემშლელ ფაქტორებს. მათ შორის აღსანიშნავია თავისუფალი
დროისა და მოტივაციის უქონლობა, ფინანსების ნაკლებობა, ჯანმრთელობის
პრობლემები, სპორტდარბაზების მოუწესრიგებლობა, გზების გაუმართაობა
ველოსიპედით გადაადგილებისთვის, ასევე, სკვერებისა და რეკრეაციული
ზონების არარსებობა. მიზეზთა შორის სახელდება განწყობა, ოჯახური პირობები
და კულტურული საკითხებიც.
3.4.
რამდენიმე ავტორი თავის მოსაზრებაში მიუთითებს, რომ საქართველოში
უწყებათა ძალისხმევა და ძირითადი რესურსი უფრო მეტად ხმარდება მაღალი
მიღწევების სპორტის ხელშეწყობას, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს
მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. 2 ერთ-ერთი მოსაზრების
თანახმად, სპორტული ორგანიზაციების, ფედერაციებისა და კავშირების დიდი
ნაწილი პროფესიონალურ სპორტულ საქმიანობას ეწევა. ავტორი კი მიიჩნევს, რომ
მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის გაზრდა და ხარვეზების გამოსწორება
1 ა(ა)იპ „გაერთიანება ჯანმრთელობისა და განათლებისთვის“ (U4HcE).
2 რეგიონის განვითარების ცენტრი (RDC).
-7-
დამოუკიდებელი სფეროა და ფართომასშტაბიან მიდგომას მოითხოვს. 3 სხვა
ავტორებიც საუბრობენ ინტერდისციპლინური, მულტისექტორული და უფრო
მეტად სისტემური მიდგომის აუცილებლობაზე, რათა ამაღლდეს მოსახლეობის
ფიზიკური აქტივობა, ასაკის, სქესის, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსისა თუ
ფიზიკური შესაძლებლობების მიუხედავად.
3.5.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს
მოსაზრებით,
„სახელმწიფო
მიდგომას
მოსახლეობის
მაქსიმალურად ჩასართავად ფიზიკურ და სპორტულ აქტივობებში განსაზღვრავს
მასობრივი სპორტის განვითარება და მისი შემადგენელი ოთხი ძირითადი
კომპონენტი:
სკოლამდელი ფიზიკური აღზრდა;
სასკოლო სპორტი და ფიზიკური აღზრდა;
საუნივერსიტეტო სპორტი;
სპორტი ყველასათვის.
ოთხივე მიმართულებით ქვეყანას აქვს განსაზღვრული მიდგომა. ყველა
კომპონენტისთვის
დადგენილია
არსებული
გამოწვევები
და
მათ
აღმოსაფხვრელად საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსები.“
3.6.
გაეროს ბავშვთა ფონდის მოსაზრებაში აღნიშულია, რომ ოფიციალური
მონაცემების თანახმად, მასობრივი სპორტისთვის გამოიყოფა სახელმწიფო
დაფინანსების მხოლოდ 6%. საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და
განათლების
ფონდის
მოსაზრებით,
სპორტული
ფედერაციებისთვის
გამოყოფილი ბიუჯეტის მხოლოდ 5% მიემართება მასობრივ სპორტს; ამასთანავე,
რეალურად პრიორიტეტულია მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტი, სადაც
ჩართულია მოსახლეობის მხოლოდ 4%, ეს კი, თავის მხრივ, რისკს უქმნის
ადამიანთა ჯანმრთელობას. „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო
პროგრამაში „ფიზიკური აქტივობის“ კომპონენტის ბიუჯეტი 2020 წლისთვის
მხოლოდ 30 ათასი ლარია, რაც შეუძლებელს ხდის მასობრივი საინფორმაციო,
საკომუნიკაციო ან ადვოკატირების სამუშაოების ჩატარებას.4
3.7.
უკანასკნელი წლების კვლევებზე დაყრდნობით, ზოგიერთი მოსაზრების ავტორი
ასაბუთებს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი (80%-ზე მეტი) არ
არის ფიზიკურად აქტიური. ეს ციფრები მკვეთრად განსხვავდება ასაკობრივი
კატეგორიების
მიხედვითაც.
არაერთი
კვლევით
დასტურდება,
რომ
რეგულარული ფიზიკური აქტივობის შედეგად უმჯობესდება ჯანმრთელობის
მდგომარეობა და მცირდება სხვადასხვა დაავადების რისკები. ამ ჭრილში, ერთერთი მოსაზრების ავტორი ყურადღებას ამახვილებს მაქსიმალური მხარდაჭერის
აუცილებლობაზე სახელმწიფოს მხრიდან (როგორც საკანონმდებლო, ისე
აღმასრულებელ დონეზე), რათა საზოგადოებამ გაიაზროს სხვადასხვა
დაავადების პრევენციის მნიშვნელობა და შემცირდეს მათზე დახარჯული
ფინანსები.5
3 საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაცია.
4
საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი.
5 მარტვილის მუნიციპალიტეტი.
-8-
3.8.
ფიზიკურ და სპორტულ აქტივობაში მოსახლეობის ჩართულობის ხელშემშლელ
ფაქტორებად სახელდება: არასაკმარისი ფინანსური რესურსები, სპორტული
ინფრასტრუქტურის
გაუმართაობა
და
ნაკლები
ხელმისაწვდომობა,
კვალიფიციური კადრების არარსებობა, ინტერესის ნაკლებობა მოსახლეობის
მხრიდან, დროის უკმარისობა, ასევე, კერძო სექტორისა და ბიზნესის
არასათანადო ჩართულობა ფიზიკურ და სპორტულ აქტივობებში. ბარიერებს
შორის მოხსენიებულია შშმ პირთა და საპენსიო ასაკის მოსახლეობის ფიზიკურ
აქტივობებში ჩართულობისთვის არაადაპტირებული და არასახარბიელო
გარემოც (სპორტული დარბაზები, ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი
ტრანსპორტი და სხვა). ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებთან ერთად, საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ასევე
ასახელებს მოსახლეობის ცნობიერების დაბალ დონეს ფიზიკური აქტივობის
მნიშვნელობის შესახებ.
3.9.
ზოგიერთი კვლევის ავტორი მიუთითებს პირველად და მეორეულ ჯანდაცვის
სისტემებში სათანადოდ მომზადებული სამედიცინო პერსონალის საჭიროებასაც,
რომელიც კონკრეტულ რეკომენდაციებსა და რჩევა-დარიგებებს მისცემს
ნებისმიერი ასაკის ადამიანს/პაციენტს მისთვის სასარგებლო ფიზიკურ
აქტივობაზე. ამ მხრივ, აღსანიშნავია მოსაზრება, რომ მოსახლეობის ფიზიკური
და სპორტული აქტივობის გაზრდაში ჩაერთონ ოჯახის ექიმებიც, რომლებიც
სრულ სურათს ფლობენ ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ და პაციენტებში
მაღალი ავტორიტეტით სარგებლობენ. 6 კიდევ ერთი მოსაზრების თანახმად,
„მნიშვნელოვანია, ექიმებმა შეცვალონ საკუთარი ქმედების პარადიგმა, დაიწყონ
ფიზიკური აქტივობის შეფასება და დანიშნონ ვარჯიშები, როგორც პაციენტის
მოვლის აუცილებელი ნაწილი. ფიზიკური აქტივობა ისეთივე მნიშვნელოვანია,
როგორც მედიკამენტების მიღება.“7
3.10. რამდენიმე მოსაზრებაში საუბარია კოორდინაციისა და ადვოკატირების
გაძლიერების საჭიროებაზეც საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების
კუთხით. ამასთან, ავტორები მიუთითებენ, რომ აუცილებელია დამატებითი
რეკრეაციული ზონებისა და შესაბამისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის
განვითარება, საცხოვრებელი გარემოს (ღია მოედნები, სავარჯიშო სივრცეები,
სარბენი ბილიკები და სხვა) გაუმჯობესება და არსებული სასკოლო (და არა
მხოლოდ) ინფრასტრუქტურის გამოყენება სხვადასხვა ჯგუფის მიერ.
3.11. არაერთი ავტორი ამახვილებს ყურადღებას, რომ აუცილებელია მოსახლეობის
ყველა ასაკობრივი ჯგუფის ცნობიერების ამაღლება ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის მნიშვნელობაზე [ჯანმრთელობისთვის], ასევე, ამ კუთხით არსებული
სტიგმისა და სტერეოტიპების დაძლევა, განსაკუთრებით, ქალებში.
3.12. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ უწყება თითქმის ორი წელია
მუშაობს მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების
სტრატეგიაზე. ამ დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი ყველა ის მიდგომა
და სტრატეგიული მიმართულება, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის
მოსახლეობის ჩართულობას ფიზიკურ და სპორტულ აქტივობებში. სტრატეგიის
6 საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი.
7 ევროპულ-ქართული ინსტიტუტი, „Chen YT, Current Physical Medicine and Rehabilitation Reports. 2013“-ზე
დაყრდნობით.
-9-
დოკუმენტი მთავრობას ჯერ არ დაუმტკიცებია და მას არ აქვს ოფიციალური
ფორმა, თუმცა ის უკვე გასაჯაროვდა და ითვალისწინებს სხვადასხვა
დაინტერესებული მხარის მოსაზრებებს.
4. ძირითადი მიგნებები მოკვლევაში დასმული კითხვების მიხედვით
4.1.
რა ხელშემშლელი ფაქტორები არსებობს საქართველოში მოსახლეობის
ფიზიკურ/სპორტულ აქტივობებში მონაწილეობისთვის? როგორ განსხვავდება ეს
ფაქტორები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან მიმართები: ა) 5-დან 17 წლამდე; ბ)
18-დან 64 წლამდე; გ) 65 და მეტი წელი?
წარმოდგენილი მოსაზრებების ავტორთა დიდი ნაწილი სხვადასხვა დროს
ჩატარებულ კვლევებსა და გამოკითხვებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ
საქართველოში მოსახლეობის ფიზიკური/სპორტული აქტივობის დონისა თუ
მასობრიობის ზრდის პრობლემა არაერთგვაროვანია და მას მრავალი ფაქტორი
განაპირობებს.
მოსაზრებებში ციტირებული კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის
უმრავლესობა (80%-ზე მეტი) არ არის ფიზიკურად აქტიური. ძირითად
ბარიერებად დასახელებულია ფინანსები (ზოგადად, სოციალურ-ეკონომიკური
პრობლემები),
ინფრასტრუქტურის
მოუწესრიგებლობა
ან
არარსებობა
(იგულისხმება როგორც დარბაზები, ასევე ღია/საჯარო სივრცეები) და დროისა და
მოტივაციის უქონლობა. ხელშემშლელ ფაქტორებს შორის ასევე ხშირად
სახელდება კვალიფიციური კადრების არარსებობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის
კულტურის არქონა, ადამიანთა განწყობები, შეხედულებები, სტერეოტიპები და
სტიგმები, განსაკუთრებით, ქალებში.
დაბალი ფიზიკური/სპორტული აქტივობის გამომწვევ ფაქტორად ავტორები
ასახელებენ მოსახლეობის დაბალ ცნობიერებასაც ისეთ საკითხებზე, როგორიცაა
ჯანსაღი ცხოვრების წესი და სპორტისა თუ ფიზიკური აქტივობის როლი
არაგადამდებ დაავადებათა პრევენციაში. ზოგიერთი ავტორი მიიჩნევს, რომ
სახელმწიფო უმეტესწილად ორიენტირებულია პროფესიული სპორტის
განვითარებაზე, რაც აისახება კიდეც საბიუჯეტო დაფინანსებაზე. ავტორები
მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ფიზიკური აქტივობის საკითხებს
მიუდგეს როგორც დამოუკიდებელ სფეროს და შეიმუშაოს ფართომასშტაბიანი,
ინტერდისციპლინური და მულტისექტორული სისტემური მიდგომა ამ კუთხით
არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კვლევაზე (2019) დაყრდნობით, გაეროს
ბავშვთა ფონდი ამბობს, რომ 11, 13 და 15 წლის მოსწავლეებს შორის
ყოველდღიურ ფიზიკურ აქტივობაში ჩართულია ბიჭების მხოლოდ 25% და
გოგონების 17%. 6-დან 18 წლამდე მოსწავლეების მხოლოდ 20%-ია
რეგისტრირებული სპორტულ კლუბებში. ამის მიზეზად საგარეჯოს
მუნიციპალიტეტის მერია ასახელებს რამდენიმე ფაქტორს. მათ შორისაა
მშობლების არასწორი მიდგომა ბავშვების მიმართ, არასაკმარისი უფასო
სპორტული
წრეები,
მწვრთნელ-მასწავლებელთა
პროფესიონალიზმის
ნაკლებობა, არასაკმარისი სპორტული (პროფესიონალური/სამოყვარულო)
- 10 -
ინფრასტრუქტურა და გარე მოედნები, ჯანსაღი ცხოვრების წესის არასათანადო
პროპაგანდა და, ზოგადად, საკითხისადმი არასერიოზული მიდგომა სკოლებში.
უმაღლეს სასწავლებლებში ფიზიკური აქტივობის მიმართულების მოშლა,
თავისუფალი დროის სიმცირე, სპორტული დარბაზების სიძვირე, მონდომების
ნაკლებობა
და
ჯანსაღი
ცხოვრების
წესისადმი
არასერიოზული
დამოკიდებულება სახელდება დაბალი ფიზიკური/სპორტული აქტივობის
ძირითად მიზეზებად 18-45 წლის მოსახლეობაშიც. 8 დროის სიმცირე ერთ-ერთ
ყველაზე ხელშემშლელ ფაქტორად მოიაზრება 30-დან 45 წლამდე მოსახლეობაში.
18-დან 64 წლამდე ასაკობრივი ჯგუფები არაორგანიზებულ ვარჯიშებს
მიმართავენ (სეირნობა, ცურვა, სირბილი) და ხელშემშლელ ფაქტორებად
ასახელებენ რეკრეაციული, გამწვანებული ზონებისა და პარკების ნაკლებობას
დასახლებასთან, არასახარბიელო ინფრასტრუქტურას, სპორტული ტრავმების
რისკებსა და მისგან გამოწვეულ შიშს და უკმარ ინფორმაციას ფიზიკური
აქტიურობის დადებით მხარეებზე, როგორც დაავადების შემამცირებელ და
გამაჯანსაღებელ საშუალებაზე.
ზოგიერთი მოსაზრების ავტორი მიიჩნევს, რომ საერთოდ არ არსებობს 65+
ადამიანთა საჭიროებებზე მორგებული სპეციალური პროგრამები9 და მათ დაბალ
ჩართულობას
ფიზიკურ
აქტივობებში
განაპირობებს
არასახარბიელო
ინფრასტრუქტურა, გაუმართავი და არაადაპტირებული ურბანული დაგეგმარება
და ფინანსების ნაკლებობა.10
4.2.
როგორ შეაფასებდით საქართველოს მთავრობის, ცალკეული სამინისტროებისა და
ადგილობრივი
თვითმმართველობების
საქმიანობას
მოსახლეობის
ფიზიკურ/სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის ხელშეწყობის თვალსაზრისით?
ათამდე ავტორი გამოთქვამს მოსაზრებას სახელმწიფოს როლზე მოსახლეობის
ფიზიკურ/სპორტულ აქტივობაში. მათი დიდი ნაწილი მიუთითებს, რომ
სახელმწიფო უწყებათა ძალისხმევა და ძირითადი რესურსები (მათ შორის,
ფინანსურიც) უმეტესწილად მაღალი მიღწევების სპორტის ხელშეწყობას და
განვითარებას ხმარდება, მასობრივი სპორტის განვითარების კუთხით კი
შეინიშნება არათანმიმდევრულობა, არასისტემურობა, ქაოტური მიდგომა, და
რეალურად ის ვერ მოიცავს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას.11
რამდენიმე ავტორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო დონეზე შემუშავებულია
არაერთი სტრატეგიული დოკუმენტი და საკანონმდებლო ჩარჩო, რომლებიც
მოიცავს სკოლამდელ დაწესებულებებში ფიზიკური აღზრდისა და განათლების,
ასევე, მასობრივი სპორტის განვითარების საკითხებს. საქართველოს
ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის მოსაზრებით, სპორტის
სახელმწიფო პოლიტიკის 2014-2020 წლების დოკუმენტი „პოლიტიკური
დეკლარაციაა, რომელსაც, სამწუხაროდ, არ მოჰყვა შესაბამისი სტრატეგია და
8 საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი.
საქართველოს კენდოს ფედერაცია.
ა(ა)იპ „ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვა“, 104-ე საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ეკა
დავლიანიძე, ადამიანის უფლებების განვითარებისა და გარემოს დაცვის ინსტიტუტი და სხვა.
11 რეგიონის განვითარების ცენტრი; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების,
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური; საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა
და განათლების ფონდი.
9
10
- 11 -
სამოქმედო გეგმა, შესაბამისი რესურსებით, განსაკუთრებით, მასობრივი სპორტის
მიმართულებით.“ იგივე ავტორი მიუთითებს, რომ პოლიტიკურ დონეზე
მნიშვნელოვანი მიღწევა იყო 2017 წელს პარლამენტის სპორტისა და
ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით კონსტიტუციაში გაჩენილი
ჩანაწერი „სახელმწიფო ზრუნავს სპორტის განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების
წესის დამკვიდრებაზე, ბავშვებისა და ახალგაზრდების ფიზიკურ აღზრდასა და
სპორტში მათ ჩართვაზე.“ თუმცა, ავტორი აღნიშნავს, რომ ამ კონსტიტუციური
ნორმის სრულფასოვნად დანერგვა ამ ეტაპამდე ვერ ხერხდება.
მოსაზრებათა ავტორები აღნიშნავენ, რომ ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე
მეტწილად გაუმჯობესდა ვითარება სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის
თვალსაზრისით. ამასთან, წლის განმავლობაში იგეგმება და იმართება არაერთი
სპორტული
ღონისძიება,
რომლებიც
ორიენტირებულია
მოქალაქეთა
ჩართულობაზე მასობრივ სპორტულ აქტივობებში, ასევე, ჯანსაღი ცხოვრების
წესის პოპულარიზაციაზე. მიუხედავად ამისა, ავტორების აზრით, მოსახლეობის
სპორტულ/ფიზიკურ აქტივობებში ჩართულობის მაჩვენებელი დაბალია.
მიზეზად სახელდება: მუნიციპალიტეტების მიერ ორგანიზებული სპორტული
აქტივობების
არამდგრადობა;
კოორდინირებული,
სისტემური
გეგმის
არარსებობა; არათანმიმდევრული პოლიტიკა და არასაკმარისი კოორდინაცია
სახელმწიფო უწყებებს შორის; სპორტის საათებისა და პროფესიონალი
მასწავლებლების ნაკლებობა სკოლებში და სხვა.12
ავტორები მიიჩნევენ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და
ფიზიკური
აქტივობის
პროგრამებში
ყველა
ასაკობრივი
ჯგუფის
ჩართულობისთვის, აუცილებელია, სახელმწიფომ იზრუნოს მოსახლეობის
ინფორმირებულობასა და ცნობიერების დონის ამაღლებაზე, ამ მიზნით კი
აწარმოოს რეგულარული საკომუნიკაციო კამპანიები. მაგალითად, გაეროს
ბავშვთა ფონდის მოსაზრებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს
ყველა დაინტერესებული მხარის (მოქალაქეები, მოხალისეები, ბიზნესსექტორი)
ჩართულობას და აქტიური ცხოვრების წესის წახალისებას, ხოლო ადგილობრივ
თვითმმართველობებს არ გააჩნიათ ფიზიკური აქტივობის წამახალისებელი
სტრატეგიები. ავტორი მიუთითებს ისეთი რეფორმებისა და პოლიტიკის
გატარებაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ყველა ასაკის ადამიანის ჩართვას
ფიზიკურ/სპორტულ აქტივობებში. სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნული
პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს ურბანული დაგეგმარების საკითხებსაც, მათ
შორის, ველოსიპედებისა და მანქანების პარკირებისთვის საჭირო ადგილების
მოწყობას, ასევე, ქუჩების დაგეგმარებას ისე, რომ არსებობდეს უსაფრთხო
სივრცეები სათამაშოდ და ფიზიკური აქტივობისთვის.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს
მოსაზრებაში
აღნიშნულია,
რომ
„ადგილობრივი
თვითმმართველობის ჩართულობა და ინტერესი მასობრივი სპორტის
განვითარების კუთხით საკმაოდ მაღალია, მაგრამ, სამწუხაროდ, უმრავლეს
შემთხვევაში ან საერთოდ არ არის, ან ძალიან მცირეა ამ მიმართულებით
12
საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი, ა(ა)იპ „ირის ჯგუფი მრავალფეროვნების მართვა“, გაეროს ბავშვთა ფონდი, ადამიანის უფლებების განვითარებისა და გარემოს
დაცვის ინსტიტუტი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრი, ა(ა)იპ „პატრიოტი გაერთიანებული საქართველო“ და ა(ა)იპ „პატრიოტები განათლებისთვის“.
- 12 -
გამოყოფილი ფინანსური რესურსები. რეგიონებში საგრძნობლად გაუარესებულია
სპორტული ობიექტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.“
4.3.
(სპორტული
როგორ
შეაფასებდით
სპორტული
ორგანიზაციებისა
ფედერაციები/კავშირები/ კომიტეტები, სკოლები, კლუბები და სხვა) და სპორტში
ჩართული ბიზნესოპერატორების (სპორტული ობიექტები: საცურაო აუზი,
გამაჯანსაღებელი დარბაზი, სპორტული კომპლექსი და სხვა) როლს და მათ
საქმიანობას მოსახლეობის ფიზიკური/სპორტული აქტიურობის დონის ზრდის
პროცესში? რა ხელშემშლელი ფაქტორები ახდენს გავლენას მათ საქმიანობაზე?
მხოლოდ რამდენიმე მოსაზრება ამახვილებს ყურადღებას სპორტული
ორგანიზაციებისა და სპორტში ჩართული ბიზნესოპერატორების როლზე
მოსახლეობის ფიზიკური/სპორტული აქტივობის გაზრდაში. მტკიცებულებებს
ეფუძნება მხოლოდ ერთი მოსაზრება, რომელშიც საუბარია ფედერაციების
საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული
დაფინანსების ხარჯვის მიზნობრიობასა და კორუფციის რისკებზე. 13 მსგავსად,
სხვა ავტორებიც საუბრობენ, რომ გარანტირებული სახელმწიფო დაფინანსება არ
ქმნის ფედერაციებისთვის სტიმულს, რომ იფიქრონ განვითარებასა და
დამატებითი რესურსების მოძიებაზე სხვა ფონდებიდან. ავტორები მიუთითებენ,
რომ სპორტული ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი ორიენტირებულია
პროფესიული სპორტის ხელშეწყობაზე. ისინი მიიჩნევენ, რომ მოსახლეობის
ფიზიკური აქტივობის გაზრდა და ხარვეზების გამოსწორება ცალკე სფეროა და
ფართომასშტაბიან მიდგომას საჭიროებს. შესაბამისად, არსებულ პრობლემებს
მხოლოდ ერთი სამინისტრო ვერ აღმოფხვრის.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს თანახმად, ეროვნული სპორტული ფედერაციების ჩართულობა
მასობრივი სპორტის განვითარებაში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ძალიან
დაბალია. შესაბამისად, „ამ კუთხით სახელმწიფოს როლი უნდა გაძლიერდეს,
რათა მოხდეს სპორტული ორგანიზაციების კონსოლიდირება ამ ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს მიზანზე.“
რაც შეეხება სპორტში ჩართულ ბიზნესოპერატორებს, ავტორები მიიჩნევენ, რომ
მათი მომსახურება საკმაოდ ძვირია და არ არის ხელმისაწვდომი მოსახლეობის
ფართო ფენებისთვის, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ სოციალურეკონომიკურ პრობლემებს და ფინანსური რესურსების ნაკლებობას, რაც ერთ-ერთ
მთავარ
ხელშემშლელ
ფაქტორად
სახელდება
მოსახლეობის
ფიზიკური/სპორტული აქტივობის კუთხით. ავტორების აზრით, კერძო
ოპერატორები უფრო მეტად ორიენტირებულნი არიან კომერციული სარგებლის
მიღებასა და კლიენტების მოზიდვაზე, და ნაკლებად ზრუნავენ მასობრივი
სპორტის განვითარებაზე. 14 პრობლემებს შორის სახელდება ისიც, რომ კერძო
ოპერატორების მომსახურებაში უმეტესწილად არ არის გათვალისწინებული
ოჯახური ან სხვა სპეციალური შეთავაზებები; ასევე, მსგავსი კომპანიები
ნაკლებად ეწევიან ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდასა და საინფორმაციო
კამპანიებს. პრობლემებია ადაპტირებული გარემოს თვალსაზრისითაც, რაც,
თავის მხრივ, აფერხებს სპეციალური საჭიროებების მქონე ან/და ასაკოვანი
საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი.
ადამიანის უფლებების განვითარებისა და გარემოს დაცვის ინსტიტუტი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის
მერია.
13
14
- 13 -
მოქალაქეების ჩართულობას ფიზიკურ აქტივობაში. კიდევ ერთ დამატებით
ბარიერად სახელდება პროფესიონალი მწვრთნელებისა და, ზოგადად,
კვალიფიციური პერსონალის ნაკლებობა კერძო ბიზნესოპერატორებს შორის.15
4.4.
რა ხელშემშლელი ფაქტორები არსებობს კერძო სექტორის/ბიზნესის სათანადო
ჩართულობისთვის
მოსახლეობის
ფიზიკურ/სპორტულ
აქტივობებში
მონაწილეობის გაზრდის პროცესში?
წარმოდგენილ მოსაზრებებში მხოლოდ რამდენიმე ავტორი საუბრობს კერძო
სექტორის/ბიზნესის ჩართულობაზე მოსახლეობის ფიზიკური/სპორტული
აქტივობის გაზრდის პროცესში. მათგან უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არ
არსებობს რაიმე წამახალისებელი თუ საშეღავათო რეგულაციები ბიზნესის, კერძო
პირებისა თუ ორგანიზაციებისთვის, მათ შორის, არც საკანონმდებლო
სტანდარტები, რომლებიც ხელს შეუწყობდა კერძო ინვესტიციების მობილიზებას
და გააუმჯობესებდა მოსახლეობის ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობას.
სახელმწიფოში ასევე არ არსებობს მკაფიო პოლიტიკა და სტრატეგია, რომელიც
განსაზღვრავს სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობის ასპექტებს
მოსახლეობის ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობის გასაუმჯობესებლად. 16
ავტორები მიიჩნევენ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად
მნიშვნელოვანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, კერძო სექტორის
თანამონაწილეობა კი ამ მხრივაც აუცილებელია.
თავის მოსაზრებაში სპორტის სამინისტროც საუბრობს, რომ აუცილებელია,
სახელმწიფომ ხელსაყრელი გარემო შეუქმნას კერძო სექტორს ინვესტიციების
განსახორციელებლად. იგი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის ფიზიკურ/სპორტულ
აქტივობებში მონაწილეობის გაზრდის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობა
„ძალიან სუსტია“. უწყების აზრით, უკანასკნელ წლებში დადებითი ტენდენცია
შეინიშნება ფიტნესის სექტორის გაძლიერების კუთხით და მოსახლეობის
ჩართულობაც საკმაოდ გაზრდილია. შესაბამისად, „სახელმწიფოს მხრიდან
ფიტნეს სექტორის მეტი წახალისებით, შესაძლებელი გახდება ამ სფეროში მყარი
საფუძვლების ჩამოყალიბება და სწრაფი განვითარება“.
4.5.
რა მიდგომები უნდა არსებობდეს ქალებისა და კაცების ფიზიკურ/სპორტულ
აქტივობებში
მონაწილეობის
ხელშესაწყობად?
რა
ქმედებები
უნდა
განხორციელდეს გოგონათა და ქალთა ფიზიკურ/სპორტულ აქტივობებში
მონაწილეობის დონის ასამაღლებლად?
წარმოდგენილი
მოსაზრებების
მიხედვით,
ქალებისა
და
კაცების
ფიზიკურ/სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის ხელშემწყობ ფაქტორებს
შორის სამი ძირითადი ასპექტი იკვეთება: (1) სწორი ურბანული დაგეგმარება, (2)
სათანადო
სპორტული
ინფრასტრუქტურის
არსებობა
და
მასზე
ხელმისაწვდომობა და (3) მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ცნობიერების
დონის ამაღლება ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესის შესახებ. ხელშემწყობ
ფაქტორებს შორის ასევე სახელდება სპორტული ორგანიზაციებისა და კლუბების
სტიმულირება და ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში
სავალდებული ფიზიკური აღზრდის დანერგვა.
15
16
გაეროს ბავშვთა ფონდი.
გაეროს ბავშვთა ფონდი.
- 14 -
მაგალითად, გაეროს ბავშვთა ფონდის მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ აქტიური
ფიზიკური და რეკრეაციული აქტივობების ხელშეწყობისთვის ურბანულ
დაგეგმარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. აქ იგულისხმება დასახლებებში
უსაფრთხო საფეხმვალო გზების, ველობილიკებისა და ღია სივრცეების მოწყობა,
საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და/ან მოწესრიგება იმგვარად, რომ
გაადვილდეს მოქალაქეთა წვდომა სხვადასხვა რეკრეაციულ ზონასთან,
პარკებთან, ტბებსა თუ ტყეებთან.
ამ საკითხზე წარმოდგენილ მოსაზრებათა უმეტესობის თანახმად, აუცილებელია
მოსახლეობაში ცნობიერების გაზრდა ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობაზე და
შესაბამისი ღონისძიებების გატარება სხვადასხვა დონეზე (ოჯახი, სკოლა, თემი,
მთლიანად საზოგადოება). ავტორები ასევე მიიჩნევენ, რომ საჭიროა აქტიური
საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიების განხორციელება ინტერესთა
ჯგუფების ჩართულობით, რაც ხელს შეუწყობს ფიზიკურ აქტივობებში/მასობრივ
სპორტში ჩართულობის პოპულარიზაციას (რეკლამები მედიაში, სატელევიზიო
გადაცემები, სოციალური ღონისძიებები ქალაქის/თემის დონეზე, სასკოლო
პროგრამების დანერგვა, წამახალისებელი პროგრამების განხორციელება სამუშაო
ადგილებზე და სხვა).
რაც შეეხება გოგონათა და ქალთა მონაწილეობას ფიზიკურ/სპორტულ
აქტივობებში, ავტორთა უდიდესი ნაწილი, არსებულ კვლევებზე დაყრდნობით,
ამბობს, რომ ძირითადი ხელშემშლელი ფაქტორია სოციალური სტიგმა და
სტერეოტიპული დამოკიდებულებები. 17 ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, ამ
სტერეოტიპების გამყარებაში დიდი როლს თამაშობს მედიაც. ტელეეთერებიდან
ხშირად გვესმის „ფიზიკური აქტივობის, როგორც წონაში კლების საშუალების“
შესახებ; ასევე ხშირია ქალის სხეულის ობიექტივაცია, სპორტის სახეობათა
დაყოფა „მამაკაცურ“ და „ქალურ“ აქტივობებად, აქცენტები კი უფრო მოდასა და
სილამაზეს მიემართება და არა ფიზიკურ ჯანმრთელობას.18
ავტორები მიიჩნევენ, რომ ამ მხრივ აუცილებელია აქტიური საინფორმაციო,
საგანმანათლებლო და საკომუნიკაციო კამპანიებიც, რაც ხელს შეუწყობს
არსებული გენდერული სტერეოტიპების დაძლევას. სპორტის სამინისტროს
მოსაზრებაში ნათქვამია, რომ „სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული სპორტში
გენდერული თანასწორობისა და ბალანსის კუთხით არსებული გამოწვევების
აღმოფხვრაში.“ ეს აისახება ბოლო წლებში გადადგმულ მნიშვნელოვან
ნაბიჯებშიც.
სოციალური სტიგმის პარალელურად, მოსაზრებათა ავტორები დამატებით
ასახელებენ რამდენიმე მნიშვნელოვან ხელშემშლელ ფაქტორს:
სათანადო/ადაპტირებული სპორტული ინფრასტრუქტურის ნაკლებობა ან
არარსებობა, განსაკუთრებით, რეგიონებში; ასევე, გოგონებისა და ქალების
საშხაპეებისა და გასახდელების არარსებობა სპორტულ დარბაზებში და
მოედნებზე;
17
საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი, ა(ა)იპ „ირის ჯგუფი მრავალფეროვნების მართვა“, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია, რეგიონის განვითარების ცენტრი,
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი, ა(ა)იპ „გაერთიანება
ჯანმრთელობისა და განათლებისთვის“.
18 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია, ა(ა)იპ „ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვა“.
- 15 -
არასაკმარისი სპორტული წრეები და ქალთა სპორტული აქტივობების
რეკლამა/პოპულარიზაცია;
გოგონათა მშობლების დამოკიდებულება სპორტისადმი, კულტურული
თავისებურებები და გენდერული განწყობები (უსაფრთხოების მიზნით,
მშობლები თავს იკავებენ გოგონების მონაწილეობისაგან ისეთ
არაორგანიზებულ სპორტულ და ფიზიკურ აქტივობებში, რომლებსაც
თვითონ არ ესწრებიან);
ქალების დომინანტი როლი საოჯახო/ბავშვის მოვლის საქმეებში; ასევე,
საოჯახო ტვირთის არათანაბარი გადანაწილება ქალებსა და კაცებს შორის,
რაც ქმნის დამატებით დროის დეფიციტს ქალებისთვის და ზრდის რისკს,
რომ ისინი ჩამოშორდებიან პროფესიულ სპორტს ან სპორტულ აქტივობებს;
ქვეყნის ტრადიციები, სოციალურ-ეკონომიკური პირობები, სპორტის
განვითარების პოლიტიკა და ის შესაძლებლობები, რომლებსაც ქვეყანა
გოგონებსა და ბიჭებს სთავაზობს სპორტში მონაწილეობისთვის.
ავტორები მიიჩნევენ, რომ საკმაოდ მაღალია მამაკაცების დომინანტი როლი
გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე; ასევე, არსებობს გამოწვევები ისეთი
კუთხით, როგორიცაა სპორტში ქალების ინტეგრაცია და მათთვის მეგობრული
გარემოს შეთავაზება. მნიშვნელოვანია სპორტის მასწავლებლებისა და,
განსაკუთრებით, მწვრთნელი ქალების როლი, რათა გაიზარდოს ქალების
ჩართულობა და მოტივაცია და მეტად იყოს გათვალისწინებული გენდერული
ასპექტები.19
ამ საკითხზე წარმოდგენილ მოსაზრებათა ავტორების დიდი ნაწილი მიიჩნევს,
რომ აუცილებელია რეგულარული საინფორმაციო და საგანმანათლებლო
კამპანიებისა და პროგრამების განხორციელება 20 , რათა უკეთ განიმარტოს, რა
როლი აქვს ფიზიკურ/სპორტულ აქტივობას ქალის ჯანმრთელობაში; ასევე
მნიშვნელოვანია არსებული გენდერული სტერეოტიპებისა და სოციალური
სტიგმის დაძლევა და ალტერნატივების შეთავაზება, თუ როგორ უნდა ჩაერთონ
გოგონები და ქალები ორგანიზებულ/არაორგანიზებულ ვარჯიშსა და სპორტულ
აქტივობებში დამოუკიდებლად.
4.6.
რამდენად ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის
სპორტულ/ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობა საქართველოში? დაასახელეთ
ფიზიკურ/სპორტულ აქტივობებში შშმ პირთა მონაწილეობის გაზრდის
ხელშემშლელი ფაქტორები.
წარმოდგენილ მოსაზრებათა გამოკვეთილი უმრავლესობის 21 თანახმად, შშმ
პირთათვის
სპორტულ/ფიზიკურ
აქტივობებში
მონაწილეობის
ხელმისაწვდომობა დიდწილად შეზღუდულია. ძირითად ხელშემშლელ
ფაქტორად სახელდება არასათანადო და საერთაშორისო სტანდარტებთან
შეუსაბამო ინფრასტრუქტურა და არაადაპტირებული გარემო (საცხოვრებელი
19 რეგიონის განვითარების ცენტრი, ა(ა)იპ „ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვა“.
20 ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
ეროვნული ცენტრი, რეგიონის განვითარების ცენტრი, გაეროს ბავშვთა ფონდი.
21 გაეროს ბავშთა ფონდი, შშმ პირთა ინტეგრაციისა და ხელოვნების განვითარების ასოციაცია „ჰანგი”,
ადამიანის უფლებების განვითარებისა და გარემოს დაცვის ინსტიტუტი, თბილისის მერია, კენდოს
ფედერაცია, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ასპინძის მუნიციპალიტეტი, საქართველოს სამბოს ეროვნული
ფედერაცია.
- 16 -
სახლები, საზოგადოებრივი დაწესებულებები, ინვენტარი პარკებსა და ღია
მოედნებზე და ა.შ.). მათი თქმით, არაადაპტირებულია კერძო სპორტული
კომპლექსებისა და სტადიონების უდიდესი ნაწილი. შშმ პირთა საჭიროებები
გათვალისწინებული არ არის სპორტულ დარბაზებში (არ არსებობს შესაბამისი
საშხაპეები, გასახდელები, პანდუსები). არ არის ადაპტირებული სავარჯიშო
ტრენაჟორები, სპორტული ინვენტარი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დიდი
ნაწილი (მეტრო, სამარშრუტო მიკროავტობუსები, ტაქსები, საქალაქთაშორისო
ავტობუსები); თითქმის არცერთ მუნიციპალიტეტში არ მოქმედებს შშმ პირთა
სპორტის განვითარების ცენტრები. ამ გამოწვევების დასაძლევად, სპორტის
სამინისტრო მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი
სპორტული ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და სხვა აქტორების ჩართულობას.
ასევე საჭიროა სპორტული ობიექტების ადაპტირება და კვალიფიციური
კადრების მომზადება/გადამზადება.
ფინანსური რესურსების ნაკლებობა, სპორტული ობიექტების, ეტლებისა და
ინვენტარის სიძვირე და სათანადო შეღავათების არარსებობა ასევე მნიშვნელოვან
ბარიერად განიხილება შშმ პირთა ფიზიკურ/სპორტულ აქტივობებში
ჩართულობისთვის. გარდა ამისა, არ არსებობს შშმ პირებზე მორგებული
ფიზიკური აქტივობის პროგრამები, ხოლო მწვრთნელები და მსაჯები
გადამზადებას საჭიროებენ. ზოგიერთი ავტორი მიიჩნევს, რომ აუცილებელია
მშობელთა ცნობიერების ამაღლება და შშმ ბავშვების სპორტულ და
ახალგაზრდულ ღონისძიებებში მონაწილეობის წახალისება, ასევე, არსებული
უარყოფითი დამოკიდებულებებისა და განწყობების დაძლევა.
4.7.
რა მიდგომები უნდა არსებობდეს 65 წელზე მეტი (საპენსიო) ასაკის მოსახლეობის
ფიზიკურ/სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის ხელშესაწყობად?
გაეროს ბავშვთა ფონდი ასახელებს 65 წელს ზემოთ მოსახლეობის
ფიზიკურ/სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის ხელშემშლელ რამდენიმე
ძირითად ფაქტორს: ხელმისაწვდომობა (მაგ.: მიწისქვეშა გადასასვლელებში
მხოლოდ კიბის არსებობა პრობლემას უქმნის მოქალაქეებს, რომელთაც
შეზღუდული აქვთ ფიზიკური მობილობა); უსაფრთხო გარემო (მაგ.: გზებსა და
ტროტუარებზე); ასაკობრივი დისკრიმინაცია (მაგ.: შეხედულება, რომ ფიზიკური
აქტივობა მხოლოდ ახალგაზრდებისთვისაა); და იზოლაცია (მაგ.: მხარდაჭერის
ნაკლებობა, მათ შორის, ჯანმრთელობისა და რეკრეაციის სპეციალისტთა
მხრიდან). სოციალურ სტიგმას ასახელებს ერთ-ერთ ფაქტორად საგარეჯოს
მუნიციპალიტეტის მერიაც.
რამდენიმე მოსაზრების ავტორი მიიჩნევს, რომ ამ ასაკობრივი კატეგორიის
ფიზიკურ/სპორტულ
აქტივობებში
მონაწილეობისთვის,
აუცილებელია
სათანადო ურბანული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის არსებობა, მათ
შორის, დასახლებებშიც. ეს 65 წელს ზემოთ ადამიანებს უსაფრთხოდ და
კომფორტულად აგრძნობინებს თავს. ამასთან, აუცილებელია საინფორმაციო
კამპანიები, რომლებიც მოსახლეობაში გაზრდის ცნობიერების დონეს ჯანსაღი
ცხოვრების წესისა და ფიზიკური აქტივობის შესახებ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მოსაზრებაში ნათქვამია, რომ „ქვეყანამ განსხვავებული პოლიტიკა
- 17 -
უნდა განსაზღვროს საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვის, რომელიც იქნება
გამაჯანსაღებელი ფუნქციით დატვირთული.“
ფინანსური რესურსების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ
დააფინანსოს ასაკოვან მოსახლეობაზე მორგებული ფიზიკური აქტივობის
პროგრამები; 22 ასევე, ხელმისაწვდომი იყოს შეღავათიანი შეთავაზებები
სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსებში. 23 ამავე აზრს იზიარებს სპორტის
სამინისტრო: იგი აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს გარკვეული
შეღავათები, რომლებიც იქნება „ერთგვარი მოტივატორი, რომ ხანდაზმულ
მოსახლეობას გაუჩნდეს ფიზიკურ და, ზოგ შემთხვევაში, სპორტულ აქტივობებში
ჩართვის შესაძლებლობა და სურვილი.“
აქვე აღსანიშნავია ჯანდაცვის სპეციალისტებისა და ექიმების რეკომენდაციები და
როლი 65+ ასაკის მოსახლეობისთვის სწორი ფიზიკური აქტივობის შესარჩევად;
სპორტულ კომპლექსებში უნდა იყვნენ კვალიფიციური ინსტრუქტორები და
მწვრთნელები.
4.8.
როგორ შეაფასებდით სასკოლო სპორტული ინფრასტრუქტურის გამოყენებას
სკოლებში სასწავლო საათების დასრულების შემდგომ? როგორ შევუწყოთ ხელი
სასკოლო სპორტული ინფრასტრუქტურის გამოყენებას (სკოლაში სასწავლო
პროცესის დასრულების შემდგომ) და მის ხელმისაწვდომობას სხვადასხვა
დაინტერესებული ჯგუფისთვის?
სასკოლო სპორტული ინფრასტრუქტურის გამოყენებაზე მოსაზრება მხოლოდ
რამდენიმე
ავტორმა
წარმოადგინა:
უმრავლესობა
მიზანშეწონილად,
გამართლებულად და აუცილებლად მიიჩნევს არასასკოლო საათებში სკოლის
სპორტული ინფრასტრუქტურის გამოყენებას როგორც სკოლის მოსწავლეების,
ისე სხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ. მათი აზრით, ეს გაზრდის
საქართველოში მოსახლეობს ფიზიკური/სპორტული აქტიურობის დონეს და
მასობრიობას. ამასთან, რეკომენდებულია, მუნიციპალიტეტებმა და [განათლების,
კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის] სამინისტრომ დანერგონ მასობრივი
სპორტის განვითარების სტრატეგია და ხელი შეუწყონ სახელმწიფოს საკუთრებაში
არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის დატვირთვას.24
გამოწვევებზე საუბრისას ავტორები აღნიშნავენ, რომ ზოგადად სპორტული
ინფრასტრუქტურა — მათ შორის, საჯარო სკოლების სპორტული დარბაზები და
ინვენტარი — ხშირად არ აკმაყოფილებს იმ აუცილებელ სტანდარტებს,
რომლებიც შესაძლებელს გახდის ამ გარემოს სპორტული და ფიზიკური
აქტივობებისთვის გამოყენებას მოსახლეობის ფართო ფენების მიერ. მაგალითად,
ერთ-ერთი
მოსაზრების
ავტორი,
განათლების
სამინისტროს
მიერ
განხორციელებული მონიტორინგის მასალებზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ
რიგ შემთხვევებში საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურა და მდგომარეობა არ
შეესაბამება სპორტული გაკვეთილის ჩატარების მოთხოვნებს. ეს დამატებით
ბარიერს უქმნის მოსწავლეებს, რომ ჩაერთონ ჯანმრთელობისთვის აუცილებელ
ფიზიკური აქტივობებში. ავტორი მიიჩნევს, რომ საჯარო სკოლები არც იმ
22 გაეროს ბავშვთა ფონდი.
23 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია.
24 ა(ა)იპ „პატრიოტი გაერთიანებული საქართველო“ და ა(ა)იპ „პატრიოტები განათლებისთვის“.
- 18 -
ალტერნატიულ საშუალებებს იყენებენ, რომლებსაც ნაწილობრივ მაინც შეუძლია
აღნიშნული პრობლემის გადაჭრა.25
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მოსაზრებაში ასევე საუბარია ძირითად ინფრასტრუქტურულ
პრობლემებზე 18 წლამდე ასაკის მოსახლეობისთვის. უწყების თქმით, ეს
უკავშირდება
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებათა
სპორტული
სივრცეების მოუწესრიგებლობას, ზოგადად ქვეყანაში სპორტული ობიექტებისა
და სარეკრეაციო სივრცეების ნაკლებობას ზრდასრულთათვის, ხშირ შემთხვევაში
კი — მათ გაუმართაობასა და არასათანადო პირობებს. სხვა მოსაზრებების
ავტორთა
მსგავსად,
სამინისტროც
მიიჩნევს,
რომ
მნიშვნელოვანია
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სპორტული დარბაზებისა და
მოედნების დატვირთვა არასაგაკვეთილო საათებშიც, რათა გაიზარდოს
ფიზიკური აქტივობის ხელმისაწვდომობა და მოსახლეობის ჩართულობის დონე.
ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, გაეროს ბავშვთა ფონდი
მოსწავლეთა ფიზიკურ აღზრდაში ჩართულობის ხელშემშლელ ფაქტორებად
ასახელებს სპორტული გაკვეთილების ხარისხს, პედაგოგების დაბალ
პროფესიონალიზმსა და მოსწავლეების/მშობლების ზოგად დამოკიდებულებას
ფიზიკური/ათლეტური აქტივობების მიმართ. იგი ასევე მიიჩნევს, რომ არც
ცენტრალურ და არც მუნიციპალურ დონეზე არ არსებობს ფიზიკური აქტივობის
სასკოლო პოლიტიკა და პროგრამები, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში
კი ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები მნიშვნელოვნად შემცირებულია. არ
არსებობს არც მოსწავლეებზე/მოზარდებზე მორგებული ფიზიკური აქტივობის
პროგრამები, სადაც გათვალისწინებული იქნება სახალისო და სამოტივაციო
აქტივობები, ასევე, ახალი უნარების განვითარების, სოციალიზაციისა და
საუკეთესო შედეგების დემონსტრირების შესაძლებლობა. 26 ამ პრობლემის
გადაჭრისთვის ავტორი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ჯანსაღი ცხოვრების წესის
პოპულარიზაციას ახალგაზრდებს შორის, სპორტული კლუბებისა და სექციების
შექმნას/დამატებას, ასევე, სკოლების აღჭურვას თანამედროვე, ადაპტირებული
ინვენტარით.
ამ საკითხზე წარმოდგენილ მოსაზრებათა თანახმად, სასკოლო სპორტული
ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია მისი
მოწესრიგება და არსებული ინვენტარის გადაიარაღება. ასევე მნიშვნელოვანია
სკოლამდელი აღზრდის სისტემის გადახედვა, პროგრამების განახლება,
ფიზიკური აღზრდის გაკვეთილების მოდიფიცირება, სასწავლო საათების
გაზრდა, სპორტის პედაგოგების გადამზადება და წახალისების ფორმების
დანერგვა, მოსწავლეთა ინფორმირება ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობაზე,
მოტივაციის ამაღლება და სამოყვარულო შეჯიბრებების წახალისება,
სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ოჯახების მხარდაჭერა სახელმწიფო და
მუნიციპალური პროგრამების საშუალებით.27ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით,
აუცილებელია მოსწავლეთა ჯანმრთელობის ყოველწლიური შეფასებაც, რათა
25 ა(ა)იპ „პატრიოტი გაერთიანებული საქართველო და ა(ა)იპ „პატრიოტები განათლებისთვის“.
26 გაეროს ბავშვთა ფონდი.
27 ადამიანის უფლებების განვითარებისა და გარემოს დაცვის ინსტიტუტი, საქართველოს ჯანმრთელობის
ხელშეწყობისა და განათლების ფონდი, თბილისის მერია.
- 19 -
მათი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით გაიცეს რეკომენდაციები
ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებით28.
რამდენიმე მოსაზრების ავტორი მიუთითებს, რომ აუცილებელია სკოლისგარე
საკლუბო მუშაობის განვითარება და სპორტული სექციების დამატებაც.
მაგალითად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
ეროვნული ცენტრის აზრით, სკოლებში უნდა არსებობდეს ფინანსურად
ხელმისაწვდომი წრეები ბავშვების, ხანდაზმულებისა და, ზოგადად,
მოსახლეობისთვის (პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის ისინი
უფასო უნდა იყოს). ფერმერ ქალთა ასოციაციის მოსაზრებით, სკოლების ბაზაზე
ჩამოყალიბებული სხვადასხვა სპორტული სექცია მოსწავლეებს მისცემს
გაწევრიანებისა და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას.
4.9.
რა ინფორმაციას ფლობთ საერთაშორისო გამოცდილების ან/და ისეთი ინოვაციური
მიდგომების შესახებ, რომლებმაც შესაძლებელია, ხელი შეუწყოს საქართველოში
მოსახლეობის სპორტულ/ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობის ზრდას?
წარმოდგენილ მოსაზრებათა ათამდე ავტორი აზიარებს მათ ხელთ არსებულ
ინფორმაციას საერთაშორისო გამოცდილებასა და იმ ინოვაციურ მიდგომებზე,
რომელთა გათვალისწინებამ შესაძლოა გაზარდოს საქართველოში მოსახლეობის
სპორტულ და ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობა. ავტორთა უმეტესობა
მიუთითებს ჯანმოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებსა
და პროგრამებზე, რომლებზე დაყრდნობითაც საქართველოს, განვითარებული
ქვეყნების მსგავსად, შეუძლია შეიმუშაოს ქვეყნის ინტერესებსა და მოსახლეობაზე
მორგებული სტრატეგია თუ მოდელი.
ავტორები მიიჩნევენ, რომ მასობრივი სპორტის წახალისებისთვის და
მოსახლეობის ფართო ფენების ფიზიკურ აქტივობებში ჩასართავად,
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სათანადო გარემოსა და ინფრასტრუქტურის
ჩამოყალიბება. აქ ასევე იგულისხმება: მეტი მწვანესაფარიანი ზონის, პარკის,
სკვერისა და რეკრეაციული სივრცის განვითარება; საჭირო გარემოს შექმნა
ფეხით/ველოსიპედით უსაფრთხო გადაადგილებისთვის; საზოგადოებრივი
ტრანსპორტის სათანადოდ განვითარება; შეღავათიანი მუნიციპალური თუ
სახელმწიფოს
მიერ
სუბსიდირებული
სავარჯიშო
კომპლექსების
ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით, სოციალურად დაუცველი, სტუდენტი და
პენსიონერი მოსახლეობისთვის და სხვა.
აღნიშნულ საკითხზე ვრცლად საუბრობს ევროპულ-ქართული ინსტიტუტი. მისი
მოსაზრებით, წარმატებული ქვეყნების მიდგომა მოსახლეობის აქტივობის
გასაზრდელად
რამდენიმე
სექტორს
შეეხება.
ესენია:
ჯანდაცვის,
სატრანსპორტო/დაგეგმარებითი, საზოგადოებრივი, სამუშაო და სასკოლო
სივრცეები. ავტორი მიიჩნევს, რომ ეფექტიანი პოლიტიკის გატარებით
შესაძლებელია მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის გაზრდა. აქ ასევე
იგულისხმება ტრანსპორტის გამოყენების ხელშეწყობა, ფიზიკური აღზრდის
სფეროს კანონმდებლობის დარეგულირება და სხვადასხვა კამპანიის წახალისება
საქალაქო თუ რეგიონულ დონეზე. მოსაზრებაში აგრეთვე მიმოხილულია
ინოვაციური კამპანიები და პროგრამები ბელგიის, ჩეხეთის, პოლონეთის,
28 საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი.
- 20 -
პორტუგალიისა და გაერთიანებული სამეფოს მაგალითზე. ამ ქვეყნებში უკვე
განხორციელდა ან ხორციელდება შემდეგი ინიციატივები:
კამპანია „10000 ნაბიჯიანი გამოწვევა“ საზოგადოების აქტივობის გაზრდისა
და სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით (ბელგია);
კანონი, რომლის თანახმადაც ტელე-რადიო მაუწყებლობის საშუალებით
ვრცელდება უფასო ჯანსაღი ცხოვრების მხარდამჭერი გზავნილები (ბელგია);
პროპაგანდა „ველოსიპედით სამსახურისკენ“ — ბელგიის ამ ინიციატივას
მრავალი ევროპული ქვეყანა იყენებს. კამპანიაში ჩართულ კერძო ბიზნესს
უნახევრდება გადასახადები ან თავისუფლდება მათგან;
სოციალური პროექტი „Parks in Motion“, რომელშიც ჩართულია 40-მდე
ფიტნესინსტრუქტორი და სკვერების ადმინისტრაციები. ამ პროექტის
მიხედვით, მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, დღის გარკვეულ მონაკვეთში
ჩაერთოს უფასო ფიზიკურ აქტივობაში პროფესიონალი მწვრთნელის
ინსტრუქტაჟით (ჩეხეთი);
„უსაფრთხოებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების ეროვნული
პროგრამა“, რომლის მიხედვითაც 50 წელს გადაცილებული დასაქმებულები
სამთვიანი ჯანმრთელობის პროგრამით (ფიტნესის დარბაზის მომსახურება
კვირაში სამჯერ, დაბალი აქტივობის ვარჯიშები) სარგებლობენ (პოლონეთი);
ველოსიპედების გაქირავების პრაქტიკა „U-Bike Portugal“ აკადემიური
პერსონალისთვის (სტუდენტები, აკადემიურ სფეროში დასაქმებულები),
სრული სასწავლო სემესტრის განმავლობაში (პორტუგალია);
საზოგადოების გამაჯანსაღებელი პროგრამა „Diabetes in Movement“, რომლის
ფარგლებშიც დიაბეტის სამკურნალო დაწესებულებებს შეთავსებული აქვთ
ნაკლებად დატვირთული სპორტული აქტივობები (პორტუგალია);
ოლიმპიური და პარაოლიმპიური სასკოლო შეჯიბრებები მთავრობის
პატრონაჟით (დიდი ბრიტანეთი).
ა(ა)იპ „ირის ჯგუფი - მრავალფეროვანი მართვა“ მიიჩნევს, რომ სპორტული
ტურიზმი მზარდი პოპულარობით სარგებლობს აშშ-სა და ევროპაში. ეს
უკავშირდება ორგანიზებულ და არაორგანიზებულ ვარჯიშს და სპორტულ
აქტივობებს (მაგ.: ცნობილი სპორტული ბრენდების მიერ ორგანიზებული მთის
მარათონები და გარბენები). ავტორის აზრით, ეს გამოცდილება სავსებით
რელევანტურია საქართველოს რეალობისთვის და შესაძლებელია არაერთი
ინიციატივის განხორციელება.
4.10. რა კვლევებია ხელმისაწვდომი საქართველოში მოსახლეობის სპორტულ/ფიზიკურ
აქტივობებში მონაწილეობის საკითხებზე?
ამ
საკითხზე
წარმოდგენილ
მოსაზრებებში
გამოყენებულია შემდეგი კვლევები:
დასახელებული
ან/და
1. (2013), საზოგადოებრივი აზრის კვლევა სპორტთან მიმართებაში — სპორტის
კვლევა, საქართველოს სოციალური და მარკეტინგული კვლევების ცენტრი.
2. ჩომახიძე, ე. (2014), მოსახლეობის დამოკიდებულება მასობრივი და
პროფესიული სპორტის განვითარების მიმართ — რაოდენობრივი კვლევის
ანგარიში. თბილისი: ფსიქოპროექტი.
3. მანჯავიძე, თ., ვადაჭკორია, ა., ვერძაძე, ნ., ლიპარტელიანი, ვ., აფციაური, ლ.,
დადიანი, ლ., et al. გენდერული თანასწორობა სპორტსა და ფიზიკურ
- 21 -
აქტივობაში, საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის
ეროვნული ფედერაცია.
4. კორეპანოვი, ა. (2017), საქართველოს სპორტის სახელმწიფო პოლიტიკა საბაზისო კვლევის შედეგები, საქართველოს პარლამენტი.
5. (2019), რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) - "ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის შესახებ" კანონის პროექტი, თბილისი: USAID და საქართველოს
პარლამენტი.
6. Kathy Davis, Ph.D. Richard W., Bicycle Riding and Safety Curriculum, Riley College
of Education Winthrop University.
7. Robert Hoffmann, Lee Chew Ging, Victor Matheson & Bala Ramasamy (2006)
International women's football and gender inequality, Applied Economics Letters,
13:15, 999-1001, DOI: 10.1080/13504850500425774.
8. Strava Runners, Georgia Club, Strava.com, https://www.strava.com/clubs/182568 .
9. European Commission, Gender Equality in Sport Proposal for Strategic Actions 2014
– 2020.
10. Lincoln R. Larson, Gary T. Green, H. K. Kordell, Children’s Time Outdoors: Results
and Implications of the National Kids Survey, 2011.
11. National Recreation and Parks Association, Why Parks and Recreation are Essential
Public Services.
12. ჯანმრთელობის
მსოფლიო
ორგანიზაცია
(WHO),
გლობალური
ჯანმრთელობა ფიზიკურ აქტივობასა და ჯანსაღ კვებაზე, წყარო:
http://www.who.int/dietphysicalactivity/pa/en/
13. WHO,
2011:
https://www.who.int/dietphysicalactivity/publications/physicalactivity-recommendations-5-17years.pdf?ua=1
14. WHO,
2011:
https://www.who.int/dietphysicalactivity/physical-activityrecommendations-18-64years.pdf?ua=1
15. WHO,
2011:
https://www.who.int/dietphysicalactivity/physical-activityrecommendations-65years.pdf
16. არაგადამდები დაავადებების რისკფაქტორების კვლევა საქართველოში 20062007 წლებში; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, CINDI, თბილისი, 2007
http://www.ncdc.ge/
17. არაგადამდები დაავადებების რისკფაქტორების კვლევა საქართველოში 2010
და 2016 წლებში; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, თბილისი
2017: https://www.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=17528ddb-0c50-4211-97e2355266ff0ecc
18. თვისობრივი კვლევა სამიზნე პოპულაციაში ფიზიკური აქტივობის, ჯანსაღი
კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის საკითხებზე, 2015;
საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი,
კვლევის ანგარიში, თბილისი.
19. Healthy People 2010, conference edition. Washington DC: U.S. Department of
Health
and
Human
Services;
2000.
Available
at:
http://www.health.gov/healthypeople/Document/HTML/Volume2/22Physical.htm.
Accessed May 30, 2002.
20. Bauman A, Bellew B, Vita P, Brown W, Owen N. Getting Australia active: towards
better practice for the promotion of physical activity. Melbourne: National Public
Health Partnership, 2002.
- 22 -
21. Bauman A, Bellew B, Vita P, Brown W, Owen N. Getting Australia active: towards
better practice for the promotion of physical activity. Melbourne: National Public
Health Partnership, 2002.
22. WHO 2004. https://www.who.int/dietphysicalactivity/strategy/eb11344/strategy_english_web.pdf
23. WHO 2018. https://apps.who.int/iris/handle/10665/275415
24. Health Behavior in School-Aged Children (HBSC) Study in Georgia, 2018, NCDC.
25. Public Opinion survey in relations of sport in Georgia, Georgia social and marketing
research (GEOSOMAR), Ministry of Sport and Youth Affairs, 2013.
26. STEPS Georgia, 2016, NCDC.
27. National Youth Survey, UNICEF, 2014.
28. REGULATORY IMPACT ASSESSMENT of the Draft Law on Physical Education and
Sports, Parliament Committee of Sport and Youth Affairs, Research Department of
the Parliament of Georgia, 2019.
29. STEPS Georgia, 2010, NCDC.
30. თამბაქოსა და სხვა ქმედით რისკფაქტორებზე ინფორმირებულობის,
შეხედულებებისა და ქცევის (KAP) ეროვნული კვლევა, 2015.
31. ბავშვთა ასაკის სიმსუქნის ეპიდზედამხედველობის ინიციატივა (COSI)
საქართველოში, 2017, 2019.
32. Greta Aschbacher, Walk This Way, 2017 ChangeLab Solutions
33. Physical Activity: Moving Toward Obesity Solutions: Workshop Summary.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK333474/
5. ზეპირი მოსმენები
წერილობით მოწოდებული დასაბუთებული მოსაზრებების შესწავლის შემდეგ,
გაიმართა საკითხის ზეპირი მოსმენა მოსაზრების წარმომდგენ დაინტერესებულ
პირებსა და იმ სახელმწიფო უწყებებთან, რომელთა უშუალო კომპეტენციაშიც შედის
თემატური მოკვლევის საგანი.
ზეპირ მოსმენებში მონაწილეობდნენ სამუშაო ჯგუფის წევრები: მიხეილ ყაველაშვილი
(მთავარი მომხსენებელი), შოთა ხაბარელი, მუხრან ვახტანგაძე, ირაკლი აბუსერიძე,
გენადი მარგველაშვილი, გიორგი კოპაძე და თენგიზ ხუბულური.
ზეპირი მოსმენები პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცა საქართველოს პარლამენტის
ვებგვერდის, ასევე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისა და მისი
თავმჯდომარის ოფიციალური Facebook გვერდების საშუალებით. მოსმენების
სხდომების ოქმები და სრული სტენოგრამა ხელმისაწვდომია პარლამენტის
ვებგვერდზე: www.parliament.ge;
ზეპირი მოსმენების განრიგი
9 ივლისი, 2020 წ. | 12:00 – 16:00
- 23 -
№
ორგანიზაცია
1
ევროპულ-ქართული
ინსტიტუტი (EGI)
ადამიანის უფლებების
განვითარებისა და გარემოს
დაცვის ინსტიტუტი
პარაოლიმპიური კომიტეტი
2
3
სტატუსი
წარმომადგენელი
არასამთავრობო
ორგანიზაცია
არასამთავრობო
ორგანიზაცია
იონა ძიძიშვილი
არასამეწარმეო
იურიდიული პირი
რევაზ რევაზიშვილი
სტატუსი
წარმომადგენელი
სახელმწიფო უწყება
შალვა გოგოლაძე
გია ბეგიაშვილი
სახელმწიფო უწყება
ლელა სტურუა
სახელმწიფო უწყება
სახელმწიფო უწყება
არასამეწარმეო
იურიდიული პირი
არასამეწარმეო
იურიდიული პირი
არასამთავრობო
ორგანიზაცია
თამარ ხოჯიაშვილი
არჩილ ჯაბადარი
მაია აზარაშვილი
სალომე ქაჯაია
10 ივლისი, 2020.| 12:00 – 16:00
№
ორგანიზაცია
1
საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტრო
დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანდაცვის
ეროვნული ცენტრი (NCDC)
თბილისის მერია
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
„სპორტი ყველასათვის ფედერაცია“
„ბავშვთა და სასკოლო სპორტის
ეროვნული ფედერაცია“
ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და
განათლების ფონდი
2
3
4
5
6
7
- 24 -
კონსტანტინე
ამირეჯიბი
გიორგი ბახტურიძე
6. კომიტეტის რეკომენდაციები
მოსახლეობის ფიზიკური და სპორტული აქტივობის გაზრდის ერთ-ერთი მთავარი
წინაპირობაა შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოს არსებობა
ეროვნულ და მუნიციპალურ დონეზე და მისი ეფექტიანი აღსრულება. აღნიშნულში
იგულისხმება ფორმალური სტრატეგიისა და სხვადასხვა სახელმძღვანელო
დოკუმენტის (გზამკლევი, ინსტრუქცია, რეკომენდაციები) არსებობა, სხვადასხვა
სუბიექტის ჩართულობა და კოორდინაცია პოლიტიკის მართვისას, ასევე,
პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგისა და შეფასების გამართული
სისტემების ფუნქციონირება.
ამის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია:
1. ჩამოყალიბდეს მაღალი დონის მულტისექტორული ეროვნული საკოორდინაციო
მექანიზმი (საბჭო), რომელიც უზრუნველყოფს საკითხის ადვოკატირებას, ასევე,
ზედამხედველობას გაუწევს პრობლემისადმი სტრატეგიული მიდგომასა და
განხორციელებულ ქმედებებს. მნიშვნელოვანია, ამ მექანიზმში წარმოდგენილნი
იყვნენ შესაბამისი სამინისტროებისა და პარლამენტის დარგობრივი
კომიტეტების მაღალი თანამდებობის პირები. ამასთან, საბჭოს საქმიანობის
ხელშესაწყობად, უნდა ჩამოყალიბდეს თემატური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც
გააერთიანებს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს, ასევე, სამოქალაქო,
ბიზნესის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
2. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ფიზიკური აქტივობის სფეროში
მომზადებული რეკომენდაციების გასათვალისწინებლად და სხვა დარგობრივი
პოლიტიკის (მაგ.: ჯანდაცვა, განათლება, ეკონომიკა, ტრანსპორტი,
ქალაქგეგმარება,
ტურიზმი,
რეკრეაცია
და
სხვა)
პრიორიტეტებთან
მისასადაგებლად, განახლდეს მასობრივი სპორტის განვითარებისა და
ხელმისაწვდომობის სტრატეგიის პროექტი, ან მომზადდეს ახალი დოკუმენტი.
სტრატეგიის დოკუმენტი უნდა ითვალისწინებდეს მუნიციპალიტეტების
დონეზე შესაბამისი პოლიტიკის განხორციელების გზებსა და მექანიზმებს.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს საჯარო დაწესებულებების, ასევე,
საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის ცნობიერების ამაღლებას მოსახლეობის
ფიზიკური აქტივობისა და სპორტში ჩართულობის სარგებლიანობაზე.
3. ჯანდაცვაზე
პასუხისმგებელმა
სამინისტრომ,
ჯანმოს
შესაბამისი
რეკომენდაციების
გათვალისწინებით,
მოამზადოს
და
დაამტკიცოს
ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ფიზიკური აქტივობის ეროვნული გზამკლევი.
4. პოლიტიკის მართვის პროცესში სახელმწიფო უწყებებმა (ცენტრალურ და
მუნიციპალიტეტების დონეზე) გააძლიერონ კომუნიკაცია და თანამშრომლობა
სამოქალაქო საზოგადოებასთან, სპორტულ ფედერაციებსა და კლუბებთან,
მასობრივ მედიასაშუალებებსა და კერძო სექტორთან.
5. მუნიციპალიტეტთა დონეზე მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის ფიზიკური
აქტივობისა და სპორტში ჩართულობის მხრივ არსებული უთანასწორობის
აღმოსაფხვრელად,
გაძლიერდეს
თანამშრომლობა
ცენტრალურ
და
- 25 -
მუნიციპალურ ხელისუფლებებს შორის. მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ჩაერთონ
დაინტერესებული სუბიექტებიც.
6. მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის ფიზიკური აქტივობის, სპორტში
ჩართულობისა
თუ
ქცევის
მონიტორინგისა
და
შეფასებისთვის,
აღმასრულებელმა ხელისუფლებამ (ჯანმოს შესაბამისი რეკომენდაციების
გათვალისწინებით) შეიმუშაოს და დანერგოს ერთიანი მეთოდოლოგია. ის
გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი სტრატეგიის დოკუმენტში და ასევე
გამოიყენებოდეს ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების მიერ
განხორციელებული პროგრამების მონიტორინგისა და შეფასებისთვის.
7. ჩამოყალიბდეს და დაინერგოს მოსახლეობის ფიზიკურ აქტივობაზე მონაცემთა
შეგროვებისა და განახლების სისტემა, სადაც ხელმისაწვდომი იქნება სანდო
ინფორმაცია შესაბამისი პოლიტიკის განვითარების პროცესში; განვითარდეს
აკადემიურ, კვლევით და სხვა ინსტიტუციებთან თანამშრომლობა ამ
მიმართულებით.
8. სპორტზე პასუხისმგებელი ცენტრალური და მუნიციპალური ორგანოების
ძალისხმევით,
გაიზარდოს
მასობრივი
სპორტის
განვითარების
ღონისძიებებისთვის გამოყოფილი ასიგნებები, ასევე, შესაბამისი პროგრამების
(მათ შორის, ადვოკატირების კამპანიების) ქმედითობა და ეფექტიანობა.
სახელმწიფო დაფინანსების მიმღები სპორტული ორგანიზაციების ბიუჯეტი
გაუმჯობესდეს იმგვარად, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ სამოყვარულო და
სარეკრეაციო სპორტის განვითარებაში. სახელმწიფო უწყებათა მიერ
შემუშავებულ პროგრამებში ჩაერთონ საზოგადოების ის ჯგუფებიც, რომლებიც
გამოირჩევიან ფიზიკური „პასიურობით“ (მათ შორის, 35 წელს ზემოთ ასაკისა და
ხანდაზმული მოქალაქეები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები,
გოგონები და ქალები).
9. გაიზარდოს ჯანდაცვის სექტორში მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის
ხელშესაწყობად გამოყოფილი ასიგნებები და ეფექტიანად და ქმედითად
განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები. ამ პროგრამების განხორციელების
პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა
სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან, ასევე, სხვა დაინტერესებულ
მხარეებთან.
10. სპორტზე პასუხისმგებელმა ცენტრალურმა და მუნიციპალურმა ორგანოებმა
გააუმჯობესონ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სპორტული ობიექტების
მართვის პოლიტიკა, რათა გაიზარდოს მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფის წვდომა
მათზე.
მოსახლეობის ფიზიკური აქტივობისა და სპორტში ჩართულობის კუთხით, ერთ-ერთ
გადამწყვეტ როლს ასრულებს მოქალაქეთა შესაბამის დონეზე ინფორმირებულობა და
საკითხისადმი სწორი დამოკიდებულება.
ამის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია:
- 26 -
11. ფიზიკური აქტივობის/ვარჯიშის მრავალმხრივ სარგებლიანობაზე ცნობიერების
ასამაღლებლად,
ასევე,
გრძელვადიან
პერსპექტივაში
განწყობების
შესაცვლელად, მომზადდეს და განხორციელდეს ეროვნული საკომუნიკაციო
კამპანია (სტრატეგიის შესაბამისად), ასევე, საინფორმაციო-საკომუნიკაციო და
საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც შემუშავდება საზოგადოების
სხვადასხვა სეგმენტის სპეციფიკის გათვალისწინებით.
12. მომზადდეს ღია საჯარო სივრცეებში ყველასთვის ხელმისაწვდომი მასობრივი
ღონისძიებების ჩატარების გზამკლევი, რომლითაც დაინტერესებული
სუბიექტები (მაგ.: მუნიციპალიტეტების ხელისუფლება, არასამთავრობო
სექტორი, სათემო ორგანიზაციები) შეძლებენ შესაბამისი ღონისძიებების
ორგანიზებას.
13. აღმასრულებელი ხელისუფლების ძალისხმევით ან/და ხელშეწყობით, სხვა
დაინტერესებულ
სუბიექტებთან
ერთად,
ღია
საჯარო
სივრცეებში
რეგულარულად
ჩატარდეს
ყველასთვის
ხელმისაწვდომი
მასობრივი
ღონისძიებები, რომლებიც ორიენტირებული იქნება საზოგადოების ფართო
ფენების მონაწილეობაზე მათთვის სასიამოვნო და სახალისო ფიზიკურ
აქტივობებსა და სპორტულ ღონისძიებებში.
14. მომზადდეს და განხორციელდეს ჯანდაცვის სექტორში (ოჯახის ექიმი,
სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების ექიმი) და მის მიღმა მომუშავე
სპეციალისტების (მაგ.: ბაღის აღმზრდელები, სასკოლო სპორტის პედაგოგები,
საჯარო მოხელეები და სხვა) გადამზადების პროგრამა, რომლის ორიენტირიც
იქნება ცნობიერების დონის ამაღლება ჯანმრთელობისთვის სასარგებლო
ფიზიკურ აქტივობასა და მის ფორმებზე; გადაიხედოს ოჯახის ექიმისა და
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე ექიმების ფუნქციები,
რათა გაიზარდოს მათი როლი და მონაწილეობა თემის პირველად ჯანდაცვაში.
ადაპტირებული და ხელმისაწვდომი გარემო მოსახლეობის ფიზიკური აქტივობისა და
სპორტში ჩართულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ამის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია:
15. ღია საჯარო სივრცეებში (პარკი, სარეკრეაციო ზონა) ფიზიკური აქტივობისა და
სპორტული ვარჯიშისთვის მეგობრული გარემოს შესაქმნელად, ხელისუფლებამ
მოიკვლიოს არსებული ვითარება და მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეიმუშაოს
შესაბამისი პოლიტიკა; პოლიტიკის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული
იყოს UN HABITAT 29 -ის პროგრამის — „გლობალური საჯარო სივრცეები“—
პრინციპები და მიდგომები, რომლებიც უკავშირდება სპორტული ობიექტების,
პარკებისა და სარეკრეაციო ზონების განვითარებას.
16. ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქგეგმარებასა და
შესაბამის ურბანულ გეგმებში გაითვალისწინოს საფეხმავლო და საველოსიპედე
ქსელების, ასევე, ღია სატრენაჟორო სივრცეების განვითარება. დასახლებულ
29
“Global Public Spaces Toolkit. From Global Principles to local policies and practices”, 2015. UN-Habitat.
- 27 -
პუნქტებსა და რაიონებში უსაფრთხო და ადაპტირებული ღია/დახურული
სივრცეების მოწყობა ხელს შეუწყობს ყველა ასაკისა და ფიზიკური
შესაძლებლობის ადამიანს, უფასოდ ისარგებლოს ამ რესურსით.
17. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის გაკვეთილების სრულფასოვნად ჩასატარებლად, ასევე, სასწავლო
პროცესის დასრულების შემდგომ სასკოლო სპორტული ინფრასტრუქტურის
ეფექტიანად გამოყენებისთვის, დადგინდეს სპორტული ინფრასტრუქტურის
მოწყობის/განვითარების საჭიროებები; ასევე, განისაზღვროს სამუშაოების
ჩასატარებლად საჭირო ფინანსური და სხვა რესურსები.
18. ცენტრალურმა და ადგილობრივმა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ
გამოიკვლიოს
სასწავლო
პროცესის
მიღმა
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებათა სპორტული ინფრასტრუქტურის გამოყენების პრობლემები და
განსაზღვროს
ქმედებები
მათ
აღმოსაფხვრელად;
აღმასრულებელმა
ხელისუფლებამ შეიმუშაოს სკოლის სპორტული ინფრასტრუქტურის სასწავლო
პროცესის მიღმა გამოყენების გზამკლევი და რეკომენდაციები.
19. სამომავლოდ
ასაშენებელ
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში
სათანადო სპორტული ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად, მთავრობამ
შეიმუშაოს და დაამტკიცოს სახელმძღვანელო სტანდარტი (ტექნიკური
რეგლამენტი), რომელიც განსაზღვრავს სპორტული ინფრასტრუქტურის
მინიმალურ ფართობს 1 მოსწავლეზე.
20. დასაქმებულ პირთა ფიზიკური აქტივობის ხელშესაწყობად, შესაბამის
დაინტერესებულ
პირებსა
(დამსაქმებლები,
პროფესიული
კავშირები,
ბიზნესასოციაციები და სხვა) და სპორტულ ორგანიზაციებთან მჭიდრო
თანამშრომლობით, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებმა დაგეგმონ და
განხორციელონ ერთობლივი ინიციატივები და პროგრამები.
21. განვითარდეს კერძო და საჯარო პარტნიორობა, რათა სხვადასხვა სექტორის
შესაძლებლობები მაქსიმალურად მოხმარდეს მოსახლეობის ფიზიკური
აქტივობისა და სპორტში ჩართულობის დონის ამაღლებას.
მნიშვნელოვანია, გაუმჯობესდეს მოსახლეობის ფიზიკური აქტივობისა და სპორტში
ჩართულობის სახელმწიფო პროგრამები და სერვისები.
ამის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია:
22. ცენტრალურმა
და
ადგილობრივმა
ხელისუფლებამ
შეიმუშაოს
და
განახორციელოს „სპორტი ყველასათვის“ პროგრამები და ინიციატივები,
უზრუნველყოს შესაბამისი სახელმწიფო ასიგნებები და ითანამშრომლოს
დაინტერესებულ მხარეებთან; ამ პროგრამებში გათვალისწინებული იყოს
სხვადასხვა ასაკისა და შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები და
ინტერესები.
23. ცენტრალურმა
და
ადგილობრივმა
ხელისუფლებამ
შეიმუშაოს
განახორციელოს მიზნობრივი პროგრამები/სერვისები მოსახლეობის
- 28 -
და
იმ
სეგმენტისთვის, რომელიც არ არის ფიზიკურად აქტიური და მასობრივ სპორტში
ჩართული.
24. რეგულარულ სპორტულ აქტივობებსა და მასობრივ სპორტში მოსწავლეთა
ჩასართავად, ასევე, მათთვის სპორტის ხელმისაწვდომობის მიზნით, დაინერგოს
სკოლებთან არსებული სპორტული კლუბების პროგრამა (ეროვნულ დონეზე),
რომელიც უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ სკოლისგარე სასპორტო სერვისებს.
მნიშვნელოვანია, პროგრამაში მონაწილეობდნენ სპორტული ორგანიზაციებისა
და თვითმმართველობის ორგანოებიც.
- 29 -
დანართი 1: ტექნიკური დავალება
საქართველოს პარლამენტის
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
საკომიტეტო მოკვლევის ტექნიკური პირობები
„როგორ გავზარდოთ საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და
სპორტული აქტიურობის დონე?“
მოკვლევის თემა
მოკვლევის მიზანი
საკითხის შესახებ
საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო
ფიზიკური და სპორტული აქტიურობისთვის ხელშემწყობი
გარემოს ჩამოყალიბება:
o
მოსახლეობის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის არასაკმარისი
ფიზიკური და სპორტული აქტივობის გამომწვევი
ფაქტორების/მიზეზების განსაზღვრა;
o
საქართველოს მთავრობის, ცალკეული სამინისტროებისა და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისი
საქმიანობის შეფასება და მათი ნაკლოვანებებისა თუ
მიზეზების დადგენა;
o
სპორტული ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული
მხარეების შესაბამისი საქმიანობის შეფასება და ხელშემშლელი
გარემოებების განსაზღვრა.
ფიზიკური და სპორტული აქტიურობა არის სხეულის მოძრაობა,
რომელიც იყენებს კუნთის ენერგიას. ის შეიძლება გამოიხატოს
სხვადასხვა ფორმით, მაგალითად: ფეხით ან ველოსიპედით
გადაადგილება, ორგანიზებული და არაორგანიზებული სპორტული
ვარჯიში, აქტიური დასვენება (სირბილი, ცეკვა, იოგა) და სხვა.
ფიზიკური აქტივობა შეიძლება იყოს: დაბალინტენსიური, საშუალო
(გულისცემა და პულსი ოდნავ აჩქარებულია) და მაღალინტენსიური
(გულისცემა და პულსი საგრძნობლად აჩქარებულია, ორგანიზმი
გამოყოფს ოფლს).
***
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) აღიარებს, რომ
ფიზიკური აქტივობა და სპორტული ვარჯიში მნიშვნელოვანი
საშუალებაა ადამიანთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის
განმტკიცებისთვის. მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ფიზიკური
აქტივობა მნიშვნელოვნად ამცირებს არაგადამდებ დაავადებათა
რისკფაქტორებს (მაგ.: მაღალი არტერიული წნევა, ჭარბწონიანობა,
სიმსუქნე, მენტალური ჯანმრთელობა) და ხელს უწყობს სახელმწიფო
და კერძო დანახარჯების შემცირებას ჯანდაცვის სისტემაში.
- 30 -
2010 წელს ჯანმომ მიიღო დოკუმენტი „გლობალური რეკომენდაციები
ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ფიზიკური აქტივობის შესახებ“,
რომლითაც განისაზღვრა ასეთი ფიზიკური აქტივობის ფორმები (ტიპი),
ხანგრძლივობა, სიხშირე, ინტენსივობა და საერთო მოცულობა
მოსახლეობის ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით (5-17; 18-64; 65+).
საქართველოში მოსახლეობის არასაკმარისი ფიზიკური და სპორტული
აქტიურობა სახელმწიფოს ყოველწლიურად 16.8 მილიონი ლარზე მეტი
უჯდება. აქედან ჯანდაცვის სისტემის პირდაპირი დანახარჯი,
დაახლოებით, 12.4 მილიონი ლარია, ხოლო პროდუქტიულობის
დანაკარგი — 4.4 მილიონი ლარი(„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის რეგულირების ზეგავლენის
შეფასების ანგარიში, 2019).
საქართველოში მოსახლეობის დაბალი ფიზიკური და სპორტული
აქტიურობა დასტურდება სხვადასხვა კვლევით. მაგალითად, 18-დან 69
წლამდე მოსახლეობის 82,4% (კაცები - 72.2%, ქალები - 91.8%) არ არის
ინტენსიურად დატვირთული ფიზიკური აქტივობით (არაგადამდებ
დაავადებათა რისკფაქტორების პოპულაციური კვლევა, 2016).
ქართული სპორტის სტატისტიკის ელექტრონულ პორტალზე
დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამჟამად სკოლის
მოსწავლეთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 20% ირიცხება სპორტულ
სექციებში/კლუბებში.
მოსახლეობის დაბალ ფიზიკურ და სპორტულ აქტიურობაზე მრავალი
ფაქტორი ახდენს გავლენას. მათ შორისაა: არასაკმარისი დრო
ვარჯიშისთვის, მოტივაციის უქონლობა, სპორტული ობიექტებისა და
ღია
საჯარო
სივრცეებში
შესაბამისი
ინფრასტრუქტურის
ხელმისაწვდომობის პრობლემა, უკმარი ფინანსები, სპორტული
პროგრამების სიმცირე, დაზიანების მიღების რისკი და სხვა.
მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ბავშვებისა და
ახალგაზრდების სპორტში ჩართვა და სპორტის განვითარება
სახელმწიფოს
ვალდებულებაა,
რომელიც
განსაზღვრულია
საქართველოს კონსტიტუციით (მუხლი 5, პუნქტი 7).
ტექნიკური პირობები
კომიტეტი დაინტერესებულ მხარეებს (იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირებს) იწვევს
წერილობითი დასაბუთებული მოსაზრებების წარსადგენად, რომლებიც შეეხება
მოსახლეობის ფიზიკური/სპორტული აქტივობის ამაღლებას საქართველოში.
დასაბუთებული მოსაზრება უნდა პასუხობდეს ქვემოთ ჩამოთვლილ, სულ მცირე, ერთ
კითხვას:
- 31 -
1. რა
ხელშემშლელი
ფაქტორები
არსებობს
საქართველოში
მოსახლეობის
ფიზიკურ/სპორტულ აქტივობებში მონაწილეობისთვის? როგორ განსხვავდება ეს
ფაქტორები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან მიმართებით: ა) 5-დან 17 წლამდე; ბ) 18დან 64 წლამდე; გ) 65 და მეტი წელი.
2. როგორ შეაფასებდით, საქართველოს მთავრობის, ცალკეული სამინისტროებისა და
ადგილობრივი
თვითმმართველობების
საქმიანობას
მოსახლეობის
ფიზიკურ/სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის ხელშეწყობის თვალსაზრისით?
შეაფასებდით
სპორტული
ორგანიზაციების
(სპორტული
ფედერაციები/კავშირები/ კომიტეტები, სკოლები, კლუბები და სხვა) და სპორტში
ჩართული ბიზნესოპერატორების (სპორტული ობიექტები: საცურაო აუზი,
გამაჯანსაღებელი დარბაზი, სპორტული კომპლექსი და სხვა) როლს და მათ
3. როგორ
საქმიანობას მოსახლეობის ფიზიკური/სპორტული აქტიურობის დონის ზრდის
პროცესში? რა ხელშემშლელი ფაქტორები ახდენს გავლენას მათ საქმიანობაზე?
4. რა ხელშემშლელი ფაქტორები არსებობს კერძო სექტორის/ბიზნესის სათანადო
ჩართულობისთვის მოსახლეობის ფიზიკურ/სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის
გაზრდის პროცესში?
5. რა მიდგომები უნდა არსებობდეს ქალებისა და კაცების ფიზიკურ/სპორტულ
აქტივობებში მონაწილეობის ხელშესაწყობად? რა ქმედებები უნდა განხორციელდეს
გოგონათა და ქალთა ფიზიკურ/სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის დონის
ასამაღლებლად?
6. რამდენად ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის
სპორტულ/ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობა საქართველოში? დაასახელეთ
ფიზიკურ/სპორტულ
აქტივობებში
შშმ
პირთა
მონაწილეობის
გაზრდის
ხელშემშლელი ფაქტორები.
7. რა მიდგომები უნდა არსებობდეს საპენსიო ასაკის (ქალები — 60, მამაკაცები — 65)
მოსახლეობის ფიზიკურ/სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის ხელშესაწყობად?
8. როგორ შეაფასებდით სასკოლო სპორტული ინფრასტრუქტურის გამოყენებას
სკოლებში სასწავლო საათების დასრულების შემდგომ? როგორ შევუწყოთ ხელი
სასკოლო სპორტული ინფრასტრუქტურის გამოყენებას (სკოლაში სასწავლო
პროცესის დასრულების შემდგომ) და მის ხელმისაწვდომობას სხვადასხვა
დაინტერესებული ჯგუფისთვის?
9. რა ინფორმაციას ფლობთ საერთაშორისო გამოცდილების ან/და ისეთი ინოვაციური
მიდგომების შესახებ, რომლებმაც შესაძლებელია, ხელი შეუწყოს საქართველოში
მოსახლეობის სპორტულ/ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობის ზრდას?
10. რა კვლევებია ხელმისაწვდომი საქართველოში მოსახლეობის სპორტულ/ფიზიკურ
აქტივობებში მონაწილეობის საკითხებზე?
მოსაზრებების
ჩაბარების ვადა
2020 წლის 8 ივნისამდე
დოკუმენტური
მასალის ჩაბარების
პირობები
ფაილი უნდა მომზადდეს Word-ის ფორმატში;
ტექსტის სიდიდე არ აღემატებოდეს 3000 სიტყვას;
ტექსტის შრიფტი იყოს Sylfaen, ზომა — 11, სტრიქონებს შორის
მანძილი — 1,15;
- 32 -
ყველა ინფორმაცია მოექცეს ერთ ფაილში (მათ შორის, დანართები,
დამატებითი ინფორმაცია, ფოტოები და ა.შ.);
ტექსტის დასაწყისში მოკლედ იყოს წარმოდგენილი შემდეგი
ინფორმაცია:
o
o
იურიდიული პირის შემთხვევაში: ორგანიზაციის ფორმა,
დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, საქმიანობის
სფერო, საკონტაქტო ტელეფონი და ელფოსტის მისამართი;
ასევე, ამ საკითხზე პოტენციური მომხსენებლის ვინაობა;
ფიზიკური პირის შემთხვევაში: სახელი, გვარი, მისამართი,
საქმიანობის სფერო, საკონტაქტო ტელეფონი და ელფოსტის
მისამართი.
დასაბუთებული პოზიციის დასაწყისში პუნქტებად ჩამოყალიბდეს
ტექსტის მოკლე რეზიუმე;
აბზაცები დაინომროს ციფრებით, თანმიმდევრულად;
ტექსტში მოცემული იყოს დეტალური ფაქტობრივი მონაცემები,
რომლებიც სამუშაო ჯგუფს მისცემს სწორი ანალიზისა და დასკვნის
შესაძლებლობას;
შესაძლოა,
ტექსტში
აისახოს
გამომგზავნის
რეკომენდაციები და შეხედულებებიც; ასევე,
რომლებიც, მისი აზრით, შეიძლება ჩაერთონ
მოკვლევის პროცესში;
დოკუმენტური მასალა უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ
მისამართზე: csy@parliament.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში
მიუთითოთ: მოკვლევა — მოსახლეობის ფიზიკური და სპორტული
ცალკეული
სუბიექტები,
საკომიტეტო
აქტიურობა.
საკომიტეტო მოსმენებზე კითხვების დასასმელად ან დამატებითი
ინფორმაციის მისაღებად, დაგვიკავშირდით:
საკონტაქტო
ინფორმაცია
ტელ: 595-67-38-28
ელფოსტა: csy@parliament.ge
Facebook: https://www.facebook.com/sportiskomiteti/
საკომიტეტო მოკვლევის პერიოდი: 25 მაისი-8 ივლისი, 2020.
საკომიტეტო
მოკვლევის გეგმა
სამუშაო ჯგუფის შექმნა: 22 მაისი;
პოზიციების მიღება: 25 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით;
წერილობითი ფორმით მიღებული პოზიციების გამოქვეყნდება
მიღებისთანავე;
მიღებული ინფორმაციის შესწავლა;
- 33 -
ზეპირი მოსმენების ჩატარება: 29 ივნისი - 3 ივლისი(სავარაუდო
თარიღი);
შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენა პარლამენტისთვის და
საჯაროდ გამოქვეყნება.
- 34 -