სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ საკონსულტაციოდ წარმოდგენილი იურიდიული დახმარების სამსახურის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი ჭერის ფარგლებში და ჭერს ზევით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-08-31
ბიუროს ნომერი 379
📜 ტექსტი
წერილი
*LA32000017895*
LA 3 20 00017895
25/08/2020
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ არჩილ თალაკვაძეს
ბატონო არჩილ,
მოგეხსენებათ, რომ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, „იურიდიული დახმარების
შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის მე–3 პუნქტით დადგენილი წესით, სამსახურის
ბიუჯეტის პროექტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს საბჭოსთან
შეთანხმებით და საქართველოს პარლამენტთან კონსულტაციის საფუძველზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსულტაციოდ წარმოგიდგენთ სამსახურის 2021 წლის
ბიუჯეტის პროექტს, ჭერის ფარგლებში (დანართი N1) და ჭერს ზევით (დანართი N2).
2021 წლის ბიუჯეტის პროექტი, ჭერის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მიერ განისაზღვრა 7 000 000 ლარით. სსიპ იურიდიული დახმარების საბჭოს 2020 წლის 22
აგვისტოს N78 გადაწყვეტილების შესაბამისად, მითითებული ბიუჯეტი გადანაწილდა
სახელფასო ფონდსა და სამსახურის სხვა საჭიროებებზე.
2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, ჭერს ზევით, დამატებით გათვალისწინებულია სამსახურის
საშტატო რიცხოვნობის გაზრდის, რაც გამოწვეულია საქმისწარმოების მიმართულების
განვითარებით, ასევე საოფისე ტექნიკის შეძენის და სამსახურის სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანი ქსელური ინფრასტრუქტურის განახლების და განვითარების საჭირო
თანხები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს პარლამენტი
გაიზიარებს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის წინაშე არსებული ვალდებულებების
და გამოწვევების მნიშვნელობას და მხარს დაუჭერს სამსახურის 2021 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტში საბიუჯეტო ასიგნებების ჭერს ზევით მოცულობით განსაზღვრას.
აქვე გამოვთქვამთ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, საკითხთან დაკავშირებით
მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია და აქტიურად ჩავერთოთ პარლამენტის შესაბამის
კომიტეტებთან სამსახურის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში.
პატივისცემით,
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური
დირექტორი
კუპრაშვილი რაჟდენი
დანართი
დანართი 2
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
პროექტი ჭერს ზევით
2021 წლის ბიუჯეტი
პროექტი ჭერს ზევით
სულ
სულ ხარჯები
შრომის ანაზღაურება
7,300,000.0
7,192,550.0
5,177,200.0
საქონელი და მომსახურება
1,975,350.0
სოციალური უზრუნველყოფა
მიმდინარე ტრანსფერები, რომელიც
სხვაგან არ არის კლასიფიცირებული
არაფინანსური აქტივების ზრდა
25,000.0
15,000.0
107,450.0
დანართი
დანართი 1
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2021 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის პროექტი ჭერის ფარგლებში
2021 ბიუჯეტის
პროეტქი ჭერის
ფარგლებში
სულ
სულ ხარჯები
შრომის ანაზღაურება
საქონელი და მომსახურება
7,000,000
6,975,500
4,944,300
1,991,200
სოციალური უზრუნველყოფა
მიმდინარე ტრანსფერები, რომელიც
სხვაგან არ არის კლასიფიცირებული
არაფინანსური აქტივების ზრდა
25,000
15,000
24,500