„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-08-31
ბიუროს ნომერი 379
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”
ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
10.01.2012,
სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.ბ) აკრძალულია ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის
ფარულობის დარღვევა. აღნიშნული ქმედება იწვევს დამრღვევის სისხლის
სამართლებრივ პასუხისმგებლობას.“.
2. მე-13 მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პარტიები ცესკოს წევრს
(წევრებს) ნიშნავენ შემდეგი წესით:
ა) პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 6-ზე და
იყოფა ამ მუხლით განსაზღვრული პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა
ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის ცესკოს იმ წევრთა რაოდენობა,
რომელთა დანიშვნის უფლებაც აქვს პარტიას. პარტიას არა აქვს უფლება დანიშნოს
ცესკოს სამ წევრზე მეტი;
ბ) იმ პარტიის მიერ მიღებული ამომრჩეველთა ხმების რაოდენობის
დასადგენად, რომელიც არჩევნებში საარჩევნო ბლოკის მეშვეობით მონაწილეობდა, ამ
მუხლის მიზნებისათვის, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა
იყოფა საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიათა რაოდენობაზე.
3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად ცესკოს წევრთა
რაოდენობა ვერ შეივსო 6-მდე, ცესკოს წევრის დანიშვნის უფლებას მის წევრთა
რაოდენობის 6-მდე შესავსებად საუკეთესო შედეგების თანამიმდევრობის
გათვალისწინებით მოიპოვებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ის
პარტიები, რომელთაც ვერ დანიშნეს ცესკოს წევრი ამ მუხლის მე-2 პუნქტის
შესაბამისად. თუ პარტია არ დანიშნავს ცესკოს წევრს (წევრებს) უფლების
წარმოშობიდან 7 დღის ვადაში, ამ უფლებას თანამიმდევრობით მოიპოვებენ ამ
მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პარტიები.“;
1
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ცესკოს წევრთა რაოდენობა
მაინც ვერ შეივსო 6-მდე, ცესკოს წევრის დანიშვნის უფლებას მის წევრთა რაოდენობის
6-მდე შესავსებად საუკეთესო შედეგების თანამიმდევრობის გათვალისწინებით
მოიპოვებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პარტიები.“.
3. 761 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა
ცესკოს მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა დაზუსტებული სიების (ერთიანი და
სპეციალური სიების) საბოლოო ვერსიის (საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი და
საჯარო ვერსიები) 2 ეგზემპლარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიას. საუბნო
საარჩევნო კომისიის მდივანმა ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისათვის
მიკუთვნებული ვერსია დაუყოვნებლივ უნდა გამოაკრას საუბნო საარჩევნო კომისიის
(კენჭისყრის) შენობაში თვალსაჩინო ადგილას;“;
ბ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. ამ მუხლის მე-17 პუნქტით დადგენილი წესების შესრულების, ამ კანონის
67-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული არანაკლებ 3 მთვლელის
გამოვლენისა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მეორე წინადადების მოთხოვნის
შესრულების მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიაში გამართულ წილისყრაში არ
მონაწილეობს იმ პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო
კომისიის წევრი, რომლის წარმომადგენელსაც ავტომატურად მიენიჭა აღნიშნული
მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პროცედურაში მონაწილეობის უფლება.“.
4. 116-ე მუხლის მე-4 პუნქტის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მათი
წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი,
რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და სხვა რეკვიზიტები (ასეთის
არსებობის შემთხვევაში).“.
2
5. 117-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ზ) საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატმა არ წარმოადგინა
ნარკოლოგიური შემოწმებისა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობები.“.
6. 126-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველ
ტურში საქართველოს პარლამენტის წევრი ვერ აირჩა, ცესკო პირველი ტურის
შედეგების შეჯამებასთან ერთად ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს, რომელიც
იმართება არჩევნებიდან მესამე შაბათს. მეორე ტურში მონაწილეობს 2 კანდიდატი,
რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. თუ 2-ზე მეტ კანდიდატს
ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა ან 1 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის
მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა ერთნაირი რაოდენობის ხმები მიიღო, მეორე
ტურში ყველა ზემოაღნიშნული კანდიდატი მონაწილეობს.“.
7. 1691 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მერის არჩევნების მეორე ტურს (ტურებს) ნიშნავს ცესკო პირველი ტურის
შედეგების შეჯამებასთან ერთად. მერის არჩევნების მეორე ტური (ტურები) იმართება
არჩევნებიდან მესამე შაბათს.“.
8. 189-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 189. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსების
დროებითი წესი
1. საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს
პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე
ამომრჩეველთა ხმების 5%-ს ან მეტს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 1 000 000 ლარს არჩევნების ორივე ტურში
საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად. აღნიშნული საარჩევნო
სუბიექტები ასეთ დაფინანსებას მიიღებენ საარჩევნო კამპანიის დროს გაწეული
ხარჯების თაობაზე წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ამ კანონის
საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს
პარლამენტის
უფლებამოსილების
ცნობამდე
მოქმედი
57-ე
მუხლით
გათვალისწინებული ანგარიშის წარდგენის შემდეგ.
3
2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის ხარჯების
დაფინანსების მიზნით საარჩევნო სუბიექტმა წერილობით უნდა მიმართოს ცესკოს
არჩევნებამდე არა უგვიანეს 38 დღისა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტის
ანგარიშზე შესაბამისი თანხა ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის
საფუძველზე უნდა ჩაირიცხოს არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არა უგვიანეს მე15 დღისა.
4. საარჩევნო წელს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური
მხარდაჭერისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა
დაფინანსება სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად. ამ
პუნქტით გათვალისწინებულ თანხას მიიღებენ მხოლოდ ის პარტიები, რომელთაც
ბოლო საერთო არჩევნების შედეგების მიხედვით წარმოეშვათ დაფინანსების მიღების
უფლება. ამ პუნქტის შესაბამისად პარტიისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობის
გამოსაანგარიშებლად შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის მიერ ბოლო საერთო
არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება სამზე და იყოფა საარჩევნო
სუბიექტში შემავალი პოლიტიკური გაერთიანებების რაოდენობაზე. ამასთანავე,
არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიისთვის და საარჩევნო ბლოკისთვის
(მიუხედავად ბლოკში გაერთიანებული პარტიების რაოდენობისა) განკუთვნილი
თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600 000 ლარს. საარჩევნო სუბიექტისთვის
გამოყოფილი თანხის არანაკლებ 15%-ისა გამოყენებული უნდა იქნეს წინასაარჩევნო
რეკლამის განსათავსებლად სულ ცოტა 7 მაუწყებელში, რომლებიც არ არიან
ეროვნული მაუწყებლები.
5. თუ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული რომელიმე პარტია არ მონაწილეობს
არჩევნებში, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად
განაწილდება საარჩევნო ბლოკში გაერთიანებულ არჩევნებში მონაწილე პარტიებზე.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ხარჯებს იმავე პუნქტით
დადგენილი ოდენობების ფარგლებში მაუწყებელს უნაზღაურებს ცესკო მაუწყებელსა
და საარჩევნო სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე,
ცესკოსთვის მისი წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
7. არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან:
ა) 5 სამუშაო დღის ვადაში პარტია ვალდებულია ცესკოს წარუდგინოს
შესაბამისი ინფორმაცია ხელშეკრულების საბოლოო შესრულების შესახებ;
ბ) 15 სამუშაო დღის ვადაში მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს
შესაბამისი თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება, თუ პარტიამ ამ
მუხლის შესაბამისად გამოყოფილი თანხა სრულად არ აითვისა.“.
9. 194-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
10. 196-ე მუხლის მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4
„19. ცესკოს 6 წევრს ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ ის
პარტიები (მათ შორის, ბლოკში შემავალი პარტიები), რომლებმაც ამ მუხლის მე-3−მე6 პუნქტების შესაბამისად მოიპოვეს საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები
და შექმნეს საპარლამენტო ფრაქცია.“.
11. მე-200 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული,
აგრეთვე საკუთარი მონაცემების საფუძველზე კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-3
დღისა ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ადაპტირებული საარჩევნო უბნების
ამომრჩეველთა სპეციალურ სიას და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას
დაუყოვნებლივ გადასცემს ამავე კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის მიერ
ხელმოწერილ ამ სიის საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებულ ვერსიას, ხოლო
კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა − საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილ
ვერსიას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
5
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2020 წლის 2 ივლისს პარლამენტმა საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეიტანა
მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა
და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების შესრულებას,
საარჩევნო კოდექსის ნორმების დახვეწას, კოდექსში არსებული ცალკეული
ხარვეზების აღმოფხვრასა და კოდექსის ნორმათა საქართველოს კონსტიტუციასთან
შესაბამისობას ემსახურება.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებით აღმოიფხვრა საარჩევნო კოდექსში
არსებული ხარვეზები, თუმცა დარჩა ცალკეული ნორმები, რომლებიც
დაზუსტებასა და დახვეწას საჭიროებს. ამგვარად, წარმოდგენილი კანონპროექტი
საქართველოს საარჩევნო კოდექსის ცალკეულ ნორმათა შინაარსის დაზუსტების
მიზანსა და საარჩევნო კოდექსში არსებული გარკვეული ტექნიკური ხარვეზების
შესწორებას ემსახურება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საქართველოს საარჩევნო კოდექსის ცალკეულ ნორმათა შინაარსის დაზუსტება და
კოდექსში არსებული გარკვეული ტექნიკური ხარვეზების შესწორება მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას (კანონის მიღებას).
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით დაზუსტდება საარჩევნო კოდექსის ცალკეულ ნორმათა
შინაარსი და შესწორდება კოდექსში არსებული გარკვეული ტექნიკური ხარვეზები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს ძირითადად შემდეგი საკითხების დაზუსტებას:
− ზუსტდება ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის
დარღვევის აკრძალვასთან დაკავშირებული საკითხი (კოდექსის მე-3 მუხლის
„დ.ბ“ ქვეპუნქტი);
− ზუსტდება პოლიტიკური პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნის წესი,
კერძოდ, კოდექსის მე-13 მუხლში ხორციელდება რამდენიმე რედაქციული
ჩასწორება და, ამასთანავე, მიეთითება, რომ:
თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად ცესკოს
წევრთა რაოდენობა ვერ შეივსო 6-მდე, ცესკოს წევრის დანიშვნის უფლებას
1
−
−
−
−
−
−
−
−
−
მის წევრთა რაოდენობის 6-მდე შესავსებად საუკეთესო შედეგების
თანამიმდევრობის გათვალისწინებით მოიპოვებენ ამ მუხლის პირველი
პუნქტით განსაზღვრული ის პარტიები, რომელთაც ვერ დანიშნეს ცესკოს
წევრი ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;
პარტიას არა აქვს უფლება დანიშნოს ცესკოს სამ წევრზე მეტი.
ამავდროულად, კოდექსის 196-ე მუხლის მე-19 პუნქტის გარდამავალ ნორმაში
ზუსტდება და მიეთითება, რომ ცესკოს წევრების დანიშვნის უფლება აქვთ, მათ
შორის, საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიებს.
ზუსტდება, რომ არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე2 დღისა საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცემა ცესკოს მიერ დამოწმებული
ამომრჩეველთა დაზუსტებული სიების (ერთიანი და სპეციალური სიების)
საბოლოო ვერსიის (საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი და საჯარო
ვერსიები) 2 ეგზემპლარი (კოდექსის 761 მუხლის პირველი პუნქტის „დ“
ქვეპუნქტი).
კოდექსის 761 მუხლის მე-18 პუნქტში მითითება ამ მუხლის პირველ პუნქტზე
იცვლება მითითებით ამავე მუხლის მე-17 პუნქტზე.
პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილ
განცხადებაში (რის შემდეგაც ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება
ეძლევა შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები) აღარ მიეთითება
პარლამენტის წევრობის კანდიდატის პროფესია, ხოლო კანდიდატის
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის
პასპორტის) ნომერის ნაცვლად მიეთითება მისი პირადი ნომერი (კოდექსის 116ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „ი“ ქვეპუნქტები).
კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში მიეთითება, რომ
პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად
ნარკოლოგიური შემოწმებისა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობების
წარდგენა მოეთხოვება არა მხოლოდ მაჟორიტარ კანდიდატს, არამედ ზოგადად
პარლამენტის წევრობის კანდიდატს.
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული პარლამენტის არჩევნებისა
და მერის არჩევნების მეორე ტურის გამართვის ვადა „პირველი ტურიდან
არაუგვიანეს 25-ე დღისა“ იცვლება „არჩევნებიდან მესამე შაბათით“ (კოდექსის
126-ე მუხლის პირველი პუნქტი და 1691 მუხლის მე-2 პუნქტი).
კოდექსის 56-ე მუხლით გათვალისწინებული, საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებული საარჩევნო კამპანიის
ფონდის დაფინანსების პირობები და წესები სათანადოდ აისახება კოდექსის
189-ე მუხლის გარდამავალ დებულებებშიც (საქართველოს პარლამენტის 2020
წლის არჩევნებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო
კამპანიის ფონდის დაფინანსების დროებითი წესი).
კოდექსის 194-ე მუხლიდან ხდება მე-5 პუნქტის ამოღება, რომელიც კოდექსის
50-ე მუხლის არარსებულ მე-6 პუნქტზე უთითებს.
იცვლება საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში ადაპტირებული
საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სპეციალური სიის საოლქო საარჩევნო
კომისიის მიერ შედგენისა და დამტკიცების ვადა, კერძოდ, ამ ვადის შესახებ
სიტყვები „კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა“ იცვლება სიტყვებით
2
„კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა“ (კოდექსის მე-200 მუხლის მე-3
პუნქტი).
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტით წარმოდგენილი კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
საქართველოს საარჩევნო კოდექსის ნორმები, რომლებშიც კანონპროექტით შედის
ცვლილება, გამოიყენება, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის
არჩევნებსა და ამ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული გარკვეული
სამართლებრივი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად. შესაბამისად, ვინაიდან
აღნიშნული არჩევნები მოახლოებულია და ამ არჩევნებთან დაკავშირებული
სამართლებრივი პროცედურების ნაწილის განხორციელება დაწყებულია, მათი
ნაწილის განხორციელება კი უახლოეს პერიოდში დაიწყება, მიზანშეწონილია,
კანონპროექტი დაჩქარებული წესით იქნეს განხილული და მიღებული.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
3
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტით არ იცვლება ფინანსური შედეგები იმ პირებისთვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი (ფულადი შენატანი).
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ
ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
4
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვის მომზადების აუცილებლობა არ გაჩენილა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი.
5