„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
26.08.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/483/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-08-31
ბიუროს ნომერი 379

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016236) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ცესკოს 6 წევრს ამ მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ ის პარტიები, რომლებიც ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული იყვნენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, რომლებსაც ამ კანონის 125-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-9 პუნქტების შესაბამისად მიეკუთვნათ საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები და შექმნეს საპარლამენტო ფრაქცია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პარტიების მიერ ცესკოს წევრის (წევრების) დანიშვნისას პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 6-ზე და იყოფა ამ მუხლით განსაზღვრული პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის ცესკოს იმ წევრთა რაოდენობა, რომელთა დანიშვნის უფლებაც აქვს პარტიას. პარტიას არა აქვს უფლება დანიშნოს ცესკოს სამ წევრზე მეტი.“;“. 2. მე-2 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები, მე-5 პუნქტის „ა.ა“, „ა.გ“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტები, მე-6 პუნქტი, მე-7 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები, მე-8 და მე-9 პუნქტები, მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-13 პუნქტი, მე-15 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-16 პუნქტი, მე18 პუნქტის „ბ“−„ე“ ქვეპუნქტები, მე-19−25-ე პუნქტები, 28-ე პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტები, 29-ე და 38-ე−მე-40 პუნქტები, 41-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, 43-ე პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები, 44-ე პუნქტი, 45-ე პუნქტის „ა“−„გ“, „ე“, „ვ“, „ზ.ბ“, „ზ.გ“ და „თ“ ქვეპუნქტები, 46-ე−51-ე პუნქტები, 52-ე პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“ და „ვ“−„ნ“ ქვეპუნქტები და 53-ე−56-ე პუნქტები ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული ცნობისთანავე.“; საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2020 წლის 2 ივლისს პარლამენტმა საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეიტანა მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების შესრულებას, საარჩევნო კოდექსის ნორმების დახვეწას, კოდექსში არსებული ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრასა და კოდექსის ნორმათა საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობას ემსახურება. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებით აღმოიფხვრა საარჩევნო კოდექსში არსებული ხარვეზები, თუმცა დარჩა ცალკეული ნორმები, რომლებიც დაზუსტებასა და დახვეწას საჭიროებს. კანონპროექტის მიღება საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტიდან გამომდინარე, ვინაიდან ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება ეხება საქართველოს საარჩევნო კოდექსის ნორმებში 2018 წლის 21 ივლისს შეტანილი იმ ცვლილებების ნაწილსაც, რომლებიც ჯერ არ ამოქმედებულა. შესაბამისად, საჭიროა, რომ მათი ამოქმედების მომენტისთვის შესაბამისი ცვლილებები უკვე ასახულ იქნეს კანონში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი გადაწყვეტა მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას (კანონის მიღებას). ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით გადაწყდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტიდან გამომდინარე შესაბამის ცვლილებას საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-13 მუხლის 2018 წლის 21 ივლისს მიღებულ იმ ნორმებში, რომლებიც ჯერ არ ამოქმედებულა. 1 ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით წარმოდგენილი კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): საქართველოს საარჩევნო კოდექსის ნორმები, რომლებშიც კანონპროექტით შედის ცვლილება, გამოიყენება, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებსა და ამ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად. შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული არჩევნები მოახლოებულია და ამ არჩევნებთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების ნაწილის განხორციელება დაწყებულია, მათი ნაწილის განხორციელება კი უახლოეს პერიოდში დაიწყება, მიზანშეწონილია, კანონპროექტი დაჩქარებული წესით იქნეს განხილული და მიღებული. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. 2 ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტით არ იცვლება ფინანსური შედეგები იმ პირებისთვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ 3 წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვის მომზადების აუცილებლობა არ გაჩენილა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი. 4