„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-08-31
ბიუროს ნომერი 379
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის
1644 მუხლი:
„მუხლი 1644. ამომრჩევლის დაშინება ან იძულება
არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი ზეგავლენის (მათ შორის, ხმის
მიცემის ფარულობის დარღვევის) მიზნით ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, მათ
შორის, ჩადენილი ამომრჩევლის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ
სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან
დაზიანების მუქარით, ანდა მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი
დამოკიდებულების გამოყენებით,
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2020 წლის 2 ივლისს პარლამენტმა საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეიტანა
მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა
და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების შესრულებას,
საარჩევნო კოდექსის ნორმების დახვეწას, კოდექსში არსებული ცალკეული
ხარვეზების აღმოფხვრასა და კოდექსის ნორმათა საქართველოს კონსტიტუციასთან
შესაბამისობას ემსახურება.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით ცვლილება შევიდა აგრეთვე
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში და გამკაცრდა პასუხისმგებლობა
ამომრჩევლის მოსყიდვის დანაშაულის ჩადენისათვის, ამასთანავე, სისხლის
სამართლის კოდექსს დაემატა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს
საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ მხარდამჭერთა სიებში შესაბამის ბლანკზე
დატანილი მონაცემების/ინფორმაციის, საკუთარი, აგრეთვე მხარდამჭერი პირის
ხელმოწერის გაყალბების დანაშაულის შემადგენლობა და სასჯელი ამ დანაშაულის
ჩადენისათვის.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია, რომ არჩევნების სათანადოდ ჩატარების
ხელშესაწყობად და უზრუნველსაყოფად კიდევ უფრო გამკაცრდეს მიდგომა
არჩევნებთან დაკავშირებული სამართალდარღვევების ჩადენის მიმართ, კერძოდ,
დამატებით დადგინდეს ამომრჩევლის დაშინების ან იძულების დანაშაულის
შემადგენლობა და შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი გადაწყვეტა მოითხოვს საკანონმდებლო
ცვლილების განხორციელებას (კანონის მიღებას).
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით გადაწყდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
1
კანონპროექტით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ემატება შემდეგი
შინაარსის 1644 მუხლი:
„მუხლი 1644. ამომრჩევლის დაშინება ან იძულება
არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი ზეგავლენის (მათ შორის, ხმის მიცემის
ფარულობის დარღვევის) მიზნით ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, მათ შორის,
ჩადენილი ამომრჩევლის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ
სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან
დაზიანების მუქარით, ანდა მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი
დამოკიდებულების გამოყენებით,
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტით წარმოდგენილი კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
მუხლი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს კანონპროექტით
ემატება, გამოიყენება, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის
არჩევნების პერიოდში. შესაბამისად, ვინაიდან ეს არჩევნები მოახლოებულია,
მიზანშეწონილია, რომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით იქნეს განხილული და
მიღებული.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
2
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროა
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე გაზრდის თვალსაზრისით იმ შემთხვევაში, თუ მოხდება
კანონპროექტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და სასჯელის სახით
ჯარიმის შეფარდება. აღნიშნული გავლენის ოდენობა სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე დამოკიდებულია, თუ რა სიხშირითა და რა ოდენობით
განხორციელდება კანონპროექტით გათვალისწინებული ჯარიმის შეფარდება.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე გაზრდის თვალსაზრისით იმ შემთხვევაში, თუ მოხდება
კანონპროექტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და განხორციელდება
შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები. აღნიშნული გავლენის ოდენობა
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე დამოკიდებულია, თუ რა სიხშირითა
და რამდენი პირის მიმართ განხორციელდება კანონპროექტით გათვალისწინებულ
დანაშაულთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურები.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტი ფინანსურ გავლენას ახდენს იმ პირთა მიმართ, რომლებიც ჩაიდენენ
კანონპროექტით გათვალისწინებულ დანაშაულს და სასჯელის სახით
შეეფარდებათ ჯარიმა. ამ გავლენის ოდენობა დამოკიდებულია ყოველ კონკრეტულ
შემთხვევაზე.
3
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის ერთერთ სახედ გათვალისწინებულია ჯარიმა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ
ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
4
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვის მომზადების აუცილებლობა არ გაჩენილა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი.
5