ფრაქცია „ქართული ოცნების“ მომართვა ფრაქციის წევრების კომიტეტებში წარდგენისა და გამოწვევის შესახებ: ა) საქართველოს პარლამენტის წევრის ლევან მგალობლიშვილი წარდგენილია აგრარულ საკითხთა კომიტეტში; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი ცოტნე ზურაბიანი გამოწვეულია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიდან; გ) საქართველოს პარლამენტის წევრი შალვა კიკნაველიძე წარდგენილია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში; დ) საქართველოს პარლამენტის წევრი ენძელა მაჭავარიანი გამოწვეულია დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტიდან და წარდგენილია განათლების, მეცნიერების, კულტურისა კომიტეტში; ე) საქართველოს პარლამენტის წევრები პაატა გოგოხია და კობა ლურსმანაშვილი წარდგენილნი არიან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში; ვ) საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე წარდგენილია დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში; ზ) საქართველოს პარლამენტის წევრი კახაბერ კუჭავა წარდგენილია ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში; თ) საქართველოს პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი წარდგენილია იურიდიულ საკითხთა კომიტეტში; ი) საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ხაჩიძე გამოწვეულია რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტიდან და ამავე კომიტეტში წარდგენილია საქართველოს პარლამენტის წევრი კობა ლურსმანაშვილი; კ) საქართველოს პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი წარდგენილია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში; ლ) საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი წარდგენილია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.08.2020
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნება“
ნომერი
#2-8889/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-01
ბიუროს ნომერი 380

📜 ტექსტი

წერილი
ფრაქცია „ქართული ოცნება“ 2-8889/20 31-08-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 28-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების და 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ფრაქცია „ქართული ოცნება“ საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში ახორციელებს შემდეგ ცვლილებებს: 1. აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრად, ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ მიერ დათმობილი კვოტის ნაცვლად, ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ მიერ დათმობილი კვოტით წარმოგიდგენთ ბატონ ლევან მგალობლიშვილს; 2. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიდან გამოიწვია ბატონი ცოტნე ზურაბიანი; 3. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრს ბატონ შალვა კიკნაველიძეს ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ მიერ დათმობილი კვოტის ნაცვლად, წარმოგიდგენთ კუთვნილი კვოტით; 4. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტიდან გამოიწვია ქალბატონი ენძელა მაჭავარიანი და კუთვნილი კვოტით წარადგინა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში; 5. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრად, ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ მიერ დათმობილი კვოტის ნაცვლად, კუთვნილი კვოტით წარმოგიდგენთ ბატონ პაატა გოგოხიას, ამასთანავე, ამავე კომიტეტში კუთვნილი კვოტით წარმოგიდგენთ ბატონ კობა ლურსმანაშვილს; 6. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრად კუთვნილი კვოტით წარმოგიდგენთ ბატონ ანზორ ბოლქვაძეს; 7. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრს ბატონ კახაბერ კუჭავას ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ მიერ დათმობილი კვოტის ნაცვლად, წარმოგიდგენთ კუთვნილი კვოტით; 8. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრად ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ მიერ დათმობილი კვოტით წარმოგიდგენთ ბატონ გურამ მაჭარაშვილს; თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge 9. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტიდან გამოიწვია ბატონი ზურაბ ხაჩიძე, ამასთანავე, ამავე კომიტეტში კუთვნილი კვოტით წარმოგიდგენთ ბატონ კობა ლურსმანაშვილს. 10. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრად კუთვნილი კვოტით წარმოგიდგენთ ბატონ გურამ მაჭარაშვილს; 11. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრად კუთვნილი კვოტით წარმოგიდგენთ ბატონ გოგი მეშველიანს. გთხოვთ, აღნიშნული მიიღოთ ცნობად. პატივისცემით, ფრაქციის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი