საქართველოს პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას მომართვა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის (N07-3/479; 08.07.2020) დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-01
ბიუროს ნომერი 380
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-8901/20
31-08-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ ჩემს მიერ 2020 წლის 8 ივლისს საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს ორგანულ
კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ და საქართველოს
კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“ ცვლილების შეტანის
შესახებ (N07-3/479; 08.07.2020).
აღნიშნული კანონპროექტები პარლამენტის ბიუროს 2020 წლის 13 ივლისის
გადაწყვეტილებით განსახილველად გადაეცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, თუმცა მას
პროექტების განხილვა ჯერ არ დაუწყია. კომიტეტის არგუმენტით ისინი ვერ ასწრებენ მის
განხილვას მაშინ როცა, უმრავლესობის წევრების მიერ საარჩევნო კოდექსში ინიცირებულია
ახალი ცვლილებები და პარლამენტი დაჩქარებული წესით აპირებს დაინიცირებული
კანონპროექტის განხილვასა და მიღებას. (07-3/483; 26.08. 2020)
რადგან მმართველ პარტიას არჩევნებამდე 2 თვით ადრე დაჩქარებული წესით
დადგემილი აქვს საარჩევნო კოდექსის ცვლილებები ჩემს მიერ დაინიცირებული
კანონპროექტის განხილვაც აუცილებელია მოხდეს დაჩქარებული წესით, რამეთუ ეს
ცვლილებები უკავშირდება უშუალოდ საარჩევნო კოდექსს და უზრუნველყოფს საარჩევნო
ბიულეტენების დათვლისას გაყალბების შემთხვევების თავიდან აცილებას.
შესაბამისად, პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის თანახმად მოგმართავთ, რომ
პარლამენტმა ჩემს მიერ დაინიცირებული კანონპროექტი განიხილოს იმავე სესიის დროს,
რომელი სესიის დროსაც პარლამენტი იმსჯელებს უმრავლესობის წევრების მიერ წარდგენილ
ახალ ინიციატივაზე.
პარლამენტის წევრი
ეკა ბესელია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge