საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის და „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/463; 03.06.2020) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის სამი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.09.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-8928/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-01
ბიუროს ნომერი 380

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-8928/20 01-09-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს როგორც თქვენთვის ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საერთო სასამართლოების შეტანის „საქართველოს შესახებ“ თაობაზე“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/463; 03.06.2020). აღნიშნულ კანონპროექტებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო სავალდებულო კომიტეტად  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი. გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და აღნიშნული კანონპროექტების სრულყოფილად მომზადების მიზნით, მათი საკომიტეტო განხილვის ვადა გაგრძელდეს 3 თვით. აღნიშნული კანონპროექტების საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე მოგვმართა ასევე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-8869/20 31-08-2020 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ანრი ოხანაშვილს ბატონო ანრი, საქართველოს პარლამენტში საქართველოს პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/463; 03.06.2020). საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2020 წლის 8 ივნისის N354/1 გადაწყვეტილებით, წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტზე იმ კომიტეტად, რომლის დასკვნაც უნდა ერთოდეს კანონპროექტს განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელსაც პროექტების განხილვის მაქსიმალურ ვადად განესაზღვრა 2020 წლის 1 სექტემბერი. ვინაიდან დადგენილ ვადაში პროექტების განხილვა ვერ ხერხდება, გთხოვთ, უზრუნველყოთ აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტზე განხილვის ვადის გაგრძელება 2020 წლის 1 სექტემბრიდან 1 თვით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge