„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-07
ბიუროს ნომერი 384
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2015, სარეგისტრაციო კოდი: 080060000.05.001.017792)
შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. არასრულწლოვნის საპროცესო უფლებები
1.
სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი
ბრალდებული/მსჯავრდებული/გამართლებული და დაზარალებული უზრუნველყოფილი
არიან უფასო იურიდიული დახმარებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს ამ არასრულწლოვნის
მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით). სისხლის სამართლის საქმის წარმოების
ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს შეუძლია ისარგებლოს
უფასო იურიდიული დახმარების უფლებით.
2. საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების დაწყებამდე არასრულწლოვან გამოსაკითხ
პირს/მოწმეს და მის კანონიერ/საპროცესო წარმომადგენელს უნდა განემარტოთ ამ მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლება. ამ მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული უფლებით სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში, გამომძიებელი
ადგენს ოქმს, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს ამ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებაში
მონაწილე ყველა პირი.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობაზე უარი არ
გამორიცხავს არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის უფლებას, სისხლის სამართლის
საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების
უფლებით.
4. 18 წლიდან 21 წლამდე ბრალდებული ან მსჯავრდებული სარგებლობს უფასო იურიდიული
დახმარების უფლებით.
5. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი
სარგებლობს აგრეთვე შემდეგი უფლებებით:
ა) მისი განვითარების შესატყვისი ფორმით ინფორმაციის მიღების უფლებით;
ბ) თარჯიმნის მომსახურების უფასოდ მიღების უფლებით – მისი მიღების საჭიროების
შემთხვევაში;
გ) კანონიერი წარმომადგენლის ან საპროცესო წარმომადგენლის თანხლების უფლებით;
დ) საკონსულო დახმარების მიღების უფლებით;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.“.
2. 23-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მეორეული ვიქტიმიზაციისა და ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან ასაცილებლად
საპროცესო
მოქმედებას,
რომელშიც
არასრულწლოვანი
გამოსაკითხი
პირი/მოწმე
მონაწილეობს, მისი კანონიერი წარმომადგენელი ესწრება. არასრულწლოვან გამოსაკითხ
პირს/მოწმეს უფლება აქვს, საპროცესო მოქმედების ჩატარებისას ჰყავდეს ადვოკატი.
არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს უფლება აქვს, ისარგებლოს უფასო იურიდიული
დახმარების უფლებით. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით,
საქმის სასამართლოში განხილვისას − მოსამართლის, ხოლო გამოძიების სტადიაზე −
ბრალდების მხარის ინიციატივით, უზრუნველყოფილია საპროცესო მოქმედებაში
ფსიქოლოგის მონაწილეობაც. ფსიქოლოგი აფასებს არასრულწლოვნის საჭიროებებს და
საპროცესო მოქმედების დროს ახორციელებს მის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.“.
3. 52-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. არასრულწლოვნის გამოკითხვა/დაკითხვა მისი კანონიერი წარმომადგენლისა და
ადვოკატის თანდასწრებით ტარდება. არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირი/მოწმე
გამოკითხვის/დაკითხვის დროს სარგებლობს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით.
არასრულწლოვნის
გამოკითხვისას/დაკითხვისას
საპროცესო
მოქმედების
განმახორციელებელი პირი, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით,
უზრუნველყოფს ფსიქოლოგის მონაწილეობას. ფსიქოლოგი აფასებს არასრულწლოვნის
საჭიროებებს და გამოკითხვის/დაკითხვის დროს ახორციელებს მის ფსიქოლოგიურ
მხარდაჭერას. თუ არასრულწლოვანი არის სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური
ძალადობის
საქმეზე
გამოსაკითხი
პირი/მოწმე
გამოკითხვისას/დაკითხვისას შეიძლება განხორციელდეს
ან
მსხვერპლი,
მისი
აუდიო- ან ვიდეოჩაწერა.
სასამართლო სხდომაზე შესაძლებელია არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების აუდიოან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება).“;
ბ) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. საპროცესო მოქმედებას, რომელშიც არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირი/მოწმე
მონაწილეობს, მისი კანონიერი წარმომადგენელი ესწრება. არასრულწლოვან გამოსაკითხ
პირს/მოწმეს უფლება აქვს, საპროცესო მოქმედების ჩატარებისას ჰყავდეს ადვოკატი.
არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს უფლება აქვს, ისარგებლოს უფასო იურიდიული
დახმარების
უფლებით.
საპროცესო
მოქმედების
განმახორციელებელი
პირი,
არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს აგრეთვე
საპროცესო
მოქმედებაში
ფსიქოლოგის
მონაწილეობას.
ფსიქოლოგი
აფასებს
არასრულწლოვნის საჭიროებებს და გამოკითხვის/დაკითხვის დროს ახორციელებს მის
ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. საპროცესო მოქმედებას, არასრულწლოვანი მოწმის სურვილის
შემთხვევაში, ესწრება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და
მნიშვნელოვანი მიღწევაა უკანასკნელი წლების საქართველოს მართლმსაჯულების
სისტემაში. კოდექსმა სრულად შეცვალა მიდგომა არასრულწლოვნების მიმართ და
მართლმსაჯულების სისტემაში მათი საუკეთესო ინტერესების დაცვის, რესოციალიზაციარეაბილიტაციის, ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების პრინციპები
დაამკვირდა. კოდექსი პრიორიტეტულად განიხილავს არასრულწლოვნების მიმართ
სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმების გამოყენებას და საპროცესო
მოქმედებებში კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის, ადვოკატის, ფსიქოლოგის თუ
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მონაწილეობით არასრულწლოვანთა
ინტერესების დაცვის ქმედით მექანიზმებს ქმნის. კოდექსი ითვალისწინებს ბრალდებული და
დაზარალებული არასრულწლოვნების ადვოკატით სავალდებულო დაცვას და მოწმე
არასრულწლოვნების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიებს.
იმის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვის
საუკეთესო ინტერესების დაცვა სისტემური ამოცანაა, ბუნებრივია, პრაქტიკული
გამოწვევების კვალდაკვალ საჭიროა საკანონმდებლო ბაზის მუდმივი სრულყოფა და
შესაბამისად, არასრულწლოვნის საქმეებზე მომუშავე ადამიანური რესურსის განგრძობადი
განვითარება. ამასთან, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა მოითხოვს უწყებათაშორის და
კომპლექსურ მიდგომას, ყველა შესაბამის სექტორში დაცვის მექანიზმების განგრძობად
გაუმჯობესებას.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ
სტადიაზე
არასრულწლოვან
გამოსაკითხ
პირს/მოწმეს
მისცეს
უფასო
იურიდიული
დახმარების მიღების შესაძლებლობა მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი გადახდისუუნარო
და განურჩევლად იმისა, თუ რომელი კატეგორიის დანაშაულის საქმეზე იკითხება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან, არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის მიერ უფასო იურიდიული
დახმარების უფლებით სარგებლობის საკითხი დარეგულირებულია არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების კოდექსით, იმისათვის, რათა შეიქმნას კიდევ ერთი, დამატებითი
მექანიზმი, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ყველა სტადიაზე არასრულწლოვანი
გამოსაკითხი პირის/მოწმის მიერ უფასო იურიდიული დახმარების უფლებით სარგებლობის
სახით, აუცილებელია აღნიშნულ კოდექსში შესაბამისი ცვლილების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ
სტადიაზე არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს შეეძლება, ისარგებლოს უფასო
იურიდიული დახმარების უფლებით. დღეის მდგომარეობით ამ უფლებით სარგებლობა
შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი არის გადახდისუუნარო ან
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XIX, XX და XXII თავებითა და 1441−1443
მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის საქმეზე გამოსაკითხი პირი/მოწმე.
ცვლილების შედეგად ამ უფლებით მოსარგებლე პირთა წრე ფართოვდება და მოიცავს ყველა
არასრულწლოვანს განურჩევლად ფინანსური მდგომარეობისა და სისხლის სამართლის საქმის
კატეგორიისა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი
კანონპროექტი
ითვალისწინებს
ცვლილებას
უფასო
იურიდიული
დახმარების უფლებით მოსარგებლე არასრულწლოვანთა წრესთან მიმართებით, კერძოდ,
სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვან გამოსაკითხ
პირს/მოწმეს შეუძლია ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით.
ამასთან, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების
დაწყებამდე არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს და მის კანონიერ/საპროცესო
წარმომადგენელს უნდა განემარტოთ უფასო იურიდიული დახმარების უფლების შესახებ,
რომლით სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში, გამომძიებელი ადგენს ოქმს, რომელსაც
ხელმოწერით ადასტურებს ამ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირი.
ამასთან, აღნიშნული უფლებით სარგებლობაზე უარი არ გამორიცხავს არასრუწლოვანი
გამოსაკითხი პირის/მოწმის უფლებას, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ
სტადიაზე ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით.
გარდა ამისა, ვინაიდან, წარმოდგენილი ცვლილება აფართოებს უფასო იურიდიული
დახმარების უფლების მქონე პირთა წრეს და არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს
უფასო იურიდული დახმარების უფლებით სარგლებლობის შესაძლებლობას აძლევს
ნებისმიერ შემთხვევაში, ცვლილება ითვალისწინებს შესაბამის ტექნიკურ შესწორებას
კოდექსის 23-ე და 52-ე მუხლებში. ასევე, ტექნიკური ცვლილების სახით, ხელახლა ინომრება
მე-15 მუხლის ნაწილები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შესვლას ითვალისწინებს 2021 წლის იანვრიდან, რაც განპირობებულია
სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურისთვის დამატებითი ფინანსური და ადამიანური
რესურსების
მობილიზების,
აგრეთვე
პროცესის
მონაწილეთა
გადამზადების
აუცილებლობით.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებით გამოწვეული ხარჯების დაფინანსების წყაროა 2021 წლის და
შემდგომი წლების სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
სსიპ
-
იურიდიული
დახმარების
სამსახურისთვის
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
ყოველწლიურად გამოსაყოფი 300 000 ლარი შეადგენს საზოგადოებრივი ადვოკატებისა და
მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა შრომის ანაზღაურების თანხას. შესაბამისად, ზემოთ
აღიშნული თანხიდან სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილი ყოველწლიურად გაიზრდება საშემოსავლო გადასახადით, რომელიც შეადგენს 58 800
ლარს. (300 000 ლარიდან 6 000 ლარი (2%) შეადგენს საპენსიო შენატანს, რომლის გამოკლებით
ვიღებთ 294 000 ლარს. აღნიშნული თანხის საშემოსავლო გადასახადი (20%) შეადგენს 58 800
ლარს).
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას მოახდენს 2021 წლის და შემდგომი წლების სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე. ცვლილებით განსაზღვრული უფასო იურიდიული დახმარების გასაწევად
დამატებით საჭირო იქნება წელიწადში დაახლოებით სამასი ათასი ლარი ადვოკატთა შრომის
ანაზღაურებისთვის (200 000 ლარი - თანამდებობრივი სარგო დამატებული საზოგადოებრივი
ადვოკატებისთვის და 100 000 ლარი - შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული მოწვეული
საზოგადოებრივი ადვოკატების ანაზღაურება). აღნიშნული თანხა ნაანგარიშებია სხვადასხვა
უწყებების მხრიდან სამსახურისთვის მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, რომლის
თანახმადაც 2019 წელს გამოკითხული იქნა 2714 არასრულწლოვანი პირი. ვინაიდან წინასწარ
უცნობია თუ რამდენი არასრულწლოვანი პირი ისარგებლებს უფასო იურიდიული
დახმარებით, შესაძლებელია მოთხოვნილი 300 000 ლარი არ აღმოჩნდეს საკმარისი ოდენობის
თანხა ბენეფიციართა სრული რაოდენობის დასაკმაყოფილებლად (ჭარბი მომართვიანობის
გამო) და საჭირო გახდეს აღნიშნული თანხის გაზრდა (დამატება).
მანდატის გაფართოებისას, სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურს დასჭირდება როგორც
ადამიანური, ისე - მატერიალური რესურსების დამატება (კომპიუტერული ტექნიკა,
პრინტერები, საკანცელარიო, კომუნალური, ტრანსპორტისა, საწვავისა და სხვა ხარჯები).
იმისათვის, რომ სამსახურმა სრულად უზრუნველყოს არასრულწლოვანთა დროული და
ეფექტური დაცვა, პირველადი გეგმით თბილისის ბიუროში უნდა დამატებულიყო 10
ადვოკატი, რუსთავის ბიუროში 3, ქუთაისის ბიუროში 4, გორის ბიუროში 3, ახალციხის
ბიუროში 2, ბათუმის ბიუროში 3, მცხეთის ბიუროში 1, თელავის ბიუროში 2, სიღნაღის
ბიუროში 1, ზუგდიდის ბიუროში 2, ზესტაფონის ბიუროში 1, ფოთის ბიუროში 1 და
ოზურგეთის ბიუროში 2, ჯამში 35 ადვოკატი. თუმცა, ვინაიდან 35 ადვოკატის დამატება
გამოიწვევდა ხარჯების დიდი მოცულობით გაზრდას, გადაწყდა, რომ მიმდინარე ეტაპზე,
ხარჯების შემცირების მიზნით, სამსახურს დაემატება მხოლოდ 10 ადვოკატი საშტატო
ერთეულით, რომლებიც გადანაწილდებიან რეგიონებში სამსახურის ტერიტორიულ
ორგანოებში, ხოლო დიდ ქალაქებში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, თელავსა
და ფოთში, სადაც საქმეების დიდი ნაწილია კონცენტრირებული, არასრულწლოვანთა
საქმეები გადაეცემა მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრში რეგისტრირებულ
ადვოკატებს. დამატებული 10 საზოგადოებრივი ადვოკატის მატერიალური რესურსებით
უზრუნველყოფას განახორციელებს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური 2021 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში, რომელიც დაახლოებით 31 000 ლარს შეადგენს. ერთი
ადვოკატის დამატებისთვის საჭირო ხარჯი დაახლოებით 23 500 ლარს შეადგენს, რომელიც
მოიცავს როგორც მატერიალურ უზრუნველყოფას ასევე შრომის ანაზღაურებას.
პირველ ეტაპზე, სამსახური დაიწყებს არასრულწლოვანთა უფასო იურიდიული დახმარებით
უზრუნველყოფას მოთხოვნილი 300 000 ლარის შესაბამისად, საიდანაც 200 000 ლარი შეადგენს
რეგიონებში დამატებულ 10 საზოგადოებრივი ადვოკატის (წლის) სახელფასო ფონდს, ხოლო
100 000 ლარი შეადგენს მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატებისთვის საქმის გადაცემასთან
დაკავშირებულ ანაზღაურების თანხას (ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა ერთ კონკრეტულ
საქმეზე დამოკიდებული იქნება ადვოკატის მიერ განხორციელებულ მოქმედებებზე), რაც
საშუალებას მოგვცემს მიმდინარე პერიოდში დაზოგილ იქნას ზემოთ აღნიშნული
მატერიალური და სხვა სახის ფინანსური რესურსი.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი დადებითად იმოქმედებს იმ პირებზე, რომლებსაც სურვილი აქვთ ჰყავდეთ
ადვოკატი, თუმცა ვერ სარგებლობენ უფასო იურიდიული მომსახურებით, მაგ. არ არიან
გადახდისუუნაროები.
2019
წლის
მონაცემებით,
სამსახურს
წარმოებაში
ჰქონდა
"417"
არასრულწლოვანი
ბრალდებულის/მსჯავრდებულის საქმე და "161" 18 დან 21 წლამდე ბრალდებულის საქმე,
ასევე საზოგადოებრივი ადვოკატი ჩართული იყო "103" არასრულწლოვანი მოწმის
გამოკითხვაში, "1018" არასრულწლოვანი დაზარალებულის და "46" არასრულწლოვანი
სამართალდამრღვევის საქმეში. იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით,
2019 წელს გამოიკითხა 1562 არასრულწლოვანი პირი და 1152 18-21 წლამდე პირი (ჯამში 2714),
შესაბამისად, ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით სამსახურმა უნდა უზრუნველყოს დამატებით,
დაახლოებით 2600 პირის გამოკითხვაში საზოგადოებრივი ადვოკატის ჩართულობა.
ცვლილებების მიღების შემთხვევაში, ასეთი კატეგორიის პირები ისარგებლებენ უფასო
იურიდიული დახმარებით და დაზოგავენ ადვოკატის ჰონორარისთვის გათვლილ თანხას.
მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატები მათთვის ერთ გადაცემულ საქმეზე მიიღებენ
დაახლოებით 150 ლარს (გადასაცემი თანხა დამოკიდებულია ადვოკატის მიერ
განხორციელებულ მოქმედებებზე), საიდანაც 130
ღირებულება, ხოლო 20 ლარი მგზავრობის ხარჯი.
ლარი
იქნება
საქმის
გადაცემის
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღების ვალდებულებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
კერძოდ, კანონპროექტის მიღების შედეგად, სისხლის სამართლის საქმის წარმოების
ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს შეეძლება, ისარგებლოს
უფასო იურიდიული დახმარების უფლებით, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი
გადახდისუუნარო და განურჩევლად იმისა, თუ რომელი კატეგორიის დანაშაულის საქმეზე
იკითხება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.