„საცალო მოვაჭრეების მხრიდან უსამართლო კომერციული პრაქტიკის აკრძალვის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-07
ბიუროს ნომერი 384
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
“საცალო მოვაჭრეების მხრიდან უსამართლო კომერციული პრაქტიკის
აკრძალვის შესახებ“
I თავი
ზოგადი ნაწილი
მუხლი 1. კანონის მიზანი
1.
ამ კანონის მიზანია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე საცალო
მოვაჭრეების მხრიდან მიმწოდებლების მიმართ უსამართლო კომერციული პრაქტიკის
გამოყენების აკრძალვა, მიმწოდებლებსა და საცალო მოვაჭრეებს შორის ინტერესთა
ბალანსის უზრუნველყოფა და ბაზარზე ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა.
2.
კანონი გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ პროდუქტების მიწოდების ჯაჭვში
არსებობს მნიშვნელოვანი დისბალანსი მიმწოდებელსა და საცალო მოვაჭრეს შორის.
კერძოდ, საცალო მოვაჭრე წარმოადგენს ხელშეკრულების ძლიერ მხარეს და მისი
წლიური ბრუნვა აღემატება მიმწოდებლის ბრუნვას. სწორედ ამ დისბალანსს სავაჭრო
ურთიერთობებში შეუძლია გამოიწვიოს უსამართლო სავაჭრო პრაქტიკა, როდესაც
უფრო დიდი და ძლიერი სავაჭრო პარტნიორები ცდლიობენ გამოიყენონ გარკვეული
პრაქტიკა ან სახელშეკრულებო პირობები, რომლებიც სარგებლის მომტანია და
უპირატეს მდგომარეობაში აყენებს მათ. ასეთი პრაქტიკა შეიძლება წარმოადგენდეს
კარგი კომერციული პრაქტიკიდან უხეშ გადახვევას, რაც კეთილისდინდისიერებისა
და სამართლიანი მოპყრობის საწინააღმდეგოდ ხდება; ახდენს გაუმართლებელი და
არაპროპროპორციული
ეკონომიკური
რისკის
გადატანას
ერთი
სავაჭრო
პარნტნიორიდან მეორეზე; ან ახდენს ერთ-ერთი სავაჭრო პარტნიორის უფლებებისა
და მოვალეობების მნიშვნელოვან შეზღუდვას.
3.
თუ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე საცალო მოვაჭრე დაარღვევს
ამ კანონს, ის პასუხისმგებელი იქნება შესაბამისად ამ კანონით დადგენილი
პროცედურისა და წესის შესაბამისად.
მუხლი 2. ტერმინების დეფინიციები
ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა. „საცალო მოვაჭრე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლებით“ (შემდეგში „საცალო
მოვაჭრე“) - ნიშნავს ეკონომიკურ აგენტს, რომელიც მაღაზიების მეშვეობით
ჩართულია პროდუქტების საცალო ვაჭრობაში და რომელიც მარტო ან/და მასთან
დაკავშირებული ეკონომიკური აგენტების მეშვეობით ყიდულობს და ყიდის
პროდუქტებს და აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ ორივე კრიტერიუმს:
საქართველოს ტერიტორიაზე მის/მათ განკარგულებაში არსებული მაღაზიების
ფართი ჯამურად მეტია 500 კვადრატულ მეტრზე ან
მისი/მათი გასული ფინანსური წლის ერთობლივი ბრუნვა არის 2 მილიონ
ლარზე მეტი. თუ საცალო მოვაჭრე უცხოური ეკონომიკური აგენტია, საერთო
ბრუნვაში იანგარიშება საქართველოში არსებული ბრუნვა.
ბ. „პროდუქტი“ - არის ნებისმიერი საქონელი, რომელსაც ყიდის საცალო მოვაჭრე
მაღაზიების მეშვეობით.
გ. „მიმწოდებელი“ - ნებისმიერი პროდუქტის მწარმოებელი ან ნებისმიერი ფიზიკური
ან იურიდიული პირი, მიუხედავ მისი დაარსების ადგილისა, რომელიც ყიდის
პროდუქტებს.
ტერმინი
„მიმწოდებელი“
ასევე
მოიცავს
პროდუქტების
მწარმოებლების ან ასეთი ფიზიკური და იურიდიული პირების ჯგუფს, მაგალითად
როგორიცაა მწარმოებლების ორგანიზაციები, მიმწოდებლების ორგანიზაციები და
ასეთი ორგანიზაციების ასოციაციები;
დ. „მალეფუჭებადი პროდუქტი“ - პროდუქტები, რომლებიც თავისი ბუნებიდან და
დამუშავების სპეციფიკიდან გამომდინარე გასაყიდად უვარგისია მოკრეფიდან,
წარმოებიდან ან დამუშავებიდან ან მაღაზიაში განთავსებიდან არაუმეტეს 30 დღეში.
II თავი
უსამართლო ბიზნესს/კომერციული პრაქტიკა
მუხლი 3. უსამართლო კომერციული პრაქტიკის აკრძალვა
1.
თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არ იუს გათვალისწინებული
ქვემოთ მოცემული პრაქტიკა წარმოადგენს უსამართლო პრაქტიკას და აკრძალულია:
ა. თუ მიმწოდებელსა და საცალო მოვაჭრეს შორის მიწოდების ხელშეკრულებით:
მალფუჭებად
პროდუქტებზე
რეალიზაციიდან 20 დღეზე მეტ ვადაში;
ანგარიშსწორება
გათვალისწინებულია
- სხვა პროდუქტებზე ანგარიშსწორება გათვალისწინებულია რეალიზაციიდან 30
დღეზე მეტი ვადაში;
ბ. საცალო მოვაჭრე აუქმებს მალფუჭებად პროდუქტებზე შეკვეთას ისეთი მოკლე
პერიოდის შეტყობინებით რომ მიმწოდებელი ვერ შეძლებს იპოვოს ალტერნატიული
საშუალება ამ პროდუქტების კომერციალიზაციის ან გამოყენების. 30 დღეზე ნაკლები
პერიოდით მიცემული შეტყობინება ითვლება მოკლე პერიოდის შეტყობინებად.
გ. საცალო მოვაჭრე ცალმხრივად ცვლის მიწოდების ხელშეკრულების იმ პირობებს,
რომლებიც შეეხება პროდუქტების მიწოდების სიხშირეს, მეთოდს, ადგილს, დროს ან
მოცულობას, ხარისხის სტანდარტებს, გადახდის პირობებს ან ფასს;
დ. საცალო მოვაჭრე ითხოვს მიმწოდებლისაგან გაფუჭებისათვის ან/და
დაკარგვისათვის/დაზიანისათვის გადახდას, თუ დაკარგვა/დაზიანება ან/და გაფუჭება
მოხდა საცალო მოვაჭრის შენობაში ან მას შემდეგ რაც მფლობელობის გადაცემა მოხდა
საცალო მოვაჭრეზე, თუ გაფუჭება ან დაზიანება არ არის გამოწვეული მიმწოდებლის
დაუდევრობით ან ბრალით/შეცდომით;
ე. საცალო მოვაჭრე უარს აცხადებს წერილობით დაადასტუროს საცალო მოვაჭრესა და
მიმწოდებელს შორის მიწოდების ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზეც
მიმწოდებელი ითხოვს წერილობით დასტურს;
ვ. საცალო მოვაჭრე უკანონოდ ეუფლება, იყენებს ან გაამჟღავნებს მიმწოდებლის
სავაჭრო საიდუმლოებას;
ზ. საცალო მოვაჭრე იმუქრება, რომ განახორციელებს კომერციული შურისძიების
ქმედებას, თუ მიმწოდებელი გამოიყენებს თავის სახელშეკრულებო ან კანონისმიერ
უფლებას, მათ შორის შესაბამისი უწყებისათვის საჩივრის მიმართვის შემთხვევაში ან
მოკვლევის დროს სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის შემთხვევაში;
თ.
საცალო
მოვაჭრე
ითხოვს
მიმწოდებლისაგან
კომპენსაციას
კლიენტის/მომხმარებლის იმ საჩივრის განხილვისათვის, რომელიც უკავშირდება
მიმწოდებლის პროდუქტის გაყიდვას;
ი. საცალო მოვაჭრე ახდენს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვას
მიმწოდებლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
ცალმხრივად
III თავი
კანონის აღსრულებაზე ზედამხედველი ორგანო და მისი
უფლებამოსილება
მუხლი 4. კონკურენციის სააგენტო, ფუნქციები და უფლებამოსილება
1.
ამ
კანონის
დებულებების
აღსრულებაზე
ზედამხედველობა ეკისრება
დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - კონკურენციის სააგენტოს
(შემდგომ - კონკურენციის სააგენტო).
2.
კონკურენციის სააგენტო:
ა. ზედამხედველობს ამ კანონის მოთხოვნების შესრულებას;
ბ. ახორციელებს მოკვლევას სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, განიხილავს
საქმეებს კანონის სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით;
გ. ახორციელებს დაუგეგმავ შემოწმებას საცალო მოვაჭრეებსა და მიმწოდებლებს
შორის დადებული შეთანხმებების;
დ. ახორციელებს ამ კანონით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კონონით და
სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ აქტივობებს.
3.
როდესაც კონკურენციის სააგენტო ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს
ასრულებს, მას უფლება აქვს:
ა. სავალდებულო ინსტრუქციები მისცეს საცალო მოვაჭრეებს, მიმწოდებლებს, სხვა
პირებს და საჯარო ადმინისტრაციულ ერთეულებს დოკუმენტაციის მიწოდებასთან
დაკავშირებით,
მათ
შორის
კომერციული
საიდუმლოების
შემცვლელი
დოკუმენტების, ისევე როგორც სხვა ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით
კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად;
ბ. ადგილზე გამოკითხოს საცალო მოვაჭრის შესასწავლ ქმედებასთან დაკავშირებული
პირები, მოიპოვოს წერილობითი მტკიცებულებები ასეთი პირებისაგან; მოიწვიოს
ისინი სააგენტოში ახსნა-განმარტებების მისაღებად;
გ. სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით საცალო მოვაჭრის გარკვეული
ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე
შეჩერების თაობაზე, თუ არსებობს აშკარა მტკიცებულება, რომ ეს ქმედება
მნიშვნელოვნად არღვევს ამ კანონის მესამე მუხლს;
დ. მოსთხოვოს საცალო მოვაჭრეს დეპოზიტზე განათავსოს თანხის ის ოდენობა,
რომელსაც ედავება მიმწოდებელი სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების
მიღებამდე, თუ არსებობს აშკარა მტკიცებულება მიმწოდებლის მოთხოვნის
კანონიერების თაობაზე.
მუხლი 5. კომერციული საიდუმლოებისა და მიმწოდებლის მაიდენტიფიცირებელი
მონაცემების დაცვა
1.
ამ კანონის დებულებებთან შესაბამისობის ზედამხედველობისას დაცული
უნდა იქნეს კომერციული საიდუმლოება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი პირობების შესაბამისად.
2.
იმ მიმწოდებლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, რომელმაც
კონკურენციის სააგენტოს მიმართა საჩივრით ამ კანონის მე-8 მუხლის მეოთხე
პუნქტის შესაბამისად, მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ უნდა იყოს საჯარო.
IV თავი
ამ კანონის დარღვევებზე მოკვლევის პროცედურა პროცედურა
მუხლი 6. ამ კანონის დარღვევის მოკვლევაზე ინიციატივის უფლება
1.
კონკურენციის სააგენტო ამ კანონის დარღვევაზე მოკველევას იწყებს იმ
მიმწოდებლის საჩივრის საფუძველზე, რომლის ინტერესებიც დაირღვა ან იმ
ეკონომიკური აგენტების ასოციაციის მიერ, რომელიც მიმწოდებლების ინტერესებს
წარმოადგენს.
2.
კონკურენციის სააგენტოს უფლება აქვს თავისი ინიციატივითაც დაიწყოს
დარღვევებზე მოკვლევა, რაზეც იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.
მუხლი 7. ამ კანონით გათვალისწინებული დარღვევების მოკვლევის პროცედურა
1.
ამ კანონით გათვალისწინებული დარღვევების მოკვლევა ხდება კანონის მიერ
დადგენილი პროცედურის შესაბამისად.
2.
დარღვევების მოკვლევაში მონაწილეობას იღებენ:
ა. შესაბამისი საცალო მოვაჭრე და მომჩივანი ან მათი წარმომადგენელი (შემდეგში
„მხარეები“);
ბ. ექსპერტები, პროფესიონალები და სხვა პირები (შემდეგში „მონაწილეები“) კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით.
3.
დარღვევების მოკვლევის მხარეებს და ექსპერტებს, პროფესიონალებს და სხვა
პირებს უფლება აქვთ მისცენ წერილობითი და ზეპირი ახსნა-განმარტებები,
წარადგინონ დამატებითი ინფორმაცია და სხვა დოკუმენტები. მხარეებს ასევე აქვთ
უფლება წარმოადგინონ თავისი საკუთარი მოწმეები.
4.
მოკვლევისას მხარეები უფლებამოსილნი არიან ქონდეთ დაშვება საჩივარზე და
მის შესაგებელზე, ისევე როგორც საქმის მასალებზე, გარდა იმ დოკუმენტებისა,
რომლებიც სახელმწიფო, ოფიციალური, კომერციულ ან პროფესიული საიდუმლობას
წარმოადგენენ. იმ პირის თანხმობა არის საჭირო დოკუმენტის გასაცნობად, რომლის
დოკუმენტიც შეიცავს პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლობას
5.
თუ საქმის მოკვლევისას ახალი მტკიცებულება არის წარმოდგენილი, საცალო
მოვაჭრეს, რომელმაც სავარაუდოდ დაარღვია ეს კანონი, უფლება აქვს დაშვება
ჰქონდეს ასეთ მტკიცებულებაზე და მისცეს ახსნა-განმარტება მასთან დაკავშირებით
მტკიცებულების მიღებიდან არანაკლებ ხუთ სამუშაო დღეში.
6.
კონკურენციის სააგენტოს მიერ ამ კანონის სავარაუდო დარღვევის მოკვლევის
დასრულება და სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს მოკვლევის
დაწყებიდან 3 თვის ვადაში. ეს ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს 6 თვემდე
კონკურენციის სააგენტოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებით, რის
შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობებათ მხარეებს.
მუხლი 8. დარღვევის მოკვლევაზე საჩივრის შეტანა და მისი განხილვა
1.
მომჩივანმა, რომელსაც სურს დაიწყოს დარღვევაზე მოკვლევა, უნდა შეიტანოს
კონკურენციის სააგენტოში წერილობითი საჩივარი სავარაუდო დარღვევაზე
მოკვლევის დაწყების მოთხოვნით. საჩივარი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა. თუ მომჩივანი ფიზიკური პირია - მისი სახელი, გვარი, პირადი ნომერი,
საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია. თუ მომჩივანი იურიდიული
პირია - მისი სახელი, სათაო ოფისის მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია;
ბ. იმ საცალო მოვაჭრის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი და, თუ ცნობილია სათაო
ოფისის მისამართი, რომლის ქმედების წინააღმეგაც შედის საჩივარი;
გ. საცალო მოვაჭრის კონკრეტულ სადაო ქმედებაზე დეტალური ინფორმაცია და მისი
აღწერა;
დ. მომჩივანისათვის ცნობილი იმ უსამართლო ქმედებების ფაქტობრივი გარემობები,
რომელსაც ეფუძნება საჩივარი, ასევე თანდართული დოკუმენტაცია და სხვა
მტკიცებულება, მოწმეების სახელი და გვარი, მათი საკონტაქტო ინფორმაცია და
საცხოვრებელი ადგილის მისამართი.
2.
კონკურენციის სააგენტო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოკვლევის
დაწყებაზე უარის თქმის შესახებ თუ:
ა. საჩივარში მითითებული სამართალდარღვევის მოკვლევა არ შედის კონკურენციის
სააგენტოს უფლებამოსილებაში;
ბ. საჩივარში მითითებულ ფაქტებზე მოკვლევა უკვე განხორციელდა და
კონკურენციის სააგენტოს აქვს მიღებული გადაწყვეტილება ამ საკითხებზე ან
არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება;
გ. არ არის წარმოდგენილი ფაქტობრივი მონაცემები, რაც ვერ წარმოშობს ამ კანონის
სავარაუდო დარღვევაზე გონივრულ ეჭვს;
დ. საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველ პარაგრაფში განსაზღვრულ
მოთხოვნებს და განმცხადებელი ვერ აღმოფხვრის ამ ხარვეზებს კონკურენციის
სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 5 სამუშაო დღეზე
ნაკლები;
ე. სამ წელზე მეტი გავიდა სამართალდარღვევის ჩადენიდან. თუ სამართალდარღვევა
განგრძობადია ან განმეორებადია, 3 წელზე მეტი გავიდა სამართალდარღვევის
დასრულების მომენტიდან.
3.
კონკურენციის სააგენტომ უნდა შეისწავლოს საჩივარი და მიიღოს
დასაბუთებული გადაწყვეტილება სამართალდარღვევაზე მოკვლევის დაწყების ან
დაწყებაზე უარის თქმის შესახებ, იმ საჩივრის მიღებიდან 30 დღის ვადაში, რომელიც
აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს. თუ არსებობს ამ მუხლის
მეორე პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, რაც სააგენტოს საფუძველს
აძლევს უარი თქვას სავარაუდო სამართალდარღვევის მოკვლევის დაწყებაზე, მან
უნდა მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სამართალდარღვევის მოკვლევაზე
უარის თქმის შესახებ, მას შემდეგ რაც უშედეგოდ გავა მომჩივანისათვის მიცემული
სულ მცირე ხუთი სამუშაო დღე ხარვეზების გამოსასწორებლად.
4.
მას შემდეგ, რაც კონკურენციის სააგენტო მიიღებს დასაბუთებულ
გადაწყვეტილებას სამართალდარღვევის მოკვლევის დაწყებაზე და მიმწოდებელმა
დასაბუთებული მოთხოვნა წარადგინა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დაცვის
შესახებ, ამ შემთხვევაში კონკურენციის სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას თავისი
ინიციატივით მოკვლევის დაწყების შესახებ, რის თაობაზეც მომჩივანს წერილობით
ეცნობება სამართალდარღვევის მოკვლევაზე დაწყების შესახებ არა უგვიანეს სამი
სამუშაო დღისა მას შემდეგ, რაც მოხდება სააგენტოს მიერ თავისი ინიციატივით
სამართალდარღვევის მოკვლევაზე დაწყების გადაწყვეტილების მიღება.
5.
მას შემდეგ რაც კონკურენციის სააგენტო მიიღებს დასაბუთებულ
გადაწყვეტილების სამართალდარღვევის მოკვლევის დაწყების შესახებ, ამ
გადაწყვეტილების ასლი ეგზავნებათ მხარეებს მისი მიღებიდან არაუგვიანეს ხუთ
სამუშაო დღეში.
6.
თუ კონკურენციის სააგენტო მიიღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას
სამართალდარღვევის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ, ასეთი
გადაწყვეტილება ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე მისი მიღებიდან სამ სამუშაო
დღეში. გადაწყვეტილების ასლი ეგზავნება მომჩივანს.
მუხლი 9. ამ კანონის დებულებების დარღვევაზე მოკვლევა
1.
მას შემდეგ რაც კონკურენციის სააგენტო მიიღებს გადაწყვეტილებას დაიწყოს
სამართალდარღვევის მოკვლევა, კონკურენციის სააგენტო რეგისტრირებულ წერილს
უგზავნის იმ საცალო მოვაჭრეს, რომელმაც სავარაუდოდ დაარღვია ეს კანონი და
სთხოვს მას წარმოადგინოს დასაბუთებული ახსნა-განმარტება იმ გარემოებებთან
დაკავშირებით, რამაც გამოიწვია სამართალდარღვევაზე მოკვლევის დაწყება და ასევე
დამადასტურებელი მტკიცებულება იმ დროში, რას განსაზღვრულია წერილში. ეს
დრო კი არ უნდა იყოს 10 კალენდარულ დღეზე ნაკლები სააგენტოს მიერ
გამოგზავნილი წერილის მიღებიდან.
2.
თუ სამართალდარღვევის მოკვლევისას გამოიკვეთება ამ კანონის მე-8 მუხლის
მეორე პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, კონკურენციის სააგენტო მიიღებს
დასაბუთებულ გადაწყვეტილებას შეწყვიტოს სამართალდარღვევის მოკვლევა.
3.
კონკურენციის სააგენტოს მიერ სამართალდარღვევის მოკვლევის შეწყვეტის
შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს სამ სამუშაო
დღეში ეს გადაწყვეტილება ქვეყნდება სააგენტოს ვებვერდზე და გადაწყვეტილების
ასლი ეგზავნება მხარეებს.
4.
იმისათვის, რომ სამართალდარღვევის მოკვლევა მოხდეს დროულად და
ხარჯები დაიზოგოს, კონკურენციის სააგენტოს უფლება აქვს მიიღოს დასაბუთებული
გადაწყვეტილება გააერთიანოს ცალკეული მოკვლევა ერთ მოკვლევაში, თუ ისინი
ეხება ერთიდაიგივე საცალო მოვაჭრის ქმედებებს.
მუხლი 10. საქმის მოკვლევა
1.
კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით საქმე შეიძლება განხილული
იქნეს წერილობითი ან ზეპირი პროცედურით.
2.
როდესაც ხდება საქმის მოკვლევა წერილობითი პროცედურით, პროცესის
მხარეები არ არიან მოწვეულნი და საქმის მოკვლევა ხდება მათი მონაწილეობის
გარეშე.
3.
საქმის მოკვლევა ზეპირი პროცედურით ხდება საჯარო სხდომაზე, რომელსაც
ესწრებიან პროცესის მხარეები. ზეპირი განხილვის დროს კონკურენციის სააგენტოს,
თავისი ინიციატივით ან მხარეების მოთხოვნით, შეუძლია სხდომა ან მისი ნაწილი
დახუროს, თუ ეს საჭიროა სახელმწიფო, პროფესიული ან კომერციული საიდუმლობის
დასაცავად.
4.
თუ რომელიმე მხარე არ მონაწილეობს საქმის ზეპირ განხილვაში, საქმის
მოკვლევა შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს
ინფორმაცია, რომ მხარეები სათანადოდ და დროულად იქნენ ინფორმირებულნი
საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ და თუ მხარის მიერ საქმის
განხილვამდე არ იყო წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი, რომელიც მის არყოფნას
გაამართლებს და მასში მითითებული იქნება დაუსწრებლობის მიზეზი, რომელიც
სააგენტოს მიერ მნიშვნელოვნად იქნება მიჩნეული. შვებულება, საქმიანი
მოგზაურობა, გადატვირთული გრაფიკი და სხვა მსგავსი გარემობები ვერ იქნება
მიჩნეული მნიშვნელოვან მიზეზად.
5.
შეტყობინა მხარისთვის, რომელიც იურიდიული პირია, საქმის განხილვის
დროისა და ადგილის შესახებ შესაბამის წესით გაგზავნილად ითვლება, თუ იგი
გაგზავნილია რეგისტრირებული ფოსტით მხარის სათავო ოფისის იმ მისამართზე,
რომელიც მოცემულია იურიდიული პირების რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც მხარემ სხვა საფოსტო მისამართი მიუთითა ან შეტყობინება გაიგზავნა
მხარის იმ ელექტრონულ მისამართზე, რომელიც მოცემულია იურიდიული პირების
რეესტრში. თუ პროცესის მხარე ფიზიკური პირია, საქმის განხილვის დროისა და
ადგილის შესახებ შეტყობინება შესაბამისი წესით გაგზავნილად ითვლება, თუ იგი
გაგზავნილია რეგისტრირებული ფოსტით საცხოვრებელ მისამართზე, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც ფიზიკურ პირს მითითებული აქვს სხვა საფოსტო მისამართი.
6.
თუ საქმის მოკვლევის დაწყების შემდეგ მომჩივანმა უარი განაცხადა საჩივარზე,
საქმის მოკვლევა წყდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს დასაბუთებული
მტკიცებულება ამ კანონის მნიშვნელოვანი დარღვევისა.
7.
სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იმართება
შემაჯამებელი სხდომა, რათა მხარეებს მიეცეს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების
შესაძლებლობა.
8.
შემაჯამებელ სხდომამდე, სააგენტოს წერილობითი ფორმით უგზავნის
მხარეებს გადაწყვეტილების პროექტს. მხარეებს უნდა განემარტოთ მათი უფლება,
წარმოადგინონ პოზიცია და შესაბამისი მტკიცებულებები.
9.
ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მხარეთათვის
პოზიციის წარმედგენისათვის განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს 10 სამუშაო დღეზე
ნაკლები. მხარეთა მიერ ამ ვადის ამოწურვის შემდგომ წარმოდგენილი ინფორმაცია
შესაძლოა არ იქნეს გათვალისწინებული სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების
შემუშავების პროცესში.
10.
საქმის მოკვლევა დასრულების შემდეგ, კონკურენციის სააგენტო იღებს
დასაბუთებულ გადაწყვეტილებას:
ა. დააწესოს ამ კანონით განსაზღვრული სანქციები, თუ დადგინდა ამ კანონის
დარღვევა;
ბ. თუ საქმის მოკვლევისას ამ კანონის დარღვევა არ დადგინდა კონკურენციის
სააგენტო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას დარღვევის არარსებობის შესახებ,
რაც მხარეს შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში.
11.
ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებაში უნდა იყოს
მოცემული შემდეგი ინფორმაცია: პროცესის მხარეებისა და მონაწილეების შესახებ; იმ
გარემოებების შესახებ, რომელიც დადგინდა საქმის მოკვლევისას, ისევე როგორც მათი
დასაბუთებული შეფასება; გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები; იმ შემთხვევაში,
როდესაც მიიღება გადაწყვეტილება ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის
საფუძველზე, უნდა იყოს მითითებული ამ კანონით გათვალისწინებული ის
დებულება, რომელიც დაირღვა და ის დებულება, რომელიც ადგენს
სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობას, ასევე ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების
ვადებისა და პროცედურის შესახებ ინფორმაცია; იმ შემთხვევაში, როდესაც მიიღება
გადაწყვეტილება ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა
იყოს მითითებული ასევე ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადებისა და
პროცედურის შესახებ ინფორმაცია;
12.
ამავე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების
მიღებიდან სამ სამუშაო დღის ვადაში გადაწყვეტილება უნდა იქნეს გამოქვეყნებული
კონკურენციის სააგენტოს ვებგვერდზე სააგენტოს მიერ დადგენილი პროცედურის
შესაბამისად და გაგზავნილი რეგისტრირებული ფოსტით მხარეებისათვის. თუ
კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ და
კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ ინფორმაციას, გამოსაქვეყნებელი
გადაწყვეტილების ვერსია არ უნდა შეიცავდეს ასეთ ინფორმაციას.
მუხლი 11. კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება
კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ამ კანონის მე-8
მუხლის მეორე პუნქტის, მე-9 მუხლის მეორე პუნქტის და მე-10 მუხლის მე-10
პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შეიძლება გასაჩივრდეს მისი
მიღებიდან 30 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 12. სანქციები
1.
ჯარიმა წლიური ბრუნვის 5 პროცენტამდე შეიძლება დაეკისროს საცალო
მოვაჭრეს იმ აკრძალული უსამართლო პრაქტიკისათვის, რომელიც ამ კანონის მესამე
მუხლის პირველ პუნქტშია აღნიშნული. ჯარიმასთან ერთად საცალო მოვაჭრეს
ეკისრება ვალდებულება შეწყვიტოს ის უსამართლო პრაქტიკა, რაც განსაზღვრულია
ამ კანონით ან ვალდებულება შეასრულოს მოქმედებები სამართალდარღვევამდე
არსებული მდგომარეობის აღსადგენად ან ამ დარღვევის შედეგად გამოწვეული
შედეგების აღმოსაფხვრელად, მათ შორის ხელშეკრულებების ცვლილება.
2.
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებული
დარღვევის
სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან განმეორების შემთხვევაში
საცალო მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა
ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის 10 პროცენტს.
3.
ამ კანონის საფუძველზე სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის
დადგენილ ვადაში მიუწოდებლობა, არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება
გამოიწვევს დაჯარიმებას სამი ათასი ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი
განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. ჯარიმის
დაკისრება პირს არ ათავისუფლებს ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულებისაგან.
4.
კონკურენციის სააგენტოს მიერ დაკსირებული ჯარიმის
ოდენობა
დამოკიდებულია სამართალდარღვევის ბუნებაზე, მის ხანგრძლივობაზე და
მასშტაბზე, ისევე როგორც დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებზე.
5.
შემამსუბუქებელი გარემოებები მოიცავს საცალო მოვაჭრის, მიმწოდებლის ან
სხვა პირის ქმედებას, რომელმაც ჩაიდინა სამართალდარღვევა და ნებაყოფლობით
ცდილობს საზიანო ეფექტის თავიდან აცილებას, კონკურენციის სააგენტოს
მოკვლევისას უწევს დახმარებას, მიყენებული ზიანის კომპენსირებას ან აღმოფხვრას
ახდენს.
6.
დამამძიმებელი გარემობები კი მოიცავს საცალო მოვაჭრის, მიმწოდებლის ან
სხვა პირების მიერ მოკვლევის შეფერხებას, მიუხედავად სამართალდარღვევის
შეწყვეტის ვალდებულებისა მისი გაგრძელება, თუ ზიანი იქნა მიყენებული ან
სამართალდარღვევა განმეორებით იქნა ჩადენილი ამ კანონით გათვალისწინებული
ჯარიმის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში.
7.
კონკურენციის სააგენტოს მიერ დაკისრებული ჯარიმა გადახდილი უნდა იყოს
სახელმწიფო ბიუჯეტში სამართალდამრღვევის მიერ ჯარიმის დაკისრების შესახებ
გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 თვისა. ამ გადაწყვეტილების
გასაჩივრების შემთხვევაში, ჯარიმა უნდა იქნეს გადახდილი იმ სასამართლო
გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთ თვეში, რომელმაც საჩივარი არ
დააკმაყოფილა.
8.
კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება ჯარიმის დაკისრების შესახებ
აღსრულებადი დოკუმენტია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 13. ზიანის კომპენსაცია
პირს, რომელსაც ზიანი მიადგა ამ კანონის დარღვევის შედეგად, უფლება აქვს
მიმართოს სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
V თავი
დასკვნითი დებულებები
მუხლი 14. ამ კანონის ამოქმედება
კანონი ძალაში შედის 2021 წლის 1 იანვრიდან.
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
“საცალო მოვაჭრეების მხრიდან უსამართლო კომერციული პრაქტიკის აკრძალვის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
კანონის მიღების მიზანია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე საცალო
მოვაჭრეების მხრიდან მიმწოდებლების მიმართ უსამართლო კომერციული პრაქტიკის
გამოყენების აკრძალვა, მიმწოდებლებსა და საცალო მოვაჭრეებს შორის ინტერესთა ბალანსის
უზრუნველყოფა და ბაზარზე ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა.
კანონი მიემართება ისეთ ურთიერთობებს, როდესაც პროდუქტების მიწოდების ჯაჭვში
არსებობს მნიშვნელოვანი დისბალანსი მიმწოდებელსა და საცალო მოვაჭრეს შორის. კერძოდ,
საცალო მოვაჭრე წარმოადგენს ხელშეკრულების ძლიერ მხარეს და მისი წლიური ბრუნვა
აღემატება მიმწოდებლის ბრუნვას. სწორედ ამ დისბალანსს სავაჭრო ურთიერთობებში
შეუძლია გამოიწვიოს უსამართლო სავაჭრო პრაქტიკა, როდესაც უფრო დიდი და ძლიერი
სავაჭრო პარტნიორები ცდლიობენ გამოიყენონ გარკვეული პრაქტიკა ან სახელშეკრულებო
პირობები, რომლებიც სარგებლის მომტანია და უპირატეს მდგომარეობაში აყენებს მათ. ასეთი
პრაქტიკა შეიძლება წარმოადგენდეს კარგი კომერციული პრაქტიკიდან უხეშ გადახვევას, რაც
კეთილისდინდისიერებისა და სამართლიანი მოპყრობის საწინააღმდეგოდ ხდება, ახდენს
გაუმართლებელი და არაპროპროპორციული ეკონომიკური რისკის გადატანას ერთი სავაჭრო
პარნტნიორიდან მეორეზე, ან ახდენს ერთ-ერთი სავაჭრო პარტნიორის უფლებებისა და
მოვალეობების მნიშვნელოვან შეზღუდვას.
კანონის მიღების მიზეზს წარმოადგენს სწორედ ის, რომ დღეის მდგომარეობით
ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა არ არეგულირებს არსებულ პრობლემებს, რის გამოც, ვერ
ხდება ხელშეკრულების შედარებით სუსტი მხარეების უფლებების დაცვა. კანონპროექტის
მიღების შემთხვევაში, გაჩნდება მექანიზმი, რომელიც დაარეგულირებს მსგავს პრობლემებს
და დაადგენს ქცევის წესებს სამართლიანი კომერციული პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი კანონმდებლობა მოქმედებს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში,
მაგალითად: ლიეტუვა, პოლონეთი, ხორვატია, რუმინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები,
სამხრეთ კორეა, იაპონია და ა.შ. ასევე მოქმედებს ევროპის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს
2019 წლის 17 აპრილის 2019/633 დირექტივა „სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქტის
მიწოდების სფეროში, ბიზნეს სუბიექტებს შორის ურთიერთობისას უსამართლო სავაჭრო
პრაქტიკის შესახებ“, რომელიც ევროკავშირში შემავალ ქვეყნებს ავალდებულებს, მოახდინონ
მოცემული დირექტივის ნაციონალურ კანონმდებლობებში ასახვა 2021 წლის 1 მაისამდე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
კანონპროექტის მიღების საჭიროება გამოწვეულია იმით, რომ ამ დროისათვის
ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და იმ პრობლემას,
რაზეც წინა პუნქტებში იყო საუბარი. მართალია ქვეყანაში მოქმედებს „კონკურენციის შესახებ“
საქართველოს კანონი, რომელიც გარკვეულწილად კავშირშია აღწერილ ურთიერთობებთან,
თუმცა იგი სრულყოფილად ვერ ფარავს დასახელებულ პრობლემებს. კერძოდ, კონკურენციის
კანონმდებლობა მოქმედებს მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს დომინირებული მდგომარეობის
მქონე სუბიექტთან, რომელიც ხელშეკრულების მეორე მხარეს უდგენს ისეთ არასამართლიან
პირობებს, რაც შეიძლება დაკვალიფიცირდეს დომინირებული მდგომარეობის ბოროტად
გამოყენებად. თავის მხრივ, დომინირებული მდგომარეობის ქონა უკავშირდება ბაზარზე
მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლებისა და საბაზრო წილის არსებობას, რომელიც არ უნდა
იყოს შესაბამისი ბაზრის 40%-ზე ნაკლები. თუმცა შესაძლებელია არსებობდნენ ბაზრის
მსხვილი მოთამაშეები, რომლებიც არ მიიჩნევიან დომინირებული მდგომარეობის მქონედ
(ვინაიდან მათი წილი შესაბამის ბაზარზე არ აღემატება 40%-ს), თუმცა ფლობენ მნიშვნელოვან
საბაზრო ძალაუფლებას ხელშეკრულების მეორე მხარესთან შედარებით და ასეთ დროს, ამ
სუბიექტების მხრიდან მიმწოდებლების მიმართ განხორციელებული უსამართლო
კომერციული პრაქტიკა რჩება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების
მიღმა.
ამდენად, ბაზარზე არსებული დისბალანსის პირობებში, უსამართლო კომერციული
პრაქტიკის აღმოსაფხვრელად, აუცილებელია არსებობდეს კანონი, რომელიც სრულად
დაარეგულირებს მსგავს ურთიერთობებს და მისი რეგულირების მიღმა არ დარჩება აღწერილი
პრობლემები.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგი:
კანონპროექტის მიღების შედეგად მივიღებთ აღსრულების შესაბამისი მექანიზმების
მქონე ახალ კანონს, რომელიც დაარეგულირებს დღეისათვის ღიად დარჩენილ პრობლემებს,
შეისწავლის, დააკვალიფიცირებს და რეაგირებას მოახდენს მნიშვნელოვანი საბაზრო
ძალაუფლების მქონე საცალო მოვაჭრეების მხრიდან მიმწოდებლების მიმართ უსამართლო
კომერციული პრაქტიკის გამოყენების ფაქტებზე, რითაც მიღწეულ იქნება მიმწოდებლებსა და
საცალო მოვაჭრეებს შორის ინტერესთა ბალანსის უზრუნველყოფა და ბაზარზე ჯანსაღი
კონკურენტული გარემოს შექმნა.
აღნიშნული კანონის მიღება ასევე გაზრდის მისი აღმასრულებელი უწყების საქართველოს კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობას, ეს კი საბოლოოდ
დადებითად აისახება ქვეყნის საბაზრო სტრუქტურაზე, ეკონომიკური აგენტების საქმიანობასა
და სამართლიანი კონკურენტული გარემოს ფორმირებაზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონის პროექტი ითვალისწინებს შემდეგი სახის რეგულირებას და ფარავს ქვემოთ
მოცემულ შემდეგ საკითხებს:
1) მუხლი 1 - განსაზღვრავს კანონის მიზანს და მისი მოქმედების სფეროს;
2) მუხლი 2 - ადგენს ტერმინთა განმარტებებს;
3) მუხლი 3 - მოიცავს კონკრეტულ ქმედებათა ჩამონათვალს, რომელიც მიიჩნევა
უსამართლო კომერციულ პრაქტიკად;
4) მუხლი 4 - განსაზღვრავს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს, როგორც
შესაბამისი
კანონის
უფლებამოსილებებს;
აღმასრულებელი
ორგანოს
ფუნქციებსა
და
5) მე-6 - მე-10 მუხლები - ადგენს, თუ რა შეიძლება გახდეს საქმის მოკვლევის
დაწყების საფუძველი, განსაზღვრავს სააგენტოში საჩივრის შეტანისა და მისი
განხილვის წესს; ასევე, სააგენტოში საქმის მოკვლევის ვადებს, პროცედურას,
სააგენტოს მხრიდან განსახორციელებელ ღონისძებებს, სააგენტოს მხრიდან
გადაწყვეტილების მიღების წესს, დასაბუთების სტანდარტებს და სხვა მსგავს
საკითხებს;
6) მუხლი 11 - განსაზღვრავს სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს;
7) მუხლი 12 და მუხლი 13 - განსაზღვრავს ჯარიმებს კანონის მოთხოვნათა დარღვევის
შემთხვევებზე და ადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ფორმას,
ხსენებული დარღვევებისათვის;
8) მუხლი 14 - ადგენს მხარის მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას;
9) მუხლი 15 - განსაზღვრავს გარდამავალ დებულებებს;
10) მუხლი 16 - კანონის ძალაში შესვლის პერიოდად ადგენს 2021 წლის 1 იანვარს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონის პროექტთან მიმართებით
(კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონის პროექტის ძალაში შესვლის თარიღად გათვალისწინებულია - 2021 წლის
პირველი იანვარი. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატივა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი;
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა)
კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
არ
გამოიწვევს
აუცილებელი
ხარჯების
გამოყოფას
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის შესაბამისად, კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, შემოდის
ჯარიმა, როგორც უსამართლო კომერციული
პრაქტიკის განხორციელებაზე (წლიური
ბრუნვის 5%-მდე, განმეორებისას - 10-მდე), ასევე სააგენტოს მიერ გამოთხოვილი
ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობაზე (3000 ლარი, განმეორებისას - 5000
ლარი). აგრეთვე, კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმას ინფორმაციის მიუწოდებლობის
შემთხვევაში 5000 ლარამდე.
ამდენად, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტების მხრიდან
შესაბამისი ნორმების დარღვევა გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას
ჯარიმის ფორმით მიღებული ფულადი სახსრების სახით.
კანონპროექტის ამოქდემდებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ასევე, სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმ შემთხვევაში, თუ უსამართლო კომერციული პრაქტიკის
აკრძალვა გავლენას მოახდენს საცალო მოვაჭრეებისა და მიმწოდებლების შემოსავლებზე, მათ
მიერ ბიუჯეტში მისამართი შესაბამისი გადასახადების კუთხით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან
მისი დებულებების აღსრულება დაეკისრება საქართველოს კონკურენციის სააგენტოს,
რომელიც არსებული საკადრო რესურსით უზრუნველყოფს აღნიშნული ფუნქციის
განხორციელებას.
რაც შეეხება სასამართლოს ხარჯებს, შესაძლოა საქმის წარმოების ეტაპზე გაიზარდოს
სასამართლოს ადმინისტრაციული ხარჯები იმ შემთხვევაში თუ გაიზრდება მიმართვიანობა
სასამართლოში ამ კანონის ამოქმედების შედეგად. მაგრამ აღნიშნული ხარჯების დაფარვა
მოხდება
სახელმწიფოს
ბიუჯეტიდან
სასამართლოსთვის
გამოყოფილი
ასიგნენების
ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტის
ვალდებულებებს.
მიღება
არ
წარმოშობს
სახელმწიფოს
ახალ
ფინანსურ
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტის ძირითადი მიზანი არის ის,
რომ გათვალისწინებული იქნას
მიმწოდებლის ინტერესები უფრო მეტად ვიდრე დღეს არის და დააკისროს შესაბამისი
პასუხიმსგებლობა საცალო მოვაჭრეს აღნიშნული ნორმების დარღვევის შემთხვევაში.
შესაბამისად, აღნიშნულს გავლენა ექნება ერთი მხრივ თვითონ საცალო მოვაჭრეებზე,
რომელთაც მოუწევთ სანქციების და ჯარიმების გადახდა, მეორე მხრივ, აღნიშნულს
დადებითი გავლენა ექნება მიმწოდებლებზე, ვინაიდან მათ შეეძლებათ
ანგარიშსწორებიდან თანხა მიიღონ უფრო ადრე ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა, ასევე
შეეძლებათ გაუქმებულ შეკვეთებზე თავიანთი პროდუქციის ალტერნატიული
საშუალების პოვნა აღნიშნული პროდუქციის რეალიზაციისთვის, ასევე საცალო
მოვაჭრე ვეღარ მოსთხოვს მიმწოდებელს იმ გაფუჭებული პროდუქციისთვის ზიანის
ანაზღაურებას, რომელიც საცალო მოვაჭრის ობიექტში გაფუჭდება, საცალო მოვაჭრე
ვეღარ მოითხოვს მიმწოდებლისაგან კომპენსაციას კლიენტის/მომხმარებლის იმ
საჩივრის განხილვისათვის, რომელიც უკავშირდება მიმწოდებლის პროდუქტის
გაყიდვას
აღნიშნული
კანონპროექტის
მესამე
მუხლის
პირობების
დარღვევის
შემთხვევაში
კანონპროექტი ითვალისწინებს სამართალდამრღვევი ეკონომიკური აგენტის მიერ ჯარიმის
გადახდას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს ბრუნვის 5 პროცენტის ოდენობამდე.
დარღვევის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან
განმეორების
შემთხვევაში
ინფორმაციის
ჯარიმა
უკვე
ბრუნვის
10
პროცენტამდე
იზრდება.
მიუწოდებლობის შემთხვევაში ჯარიმა 5000 ლარამდე შეიძლება იქნეს გადახდილი
ბიუჯეტში.
ასევე, კანონიის ამოქმედების შედეგად გავლენა შეიძლება ჰქონდეს საცალო მოვაჭრეების
ფინანსურ მდგომარეობაზე, იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო დაავალებს მათ დეპოზიტზე
თანხის განთავსებას. ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს საცალო მოვაჭრეების ან/და
მიმწოდებლების ფინანსურ მდგომარეობაზე იმ შემთხვევაში თუ მათ მიერ მოხდება
მოკვლევის პროცესში ექსპერტების, პროფესიონალების ან სხვა პირების შრომის
ანაზღაურების ან სხვა ხარჯების დაფარვა. გარდა ამისა, სამართალდამრღვევ საცალო
მოვაჭრეს
შეიძლება
გაეზარდოს
ხარჯები,
რადგან
მას
შეიძლება
მოუწიოს
მიმწოდებლისათვის შესაბამისი ზარალის ანაზღაურება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტის შესაბამისად, კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, შემოდის
ჯარიმა, როგორც უსამართლო კომერციული
პრაქტიკის განხორციელებაზე (წლიური
ბრუნვის 5%-მდე, განმეორებისას - 10-მდე), ასევე სააგენტოს მიერ გამოთხოვილი
ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობაზე (3000 ლარი, განმეორებისას - 5000
ლარი).
ბ1) ბავშვის უფლებებრივ მდგომარეობაზე პროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონის პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებებრივ მდგომარეობაზე
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს;
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღებით
არ
იცვლება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
ორგანიზაციებში
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავების პროცესში ავტორმა გააკეთა:
„სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქტის მიწოდების სფეროში, ბიზნეს
სუბიექტებს შორის ურთიერთობისას უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის შესახებ“
ევროპის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს 2019 წლის 17 აპრილის 2019/633
დირექტივის ანოტაცია (დანართი N1);
მსხვილი საცალო ვაჭრობის მარეგულირებელი კანონმდებლობის შედარებითსამართლებრივი
ანალიზი
(ლიეტუვას,
სამხრეთ
კორეისა
და
იაპონიის
კანონმდებლობის მაგალითზე) (დანართი N2);
პოლონეთის მსგავსი პრაქტიკის გაცნობა (დანართი N3 - პრეზენტაცია)
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი - ბექა ნაცვლიშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები - ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე, ზვიად
კვაჭანტირაძე, ლევან გოგიჩაიშვილი.