საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატიული წინადადება (№2-8944/20, 01.09.2020) საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

ალტერნატიული წინადადება მიღებულია
ინიცირების თარიღი
26.08.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/483/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2020-09-03

📜 ტექსტი

წერილი
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ 2-8944/20 01-09-2020 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხათა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ანრი ოხანაშვილს საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 109-ე მუხლის თანახმად წარმოდგიდგენთ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონის პროექტებზე „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს კანონის პროექტი „ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, (07-3/483; 26.08.2020) მოზადებულ ალტერნატიულ წინადადებას. მომხსენებლად წარმოდგენილია თინათინ ბოკუჩავა, რომან გოცირიძე და სალომე სამადაშვილი გთხოვთ, მისცეთ შესაბამისი მსვლელობა. იხილეთ დანართი პატივისცემით, ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ალტერნატიული წინადადება საქართველოს ორგანული კანონის პროექტებზე „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/483; 26.08.2020) 1. პროექტით გათვალისწინებული მე-3 მუხლის დ.ბ. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ბ) აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, მათ შორის ნებისმიერ ფორმით ამომრჩევლის აღრიცხვა (ამომრჩევლისათვის პირადობის მოწმობის ან/და მისი ასლის მოთხოვნა/ჩამორთმევა, ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სიებით მანიპულირება), ამომრჩევლის ნებისმიერი ფორმით იდენტიფიცირება და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე, ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, 50 მეტრის რადიუსით, აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია, ნებისმიერი სახის შეკრება, რომელიც შესაძლოა მიმართული იყოს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ზემოქმედების მოსახდენად აღნიშნული ქმედება იწვევს დამრღვევის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.“ 2. პროექტით გათვალისწინებული მე-13 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პარტიები ცესკოს წევრს (წევრებს) ნიშნავენ შემდეგი წესით: ა) პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 6-ზე და იყოფა ამ მუხლით განსაზღვრული პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის ცესკოს იმ წევრთა რაოდენობა, რომელთა დანიშვნის უფლებაც აქვს პარტიას. პარტიას არა აქვს უფლება დანიშნოს ცესკოს სამ წევრზე მეტი; ბ) იმ პარტიის მიერ მიღებული ამომრჩეველთა ხმების რაოდენობის დასადგენად, რომელიც არჩევნებში საარჩევნო ბლოკის მეშვეობით მონაწილეობდა, ამ მუხლის მიზნებისათვის, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა იყოფა საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიათა რაოდენობაზე. ბ) პროექტით გათვალისწინებული მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ“ და „დ“ ქვეპუნქტები: ,,გ) საარჩევნო ბლოკს ცესკოს წევრის დანიშვნის უფლება წარმოეშობა ამ პუნქტის ,,ა,, ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისადაც საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ჯამური ხმების რაოდენობის გათვალისწინებით; დ) იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტია/პარტიები შექმნის ახალ ფრაქციას კანონმდებლობით დადგენილი წესით და დატოვებს საარჩევნო ბლოკის შემადგენლობას, ასეთ პარტიებს ცესკოს წევრის დანიშვნის უფლება წარმოეშობა ამ მუხლის „ა„ და „ბ„ პუნქტების შესაბამისად, ხოლო დარჩენილ საარჩევნო ბლოკს დანიშვნის უფლება წარმოეშობა დადგენილი წესით.“ 2. პროექტს დაემატოს მე-58 მუხლის მე-6 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “კენჭისყრის ფარულობის ვიდეოგადაღება უზრუნველსაყოფად აკრძალულია. აღნიშნული კენჭისყრის ქმედება იწვევს კაბინაში ფოტო- დამრღვევის და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.“ 3. პროექტს დაემატოს 65-ე მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგი შინაარსის 41 , 42 და 43 პუნქტები: ა) პუნქტი 41 : „დაუშვებელია საარჩევნო კაბინიდან გამოსული ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის გასაჯაროება, როგორც უშუალოდ ამომრჩევლის, ასევე სხვა პირის მიერ, ნებისმიერი ფორმით“. ბ) პუნქტი 42 : „ამომრჩევლის ბიულეტენი გაფუჭებულად ჩაითვლება, თუკი ამომრჩევლის მიერ დაირღვა არჩევანის ფარულობა ან/და ამომრჩეველმა გაასაჯაროვა საკუთარი არჩევანი. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი ჩამოართვას ამომრჩეველს და ამ კანონით დადგენილი წესით გადასცეს მას ახალი ბიულეტენი. გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე, დაეწერება “გაფუჭებულია“, ხელს მოაწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და იგი ცალკე შეინახება. აღნიშნული ამომრჩევლის მიმართ კომისია ვალდებულია შეადგინოს აქტი, რომელშიც აღნიშნული იქნება ამომრჩევლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ამომრჩეველთა ერთიან სიაში რიგის ნომერი, ფარულობის დარღვევის გარემოება, დარღვევის ჩადენის თარიღი და ზუსტი დრო, აქტს ხელს აწერენ კომისიის წევრები და თავმჯდომარე. აღნიშნულ აქტს სარეგისტრაციო ჟურნალსა და ჩანაწერთა წიგნში არეგისტრირებს კომისიის მდივანი და კენჭისყრის დასრულების შემდგომ იგი გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისია აღნიშნულ დოკუმენტაციას მისი მიღების მომდევნო დღეს გადასცემს შესაბამის ორგანოებს. შესაბამისი ორგანოები ვალდებული არიან, ამ კანონის მიზნებისათვის გამოიკვლიონ დარღვევის გარემოებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ნიშნების გამოსავლენად. გ) პუნქტი 43 საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს უზრუნველყოს, ამ კანონით გათვალისწინებული ფოტოვიდეოგადაღების წესების დარღვევისა და კაბინიდან გამოსული ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის გასაჯაროების პროცესთან დაკავშირებული წესების შესახებ საინფორმაციო კამპანიის წარმოება და კენჭისყრის კაბინაში საინფორმაციო სტიკერების განთავსება.