საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატიული წინადადება (№2-8944/20, 01.09.2020) საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

ალტერნატიული წინადადება მიღებულია
ინიცირების თარიღი
26.08.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/483/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2020-09-03

📜 ტექსტი

წერილი
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ 2-8944/20 01-09-2020 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხათა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ანრი ოხანაშვილს საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 109-ე მუხლის თანახმად წარმოდგიდგენთ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონის პროექტებზე „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს კანონის პროექტი „ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, (07-3/483; 26.08.2020) მოზადებულ ალტერნატიულ წინადადებას. მომხსენებლად წარმოდგენილია თინათინ ბოკუჩავა, რომან გოცირიძე და სალომე სამადაშვილი გთხოვთ, მისცეთ შესაბამისი მსვლელობა. იხილეთ დანართი პატივისცემით, ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ალტერნატიული წინადადება საქართველოს კანონის პროექტი „ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, (07-3/483; 26.08.2020) პროექტით გათვალისწინებული 1644 მუხლი ამომრჩევლის დაშინება, იძულება ან ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე კონტროლის განხორციელება. ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, მათ შორის ნებისმიერ ფორმით ამომრჩევლის აღრიცხვა (ამომრჩევლისათვის პირადობის მოწმობის ან/და მისი ასლის მოთხოვნა/ჩამორთმევა, ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სიებით მანიპულირება), ამომრჩევლის ნებისმიერი ფორმით იდენტიფიცირება და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე, საარჩევნო კაბინაში ფოტოვიდეო გადაღება, არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი ზეგავლენის (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის) მიზნით ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, მათ შორის, ჩადენილი ამომრჩევლის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარით, ანდა მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“.