საქართველოს მოქალაქის ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-03
ბიუროს ნომერი 382
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ჩემი ელექტრონული მთავრობა"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041203863431
03.09.2020
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის
ბიუროს
სათაური: მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპი - საჯარო სამართლის
იურიდიული პირების შესახებ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადება
შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105.3 მუხლის თანახმად, გთავაზობთ,
რომ ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კანონი "საჯარო სამართლის
იურიდიული პირის შესახებ", რომლის საფუძველზეც საქართველოში შეიქმნა უკონტროლო,
უპასუხიმგებლო და უპრინციპო მმართველობითი აპარატი, რომელიც განცალკევებულია
საჯარო სამსახურისგან, მაგრამ ფაქტიურად ასრულებს სახელმწიფოს მმართველობით
ფუნქციებს. სსიპ-ებში დასაქმებულ პირთა ვინაობა, რაოდენობა და დასაქმება-დანიშნვნის
მეთოდები საზოგადოებისთვის უცნობია, მრავალი ადამიანი დასაქმებულია ერთდროულად
რამდენიმე სსიპ-ში, მათში ყვავის კორუფცია და შექმნილია მმართველობითი პატრონ-ყმური
ვერტიკალი, რომელიც იზოლირებულია საზოგადოებისგან და თვით სამინისტროებისგან,
მათი დაფინანსება ბურუსით არის მოცული, მათი უსაქმურობა აფერხებს ქვეყნის
განვითარებას, დარღვეულია სამოქალაქო კოდექსით დადგენილი კონსტიტუციური
პრინციპი, რომ სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტს) გააჩნია პასუხისმგებლობა სახელმწიფო
და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის (მუხლი 1005).
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური:
ელფოსტა: