საქართველოს მოქალაქის ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-03
ბიუროს ნომერი 382
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ჩემი ელექტრონული მთავრობა"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041203862329
02.09.2020
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის
ბიუროს
სათაური: მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპები:„საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში კვიპროსისა და მალტის
გამოცდილების გაზიარება
შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105.3 მუხლის თანახმად, გთავაზობთ,
რომ საქართველოს ორგანულ კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“ შევიდეს
ცვლილებები, რომელთა თანახმად საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა
გახდება 2-დონიანი, ანუ - გაუქმდება სააპელაციო სასამართლო ინსტანცია. 2-ზე მეტი
სასამართლო ინსტანციის არსებობა არც კი მოითხოვება ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციით და სამ-დონიანი სისტემა ვერც კი უზრუნველყოფს სასამართლო დავების
გონივრულ ვადებში განხილვას და ამავე დროს მნიშვნელოვანი ფინასური რესურსები
ესაჭიროება სამ-დონიანი სასამართლო სისტემის ფუნქციონირებას, განსხვავებით 2-დონიანი
სასამართლოების სისტემისგან. შემოთავაზებული საკანონმდებლო წინადადების
გაზიარების შემთხვევაში საქართველო გაიზიარებს კვიპროსისა და მალტის გამოცდილებას,
რომელთა სასამართლო სისტემები 2-დონიან რეჟიმში ფუნქციონირებენ. ზოგადად,
ადამიანის უფლებების დაცვას და მართლმსაჯულებას არაფრით არ ესაჭიროება სააპელაციო
ინსტანციები. ამგვარი ფუფუნება არაფრით არ არის დასაბუთებული. არ არსებობს რაიმე
სამართლებრივი დოქტრინა, რომელიც ასაბუთებს, რომ ერთი და იგივე საქმე/დავა
სავალდებულო წესით სამი სხვადასხვა ინსტანციის მოსამართლეთა მიერ უნდა იყოს
შესწავლილ-გაანალიზებული.
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური:
ელფოსტა: