საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ინფორმაცია 2020 წლის საშემოდგომო სესიის გახსნიდან (2020 წლის 1 სექტემბერი) მე-7 სამუშაო დღეს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ გაუქმებულად ჩათვლის შესახებ

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.09.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-9182/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-14
ბიუროს ნომერი 385

📜 ტექსტი

წერილი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-9182/20 09-09-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2020 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის წევრების გურამ მაჭარაშვილის, გოგი მეშველიანის, კობა ლურსმანაშვილისა და ანზორ ბოლქვაძის საპარლამენტო ფრაქციიდან „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ გასვლის შესახებ (N2-8676/20; 19.08.2020). აღნიშნული ცვლილების შემდეგ ფრაქციაში გაერთიანებული დარჩა 6-ზე ნაკლები პარლამენტის წევრი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 52-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის ან ფრაქციის წევრის, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა 6-ზე ნაკლები პარლამენტის წევრი, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის შესახებ განცხადების წარდგენის დღიდან მე-7 დღეს. ამ პერიოდში ფრაქცია ინარჩუნებს რეგლამენტით გათვალისწინებულ უფლებებს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ვადები, რომლებიც ამ რეგლამენტით დღეებით არის განსაზღვრული, გულისხმობს სამუშაო დღეებს, გარდა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ვადებისა და კანონითა და ამ რეგლამენტით პირდაპირ გათვალისწინებული კალენდარული დღეებისა, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში რეგლამენტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება, გარდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული შემთხვევისა. აღნიშნულის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ ვინაიდან საპარლამენტო ფრაქციიდან „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ საქართველოს პარლამენტის წევრების გურამ მაჭარაშვილის, გოგი მეშველიანის, კობა ლურსმანაშვილისა და ანზორ ბოლქვაძის ფრაქციიდან გასვლის შესახებ განცხადება წარდგენილია სესიებს შორის პერიოდში - 2020 წლის 19 აგვისტოს (N2-8676/20) და საპარლამენტო ფრაქციაში გაერთიანებული დარჩა 6-ზე ნაკლები პარლამენტის წევრი, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ გაუქმებულად ჩაითვლება საშემოდგომო სესიის გახსნიდან (2020 წლის 1 სექტემბერი) მე-7 სამუშაო დღეს. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge