„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-14
ბიუროს ნომერი 385
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 21.06.2017, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.018492) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-9 მუხლის მე- 3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სკოპინგის განცხადების ამ კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით
განთავსებიდან არაუადრეს მე-10 დღისა და არაუგვიანეს მე-15 დღისა სამინისტრო
უზრუნველყოფს სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვას. საჯარო განხილვის ორგანიზებისა
და ჩატარებისთვის პასუხისმგებელია სამინისტრო. შესაბამისად, იგი უზრუნველყოფს
საჯარო განხილვის ორგანიზებასთან, მათ შორის, საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ
ინფორმაციის გამოქვეყნებასთან, დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას.
საჯარო
განხილვას უძღვება და საჯარო განხილვის შესახებ ოქმს ადგენს სამინისტროს
წარმომადგენელი. ამ ოქმის სისწორისთვის პასუხისმგებელია სამინისტრო. საჯარო
განხილვის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვის ჩატარებამდე
არაუგვიანეს 10 დღისა, ამ კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად. თუ დაგეგმილია საქმიანობის
თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა
ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე
სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე,
ხოლო თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ
საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება სამინისტროს მიერ განსაზღვრული
სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე,
გარდა ამ კოდექსის 34-ე მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. საჯარო
განხილვა ღიაა და
მასში მონაწილეობის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ
წარმომადგენელს.“
2. მე-12 მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
5. განცხადების ამ კოდექსის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან
არაუადრეს 25-ე დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა სამინისტრო ატარებს გზშ-ის ანგარიშის
საჯარო განხილვას. საჯარო განხილვის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელია
სამინისტრო. საჯარო განხილვას უძღვება და საჯარო განხილვის შესახებ ოქმს ადგენს
სამინისტროს წარმომადგენელი. ამ ოქმის სისწორისთვის პასუხისმგებელია სამინისტრო.
საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვის ჩატარებამდე
არაუგვიანეს 20 დღისა, ამ კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად. საჯარო განხილვა ტარდება
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო
ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ
დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ საზღვრებში
განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების
ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობანაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თუ დაგეგმილია საქმიანობის
თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო
განხილვა ტარდება სამინისტროს მიერ განსაზღვრული სათანადო ადმინისტრაციული
ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარდა ამ კოდექსის 34-ე
მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. საჯარო განხილვა ღიაა და მასში
მონაწილეობის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
3. 34-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:
21. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პანდემიის/ეპიდემიის პერიოდში,
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ამ კოდექსით
გათვალისწინებული საჯარო განხილვები ჩატარდება ონლაინ შეხვედრის ფორმატში, საჯარო
განხილვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ამ კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 2
1. ამ კანონის ამოქმედებამდე ამ კოდექსის შესაბამისად ჩანიშნული საჯარო განხილვები,
ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, შესაძლებელია ჩატარდეს ონლაინ
შეხვედრის ფორმატში.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი;
„გარემოსდაცვით შეფასების კოდექსით“ (შემდგომში - კოდექსი), სკოპინგის დასკვნის
და
გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების
გაცემის
ეტაპებზე
გათვალისწინებულია
სავალდებულო საჯარო განხილვის ჩატარება, საჯარო განხილვა ტარდება ასევე
სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში. კოდექსის მიხედვით, საჯარო
განხილვის ორგანიზებასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელია საქართველოს გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო). დაგეგმილი საქმიანობის
თვითმმართველი თემის ტერიტორიაზე განხორციელების შემთხვევაში საჯარო განხილვა
უნდა ჩატარდეს საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე
სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე,
ხოლო
თვითმმართველი
ქალაქის
ადმინისტრაციულ
საზღვრებში
საქმიანობის
განხორციელების შემთხვევაში საჯარო განხილვა ტარდება სამინისტროს მიერ
განსაზღვრული სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე
ტერიტორიაზე.
საჯარო განხილვა, თავისი შინაარსით, წარმოადგენს დაგეგმილი საქმიანობის
განხორციელების ტერიტორიაზე (და არა მხოლოდ) მყოფი დაინტერესებული საზოგადოების
და საზოგადოების წარმომადგენლების დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმირების და
მათი გადაწყვეტილებების მიღების ადრეულ ეტაპზე ჩართვის შესაძლებლობას. საჯარო
განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობა შეუძლია საზოგადოების ნებისმიერ წევრს. აღნიშნული
გარემოების გათვალისწინებით, საჯარო განხილვები, როგორც წესი, ტარდება სხვადასხვა
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
განუსაზღვრელ წრეს.
და
მასში
მონაწილეობის
უფლება
აქვს
პირთა
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის
გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში სხვადასხვა პერიოდში მოქმედებს სხვადასხვა
სახის შეზღუდვები, მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი ითვალისწინებდეს
საჯარო განხილვის ალტერნატიული ფორმით ჩატარების შესაძლებლობას, როგორადაც
შეიძლება ჩაითვალოს საჯარო განხილვის ჩატარება ონლაინ ფორმატში.
ამავე საკითხთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ
(მაგალითად ლატვია, ესტონეთი)
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო,
გარემოსდაცვით კანონმდებლობის განხორციელებასთან მიმართებით სპეციალური
შეზღუდვები დააწესა. კერძოდ, ლატვიის კანონმდებლობის მიხედვით, საჯარო განხილვები
იმართება დისტანციურად, პირადი კონტაქტის გარეშე. საქმიანობის განმახორციელებელი
პირები და ნებართვის/ლიცენზიის მაძიებელი პირები ავრცელებენ ინფორმაციას შესაბამისი
საქმიანობის, აგრეთვე გარემოსდაცვითი შეფასების თაობაზე ვიდეო-ფორმატში, რომელიც
აიტვირთება შესაბამისი პირის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ვებგვერდზე, რითაც
დაინტერესებულ საზოგადოებას ექნება საშუალება, გააგზავნოს კითხვები შესაბამისი პირის
ოფიციალურ მეილზე. რაც შეეხება ესტონეთს, მიუხედავად იმისა, რომ ესტონეთში
წარმოებები სრულად ელექტრონიზებულია, ხოლო გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებთან
დაკავშირებული წარმოებები დეცენტრალიზებული (რის გამოც საჯარო განხილვების
ორგანიზება
და
ჩატარება
შედარებით
მარტივია),
ეპიდემიოლოგიური
პირობების
გათვალისწინებით, სრულად აიკრძალა საჯარო შეკრებები.
საერთაშორისო პრაქტიკის პარალელურად, აღსანიშნავია, რომ ,,გარემოსდაცვით
შეფასების კოდექსის” შესაბამისად, სკოპინგის დასკვნის და გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების გაცემის მიზნით სამინისტროში წარმოდგენილი დოკუმენტაცია თავსდება
სამინისტროს ვებგვერდზე და ეგზავნება შესაბამის მუნიციპალიტეტ(ებ)ს საინფორმაციო
დაფაზე განთავსების მიზნით. მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო და შესაბამისი
მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან
ელექტრონული ვერსიების ხელმისაწვდომობას. საზოგადოების მიერ მოსაზრებების და
შენიშვნების წარმოდგენა ხდება სამინისტროში წერილობით (მისამართზე: ქ. თბილისი,
მარშალ გელოვანის გამზირი N6) ან ელექტრონული საშუალებით (ელ. ფოსტის მისამართზე:
eia@mepa.gov.ge). სამინისტრო იხილავს ყველა შენიშვნას/მოსაზრებას და საზოგადოების
მონაწილეობის შედეგებს ასახავს გადაწყვეტილებებში. სამინისტროს მიერ მიღებული
გადაწყვეტილებები ასევე ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და ეგზავნება
შესაბამის მუნიციპალიტეტს, აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს
საინფორმაციო
დაფაზე
გამოქვეყნების
მიზნით.
მოთხოვნის
შემთხვევაში
ასევე
უზრუნველყოფილია – გადაწყვეტილებების ნაბეჭდი ეგზემპლარების ხელმისაწვდომობა.
გარდა ამისა, ინფორმაცია დაგეგმილი პროექტის განხორციელების შესახებ განთავსდება
ინფორმაციის გავრცელების დამკვიდრებულ ადგილებში (სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები,
საჯარო დაწესებულების შენობები და ა.შ).
ამავდროულად, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების კომიტეტის მიერ გარემოზე ზემოქმედების შეფასების აღსრულების კონტროლის
ანგარიშში,
რეკომენდაციის
სახით
მოცემულია
საჯარო
განხილვის
შესაძლო
სხვა
ალტერნატიული ფორმით ჩატარების შესახებ რეკომენდაცია, კერძოდ, ონლაინ განხილვის
გზით საჯარო განხილვების ჩატარების შესაძლებლობის დაწესება პანდემიის პერიოდში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
ზემოაღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა გარემოსდაცვითი შეფასების
კოდექსში გაჩნდეს შესაბამისი ჩანაწერები, რომელიც პანდემიის პერიოდში საჯარო
განხილვის ჩატარებას ონლაინ ფორმატში შესაძლებელს გახდის.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად შესაძლებელი იქნება გზშ-ს და სგშ-ს პროცესში
საჯარო განხილვენის ჩატარება ონლაინ ფორმატში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის
გათვალისწინებით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილში, სადაც სკოპინგის დროს
საჯარო განხილვის ჩატარების საკითხზე მითითება კეთდება 34-ე მუხლის მე-21 ნაწილით
გათვალისწინებულ შეზღუდვაზე. მსგავსი მითითება არის აგრეთვე მე-12 მუხლის მე-4
ნაწილში. კანონის პროექტით, 34-ე მუხლს ემატება მე-21 ნაწილი, რომლის მიხედვითაც,
პანდემიის/ეპიდემიის პერიოდში, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის
გათვალისწინებით, ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარო განხილვები ჩატარდება
ონლაინ შეხვედრის ფორმატში, საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ამ
კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
მე-2 მუხლით
საკითხები.
გათვალისწინებულია
კანონის
ამოქმედებასთან დაკავშირებული
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია ამოქმედებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
მიზანშეწონილია, კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება, ქვეყანაში შექმნილი
ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, პანდემიის გავრცელების პრევენციის
მიზნებიდან გამომდინარე, მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად, კანონმდებლობით
შესაძლებელი გახდეს საჯარო განხილვების ჩატარება ონლაინ ფორმატში.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო;
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე,
კერძოდ,
შემცირდება
გასაწევი
სამივლინებო
ხარჯების
ოდენობა.
კანონპროექტი
ითვალისწინებს პანდემიის დროს სკოპინგის და გზშ-ს ანგარიშების საჯარო განხილვების
ნაცვლად ონლაინ ფორმატში ჩატარებას. აღნიშნულს ერთი მხრივ გავლენა ექნება
სამინისტროს ხარჯებზე, ვინაიდან მას აღარ მოუწევს საჯარო განხილვების ორგანიზების
უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით დაზოგავს ხარჯებს, მათ შორის სამივლინებო,
ტრანსპორტის და სხვა ხარჯებს.
სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს საჯარო განხილვების ჩატარება ონლაინ ფორმატში,
რაც გულისხმობს გარკვეული ღონისძიებების განხორციელებას სამინისტროს მხრიდან.
სამინისტროს გააჩნია ონლაინ ფორმატის საჯარო განხილვების ჩატარების შესაბამისი
პროგრამული უზრუნველყოფა. ამიტომ, ამ მიმართულებით სამინისტროს არ წარმოეშობა
დამატებითი ხარჯები.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპოექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს,
აგრეთვე, სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ
ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
არ იქნება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი და მოსაკრებელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი
ხელშეკრულებებს.
არ
ეწინააღმდეგება
კანონპროექტის
საქართველოს
მიღება
არ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების), სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, სულხან მახათაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, სულხან მახათაძე.