„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-14
ბიუროს ნომერი 385
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონს „საქართველოს საარჩევნო
კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012,
სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) დაემატოს შემდეგი შინაარსის 2031
მუხლი:
„მუხლი 2031. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში
პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისას პირის ნარკოლოგიური
შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლება და
აღნიშნულ არჩევნებში პარლამენტის წევრად არჩეული პირის მიერ
ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენის წესი
1. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში პარლამენტის
წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის პირს არ მოეთხოვება ამ კანონით
გათვალისწინებული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა. თუ
პირი ამ მუხლის ამოქმედებამდე პარლამენტის წევრობის კანდიდატად საარჩევნო
რეგისტრაციაში არ გატარდა მხოლოდ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის
წარუდგენლობის გამო, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
ვალდებულია, ამ მუხლის ამოქმედებიდან 3 დღეში გაატაროს იგი საარჩევნო
რეგისტრაციაში.
2. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში პარლამენტის წევრად
არჩეული პირი ვალდებულია, შესაბამისი კენჭისყრის დღიდან 7 დღის ვადაში
გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება ცესკოს მიერ ამ კანონის საფუძველზე
განსაზღვრულ ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების მქონე
დაწესებულებაში და ამავე ვადაში წარუდგინოს ნარკოლოგიური შემოწმების
შესახებ ცნობა იმ საარჩევნო კომისიას, სადაც გატარდა იგი პარლამენტის წევრობის
კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაში.
3. ცესკო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ნარკოლოგიური
შემოწმების შესახებ ცნობას და საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში
პარლამენტის წევრად არჩეული პირების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ
ცნობების წარუდგენლობის თაობაზე ინფორმაციას აღნიშნული პუნქტით
გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 2 დღეში აქვეყნებს თავის ვებგვერდზე.
4. ცესკოს თავმჯდომარე ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საქართველოს პარლამენტის
2020 წლის არჩევნებში საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის დროებითი
სამანდატო კომისიისთვის გადაცემისას ახალარჩეულ პარლამენტს წარუდგენს
აღნიშნულ არჩევნებში პარლამენტის წევრად არჩეული პირების ნარკოლოგიური
შემოწმების თაობაზე ინფორმაციას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოქმედი ნორმების მიხედვით, პარლამენტის
წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის პირს მოეთხოვება ცესკოს მიერ ამავე
კოდექსის საფუძველზე განსაზღვრულ ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების
უფლების მქონე დაწესებულებაში ნარკოლოგიური შემოწმების გავლა და
საარჩევნო კომისიისთვის ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა.
თუმცა ამავდროულად გასათვალისწინებელია, რომ იმ პირების სავარაუდო
რაოდენობა, რომლებსაც საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში
პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის ნარკოლოგიური
შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა უწევთ, 9000-მდეა, რაც თავისთავად
გულისხმობს ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების მქონე შესაბამისი
დაწესებულებებისთვის ამ პირთა დიდი ნაწილის მიერ ერთდროულად მიმართვასა
და დროის კონკრეტულ მონაკვეთებში ამ დაწესებულებებში/დაწესებულებებთან
მათ თავშეყრას. ეს კი, ბუნებრივია, მეტად სარისკო და საფრთხის შემცველია ახალი
კორონავირუსით (COVID-19-ით) გამოწვეული პანდემიისა და ქვეყანაში ვირუსით
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე.
ამგვარად, წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის
2020 წლის არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის
პირს აღარ მოეთხოვება ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა, რაც
ზემოხსენებული რისკისა და საფრთხის პრევენციას განაპირობებს. თუმცა
ნარკოლოგიური შემოწმების გავლისა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ
ცნობების წარდგენის ვალდებულება კანონპროექტით ეკისრებათ საქართველოს
პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში პარლამენტის წევრად არჩეულ პირებს;
კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში
პარლამენტის წევრად არჩეული პირი ვალდებულია, შესაბამისი კენჭისყრის
დღიდან 7 დღის ვადაში გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება ცესკოს მიერ
საარჩევნო კოდექსის საფუძველზე განსაზღვრულ ნარკოლოგიური შემოწმების
ჩატარების უფლების მქონე დაწესებულებაში და ამავე ვადაში წარუდგინოს
ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა იმ საარჩევნო კომისიას, სადაც გატარდა
იგი პარლამენტის წევრობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
1
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს საკანონმდებლო
ცვლილების განხორციელებას (კანონის მიღებას).
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში
პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისას პირი თავისუფლდება
ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან,
ხოლო ამ ცნობის წარდგენის ვალდებულება ეკისრება აღნიშნულ არჩევნებში
პარლამენტის წევრად არჩეულ პირს. ეს კი ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების
უფლების მქონე შესაბამის დაწესებულებებში/დაწესებულებებთან დიდი
რაოდენობით ადამიანების თავშეყრის პრევენციასა და ახალი კორონავირუსის
(COVID-19-ის) გავრცელების მეტად სარისკო და საფრთხის შემცველი სხვადასხვა
კერების წარმოშობის თავიდან აცილებას განაპირობებს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით საქართველოს საარჩევნო კოდექსს ემატება შემდეგი შინაარსის
2031 მუხლი:
„მუხლი 2031. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში
პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისას პირის ნარკოლოგიური
შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლება და
აღნიშნულ არჩევნებში პარლამენტის წევრად არჩეული პირის მიერ
ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენის წესი
1. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში პარლამენტის
წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის პირს არ მოეთხოვება ამ კანონით
გათვალისწინებული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა. თუ
პირი ამ მუხლის ამოქმედებამდე პარლამენტის წევრობის კანდიდატად საარჩევნო
რეგისტრაციაში არ გატარდა მხოლოდ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის
წარუდგენლობის გამო, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
ვალდებულია, ამ მუხლის ამოქმედებიდან 3 დღეში გაატაროს იგი საარჩევნო
რეგისტრაციაში.
2. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში პარლამენტის წევრად
არჩეული პირი ვალდებულია, შესაბამისი კენჭისყრის დღიდან 7 დღის ვადაში
გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება ცესკოს მიერ ამ კანონის საფუძველზე
განსაზღვრულ ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების მქონე
დაწესებულებაში და ამავე ვადაში წარუდგინოს ნარკოლოგიური შემოწმების
შესახებ ცნობა იმ საარჩევნო კომისიას, სადაც გატარდა იგი პარლამენტის წევრობის
კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაში.
3. ცესკო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ნარკოლოგიური
შემოწმების შესახებ ცნობას და საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში
პარლამენტის წევრად არჩეული პირების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ
2
ცნობების წარუდგენლობის თაობაზე ინფორმაციას აღნიშნული პუნქტით
გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 2 დღეში აქვეყნებს თავის ვებგვერდზე.
4. ცესკოს თავმჯდომარე ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საქართველოს პარლამენტის
2020 წლის არჩევნებში საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის დროებითი
სამანდატო კომისიისთვის გადაცემისას ახალარჩეულ პარლამენტს წარუდგენს
აღნიშნულ არჩევნებში პარლამენტის წევრად არჩეული პირების ნარკოლოგიური
შემოწმების თაობაზე ინფორმაციას.“
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტით წარმოდგენილი კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
ნორმები, რომლებიც კანონპროექტით საქართველოს საარჩევნო კოდექსს ემატება,
გამოიყენება საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში. შესაბამისად,
ვინაიდან აღნიშნული არჩევნები დანიშნულია და კანონპროექტით წარმოდგენილი
ნორმების გამოყენება მიმდინარე და უახლოეს პერიოდებში არის საჭირო,
მიზანშეწონილია, რომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით იქნეს განხილული და
მიღებული.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
3
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე შემცირების კუთხით; კერძოდ, კანონპროექტის მიღება გამოიწვევს
ცესკოს მიერ საქართველოს საარჩევნო კოდექსის საფუძველზე განსაზღვრული
ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების მქონე დაწესებულებების 2020
წლის შემოსავლების გარკვეულწილად შემცირებას, რაც, თავის მხრივ, სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზედაც შესაბამისად აისახება.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ცესკოს მიერ საქართველოს საარჩევნო
კოდექსის საფუძველზე განსაზღვრული ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების
უფლების მქონე დაწესებულებების შემოსავლებსა და იმ პირების ფინანსურ
ხარჯებზე, რომლებსაც კანონპროექტის მიღების შედეგად ნარკოლოგიური
შემოწმების გავლა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა არ
მოუწევთ; კერძოდ, ასეთი პირების რაოდენობა სავარაუდო 9000-დან 150-მდე
შემცირდება და, ამგვარად, პარლამენტის წევრობის იმ კანდიდატებს, რომლებიც
პარლამენტის წევრად არ იქნება არჩეული, ნარკოლოგიური შემოწმების გავლა და
ამისთვის ფინანსური ხარჯის გაღება არ მოუწევთ. ეს კი, თავის მხრივ,
ზემოხსენებული დაწესებულებების 2020 წლის შემოსავლების გარკვეულწილად
შემცირებას გამოიწვევს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი (ფულადი შენატანი).
4
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ
ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
5
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვის მომზადების აუცილებლობა არ გაჩენილა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი.
6