საქართველოს მთავრობის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/502; 15.07.2020) საქართველოს კანონის პროექტების გამოთხოვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.09.2020
ავტორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#1-12819/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-14
ბიუროს ნომერი 385

📜 ტექსტი

წერილი
*GOV82000038757* GOV 8 20 00038757 11/09/2020 საქართველოს პარლამენტს როგორც თქვენთვისა ცნობილი, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარედგინა „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№27888; 15.07.2020) საქართველოს კანონების პროექტები. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული კანონპროექტები საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი იყო 2020 წლის საგაზაფხულო სესიისათვის, თუმცა მათი განხილვა და მიღება ვერ მოესწრო დადგენილ ვადებში. გამომდინარე იქედან, რომ პროექტები შეიცავდა ისეთი ნორმების ამოქმედების გადავადებას, რომლებიც ამოქმედდა 2020 წლის 1 სექტემბერს, საჭირო გახდა კანონპროექტების გადამუშავება და შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის გამოთხოვა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 სექტემბრის №1760 განკარგულების შესაბამისად, გამოვითხოვთ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს: „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია: 15.07.2020; №27888). დანართი:საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 სექტემბრის №1760 განკარგულება. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი