ინტერპელაციის წესით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათელა თურნავას საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგომა.
📋 განხილვის ეტაპები
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
8068/3-110/20
03-09-2020
საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების მინისტრს
ქალბატონ ნათელა თურნავას
ქალბატონო ნათელა,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის შესაბამისად,
ინტერპელაციის წესით გიგზავნით საპარლამენტო ფრაქციების
,,ევროპული
საქართველო",
,,ევროპული
საქართველო-მოძრაობა
თავისუფლებისთვის“,
,,ევროპული საქართველო-რეგიონების“ შეკითხვებს:
ეკონომიკის მკვეთრი შემცირების პირობებში, რაც სახეზეა ბოლო თვეების
განმავლობაში, ფიქრობთ თუ არა, რომ აუცილებელია შემცირდეს საშემოსავლო
გადასახადი, ნავთობპროდუქტებზე აქციზის ოდენობა, განულდეს 2020 წლის
ქონების გადასახადი ეკონომიკის ყველა სექტორისთვის და შეიცვალოს დღგ-ს
დაბეგვრის წესი? თუ განიხილეთ სამთავრობო გუნდთან ეს საკითხები და
რატომ არ არის შესაბამისი გადაწყვეტილება დღემდე მიღებული?
პანდემიის პირობებში, როდესაც სახელმწიფო ვალი რადიკალურად იზრდება
და სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში უარესდება,
ფიქრობთ თუ არა, რომ სასწრაფოდ შესამცირებელია ბიუროკრატიული
ხარჯები და არაეფექტური სახელმწიფო პროგრამები?
რატომ ეთქვა უარი აგვისტოსა და სექტემბერში 16 ტურისტულ ჩარტერულ
რეისს ლიეტუვიდან და ესტონეთიდან - ისევე როგორც სხვა ტურისტულ
ჩარტერებს საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებული
ქვეყნებიდან?
რითია განპირობებული საქართველოს მოქალაქეების იძულებით ორკვირიან
კარანტინში მოთავსება მაშინაც კი, თუკი ისინი ქვეყანაში ბრუნდებიან
საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან,
მაშინ როცა ამ ქვეყნების მოქალაქეებს მსგავსი კარანტინის გავლა არ
მოეთხოვებათ, მათ შორის იმ შემთხვევებში, როცა საქმე გვაქვს ერთი ოჯახის
წევრებთან?
რითია განპირობებული ის, რომ საქართველოს მთავრობას უსაფრთხო
ქვეყნების სიაში არ შეყავს საბერძნეთი, პოლონეთი და სხვა ქვეყნები, რომელთა
მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებული ეპიდემიოლოგიური სურათი
მნიშვნელოვნად უკეთესია უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანილ ქვეყნებთან
შედარებით?
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
რითია გამოწვეული უსაფრთხო ქვეყნებში რეგულარული ფრენების, მათ შორის
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის ფრენაზე ნებართვაზე უარის თქმა,
როცა მსგავსი ავიაკომპანიები ამატებენ ახალ რეისებს კარგი ეპიდსიტუაციის
მქონე ქვეყნებში, მაგალითად ბალტიის ქვეყნებში?
პასუხებს ზემოაღნიშნულ შეკითხვებზე, რეგლამენტის შესაბამისად, ვითხოვთ
მიმდინარე წლის 18 სექტემბერს.
პატივისცემით,
ფრაქციის თავმჯდომარე
გიორგი წერეთელი
ფრაქციის თავმჯდომარე
ოთარი კახიძე
ფრაქციის თავმჯდომარე
გიორგი ღვინიაშვილი
წერილი
9/18/2020
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
KA020173723844720
საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრი
MINISTER OF ECONOMY
AND SUSTAINABLE
DEVELOPMENT OF GEORGIA
0114 თბილისი, სანაპიროს 2
Tel.: (+995 32) 2 99 11 05
2, Sanapiro str., 0114 Tbilisi, Georgia
Tel.: (+995 32) 2 99 11 11
18 / სექტემბერი / 2020 წ.
№ 14/6280
საქართველოს პარლამენტის წევრებს,
ბატონ გიორგი წერეთელს;
ბატონ ოთარ კახიძეს;
ბატონ გიორგი ღვინიაშვილს;
თქვენი 2020 წლის 3 სექტემბრის (N8068/3-110/20) წერილის პასუხად გიგზავნით, ინტერპელაციის წესით
დასმულ შეკითხვებზე პასუხებს:
1. მწვავე ეკონომიკური კრიზისის დროს, რატომ არ შეამცირეთ საშემოსავლო გადასახადი და
ნავთობპროდუქტებზე აქციზის ოდენობა? რატომ არ გაანულეთ 2020 წლის ქონების გადასახადი ეკონომიკის
ყველა სექტორისთვის? რატომ არ შეცვალეთ დღგ -ს დაბეგვრის წესი?
ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, შესაბამისად ნებისმიერი
შეღავათი თუ დახმარება დანახული უნდა იყოს ფისკალური ეფექტის ჭრილში. მსოფლიო ეკონომიკური
კრიზისის ფონზე, საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანაა, ქვეყანაში არსებული გამოწვევების
გამკლავება, მიზნობრივი და ეფექტიანი ღონისძიებებით, მათ შორის ეფექტიანი ფისკალური პოლიტიკის
გატარებით. შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის ზოგადად შემცირება, ვერ იქნება მიზნობრივი და
ორიენტირებული კრიზისის შედეგად დაზარალებულ ჯგუფებზე, რაც არაეფექტიან ფისკალურ ხარჯს
წარმოადგენს.
საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა არის მკაცრად მიზნობრივი და კარგად გათვლილი.
ამასთან, მიზნობრივია ის საგადასახადო შეღავათები, რომელიც ხელისუფლებამ დაუწესა სწორედ იმ
პირებს და დარგებს, ვინც ამას ყველაზე მეტად დაზარალდა კრიზისის შედეგად.
·
ანტიკრიზისული ღონისძიებების ფარგლებში, ძირითადი აქცენტი გაკეთდა იმ პირებზე ვინც პანდემიის
პირობებში შემოსავალი დაკარგა. აღნიშნულ პირებზე 6 თვის მანძილზე პროპორციულად გაიცემა 1200
ლარის დახმარება.
·
მათთვის ვისაც სამსახურის დაკარგვა ემუქრებოდა, მათი ხელფასი 750 ლარამდე გათავისუფლდა
საშემოსავლო გადასახადისგან. ეს ვრცელდება 1500 ლარამდე შემოსავლის მქონე ჩვენს მოქალაქეებზე, იმ
შემთხვევაში თუ კომპანიები შეინარჩუნებდნენ ამ თანამშრომლებს. შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიება
არის მიზნობრივი და სწორედ დასაქმებისა და მოსახლეობისთვის რეალური შემოსავლების
შენარჩუნებისკენ არის მიმართული.
·
ქონების გადასახადისაგან საერთოდ გათავისუფლდა და საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლომდე
გადაუვადდა ყველაზე მეტად დაზარალებულ ტურიზმის სექტორს;
მთლიანობაში, მიზნობრივი საგადასახადო შეღავათების შედეგად ეკონომიკაში დარჩა 300 მილიონამდე
ლარის რესურსი, რომელიც სამუშაო ადგილების შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
შეთავაზება საშემოსავლო გადასახადის შემცირების შესახებ ყველასათვის, ისევე როგორც 2020 წელს
ქონების გადასახადის საერთოდ განულება ყველა დარგისთვის, პირველ შემთხვევაში არ წარმოადგენს
მიზნობრივ და კრიზისის შედეგად დაზარალებულ ჯგუფებზე ორიენტირებულ ნაბიჯს, ხოლო მეორე
შემთხვევაში - ეფექტიანს. გარდა იმისა, რომ ბიუჯეტს აკლდება მნიშვნელოვანი შემოსავალი, გაუგებარია
რატომ არ უნდა გადაიხადონ ასეთ კრიტიკულ დროს გადასახადი იმ დარგებმა, ვინც პანდემიის პირობებში
შეუფერხებლად მუშაობდა.
მთლიანობაში თქვენი პოლიტიკური ძალის მიერ შემოთავაზებული საგადასახადო შეღავათები
სახელმწიფო ბიუჯეტს 4 მლრდ ლარის გარეშე დატოვებს ანუ კარგად რომ წარმოვიდგინოთ, ეს ბიუჯეტის
ერთი მესამედია.
აქვე შეგახსენებთ, რომ საგადასახადო ტვირთის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა და
ეს არის მსოფლიო ბანკის შეფასება. მათ შორის, საქართველოში არსებული საშემოსავლო გადასახადის
განაკვეთი არის მნიშვნელოვნად ნაკლები ვიდრე ევროპის (31%), ევროკავშირის (37%), OECD ქვეყნების
(41%) საშუალო საგადასახადო განაკვეთთან შედარებით. ამასთან, მიუხედავად იმისა რომ ევროპის
file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/023357a9-5223-44b9-aced-dfb09137c5e3.html
ზ
რ
ნ შ
შ მ
ნ
ნ
ბ
რ
ნ შ
რ ბ
1/5
9/18/2020
ზოგიერთ
საქართველოს
ეკონომიკისა
და მდგრადი
განვითარების
მინისტრი
ქვეყანაში საშემოსავლო
გადასახადის
განაკვეთი
ნაკლებია
საქართველოსთან
შედარებით,
მათთან
ასევე
მოქმედებს
სოციალური
გადასახადი
როგორც
დასაქმებულებისთვის
ასევე
დამსაქმებლებისთვის (უნგრეთი - 15% საშემოსავლო, 18.5% სოციალური გადასახადი დასაქმებულებისთვის;
ბოსნია და ჰერცოგოვინა - 10% - საშემოსავლო, 31% სოციალური გადასახადი დასაქმებულებისთვის და ა.შ);
2. პანდემიის პირობებში, როდესაც სახელმწიფო ვალი რადიკალურად იზრდება და სოციალური და
ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში უარესდება, ფიქრობთ თუ არა, რომ სასწრაფოდ შესამცირებელია
ბიუროკრატიული ხარჯები და არაეფექტური სახელმწიფო პროგრამები?
ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები სწორედაც რომ ქართული
ოცნების ხელისუფლების დროს გადაიდგა.
ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში სახელმწიფო ბიუჯეტში მშპ-თან მიმართებით მიმდინარე
ხარჯები ძალიან მნიშვნელოვნად შემცირდა, მათ შორის შრომის ანაზღაურებისა და საქონლისა და
მომსახურების ხარჯების წილი, და პირიქით, გაიზარდა განათლებაზე, ჯანდაცვასა და სოციალურ დაცვაზე
გაწეული ხარჯების წილი.
კერძოდ, ნაერთი ბიუჯეტის სახელფასო ხარჯის მშპ-თან მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოს
მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე დაბალი ბიუროკრატიული ხარჯი აქვს. უფრო კონკრეტულად კი,
საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა (სინგაპურის შემდეგ) ბიუროკრატიული ხარჯების სიმცირით.
საქართველოს მთავრობა, ბიუროკრატიული ხარჯების მსოფლიოში თითქმის ყველაზე უფრო დაბალი
დონით, წარმატებით ახერხებს სწორი ბალანსის შენარჩუნებას და ეფექტიანი საჯარო სამსახურების ყოლას,
რაც ასევე დასტურდება არაერთი საერთაშორისო რეიტინგით (მსოფლიო ბანკის Doing Business, TRACE-ის
რეიტინგის მიხედვით საქართველო პირველ ადგილზეა იმ კომპონენტში, რომელიც ასახავს ყველაზე
ნაკლებ შეხებას ბიზნესსა და ბიუროკრატიას შორის და სხვა).
აღნიშნული პროგრესი უფრო თვალსაჩინოდ ციფრებში რომ გამოვხატოთ: 2019 წელს ბიუჯეტის მიმდინარე
ხარჯებმა მშპ-ს 21% შეადგინა (აღნიშნული მაჩვენებლები 2012 წელს 24%-მდე იყო), მათ შორის შრომის
ანაზღაურება 3.6%, ხოლო საქონელი და მომსახურება 3.3% იყო (2012 წელს შრომის ანაზღაურების წილი მშპსთან მიმართებით - 4.4% ხოლო, საქონელი და მომსახურების - 4.8% იყო). შემცირდა საერთო დანიშნულების
სახელმწიფო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების წილიც, რაც სახელმწიფო აპარატის შენახვის და ვალის
ხარჯებს მოიცავს და 2019 წელს 2.8% შეადგინა (2012 წელს 3.4% იყო).
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ბიუროკრატიული ხარჯების მიხედვით მსოფლიოში ერთერთ ყველაზე
დაბალ მაჩვენებელს ინარჩუნებს და მომავალშიც შეინარჩუნებს, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს
რომ პენსიები გაიზარდოს შეუქცევადად (ინდექსაციის კანონი უკვე ძალაშია), ასევე გაიზარდოს
მასწავლებლების, ჯარისკაცების და პოლიციელების ხელფასები.
ამასთან, პერმანენტულად მიმდინარეობს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების მიზნობრიობის და
ეფექტიანობის ზრდა და ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა. საქართველოს მთავრობა ახორციელებს
მიზნობრივ პროგრამებს, რაც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდისკენ არის მიმართული.
აღნიშნული პროგრამების ეფექტიანობა ნათლად დადასტურდა უკვე მიღწეული შედეგებით მცირე და
საშუალო ბიზნესის განვითარების, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების და ახალი სამუშაო
ადგილების შექმნის მიმართულებით.
აღსანიშნავია OECD-ის შეფასება - „მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ინდექსი - 2020“ - რომლის
თანახმად, საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.
ამასთან, საქართველომ რეიტინგის 12 კომპონენტიდან 12-ვე კომპონენტში გაიუმჯობესა მდგომარეობა,
რაც უპრეცენდენტოა, ხოლო რეიტინგის 9 კომპონენტში უმაღლესი ქულა მიიღო.
მნიშვნელოვნად გაიზარდა მცირე და საშულო ბიზნესის ხელმისაწვდომობა ფინანსებზე, რაც სახელმწიფო
პროგრამებისა და მოგების გადასახადის რეფორმის შედეგია. 2019 წლის მონაცემებით მცირე და საშუალო
ბიზნესზე გაცემული სესხები საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელში 25%-ს შეადგენს, 2013 წელს 20%
იყო. მაღალია აქტივების ხარისხიც მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემულ სესხებზე და უმოქმედო სესხების
წილი მხოლოდ 4.9%-ს შეადგენს. ამასთან, მნიშვნელოვნად შემცირდა საპროცენტო განაკვეთების მცირე და
საშუალო ბიზნესზე გაცემულ სესხებზე, რაც პირველ რიგში სახელმწიფო პროგრამების შედეგია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ, პანდემიის მიუხედავად შეინარჩუნა ბიუჯეტის კაპიტალურ
ხარჯები წილი 8%-ის დონეზე, რაც მსოფლიოში ერთერთი მაღალი მაჩვენებელია.
რაც შეეხება სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობას მაგალითები ბევრია. პროგრამა „აწარმოე
საქართველოში“, რომლის საშუალებითაც 2014 წლიდან დღემდე მხარი დაეჭირა 600-ზე მეტ ქართულ
საწარმოს, მცირე სასტუმროს, შეიქმნა დამატებით 34 000 სამუშაო ადგილი, 6000-ზე მეტ ოჯახს მიეცა მცირე
გრანტები მიკრომეწარმეობისთვის. ამასთან, სამწლიანი გაზიფიკაციის პროგრამის ფარგლებში
გაზიფიცირდა - 400 ქალაქი და სოფელი, სადაც ისტორიულად არასოდეს ყოფილა გაზი; უშუქო სოფლების
განათების პროგრამის ფარგლებში ელ. ენერგია მიეწოდა - 47 დასახლებულ პუნქტს, სადაც არასოდეს
ყოფილა ელექტროენერგია. ამასთან განხორციელდა 2,200 კილომეტრი გზების რეაბილიტაცია, 267
კილომეტრი ჩქაროსნული მაგისტრალის გაყვანა, აშენდა და რებილიტირდა 218 ახალი და 291 არსებული
ხიდი და ა.შ
3. რატომ ეთქვა უარი აგვისტოსა და სექტემბერში 16 ტურისტულ ჩარტერულ რეისს ლიეტუვიდან და
ესტონეთიდან - ისევე როგორც სხვა ტურისტულ ჩარტერებს საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხოდ
გამოცხადებული ქვეყნებიდან?
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილებით, ახალი
კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით შეჩერებული იქნა რეგულარული
საჰაერო მიმოსვლა. გამონაკლისის სახით დაშვებულ იქნა შეზღუდული რაოდენობით მხოლოდ
file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/023357a9-5223-44b9-aced-dfb09137c5e3.html
მწ
მ
რ
ბ
რ ბ
პ
რ
ჩ რ
რ
რ
ბ
შ
რ
ბ
რ
2/5
9/18/2020
სახელმწიფოს
საქართველოს
ეკონომიკისა
და მდგრადი რეისების
განვითარებისშესრულება
მინისტრი
მიერ სუბსიდირებული
სპეციალური
ჩარტერული
საქართველოს
მოქალაქეების უკან დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით.
მ.წ. ივნისის თვიდან კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების საფუძველზე დაშვებულ იქნა
რიგი კომერციული ჩარტერული რეისები. საქართველოს მთავრობის 2020 წ. 23 მაისის N322 დადგენილებაში
შეტანილი ცვლილებით მ.წ. 13 ივლისიდან შეზღუდვა მოიხსნა იმ პირდაპირ რეგულარულ რეისებზე,
რომლებიც სრულდება მიუნხენის, პარიზისა და რიგის აეროპორტებიდან თბილისის საერთაშორისო
აეროპორტის მიმართულებით. აღნიშნულის შედეგად მ.წ. აგვისტოდან პირდაპირი რეგულარული ფრენების
შესრულება დაიწყეს ავიაკომპანია ,,ლუფთანზამ“ მიუნხენი-თბილისის, ავიაკომპანია ,,ეარ ფრანსმა“
პარიზი-თბილისის და ავიაკომპანია „ეარ ბალტიკმა“ რიგა-თბილისის მიმართულებებით. ამასთან, ივლისიაგვისტოს პერიოდში გაგრძელდა სხვადასხვა მიმართულებებით როგორც კომერციული ჩარტერული, ასევე
სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული (მათ შორის ქართველი სტუდენტების ევროპის სხვადასხვა ქალაქებში
გადაყვანის
მიზნით)
ჩარტერული
ფრენების
შესრულება
ეპიდემიოლოგიური
მდგომარეობის
გათვალისწინებით. სულ მ.წ. ივნისი-აგვისტოს თვეებში შესრულდა დაახლოებით 140-მდე რეისი, ხოლო
სექტემბრის თვეში დაგეგმილია 91 ფრენა, ანუ აღდგენის პროცესი სახეზეა.
გიდასტურებთ, რომ ესტონეთიდან და ლიეტუვადან ტურისტული ჩარტერების განხორციელებაზე ინტერესი
ნამდვილად არსებობდა ტურისტული კომპანიების მხრიდან, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ
აგვისტოში ჩვენ ვხსნიდით რამდენიმე მიმართულებით რეგულარულ რეისს, რომელსაც ნაცვალგების
პრინციპის გათვალისწინებით ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე საშუალება მიეცა შემოეყვანა მგზავრები.
მიუხედავად უსაფრთხო ქვეყნის სტატუსისა, აღნიშნული ინიციატივა მცირედ რისკს მაინც შეიცავდა.
შესაბამისად, მიდგომა იყო რისკების შეფასების შედეგად შემუშავებული და პრიორიტეტი მიენიჭა პირველ
ეტაპზე რეგულარული რეისების აღდგენას იმ ტრადიციული რეგიონალური ჰაბებიდან, რომელნიც
თბილისის
აეროპორტის
მიმართულებით წლებია
ახორციელებდნენ
ფრენებს.
ასეთ ჰაბად
ბალტიისპირეთში ჩამოყალიბდა რიგის აეროპორტი, რომელიც სამივე ბალტიისპირეთის ქვეყნიდან
მომავალ მგზავრებს მოემსახურებოდა. ხოლო ევროპაში ასეთ ჰაბებად შერჩეულ იქნა მიუნჰენი და პარიზი
რეგულარული ფრენებისთვის, ასევე ვენა, ამსტერდამი და ბერლინი ჩარტერული ფრენებისთვის.
ჩვენს მთავარ მიზანს ასევე წარმოადგენდა რომ უკვე გახსნილი მიმართულება მაქსიმალურად არ
გამხდარიყო თავიდან დასახური, რაც სერიოზულ დისკომფორტს შეუქმნიდა პირველ რიგში მგზავრებს და
შემდეგ უკვე კომპანიებს. მსგავსი მაგალითები უკვე გვაქვს ევროპაში და იმავე ბალტიისპირეთში, სადაც
გარკვეული შეზღუდვები ისევ აამოქმედეს და ე.წ. ,,Baltic bubble” კონცეფცია აღარ მუშაობს.
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება კომერციულ ჩარტერულ რეისებთან
დაკავშირებით ეფუძნებოდა საქართველოში, ისევე როგორც მეორე ქვეყნებში არსებულ ეპიდემიოლოგიურ
მდგომარეობას.
კარგად მესმის რაოდენ მტკივნეულია საქართველოს მოქალაქეებისთვის მობილობის თუნდაც დროებითი
შეზღუდვა, მას შემდეგ რაც 2017 წელს ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქვეყანამ მიიღო
ვიზალიბერალიზაცია, მას შემდეგ რაც შემოვიყვანეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპაბიები და მოგზაურობა
ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის ჩვეულებრივ საქმედ იქცა. მაგრამ დღეის
გადმოსახედიდან, როდესაც როგორც საქართველოში ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში კვლავ იზრდება
ინფიცირებულთა რიცხვი, აბსოლუტურად გამართლებულია ფრენებზე შეზღუდვების ასეთი ეტაპობრივი და
ფრთხილი მოხსნა, რადგან ეს პერიოდი დაემთხვა ქვეყანაში გაზრდილ მობილობას, შიდა ტურიზმის
გააქტიურებას, ბიზნესების საქმიანობის სრულფასოვან აღდგენას. ეს ყველაფერი თავისთავად იყო და
რჩება ეპიდემიოლოგიურ გამოწვევად და ასეთ დროს ქვეყანაში შემომავალი ვიზიტორების სახით ეპიდ
რისკების უკონტროლო ზრდა რა თქმა უნდა, სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იქნებოდა.
4. რითია განპირობებული საქართველოს მოქალაქეების იძულებით ორკვირიან კარანტინში მოთავსება
მაშინაც კი, თუკი ისინი ქვეყანაში ბრუნდებიან საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხოდ
გამოცხადებული ქვეყნებიდან, მაშინ როცა ამ ქვეყნების მოქალაქეებს მსგავსი კარანტინის გავლა არ
მოეთხოვებათ, მათ შორის იმ შემთხვევებში, როცა საქმე გვაქვს ერთი ოჯახის წევრებთან?
სწორედ მაშტაბური კარანტინების დროულად დაწესების შედეგად საქართველომ შეძლო პანდემიის
პირველივე ეტაპზე შეეკავებინა ვირუსის უკონტროლო გავრცელება და ამ პროგრამის წარმატება
აღიარებულია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების და უცხო ქვეყნის მთავრობების მიერ.
დღევანდელი მონაცემებით კარანტინი გაიარა 70 000-ზე მეტმა ადამიანმა და ამ პროგრამაში სხვადასხვა
დროს ჩართული იყო საქართველოს 150-მდე სასტუმრო. თუმცა, მსოფლიოს მოწინავე ეპიდემიოლოგების
დასკვნების და საერთაშორის საუკეთესო გამოცდილებას შესაბამისად, რაც თანდათან დაგროვდა,
ეტაპობრივად ვამცირებთ კარანტინის ხანგრძლივობას და შეძლებისდაგვარად ვანაცვლებთ
თვითიზოლაციით. სავალდებულო კარანტინი უკვე 8 დღიანია 14 დღის ნაცვლად.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს ვისაც უწევთ კარანტინის გავლა უსაფრთხო ქვეყნების
მოქალაქეებისგან განსხვავებით, აქაც მხედველობაში იქნა მიღებული პირველ რიგში ეპიდემიოლოგების
რეკომენდაციები, რადგან ახალი კორონავირუსი ხასიათდება მაღალი გავრცელებით, ხოლო
საქართველოში დაბრუნებულ ჩვენს მოქალაქეებს გააჩნიათ გაცილებით მეტი სოციალური, ნათესაური,
სამსახურებრივი კავშირი, რაც ზრდის ვირუსის გადაცემის რისკებს და შესაბამისად ამ შემთხვევაში რისკები
უფრო მაღალია მოკლევადიან უცხოელ ვიზიტორთან შედარებით. ასევე, ვინაიდან ბოლო დროს
მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვი უფრო სწრაფად იზრდება, საქართველოს მთავრობამ მიიღო
გადაწყვეტილება გაემკაცრებინა მოთხოვნები ე.წ. მწვანე ქვეყნების მოქალაქეების მიმართაც და
შესაბამისად მათაც მოეთხოვებათ სავალდებულო პისიარ ტესტირების გავლა. სწორედ ასეთი ფრთხილი
მიდგომა და რისკების გადაზღვევის მექანიზმები გვაძლევს შესაძლებლობას ეტაპობრივად გავხსნათ
საზღვრები.
ამასთან, უცხოელი ტურისტების გადაადგილების მონიტორინგი გაცილებით უფრო მარტივია, მისი ვიზიტის
გაცხადებული მიზნებიდან და ლოკაციებიდან გამომდინარე და შესაბამისად მისი კონტაქტებიც იოლად
დასადგენია. აღნიშნული ბევრად რთულია საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში, რომლის სოციალური
კონტაქტებიც ბევრად ვრცელია და გადაადგილებაც ქვეყნის მასშტაბით შეუზღუდავი.
დღეს ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ამ პროცესის მინიმალური რისკებით მართვა. რათა მაქსიმალურად
ავიცილოთ თავიდან ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობას, ასევე ქვეყნის ეკონომიკას.
file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/023357a9-5223-44b9-aced-dfb09137c5e3.html
3/5
9/18/2020
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
5. რითია განპირობებული ის, რომ საქართველოს მთავრობას უსაფრთხო ქვეყნების სიაში არ შეყავს
საბერძნეთი, პოლონეთი და სხვა ქვეყნები, რომელთა მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებული
ეპიდემიოლოგიური სურათი მნიშვნელოვნად უკეთესია უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანილ ქვეყნებთან
შედარებით?
პირველ ეტაპზე, საქართველომ სახელმწიფო საზღვარი უპირობოთ გახსნა იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც
ჩვენ მივაღწიეთ ორმხრივ შეთანხმებას ნაცვალგების პრინციპით მოგზაურობის შესახებ. ქვეყნების შერჩევა
კომპლექსურად მოხდა, რამოდენიმე ფაქტორის ერთობლიობის გათვალისწინებით, როგორიცაა:
პირდაპირი საჰაერო წვდომა, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, სხვა ქვეყნებთან არსებული
მიმოსვლა და სხვა. ყველა ამ ფაქტორის ერთობლივად განხილვის შედეგად,
იმ კონკტერული
მომენტსისთვის შერჩეულ იქნა ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან 5 ქვეყნა (გერმანია,
საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა). (მაგალითისთვის პოლონეთის შემთხვევაში ერთ-ერთ
შემაფერხებელი ფაქტორი იყო ის გარემოება, რომ პოლონეთს არსებული მომენტისთვის საზღვარი
გახსნილი ქონდა უკრაინასთან, საიდანაც ქვეყანაში ხდებოდა მუშახელის შედინება, თავის მხრივ
უკრაინაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იყო საკმაოდ რთული, ამდენად, პოლონეთი თავად დგებოდა
რისკის ქვეშ. ხოლო, საბერძნეთის შემთხვევაში, ტურისტებისთვის საზღვრების გახსნამ უფრო დაამძიმა
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ქვეყანა ხელახალი შეზღუდვების დაწესების წინაშე
დააყენა.) დამატებითი ქვეყნების განხილვა არსებული მდგომარეობის დაკვირვებას ეფუძნება. ვინაიდან
მდგომარეობა გლობალურად ძალიან სწრაფად იცვლება, წინასწარ პროგნოზირება საკმაოდ რთულია.
ამდენად, ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ დაკვირვებას მიმდინარე მოვლენებზე და ჩვენ უმთავრეს ამოცანას
ამ პროცესის მინიმალური რისკებით მართვა წარმოადგენს, რათა მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან
ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობას, ასევე - ქვეყნის ეკონომიკას.
ზემოაღნიშნულმა გადაწყვეტილებამ საკმაოდ ეფექტურად იმუშავა და მინიმუმამდე დაიყვანა ვირუსის
იმპორტირების შემთხვევები. თუმცა, საკმაოდ მაღალია შიდა გავრცელების შემთხვევები, რაც თავისთავად
მობილობის გაზრდამ გამოიწვია. აღნიშნული სიტუაცია პროგნოზირებადი იყო და სწორედ ამ საფრთხის
მინიმუმამდე დაყვანის მიზნით იქნა გადაწყვეტილება მიღებული საქართველოს მოქალაქეებთან
მიმართებაში - ქვეყანაში შემოსვლისას გაიარონ სავალდებულო კარანტინი, იმ პერიოდით, როდესაც ისინი
არიან ვირუსის გავრცელების მაღალ რისკ ჯგუფში.
მიუხედავად ყველა შეზღუდვისა, უფრო სწორედ კი ამ ფრთხილი პოლიტიკის გამო საქართველოს
ტურიზმის მომავალს არათუ არ მიადგა ზიანი, დღეს საქართველო პოზიციონირებს როგორც უსაფრთხო,
მიმზიდველი და დიდი ტურისტული მომავლის მქონე ქვეყანა და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება. ამ
დღეებში საქართველო მასპინძლობს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მინისტერიალს, რომელსაც 15
ქვეყნის ტურიზმის მინისტრები და დარგის ხელმძღვანელები ესწრებიან და სწორედ თბილისიდან აწვდიან
მთელს მსოფლიოს ამ გზავნილს - საქართველო არის მწვანე, უსაფრთხო, გლობალურ ტურისტულ რუკაზე
ღირსეული ადგილის მქონე ქვეყანა.
6. რითია გამოწვეული უსაფრთხო ქვეყნებში რეგულარული ფრენების, მათ შორის დაბალბიუჯეტიანი
ავიაკომპანიებისთვის ფრენაზე ნებართვაზე უარის თქმა, როცა მსგავსი ავიაკომპანიები ამატებენ ახალ
რეისებს კარგი ეპიდსიტუაციის მქონე ქვეყნებში, მაგალითად ბალტიის ქვეყნებში?
მსოფლიოში COVID 19-ით გამოწვეული შეზღუდვების შედეგად სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრია
უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დადგა: ფაქტიურად 0-მდე იქნა დაყვანილი რეგულარული
საერთაშორისო და შიდა სამგზავრო საჰაერო მიმოსვლა. შეზღუდვებმა ხაზგასმით დიდი ზიანი მიაყენა
ავიაკომპანიებს, რაც შესაბამისად აისახება ყველა დამხმარე საწარმოზე.
საქართველოს მთავრობა პირველ რიგში დაინტერესებულია აღდგეს საჰაერო ფრენების ის ნაკადი, რაც
მიღწეულ იქნა პანდემიის გავრცელებამდე. სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით გატარებული
ლიბერალური პოლიტიკის საფუძველზე 2005-2019 წლებში საშუალო წლიურმა ზრდამ 18,8% შეადგინა. 2019
წლის ბოლოს საქართველოს ავიაბაზარზე დაახლოებით 50-მდე ავიაკომპანია ოპერირებდა. როდესაც
ვსაუბრობთ საქართველოში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების საქმიანობაზე, მართებულია ვახსენოთ
რომ, სწორედ ჩვენი სახელისუფლებო გუნდის პირობებში და ჩვენი პოლიტიკის შედეგად საქართველოში
შესაძლებელი გახდა 2016 წელს ვიზეარის შემოსვლა, რომელმაც 2019 წელს განაცხადა მიმართულებების
გაორმაგების შესახებ, ხოლო ასევე გასულ წელს - მსოფლიოს დაბალბიუჯეტიანი გიგანტი ავიაკომპანიის
რაინეარის შემოსვლა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამისი უწყებები განაგრძობენ აქტიურ
მუშაობას და მოლაპარაკებებს ყველა დაინტერესებულ ავიაკომპანიასთან. რაც შეეხება დაბალბიუჯეტიან
სეგმენტს, აქაც გასათვალისწინებელია ის ფრთხილი მიდგომა რამაც პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეული
შედეგები
განაპირობა.
მიუხედავად
აღნიშნულისა
კომპანიებთან
ინტენსიური
კომუნიკაცია
შენარჩუნებულია. იმ ეტაპისთვის მაგალითად ავიაკომპანია ,,ვიზ ეარის” მიერ შემოთავაზებული სქემა ფრენების პაკეტი 10 მიმართულებით, კვირაში 20 სიხშირეზე მეტი ფრენა, გახლდათ სარისკო
ეპიდსიტუაციის და საკარანტინო სივრცეების გათვალისწინებით. გაცნობებთ, რომ ,,ვიზ ეართან“ ამ ეტაპზე
ვაწარმოებთ აქტიურ დიალოგს, რომ ნაცვლად შემოთავაზებული პაკეტური გახსნისა, ფრენები
აღვადგინოთ ეტაპობრივად. მოლაპარაკებების შედეგებსაც სულ მალე მოგახსენებთ როგორც თქვენ, ასევე
საზოგადოებას.
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება მიღებულ იქნა და მომავალშიც
მიღებულ იქნება ქვეყანაში, ისევე როგორც გლობალურად არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის
გათვალისწინებით.
პატივისცემით,
file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/023357a9-5223-44b9-aced-dfb09137c5e3.html
4/5
9/18/2020
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მინისტრი
file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/023357a9-5223-44b9-aced-dfb09137c5e3.html
ნათელა თურნავა
5/5