„საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
09.09.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი
ნომერი
#07-3/492/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-14
ბიუროს ნომერი 385

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 221-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 29 თებერვლის №5778-Iს დადგენილება „საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს შესახებ“. 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თბილისი, 2020 წლის ... 1 დამტკიცებულია საქართველოს პარლამენტის 2020 წლის ... ... დადგენილებით საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო 1. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო (შემდგომ − ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო) არის საქართველოს პარლამენტთან მოქმედი ორგანო, რომელიც არეგულირებს საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებსა და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, ამ დებულებითა და სხვა სათანადო სამართლებრივი აქტებით. 3. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს აქვს ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში, საკუთარი ბეჭედი და ბლანკი. თავი II ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებები მუხლი 2. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ძირითადი ფუნქციები ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ძირითადი ფუნქციებია: ა) საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება; ბ) საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების შესახებ წინადადებების შემუშავება; გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების სიმბოლოების შექმნასა და მათი გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციების შემუშავება; დ) სახელმწიფო ცერემონიის, ოფიციალური ღონისძიებისა და სამხედრო აღლუმის მოწყობისას საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებისა და სხვა 2 ჰერალდიკური ნიშნების გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციებისა და დასკვნების გაცემა; ე) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა ჰერალდიკური ნიშნების, საქართველოს სახელმწიფო სამხედრო და სპეციალურ უწყებათა სპეციალური ფორმის ტანსაცმლისა (უნიფორმებისა) და განმასხვავებელი ნიშნების, უწყებრივი ჯილდოების, დროშების ერთობლიობისა და ემბლემების შექმნასა და მათი გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციებისა და დასკვნების გაცემა; ვ) საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება. მუხლი 3. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს უფლებამოსილებები ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო უფლებამოსილია: ა) თავისი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების შესასრულებლად მიიღოს საჭირო მომსახურება მეცნიერებისა და სპეციალისტებისგან, კანონის შესაბამისად გამოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია ხელისუფლების ორგანოებიდან, საჯარო დაწესებულებებიდან, თანამდებობის პირებისგან, ორგანიზაციებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან; ბ) შექმნას და მართოს საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებისა და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების რეესტრი, რომელშიც აღირიცხება აღნიშნული სიმბოლოები, მათი აღწერილობები, ტექნიკური მონაცემები, დამზადებული ერთეულების რაოდენობა და სხვა სათანადო ინფორმაცია; გ) ჰქონდეს და მართოს საკუთარი ვებგვერდი; დ) მოახდინოს საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებისა და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების პოპულარიზაცია; ე) ჰერალდიკის საკითხებში მოაწყოს გამოფენები, გამართოს სემინარები და კონფერენციები; ვ) უზრუნველყოს საქართველოსთან დაკავშირებული ისტორიული, კულტურული ან/და სახელმწიფო მნიშვნელობის ჰერალდიკური ნიმუშებისა და სიმბოლოების, ღირებული მხატვრული შინაარსის მქონე ჰერალდიკური ნიშნების შეგროვება და გამოფენა; ზ) ჰერალდიკის საკითხებზე გამოსცეს ლიტერატურა; თ) შეიმუშაოს ჰერალდიკური ნიმუშების მხატვრული სახე. თავი III ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სტრუქტურა მუხლი 4. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თანამდებობის პირები ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თანამდებობის პირები არიან: ა) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე; ბ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; გ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სამსახურის უფროსი. მუხლი 5. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე 3 1. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელობს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე. მას თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. 2. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად: ა) წარმართავს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საქმიანობას, კოორდინაციას უწევს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, პასუხისმგებელია მათ მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებისთვის; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სახელით დებს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს და აფორმებს მემორანდუმებს; გ) წარმოადგენს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს და მოქმედებს მისი სახელით ხელისუფლების ორგანოებთან, საჯარო დაწესებულებებთან, თანამდებობის პირებთან, ორგანიზაციებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში; დ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს) სასამართლოებში; ე) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საშტატო ნუსხას; ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საჯარო მოსამსახურეებს, განსაზღვრავს მათ უფლება-მოვალეობებს და ამტკიცებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საჯარო მოხელეთა სამუშაო აღწერილობებს; ზ) ამტკიცებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს შინაგანაწესს; თ) წაახალისებს და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს უფარდებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საჯარო მოსამსახურეებს; ი) განკარგავს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ფინანსურ სახსრებსა და სხვა ქონებას, წარმართავს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საფინანსო საქმიანობას, პასუხს აგებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისთვის; კ) საქართველოს პარლამენტს 1 მაისამდე წარუდგენს მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადების პროექტს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ; ლ) ახორციელებს სათანადო ღონისძიებებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისთვის; მ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 6. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე 1. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და 4 თანამდებობიდან ათავისუფლებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე. 2. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე: ა) ასრულებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში; ბ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 7. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სამსახურის უფროსი 1. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე. 2. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს შესაბამის სამსახურს, კოორდინაციას უწევს მის საქმიანობას; ბ) ადგენს წლიურ და პერსპექტიულ სამუშაო გეგმებს; გ) ახორციელებს ამ დებულებითა და სამსახურის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სამსახურის უფროსი გაწეული საქმიანობისათვის, მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების მუშაობისათვის პასუხისმგებელია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის წინაშე. მუხლი 8. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საჯარო მოსამსახურეები 1. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში დასაქმებული არიან საჯარო მოხელეები და სხვა საჯარო მოსამსახურეები. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ საქართველოს კანონმდებლობით, მათი სამუშაო აღწერილობებითა და შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მოვალეობებს. 2. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საშტატო ნუსხას ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. მუხლი 9. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სტრუქტურული ერთეულები 1. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სტრუქტურული ერთეულები, მათი ხელმძღვანელობა და სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები განისაზღვრება ამ დებულებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც სტრუქტურული ერთეულის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე. 2. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სტრუქტურული ერთეულებია: ა) დიზაინისა და ანალიტიკის სამსახური; ბ) ადმინისტრაციული სამსახური. მუხლი 10. დიზაინისა და ანალიტიკის სამსახურის ძირითადი ამოცანები 5 დიზაინისა და ანალიტიკის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) სახელმწიფო სიმბოლოებისა და განმასხვავებელი ნიშნების საერთო მხატვრული სახის შემუშავება; ბ) სახელმწიფო ჰერალდიკური ნიშნების მხატვრული კონცეფციების შემუშავება და დაგეგმვა; გ) სარედაქციო-საგამომცემლო საქმიანობა; დ) სახელმწიფო სიმბოლოებისა და განმასხვავებელი ნიშნების თეორიული ნაწილის საერთო სახის ჩამოყალიბება და დაგეგმვა; ე) ჰერალდიკის საკითხებზე ისტორიული მასალის მოძიება (საქართველოში და მისი ფარგლების გარეთ) და ანალიზი; ვ) ჰერალდიკის საკითხებზე სამოქალაქო განათლების გავრცელების ხელშეწყობა; ზ) სახელმწიფო სიმბოლიკის პატივისცემის საინფორმაციო და საკანონმდებლო უზრუნველყოფის მიზნით წინადადების შემუშავება; თ) სახელმწიფო სიმბოლოებისა და განმასხვავებელი ნიშნების შექმნისა და გამოყენების შესახებ წინადადებების შემუშავება; ი) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა ჰერალდიკური ნიშნების, საქართველოს სახელმწიფო სამხედრო და სპეციალურ უწყებათა სპეციალური ფორმის ტანსაცმლისა (უნიფორმებისა) და განმასხვავებელი ნიშნების, უწყებრივი ჯილდოების, დროშების ერთობლიობისა და ემბლემების შექმნასა და მათი გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება; კ) სახელმწიფო ცერემონიის, ოფიციალური ღონისძიებისა და სამხედრო აღლუმის მოწყობისას საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებისა და სხვა ჰერალდიკური ნიშნების გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება. მუხლი 11. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ამოცანები ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის ბრძანებათა პროექტების მომზადება, ბრძანებათა რეგისტრაცია და სათანადო ფორმირება; ბ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საჯარო მოსამსახურეთათვის თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციების გაწევა მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების, შეღავათებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე; გ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამების შექმნა და ორგანიზება; დ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა; ე) კორესპონდენციის მიღება, აღრიცხვა, დანიშნულების ადგილზე გაგზავნა ან მიტანა; 6 ვ) კანონით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა; საზოგადოებასთან ურთიერთობის რეგულირება; ზ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს კომპიუტერული ტექნიკით მომსახურება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ოფიციალური ვებგვერდის მართვა; თ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ბიუჯეტის პროექტის მომზადება; საფინანსო უზრუნველყოფის დაგეგმვა; ფინანსური სახსრებისა და მატერიალურ საშუალებათა ხარჯვის აღრიცხვა და ანალიზი; ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფინანსური ანგარიშის მომზადება და წარდგენა; კ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სამივლინებო და სამეურნეო ხარჯების განსაზღვრა; ლ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირება, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოება; მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კვარტალური და წლიური ბალანსების, სხვა ანგარიშების შედგენა და შესაბამისი ორგანოებისთვის წარდგენა; ნ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვა; ო) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მომწოდებელ ორგანიზაციებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დასადებ ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება; ჟ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთვის საჭირო მატერიალურ ფასეულობათა შეძენის, შემოტანის, აღრიცხვისა და გაცემის უზრუნველყოფა. თავი IV დასკვნითი დებულებები მუხლი 12. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულების დამტკიცება ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულებას დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. მუხლი 13. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს რეორგანიზაცია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე „საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია პარლამენტის დადგენილების პროექტის შესახებ: ა.ა) პარლამენტის დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს პარლამენტის დადგენილების პროექტი: საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მოქმედი დებულება მიღებულია 2008 წლის 29 თებერვალს „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის რეგლამენტის საფუძველზე და გამომდინარეობს ამ საკანონმდებლო აქტებიდან. თუმცა ამჟამად აღნიშნული საკანონმდებლო აქტები გამოცხადებულია ძალადაკარგულად, ხოლო ჰერალდკის სახელმწიფო საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული ახლებური საკანონმდებლო ნორმები განსაზღვრულია „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 6 დეკემბრის მოქმედი რეგლამენტით. ამგვარად, ზემოხსენებულ ახალ საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობის მიზნით საჭიროა, სათანადოდ შეიცვალოს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულება და მისი ნორმების შინაარსი ამ საკანონმდებლო აქტების ნორმებთან თანხვედრაში მოვიდეს. წარმოდგენილი პარლამენტის დადგენილების პროექტი კი ამ საკითხის გადაწყვეტის მიზანს ემსახურება და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულების მოქმედ საკანონმდებლო ნორმებთან შესაბამისობას ითვალისწინებს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად პარლამენტის დადგენილების მიღების აუცილებლობა: „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 221-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულებას დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. ამდენად, „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელია პარლამენტის დადგენილების მიღება. ა.ბ) პარლამენტის დადგენილების პროექტის მოსალოდნელი შედეგები: პარლამენტის დადგენილების პროექტის მიღებით გადაწყდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი. 1 ა.გ) პარლამენტის დადგენილების პროექტის ძირითადი არსი: პარლამენტის დადგენილების პროექტით წარმოდგენილია და მტკიცდება საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ახალი დებულება, რომელიც ეხება (აწესრიგებს) შემდეგ საკითხებს და ითვალისწინებს: ზოგად დებულებებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს შესახებ; საბჭოს ძირითად ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს; საბჭოს თანამდებობის პირებთან (საბჭოს თავმჯდომარესთან, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან, საბჭოს სამსახურების უფროსებთან) და საჯარო მოსამსახურეებთან დაკავშირებულ საკითხებს; საბჭოს სტრუქტურულ ერთეულებსა და მათ ძირითად ამოცანებს; დასკვნით დებულებებს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი დადგენილების პროექტის მიმართ (დადგენილების პროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) პარლამენტის დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: პარლამენტის დადგენილების პროექტით წარმოდგენილი პარლამენტის დადგენილება ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. პარლამენტის დადგენილების პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) პარლამენტის დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს პარლამენტის დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს. ბ) პარლამენტის დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (პარლამენტის დადგენილების პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) პარლამენტის დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: პარლამენტის დადგენილების პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. შესაბამისი ხარჯების დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯტი. 2 ბ.ბ) პარლამენტის დადგენილების პროექტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: გავლენა სახელმწიფო ან/და პარლამენტის დადგენილების პროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) პარლამენტის დადგენილების პროექტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: გავლენა სახელმწიფო ან/და პარლამენტის დადგენილების პროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პარლამენტის დადგენილების პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: პარლამენტის დადგენილების პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) პარლამენტის დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პარლამენტის დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია პარლამენტის დადგენილების პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: პარლამენტის დადგენილების პროექტით არ იცვლება ფინანსური შედეგები იმ პირებისთვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) პარლამენტის დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: პარლამენტის დადგენილების პროექტით არ დგინდება მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ახალი გადასახადი, ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე პარლამენტის დადგენილების პროექტის ზეგავლენის შეფასება: პარლამენტის დადგენილების პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) პარლამენტის დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: 3 გ.ა) პარლამენტის დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: პარლამენტის სამართალს. დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის გ.ბ) პარლამენტის დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: პარლამენტის დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) პარლამენტის დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პარლამენტის დადგენილების პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: პარლამენტის დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. პარლამენტის დადგენილების პროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) პარლამენტის დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პარლამენტის დადგენილების პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) პარლამენტის დადგენილების პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება პარლამენტის დადგენილების პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. 4 დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პარლამენტის დადგენილების პროექტის მსგავსი აქტების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული პარლამენტის დადგენილების პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) პარლამენტის დადგენილების პროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი. ვ) პარლამენტის დადგენილების პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი. 5