საქართველოს მოქალაქის ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება პრივატიზებული ქონების ვინდიკაციასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-14
ბიუროს ნომერი 385
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ჩემი ელექტრონული მთავრობა"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041204141118
14.09.2020
საქართველოს პარლამენტი
სათაური: პრივატიზებული ქონების ვინდიკაცია: მოსამზადებელი კანონპროექტის
ძირითადი პრინციპები
შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105.3 მუხლის თანახმად, გთავაზობთ,
რომ პრივატიზებული უძრავი ქონების მფლობელობაში გადაცემა შემსყიდველთათვის
ხდებოდეს სააღსრულებო პოლიციის მიერ. საკანონმდებლო წინადადების მდგომარეობს
იმაში, რომ ვინაიდან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მასში შეჭრილ
მოქალაქეთა გამოსახლებას არ ესაჭიროება სასამართლო, ასეთივე პრეფერენციული წესი
გავრცელდეს ამგვარი ქონების სახელმწიფოსგან პრივატიზაციით შემძენ პირებზე. ანუ,
დამთავრდეს ის მავნე პრაქტიკა, როდესაც დღევანდელი დღის მდგომარეობით, სახელმწიფო
ახდენს ქონების პრივატიზაციას, საპრივატიზაციო განაცხადში ვალის მოხდის მიზნით
მხოლოდ უთითებს, რომ ქონებაში იმყოფებიან გარეშე პირები, და შემდგომ ჰყიდის ქონებას,
ხოლო შემდგომ შემსყიდველები წლების განმავლობაში ცდილობენ ვინდიკაციური
სარჩელებით შეჭრილ პირთა სასამართლო წესით გამოსახლებას. ამგვარი საპრივატიზაციო
პოლიტიკა აბსოლუტურად მიუღებელია და საჭიროებს დაუყოვნებლივ კორექტირებას, რათა
დაცული იქნას ადამიანის უფლებები და ხელი შეეწყოს პრივატიზაციის პროცესში
პრივატიზაციაში მონაწილე შემსყიდველ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესებას და უაზრო
მრავაწლიანი სასამართლო "დავების" პერსპექტივიდან გამოყვანას.
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური:
ელფოსტა: