საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა განხილვის ახალი ვადების განსაზღვრის შესახებ: ა) საქართველოს პარლამენტის წევრების: თამარ ხულორდავას, ირინე ფრუიძის, ბექა ნაცვლიშვილის, გიორგი გაჩეჩილაძის, შოთა ხაბარელის, ზაზა ხუციშვილის, გიორგი მოსიძის, გუგული მაღრაძის, გიორგი ხატიძის, გურამ მაჭარაშვილის, სოფიო ქაცარავას, დიმიტრი ცქიტიშვილის, ნინო წილოსანის, აკაკი ზოიძის, თამარ ჩუგოშვილის, გიორგი ვოლსკის, ენძელა მაჭავარიანის, დიმიტრი ხუნდაძის და არჩილ თალაკვაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/368; 12.06.2019) საქართველოს კანონის პროექტები - 30 ოქტომბრამდე; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრების: თამარ ხულორდავას, ენძელა მაჭავარიანის, სოფიო ქაცარავას, ნინო წილოსანის, გიორგი მოსიძის, გიორგი ხატიძის და ბექა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი (07-3/386; 27.08.2019) - 30 ოქტომბრამდე.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (346 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (346 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (301 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (260 KB)
📄 წერილი (68 KB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-14
ბიუროს ნომერი 385
📜 ტექსტი
წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-9337/20
14-09-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის მომართვის საფუძველზე (წერილი #2-9328/20, 14-09-2020) დამატებითი
კონსულტაციების ჩატარების მიზნით, გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება საქართველოს
პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტის ,,მომხმარებლის უფლებათა დაცვის შესახებ“,
,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, ,,კონკურენციის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,რეკლამის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/386; 12.06.2019), ასევე
საქართველოს კანონის პროექტის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ,,ეროვნული
ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/386;
27.08.2019) განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ და განხილვის ვადა გააგრძელოთ
2020 წლის 30 ოქტომბრამდე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge