საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, რატი იონათამიშვილის და გურამ მაჭარაშვილის მომართვა მათ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/480; 16.07.2020) საქართველოს ორგანული კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-14
ბიუროს ნომერი 385
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-9350/20
14-09-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, რატი
იონათამიშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია
საქართველოს
ორგანული
კანონის
პროექტი
„საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე (N07-3/480; 16.07.2020).
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 88-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით,
პარლამენტის არჩევნების წელს არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში, როგორც წესი,
პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება, რაც იმას გულისხმობს, რომ
აღნიშნული კანონპროექტის განხილვა და მიღება 2020 წლის 1 ოქტომბრიდან
შესაძლოა ვერ განხორციელდეს. შესაბამისად, ამ მოცემულობიდან და
კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე,
მიზანშეწონილია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი დაჩქარებული წესით იქნეს
განხილული და მიღებული.
ამგვარად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის თანახმად,
მოგმართავთ, რომ მიიღოთ გადაწყვეტილება აღნიშნული კანონპროექტის
დაჩქარებული წესით განხილვისა და მიღების შესახებ.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
ირაკლი კობახიძე
პარლამენტის წევრი
რატი იონათამიშვილი
პარლამენტის წევრი
გურამ მაჭარაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge