საქართველოს მოქალაქის ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება სისხლის სამართლის სარჩელთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-15
ბიუროს ნომერი 386
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ჩემი ელექტრონული მთავრობა"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041204148327
14.09.2020
საქართველოს პარლამენტი
სათაური: გთხოვთ, დაარეგისტრიროთ წინამდებარე წინადადება: სისხლის სამართლის
სარჩელი: მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების
შინაარსი: მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების სახით, საქათველოს
პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის თანახმად, გთავაზობთ, რომ სამოქალაქო და
ადმინისტრაციული სარჩელების გარდა, შემოღებული იქნას, ინოვაციის სახით, სისხლის
სამართლის სარჩელის ინსტიტუტი, აშშ-ს მსგავსად. გთავაზობთ, რომ ნებისმიერ პირს
მიეცეს უფლება, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად პირდაპირ მიმართოს სისხლის
სამართლის სასამართლოს. ამჟამად მოქმედი სისტემა ვერ უზრუნველყოფს კერძო პირთა
დაცვას. ამგვარი რეგულაციის შემოღება საჭიროა იმისთვის, რომ საზოგადოებამ შეძლოს
პროკურატურის მონოპოლისტური მდგომარეობის დაძლევა, როდესაც სასამართლომდე
დაზარალებულს გზას უღობავს პროკურატურა. ანუ, დაზარალებულს ან ზოგადად
ნებისმიერ პირს არა აქვს უფლება, საკუთარი უფლებების დასაცავას პირდაპირ მიმართოს
სასამართლოს მის მიმართ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის მიუხედავად. ხშირ
შემთხვევებში (!!!), პროკურატურა, საგამოძიებო სამსახური, სუს-ი, სხვადასხვა
სამინისტროებში, მერიებში, გამგეობებში და უთვალავ სსიპ-ებში მოკალათებული ათასი
ჯურის და აბსოლუტურად უმოქმედო და უფუნქციოფსევდო - "საგამოძიებო ორგანოები"
საერთოდ არ რეაგირებენ სამოხელეო და სხვა სახის დანაშაულის ეპიზოდებზე, რაც ამძიმებს
მდგომარეობას ქვეყნის მასშტაბით, ნეგატიურად აისახება საინვესტიციო გარემოზე.
საჭიროდ მიგვაჩნია, რომ დაწესდეს სასამართლოსთვის პირდაპირი მიმართვის უფლება,
გაუქმდეს პროკურატურის ყოვლად გაუმართლებელი მონოპოლია სისხლის სამართლის
საქმეებზე. აშკარაა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულთან ბრძოლის ამჟამად არსებულ
არაეფექტუს და ფაქტირად ღრმად კორუმპირებულ სისტემას საჭიროა შეექმნას აქტიური
საპირწონე სისხლის სამართლის სარჩელის შემოღების მეშვეობით: ქვეყანაც დაისვენებს და
პროკურატურაც და მის დაქვემდებარებაში მყოფი ათასნაირი შიდაუწყებრივი (!)
საგამოძიებო ორგანოები, სინიმადვილეში კი - შინაურ იურისტთა საყოველთაო დასაქმების
პროგრამის ბენეფიციარები, მაგალითად: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა
აუდიტის სამსახური, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსექცია, შსს-ს გენერალური
ინსპექცია და სხვა. ხშირ შემთხვევებში, აღნიშნული ორგანოები დანაშაულებს არ იძიებენ და
მხოლოდ ბარიერის სახით არიან აღმართულნი მოსახლეობის ინტერესების
საწინააღმდეგოდ. ეს არის რეალობა, რომლის შეცვლაც შესაძლებელია სისხლის სამართლის
სარჩელის შემოღებით - ყველა ეს ბიუროკრატიული ფსევდო-საგამოძიებო ორგანოები
მომენტალურად შეწყვეტენ დესტრუქციული როლის შესრულებას, ვინაიდან მათი გვერდის
ავლით, კერძო პირები პირდაპირ შეძლებენ სასამართლოსთან კომუნიკაციას და საკუთარი
უფლებების დაცვას.
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური:
ელფოსტა: