საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის გია ჟორჟოლიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ „საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტები და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/469; 15.06.2020) საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადის 30 ოქტომბრამდე გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-15
ბიუროს ნომერი 386
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-9387/20
15-09-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს
ორგანული კანონების პროექტები: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
საქართველოს
ორგანულ
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„ეკონომიკური
თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველო საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
(N07-3/469; 15.06.2020).
აღნიშნულ კანონპროექტებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა
კომიტეტი,
ხოლო
სავალდებულო
კომიტეტებად
დარგობრივი
ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. გთხოვთ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და
აღნიშნული კანონპროექტების სრულყოფილად მომზადების მიზნით, მათი საკომიტეტო
განხილვის ვადა გაგრძელდეს 2020 წლის 30 ოქტომბრამდე.
აღნიშნული კანონპროექტების საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე
მოგვმართა ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-9385/20
15-09-2020
საქართველოს პარლამენტის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ანრი ოხანაშვილს
ბატონო ანრი,
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით (N361/1;
22.06.2020) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტი განისაზღვრა სავალდებულო დასკვნის წარმომდგენ კომიტეტად
საქართველოს
პარლამენტის
წევრის
გია
ჟორჟოლიანის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონების პროექტებზე:
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს კანონების
პროექტებზე „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/469;
15.06.2020). საკანონმდებლო ინიციატივაზე დამატებითი კონსულტაციების გამართვის
მიზნით,
მოგმართავთ
თხოვნით,
განხილვის
ვადის
30
ოქტომბრის
გაგრძელების თაობაზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
რომან კაკულია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ჩათვლით