„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.09.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია
ნომერი
#07-3/486/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, რატი იონათამიშვილისა და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/480; 16.07.2020) საქართველოს პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას მიერ წარმოდგენილი ალტერნატიული კანონის პროექტი და ალტერნატიული კანონის პროექტიდან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. 204-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა ერთი და იმავე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ფარგლებში შეიძლება მხოლოდ ერთხელ“. 2. 205-ე მუხლის 21 და 22 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 3. 205-ე მუხლის 31 და 32 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 4. 205-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 2051 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 205 1 . უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა განხილვის წესი 1. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი შეისწავლის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის დახმარებით. სამუშაო ჯგუფის დებულებას ამტკიცებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. 2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება 9 წევრის შემადგენლობით. სამუშაო ჯგუფის წევრები შეირჩევიან შემდეგი წესით: საქართველოს სახალხო დამცველი წარადგენს 2 წევრს; საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია - 2 წევრს; საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გაერთიანება, რომლის წევრთა საქმიანობის ერთ-ერთი სფეროს, კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 3 წლის განმავლობაში, სასამართლო სისტემის რეფორმების ხელშეწყობა საქმიანობის მონიტორინგი და იუსტიციის წარმოადგენს - 3 უმაღლესი საბჭოს წევრს; აკადემიური წრის წარმომადგენლები- 2 აღიარებული ექსპერტს სამართლის საკითხებში; 3. საქართველოს პარლამენტი მოსამართლეობის კანდიდატს აფასებს ორი ძირითადი კრიტერიუმის - კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის საფუძველზე, ამ კანონის 35 1 მუხლის მე-3 - მე-16 პუნქტებით განსაზღვრული მახასიათებლების შესაბამისად და იყენებს კანდიდატის ამ კრიტერიუმებთან შესაბამისობის განსაკუთრებით მაღალ სტანდარტს. 4. საქართველოს პარლამენტი კანდიდატის შეფასებისას მხედველობაში იღებს გარემოებას არის თუ არა კანდიდატი იმ საქმის განმხილველი მოსამართლე, რომელშიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა. 5. სამუშაო ჯგუფი ვალდებულია: ა) შეამოწმოს მოსამართლეობის კანდიდატების/იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტე და სისრულე; ბ) საჭიროების შემთხვევაში მოიძიოს დამატებითი ინფორმაცია კანდიდატის კვალიფიკაციის, მისი პროფესიული გამოცდილებისა და რეპუტაციის თაობაზე ყველა შესაძლო სანდო წყაროდან. სამუშაო ჯგუფს აღნიშნული ინფორმაციის მოძიებაში ეხმარება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. გ) საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს ინტერვიუ კანდიდატის რეკომენდატორთან ან/და მოიძიოს დამატებითი რეკომენდაციები; დ) განიხილოს და გადაამოწმოს დაინტერესებული პირების მიერ კანდიდატთან დაკავშირებით მიწოდებული ინფორმაცია; ე) საჭიროების შემთვევაში უფლებამოსილია გამოითხოვოს კანდიდატის შესახებ ყველა ინფორმაცია, გამოკითხოს მოწმეები, გამოიკვლიოს დოკუმენტები, მოამზადოს დასკვნა თითოეულ ნომინირებულ კანდიდატთან დაკავშირებით და წარუდგინოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. 6. საქართველოს პარლამენტი არ არის უფლებამოსილი აირჩიოს კანდიდატი, თუკი საპარლამენტო განხილვის ეტაპზე გამოვლინდება, რომ ის არ აკმაყოფილებს ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 36 9 მუხლის 1-4 პუნქტების მოთხოვნებს. 7. სამუშაო ჯგუფი უფლებამისილია, ინფორმაციის მოძიების მიზნით მიმართოს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც შეიძლება კანდიდატთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდეს. სამუშაო ჯგუფი ინფორმაციას მოიძიებს და ამუშავებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. 8. სამუშაო ჯგუფი პარლამენტის ვებგვერდზე აცხადებს, სულ მცირე, 1 თვიან ვადას, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ სამუშაო ჯგუფს მიაწოდონ ინფორმაცია/დოკუმენტაცია კანდიდატთან დაკავშირებით. სამუშაო ჯგუფი ვალდებულია, მოიწვიოს და მოუსმინოს ინფორმაციის /დოკუმენტაციის მიმწოდებელს, თუკი ამას მოითხოვს სამუშაო ჯგუფის წევრი. სამუშაო ჯგუფის წევრები უფლებამოსილი არიან, კითხვები დაუსვან და მიიღონ პასუხები. ამ პუნქტით დადგენილი წესით მოპოვებულ ინფორმაციას სამუშაო ჯგუფი ამუშავებს ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 35 2 მუხლის მე-7-მე-13 მუხლებით დადგენილი წესით. 9. კანდიდატს უფლება აქვს გაეცნოს სამუშაო ჯგუფის მიერ მასზე მოძიებულ ინფორმაციას/დოკუმენტაციას და წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 10. სამუშაო ჯგუფი განიხილავს წარმოდგენილ კანდიდატებს, რის შემდეგაც თითოეული წევრი დამოუკიდებლად აფასებს კანდიდატს ამ კანონით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე და ადგენს ერთ-ერთ შემდეგ შეფასებას: ა)კანდიდატი პოზიციას; შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ბ) კანდიდატი არ შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციას. 11. სამუშაო ჯგუფი აჯამებს შეფასების შედეგებს თითოეულ კანდიდატთან მიმართებით და შეფასების შედეგებს წარუდგენს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. წარდგენას თან უნდა ახლდეს დეტალური წერილობითი ანგარიში, სადაც წარმოდგენილი იქნება დასაბუთება ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე. სამუშაო ჯგუფის წევრი, რომელიც არ ეთანხმება სამუშაო ჯგუფის ანგარიშს, კომიტეტს წარუდგენს განსხვავებულ მოსაზრებას შესაბამისი დასაბუთებით. სამუშაო ჯგუფის შეფასების შედეგები ქვეყნდება საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე. წერილობითი ანგარიში, ასევე, ეგზავნება იმ კანდიდატს, რომლის შესახებ არის მომზადებული. 12. კანდიდატების მოსმენა ტარდება საჯაროდ კომიტეტის სხდომაზე. კომიტეტის სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით და დაუშვებელია მისი დახურვა. კომიტეტის სხდომა შეიძლება ჩატარდეს სამუშაო ჯგუფის მიერ კანდიდატების წარდგენიდან არაუადრეს 1 თვისა. 13. კომიტეტის სხდომის თავმჯდომარეა კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის სხდომის თანათავმჯდომარეა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც წარდგენილია, უმცირესობის ან იმ ფრაქციის მიერ, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში. 14. გარდა კომიტეტის წევრებისა, კომიტეტის სხდომაზე კანდიდატებისთვის კითხვის დასმისა და მოსაზრების გამოთქმის უფლება აქვთ პარლამენტის სხვა წევრებს და კომიტეტის სხდომაზე დამსწრე სხვა პირებს. გამომსვლელებსა და მათი გამოსვლის თანმიმდევრობას განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე. იმ პირთა გამოსვლების დასრულების შემდეგ, რომელთაც სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მიეცათ სხდომის დამატებით გამომსვლელებსა და თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მათი გამოსვლის თანმიმდევრობას განსაზღვრავს სხდომის თანათავმჯდომარე. 15. კომიტეტის წევრი უფლებამოსილია კომიტეტის სხდომაზე მოიწვიოს სამუშაო ჯგუფის წევრი/წევრები და დაუსვას კითხვა/კითხვები სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშთან და ჩატარებულ სამუშაოსთან დაკავშირებით. სამუშაო ჯგუფი ვალდებულია უპასუხოს აღნიშნულ კითხვებს. 16. კომიტეტი თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით ატარებს ღია კენჭისყრას და გადაწყვეტილებას დასკვნის სახით იღებს ხმათა უმრავლესობით. კომიტეტის დასკვნაში ასახული უნდა იყოს კომიტეტის წევრის მიერ წარმოდგენილი განსხვავებული მოსაზრება/დასკვნა ასეთის არსებობის შემთხვევაში. 17. საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრის თითოეულ კანდიდატს, მათ შორის იმ კანდიდატებსაც, რომელთაც მხარი არ დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა.“. მუხლი2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ: ა.ა) პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელებისთვის. ამ პროცესის სამართლიანად და მაღალ დონეზე წარმართვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია. დღეს კანონმდებლობაში არ არის ნათლად გაწერილი პროცედურა თუ როგორ უნდა მოხდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურა და კრიტერიუმები . კონსტიტუციის ცვლილებების შემდგომ საჭირო გახდა კანონში ცვლილებების მომზადება , რომელიც ნათლად განსაზღვრავს როგორი უნდა იყოს პროცესი იუსტიციის საბჭოს მიერ კონკურსის გამოცხადებიდან პარლამენტის მიერ კენჭისყრის დასრულებამდე, რომლითაც უნდა შეიქმნას საკანონმდებლო გარანტიები საქმის სამართლიანი განხილვის უფლების უზრუნველსაყოფად. სასამართლო დღეს არსებული პრაქტიკა იწვევს უამრავ კითხვას მისი მოუკერძოებლობის, ობიექტურობისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით. საკითხი მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გახდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანი. სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროს წარმომადგენლები უნდობლობას უცხადებენ პროცესს, რასაც ასაბუთებენ ჩატარებული კვლევების/ მონიტორინგის/ანალიზის ნეგატიური შედეგებით. საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ საქართველოს პარლამენტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნაცვლად პრეზიდენტისა. მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში დაცული უნდა იყოს შემდეგი ძირითადი პრინციპები:    დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის უზრუნველყოფა1; არჩევის პროცესის გამჭვირვალობა და ღიაობა2; პროცესის ობიექტურად და მიუკერძოებლად წარმართვა. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობით სათანადოდ იყოს გარანტირებული იმ პირთა მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა, რომელთაც სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილება არ აქვთ.3 კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში დამოუკიდებელი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 პირველი მუხლის მოთხოვნებს დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს შესახებ. მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი ინტეგრალური კომპონენტი არის 1 გაეროს ძირითადი პრინციპები მოსამართლის დამოუკიდებლობის შესახებ, პუნქტი 13; ევროსაბჭოს რეკომენდაცია R(94)12, პირველი პრინციპი; CCJE დასკვნა N1(2001), პუნქტი 17. 2 ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) თანახმად, უნდა არსებობდეს კანდიდატთა შერჩევის პირობათა სრული გამჭვირვალობა ისე, რომ მოსამართლეებს და თავად საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა დარწმუნდნენ იმაში, რომ დანიშვნა ექსკლუზიურად გამომდინარეობდა კანდიდატის დამსახურებიდან და დაეფუძნა მის კვალიფიკაციას, უნარებს, პატიოსნებას, დამოუკიდებლობის განცდას, მიუკერძოებლობასა და ეფექტურობას, დასკვნა N10 (2007), § 50. გარდა ამისა, ENCJ-ს მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო მითითებების თანახმად, დანიშვნის პროცესი უნდა იყოს ღია საზოგადოებრივი მსჯელობისათვის და სრულად და სათანადოდ დოკუმენტირებული. ENCJ, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება, გვ 2728. 3 ვენეციის კომისიის თანახმად, მხოლოდ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეებით უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებამ შეიძლება გამოიწვიოს სასამართლოს სისტემის იზოლაცია მაშინ, როდესაც განსხვავებული გამოცდილების მქონე პროფესიონალებს შეუძლიათ უზრუნველყონ სისტემის ღიაობა ახალი მოსაზრებებისა და იდეებისადმი. Venice Commission, CDL-AD(2018)003, § 31. ანალოგიურ მიდგომას ითვალისწინებს ევროკავშირის წევრი არაერთი ქვეყნის კანონმდებლობა, მათ შორის ის სისტემები, რომლებიც კარიერულ ანუ მოსამართლეთა დაწინაურების პრინციპზეა აგებული. მაგალითად, გერმანიაში ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში დანიშვნა ხორციელდება დაწინაურების გზით, თუმცა უზენაეს სასამართლოში დანიშვნისთვის კანდიდატებს არ მოეთხოვებათ სამოსამართლო გამოცდილება. ასეთ ქვეყნებშიც კი, კარიერული სისტემის პარალელურად არსებობს მაღალ ინსტანციებში მოსამართლეთა გარეშე პირებისაგან შერჩევის წესი, ხოლო მოქმედი მოსამართლეების დაწინაურება ხდება, მათ შორის, მოსამართლის განგრძობადი შეფასების კომპლექსური პროცესის შედეგების გათვალისწინებით. საქართველოში არ არსებობს მოსამართლეთა დაწინაურების მკაფიო მოწესრიგება, კანონმდებლობით არ არის დადგენილი მოსამართლის განრგძობადი შეფასების მექანიზმი და მოქმედი მოსამართლეების სათანადო შეფასება მათი კარიერის განმავლობაში არ ხდება. მოსამართლეთა გამწესების პროცედურა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და პასუხობდეს გამჭვირვალობისა და სანდოობის მოთხოვნებს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის მიღების აუცილებლობა: ამ პრობლემის გადაჭრას სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, რადგან უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გამწესების პროცედურა და კრიტერიუმები არის ის საკითხები, რომელთა დარეგულირებაც უნდა მოხდეს ორგანული კანონით. აგრეთვე, ეს საკითხები უნდა განისაზღვროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. ა.ბ) პროექტის მოსალოდნელი შედეგები: პროექტის მიღება შექმნის საკანონმდებლო საფუძველს იმისთვის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე არჩეულ იქნენ ის კანდიდატები, ვინც აკმაყოფილებენ ორგანული კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და პიროვნული და პროფესიული თვალსაზრისით შეესაბამებიან ამ მაღალ სტატუსს. აგრეთვე, მოსალოდნელი შედეგი არის არჩევის პროცედურის წარმართვა იმ სახით, რომ იწვევდეს საზოგადოების მაქსიმალურ ნდობას და კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებდეს სასამართლოს ავტორიტეტს. ემსახურებოდეს სამართლიანობის დაცვას. ა.გ) პროექტის ძირითადი არსი: პროექტი ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს :        ღია კონკურსი და კანდიდატების საჯარო დასახელება , შერჩევის სამართლიანი პროცესი; სამართლიანი და თანასწორი ხმის მიცემის მოთხოვნები ; არჩევის ცხადი შესაძლებლობა და შერჩევის კრიტერიუმები; ინტერესთა კონფლიქტის დროს განსაზღვრული წესები; პარლამენტისთვის დასაბუთებული რეკომენდაციები; პარლამენტის მიერ გამართული შერჩევის პროცესი და სამუშაო ჯგუფის შექმნა; დასაბუთებული გადაწყვეტილება. პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა განხილვის წესი კანდიდატების კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესწავლა  უზენაესი სასამართლოს წევრი უნდა შეეაბამებიდეს კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის იმ კრიტერიუმებს, რომლებიც დეტალურადაა გაწერილი ორგანული კანონით საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებისთვის. ამასთან, უზენაესი სასამართლოს ორგანულ კანონში მიეთითება, რომ მოსამართლის მიმართ გამოიყენება ამ კრიტერიუმებთან შესაბამისობის განსაკუთრებით მაღალ სტანდარტი.  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი შეისწავლის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის დახმარებით.  სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება 9 წევრის შემადგენლობით:  საქართველოს სახალხო დამცველი წარადგენს 2 წევრს;  საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია - 2 წევრს;  საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გაერთიანება, რომლის წევრთა საქმიანობის ერთ-ერთი სფეროს, კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 3 წლის განმავლობაში, სასამართლო სისტემის რეფორმების ხელშეწყობა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგი წარმოადგენს - 3 წევრს;  აკადემიური წრის წარმომადგენლები- 2 აღიარებულ ექსპერტს სამართლის საკითხებში.  სამუშაო ჯგუფს ენიჭება ინფორმაციის მოძიების ის უფლებამოსილება, რაც დღეს აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეების შერჩევისას;  დამატებით, სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, ამავე წესით ინფორმაციის მოძიების მიზნით მიმართოს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც შეიძლება კანდიდატთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდეს.  ამასთან, სამუშაო ჯგუფი პარლამენტის ვებგვერდზე აცხადებს, სულ მცირე, 1 თვიან ვადას, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ სამუშაო ჯგუფს მიაწოდონ ინფორმაცია/დოკუმენტაცია კანდიდატთან დაკავშირებით. სამუშაო ჯგუფი ვალდებულია, მოიწვიოს და მოუსმინოს ინფორმაციის /დოკუმენტაციის მიმწოდებელს, თუკი ამას მოითხოვს სამუშაო ჯგუფის თუნდაც ერთი წევრი.  სამუშაო ჯგუფი ერთობლივად განიხილავს წარმოდგენილ კანდიდატებს, რის შემდეგაც ჯგუფის თითოეული წევრი დამოუკიდებლად აფასებს კანდიდატს; შემდეგ ეს შეფასებები ჯამდება და პარლამენტს წარედგინება სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი შემდეგი პოზიცია:  კანდიდატი შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციას;  კანდიდატი არ შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციას. სამუშაო ჯგუფი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წარუდგენს დეტალურ წერილობით ანგარიშს კანდიდატის კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის თაობაზე. სამუშაო ჯგუფის წევრი უფლებამოსილია, სურვილის შემთხვევაში წარმოადგინოს საკუთარი განსხვავებული მოსაზრება. სამუშაო ჯგუფის შეფასების შედეგები ქვეყნდება საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე. კანდიდატების საკომიტეტო მოსმენა  კანდიდატების მოსმენა ტარდება საჯაროდ კომიტეტის სხდომაზე.  კომიტეტის სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით  კომიტეტის სხდომის თავმჯდომარეა კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის სხდომის თანათავმჯდომარეა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც წარდგენილია, უმცირესობის ან იმ ფრაქციის მიერ, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში.  კანდიდატები პასუხობენ კომიტეტის წევრებისა და დამსწრე პირების შეკითხვებს:  გარდა კომიტეტის წევრებისა, კომიტეტის სხდომაზე კანდიდატებისთვის კითხვის დასმისა და მოსაზრების გამოთქმის უფლება აქვთ პარლამენტის სხვა წევრებს და კომიტეტის სხდომაზე დამსწრე სხვა პირებს.  გამომსვლელებსა და მათი გამოსვლის თანმიმდევრობას განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე. იმ პირთა გამოსვლების დასრულების შემდეგ, რომელთაც სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მიეცათ სხდომის     თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დამატებით გამომსვლელებსა და მათი გამოსვლის თანმიმდევრობას განსაზღვრავს სხდომის თანათავმჯდომარე. კომიტეტის წევრს შუძლია კომიტეტის სხდომაზე მოიწვიოს სამუშაო ჯგუფის წევრი/წევრები და დაუსვას შეკითხვები ჩატარებულ სამუშაოსთან დაკავშირებით. კომიტეტი თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით ატარებს ღია კენჭისყრას ; კომიტეტი გადაწყვეტილებას ხმათა იღებს ხმათა უმრავლესობით. კომიტეტის დასკვნაში ასახული უნდა იყოს კომიტეტის წევრის მიერ წარმოდგენილი განსხვავებული მოსაზრება/დასკვნა ასეთის არსებობის შემთხვევაში. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევა პლენარულ სხდომაზე  პლენარუს სხდომაზე კენჭი ეყრება იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილ ყველა კანდიდატს, მათ შორის, იმ კანდიდატებსაც, რომელთაც მხარი არ დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა.  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ასაკის მიღწევამდე, სრული უვადოდ, ამ კანონით დადგენილი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.  უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ფარგლებში ერთი და იმავე კანდიდატის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ერთხელ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა პლენარულ სხდომაზე  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთაგან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით 10 წლის ვადით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.  საბჭო უფლებამოსილია, წარადგინოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უკვე არჩეულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანონით განსაზღვრული მინიმალური რაოდენობის (28 მოსამართლის), სულ მცირე, სამი მეოთხედი.  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია. ა.დ) პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან, და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ პროექტთან მიმართებაში ა.ე) პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: პროექტში მითითებულია, რომ ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, დღეს უზენაესი სასამართლოში მოსამართლეთა თანამდებობების ნაწილი არის ვაკანტური. შესაბამისად, კანონის მიღებისა და ძალაში შესვლის დრო უნდა განისაზღვროს გონივრულად. ა.ვ) პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორი არ ითხოვს პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: ასეთი არ არსებობს ბ.ბ) პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: პროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: პროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: პროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: პროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება. გ) პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: ნპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) პროექტის ხელშეკრულებებთან მიმართება და საქართველოს ორმხრივ შეთანხმებებთან, და აგრეთვე, მრავალმხრივ ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კონსულტაციები გაიმართა პროფესიულ წრეებთან, იურისტებთან, სფეროს ექსპერტებთან კერძოდ: ადვოკატთა ასოციაციასთან, იურიდიული ფირმების გაერთიანებასთან, კოალიცია ,,დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულებისთვის“, ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრის, არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლისა და დემოკრატიული ინდექსის წარმომადგენლებთან. გაზიარებული იქნა ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, აშშ საელჩოს, ეუთო-ოდირის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. დ.ბ) პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: პროექტის მუშაობის დროს გათვალისწინებული იქნა ერთობლივი წერილობითი და ზეპირი რეკომენდაციები, რომელიც შემუშავდა ვენეციის კომისიის, ევროკავშირის , ევროპის საბჭოს და აშშ საელჩოს მიერ, ასევე მოსაზრებები ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული ფირმების გაერთიანების, კოალიცია ,,დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულებისთვის“, ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრის, არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლისა და დემოკრატიული ინდექსის, ექპერტების რენეტა ვინტერის, ალეშ ზალარის მიერ. მათ გაეცნო კანონპროექტის პრინციპები და გამოთქმული მოსაზრებების მიხედვით მოხდა კორექტირება საბოლოო სახით. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: გამოყენებული იქნა არაერთი ქვეყნების გამოცდილება , ევროკავშირის წევრი ქვეყნების, აშშ სასამართლო სისტემის, ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კრიტერიუმები, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. მაგალითად, გერმანიაში ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში დანიშვნა ხორციელდება დაწინაურების გზით, თუმცა უზენაეს სასამართლოში დანიშვნისთვის კანდიდატებს არ მოეთხოვებათ სამოსამართლო გამოცდილება. ასეთ ქვეყნებშიც კი, კარიერული სისტემის პარალელურად არსებობს მაღალ ინსტანციებში მოსამართლეთა გარეშე პირებისაგან შერჩევის წესი, ხოლო მოქმედი მოსამართლეების დაწინაურება ხდება, მათ შორის, მოსამართლის განგრძობადი შეფასების კომპლექსური პროცესის შედეგების გათვალისწინებით. ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) მიუთითებს, კანიდატები უნდა შეირჩეოდნენ სრული გამჭვირვალობის პირობებში ისე, რომ მოსამართლეებს და საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა დარწმუნდნენ , რომ მოსამართლეების დანიშვნა მოხდა მხოლოდ კანდიდატის დამსახურების მიხედვით და დაეფუძნა მის კვალიფიკაციას, უნარებს, პატიოსნებას, დამოუკიდებლობის განცდას, მიუკერძოებლობასა და ეფექტურობას. ე) პროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია ვ) პროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია