„საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-21
ბიუროს ნომერი 390
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 04.07.2019, სარეგისტრაციო კოდი: 230000000.05.001.019529) შეტანილ იქნეს
ცვლილება და კოდექსის 213-ე მუხლის:
ა) მე-6 და მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. 2022 წლის 1 იანვრამდე იმ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში, რომელიც არ მდებარეობს
სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე ან საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილი აეროპორტის
ტერიტორიაზე, უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან
გათანაბრებული
წარმომადგენლობების
სამსახურებრივი
სარგებლობისთვის,
ამ
წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრების (მათთან მცხოვრები ოჯახის
წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის მათზე საცალო წესით შესაძლებელია
რეალიზებულ იქნეს უცხოური საქონელი სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებების
განხორციელების გარეშე ან/და საქართველოს საქონელი.
7. ოქროს სიაში შეყვანით პირს 2022 წლის 1 იანვრამდე ენიჭება უფლება, კუთვნილი
საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო
ტერიტორიიდან გატანისას ისარგებლოს გამარტივებული პროცედურებით.“;
ბ) მე-9 და მე-10 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. 2022 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 66-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის
შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენად მიიჩნევა საქონლის საქართველოს საბაჟო
ტერიტორიაზე შემოტანის შემთხვევაში საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარანტის ან მისი
წარმომადგენლის მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული
დოკუმენტების საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა.
10. 2022 წლის 1 იანვრამდე საბაჟო ორგანოსთვის ამ კოდექსის 155-ე მუხლით
გათვალისწინებული საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენა არ მოითხოვება.“.
გ) მე-11 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 ნაწილი:
„12. ამ კოდექსის X წიგნის მოქმედება შეჩერდეს 2022 წლის 1 იანვრამდე.“.
მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდეს
2020 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს საბაჟო კოდექსში
არსებული გარდამავალი და დასკვნითი დებულებების ამოქმედების გადავადების
აუცილებლობით, კერძოდ:
როგორც წესი თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი (Duty Free) მოწყობილია ქვეყნის სასაზღვრო
ზოლში და იქ საქონელი იყიდება ქვეყნიდან გამსვლელ პირებზე. აღნიშნული საქონელი
გათავისუფლებულია საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სამივე არაპირდაპირი
გადასახადისაგან (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი), რადგან, როგორც წესი, ეს საქონელი
მყიდველის მიერ მოიხმარება ქვეყნის გარეთ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი 2019 წლის 1 სექტემბრამდე ითვალისწინებდა
სასაზღვრო ზოლის გარდა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ქვეყნის შიდა სივრცეში მოწყობის
შესაძლებლობას, სადაც საქონლის რეალიზება ხორციელდება მხოლოდ უცხოეთის
დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების სამსახურებრივი
სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრებზე (მათთან
მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) − პირადი სარგებლობისათვის. შესაბამისად აღნიშნული
საქონელიც გათავისუფლებული იყო ზემოაღნიშნული გადასახადებისაგან.
თავისუფალი ვაჭრობის პუნქტთან დაკავშირებული ნორმები ამოღებულ იქნა
საგადასახადო კოდექსიდან და აისახა 2019 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედებულ ახალ საბაჟო
კოდექსში, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის პუნქტს, რომელიც არ მდებარეობს სასაზღვრო ზოლში
და მდებარეობს ქვეყნის სივრცეში 2021 წლის 1 იანვრამდე მიეცა შესაძლებლობა განახორციელოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობა. არსებული რეალობიდან გამომდინარე
მიზანშეწონილად ჩაითვალა, პირებს, რომლებიც ახორციელებენ აღნიშნულ საქმიანობას, მიეცეთ
მეტი დრო რათა მოახდინონ ადაპტირება ახალი კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
ახალი საბაჟო კოდექსი ითვალისწინებს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის
სისტემის არსებობას. აღნიშნული სისტემა დანერგილია ევროკავშირის ქვეყნებში და ასოცირების
შეთანხმების ფარგლებში საქართველომ ეტაპობრივად უნდა განახორციელოს აღნიშნული
სისტემის სრულყოფილი ამოქმედება. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობა დაახლოებით
ათეული წელია იცნობს „ოქროს სიის“ დეფინიციას, რომლის მონაწილე, ავტორიზებული
ეკონომიკური ოპერატორის მსგავსად სარგებლობს გამარტივებული საბაჟო პროცედურებით და
სხვადასხვა პროცედურული ბენეფიტებით. სწორედ არსებული „ოქროს სიის“ მონაწილეები
მოიაზრებიან პირებად, რომლებიც დააკმაყოფილებენ ავტორიზებული ეკონომიკური
ოპერატორის სტატუსის მისაღებად აუცილებელ მოთხოვნებს. ავტორიზებული ეკონომიკური
ოპერატორის სისტემის ამოქმედებისათვის, გარდა საკანონმდებლო ბაზის არსებობისა,
აუცილებელია მთელი რიგი ღონისძიებების გატარება, რომელიც ინტენსიურად ხორციელდება
შემოსავლების სამსახურის მიერ (მათ შორის, თანამშრომლების მომზადება გადამზადება,
ევროპული პრაქტიკის გაზიარება, კერძო ბიზნესთან, ძირითადად „ოქროს სიის“ მონაწილეებთან
კომუნიკაცია და მათი მომზადება ახალ სისტემაში ადაპტირებისათვის და ა.შ). მნიშვნელოვანია,
გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვიდრე არ იმოქმედებს ავტორიზებული ეკონომიკური
ოპერატორის სრულყოფილი სისტემა, „ოქროს სიის“ მონაწილეებს მიეცეთ შესაძლებლობა
ისარგებლონ გამარტივებული საბაჟო ფორმალობებით.
ერთ-ერთი სიახლე, რომელიც უნდა ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან არის
საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის და საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის
წინასწარ წარდგენის შესაძლებლობა. არსებული კანონმდებლობით შეუძლებელია საქონლის
საქართველოში შემოტანამდე/გატანამდე ზოგადი დეკლარირების წინასწარ განხორციელება.
საქონლის საზღვარზე წარდგენისას გადამზიდავის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების
საფუძველზე მებაჟე თავად ახორციელებს შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტის (აღრიცხვის
მოწმობა) შევსებას, რაც ითვლება ზოგად დეკლარირებად. აღნიშნული იწვევს სასაზღვრო
გამშვებ პუნქტში გარკვეული დროით ტვირთის შეყოვნებას. ახალი წესებით საქონლის
შემოტანისას/გატანისას ზოგადი დეკლარირება წინასწარ, საქონლის წარდგენამდე, უნდა
განახორციელოს საქონლის გადამზიდავმა.
გარდა პროგრამული უზრუნველყოფისა აუცილებელია გადამზიდავი კომპანიების
დატრენინგება და შესაბამისად მომზადება რათა მათ შეძლონ საბაჟო ორგანოს ელექტრონულ
სისტემაში ზოგადი დეკლარაციის წინასწარ წარმოდგენა. ვინაიდან აღნიშული აქტივობები უნდა
განხორციელდეს ეტაპობრივად და არ არის დამოკიდებული ახალ სისტემაზე გადასასვლელად
მხოლოდ საბაჟო ორგანოს მხრიდან მზაობაზე, მიზანშეწონილია აღნიშნული დებულებების
ამოქმედება გადავადდეს 2022 წლის 1 იანვრამდე.
საბაჟო კოდექსის მე-10 წიგნი, რომლის ამოქმედების ვადა 2020 წლის 1 სექტემბერია,
ითვალისწინებს იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლების ახალ დებულებებს. აღნიშნული
კარი შედგენა 32 მუხლისაგან და ითვალისწინებს ისეთი სახის გათავისუფლებებს, რომელიც
ხშირ შემთხვევაში საქონელს ენიჭება მისი საქართველოში შემოტანის მიზნიდან გამომდინარე.
საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად ნებისმიერი საქონელი, რომელიც საქართველოში
შემოტანილ იქნა გადასახადისაგან (მათ შორის არა მხოლოდ იმპორტის გადასახადისაგან)
გათავისუფლებით, მისი შემოტანის მიზნიდან გამომდინარე, ექცევა საბაჟო ზედამხედველობის
ქვეშ და გრძელვადიანი პერიოდში საბაჟო ორგანომ უნდა აკონტროლოს ამ საქონლის
მიზნობრივად გამოყენების სისწორე. იმისათვის, რომ საბაჟო ორგანომ სრულყოფილად
განახორციელოს ახალი შეღავათების გამოყენების ადმინისტრირება, აუცილებელია
გათავისუფლების ახალ სისტემაზე გადასვლამდე სულად იქნეს გამართული მისი ყველა
კომპონენტი, კერძოდ, შესაბამის ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა, შესაბამის
მეთოდური სახელმძღვანელოებისა და ინსტრუქციების შემუშავება, საქონლის გაშვების შემდგომ
მისი მიზნობრივად გამოყენების ადმინისტრირება და სხვა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე მიზანშეწონილია იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლების დებულებების
ამოქმედება შეჩერდეს 2022 წლის 1 იანვრამდე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტით გათვალისწინებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის გარდამავალი და
დასკვნითი დებულებების მარეგულირებელი მუხლების გადავადება/მოქმედების შეჩერება, რაც
საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით მოხდება საქართველოს საბაჟო კოდექსში გარდამავალი და
დასკვნითი დებულებების მარეგულირებელი მუხლებით გათვალისწინებული ვადების
გადავადება და კოდექსის X წიგნის მოქმედების შეჩერება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით ხდება საქართველოს საბაჟო კოდექსის გარდამავალი
დებულებების გათვალისწინებული ვადების გადავადება. კერძოდ:
პროექტის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ხდება იმ რეგულაციის
გადავადება,
რომელიც გარდამავალი პერიოდის სახით დადგენილი იყო უცხო ქვეყნების
დიპლომატიური
წარმომადგენლობებისა
და
მათთან
გათანაბრებული
წარმომადგენლობებისათვის და ნაცვლად არსებული 2021 წლის 1 იანვრისა, აღნიშნული
რეგულაციებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება 2022 წლის 1 იანვრამდე. კერძოდ, იმ
თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში, რომელიც არ მდებარეობს სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე
ან საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილი აეროპორტის ტერიტორიაზე, უცხო ქვეყნების
დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების
სამსახურებრივი სარგებლობისთვის, ამ წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების
წევრების (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის მათზე
საცალო წესით შესაძლებელი იქნება რეალიზებულ იქნეს უცხოური საქონელი სატარიფო და
არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე ან/და საქართველოს საქონელი, 2022
წლის 1 იანვრამდე.
ამასთან, ოქროს სიაში შეყვანით პირს 2022 წლის 1 იანვრამდე ენიჭება უფლება, კუთვნილი
საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო
ტერიტორიიდან გატანისას ისარგებლოს გამარტივებული პროცედურებით, ნაცვლად 2021 წლის
1 იანვრისა.
აგრეთვე, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემთხვევაში საბაჟო
გამშვებ პუნქტში დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის მიერ საქართველოს საბაჟო
კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა,
მიიჩნევა საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენად 2022 წლის 1 იანვრამდე,
ნაცვლად არსებული 2020 წლის 1 სექტემბრისა.
პროექტი ითვალისწინებს ასევე საბაჟო ორგანოსათვის საქონლის გატანის ზოგადი
დეკლარაციის წარდგენისაგან განთავისუფლების 2022 წლის 1 იანვრამდე გადაწევას, ნაცვლად
2020 წლის 1 სექტემბრისა.
პროექტის პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს კოდექსის X წიგნის
მოქმედების შეჩერებას 2022 წლის 1 იანვრამდე. შესაბამისად, ხდება საბაჟო ვალდებულებისგან
საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული გათავისუფლების მარეგულირებელი დებულებების
შეჩერება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
იმისათვის, რომ მოხდეს საბაჟო კოდექსში გარდამავალი და დასკვნითი დებულებების
მარეგულირებელი მუხლებით გათვალისწინებული ვადების გადავადება, მიზანშეწონილია
აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდეს შესაძლებლად მოკლე ვადაში. შესაბამისად, პროექტის
ძალაში შესვლის თარიღად განისაზღვრა გამოქვეყნების თარიღი. ამასთან, ვინაიდან, ნაწილი
დებულებების ამოქმედებულია 2020 წლის 1 სექტემბრიდან, პროექტით მოთხოვნილია მათი
მოქმედების
გავრცელება
აღნიშნული
პერიოდიდან
წარმოშობილ
სამართლებრივ
ურთიერთობებზე, რათა ის შეღავათები, რომელიც გულისხმობს საქართველოს საბაჟო
კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენის მიჩნევას საბაჟო
ორგანოსათვის საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენად, ასევე პირების
განთავისუფლებას საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენისაგან, გავრცელდეს ასევე
2020 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. რაც დადებით
გავლენას იქონიებს იმ პირებზე რომლებიც აღნიშნული პერიოდიდან ახორციელებდნენ
საქონლის შემოტანას. ასევე, უკუძალა ენიჭება კოდექსის X წიგნის ამოქმედების შეჩერების
ნორმას და იგი გავრცელდება 2020 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ
ურთიერთობებზე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
საქართველოს საბაჟო კოდექსის მიღებამ და პრაქტიკაში გატარებამ ცხადყო, რომ
აუცილებელია საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული გარკვეული დებულებების
ამოქმედების გადავადება. აღნიშნული
დებულებების ამოქმედებისათვის, გარდა
საკანონმდებლო ბაზის არსებობისა, აუცილებელია მთელი რიგი ღონისძიებების გატარება, რაც
დაკავშირებულია გარკვეულ პროგრამულ და ტექნიკური მხარდაჭერასთან და სასურველია ეს
დებულებები ამოქმედდეს მაშინ, როდესაც ზემოხსენებული საკითხები სათანადო დონეზე
იქნება უზრუნველყოფილი. საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნული შინაარსის
ცვლილებებით პროექტი წარდგენილი იყო საქართველოს პარლამენტში 2020 წლის
საგაზაფხულო სესიისათვის, თუმცა ვერ მოესწრო მისი განხილვა და მიღება დადგენილ ვადებში.
ვინაიდან, პროექტი, მათ შორის, შეიცავდა ისეთი ნორმების ამოქმედების გადავადებას, რომელიც
ამოქმედდა 2020 წლის 1 სექტემბერს, საჭირო გახდა წარდგენილი პროექტის გამოთხოვა და ახალი
პროექტის მომზადება. შესაბამისად, იმისათვის, რომ საბაჟო ორგანომ სრულყოფილად
განახორციელოს ახალი შეღავათების გამოყენების ადმინისტრირება და ხელი არ შეეშალოს მის
სრულყოფილ ფუნქციონირებას აუცილებელია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
საჭიროების შემთხვევაში კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი
ხარჯები დაფინანსდება სსიპ - შემოსავლების სამსახურის ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის
საშემოსავლო ნაწილზე:
გავლენა
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
თავისუფალი
ვაჭრობის
პუნქტთან
დაკავშირებული
ცვლილების
ნაწილში
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე. კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს
მომდევნო წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან ხდება იმ რეგულაციის გადავადება,
რომელიც გარდამავალი პერიოდის სახით დადგენილი იყო უცხო ქვეყნების დიპლომატიური
წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობებისათვის და ნაცვლად
არსებული 2021 წლის 1 იანვრისა, აღნიშნული რეგულაციებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება
2022 წლის 1 იანვრამდე. კერძოდ, იმ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში, რომელიც არ მდებარეობს
სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე ან საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილი აეროპორტის
ტერიტორიაზე, უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან
გათანაბრებული
წარმომადგენლობების
სამსახურებრივი
სარგებლობისთვის,
ამ
წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრების (მათთან მცხოვრები ოჯახის
წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის მათზე საცალო წესით შესაძლებელი იქნება
რეალიზებულ იქნეს უცხოური საქონელი სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებების
განხორციელების გარეშე ან/და საქართველოს საქონელი. შესაბამისად საქონლის
რეალიზაციისგან მიღებული თანხებიდან, შესაბამისი გადასახადი გადაიხდება სახელმწიფო
ბიუჯეტში. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებიდან
თბილისსა და ბათუმში, 2019 წელს რეალიზებულ იქნა 1 018 000 ლარის ღირებულის საქონელი.
საქართველოს საბაჟო კოდექსის X წიგნით დადგენილი შეღავათების ამოქმედების
შეჩერების ნაწილში კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას იქონიოს ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან შენარჩუნდება იმპორტის გადასახადისაგან განთავისუფლების
საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მოქმედი შეღავათები და 2022 წლის 1
იანვრისთვის გადაიწევს საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული შინაარსობრივად
ახალი შეღავათები, გავლენის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენი პირი ისარგებლებს
გათვალისწინებული შეღავათებით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
2019 წლის 1 სექტემბერს ამოქმედებული საქართველოს საბაჟო კოდექსი ითვალისწინებს
ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემის არსებობას. აღნიშნული სისტემა
დანერგილია ევროკავშირის ქვეყნებში და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველომ
ეტაპობრივად უნდა განახორციელოს აღნიშნული სისტემის სრულყოფილი ამოქმედება. ამასთან,
საქართველოს კანონმდებლობა დაახლოებით ათეული წელია იცნობს „ოქროს სიის“ დეფინიციას,
რომლის მონაწილე, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის მსგავსად სარგებლობს
გამარტივებული საბაჟო პროცედურებით და სხვადასხვა პროცედურული ბენეფიტებით. სწორედ
არსებული „ოქროს სიის“ მონაწილეები მოიაზრებიან პირებად, რომლებიც დააკმაყოფილებენ
ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მისაღებად აუცილებელ მოთხოვნებს.
ავტორიზებული
ეკონომიკური
ოპერატორის
სისტემის
ამოქმედებისათვის,
გარდა
საკანონმდებლო ბაზის არსებობისა, აუცილებელია მთელი რიგი ღონისძიებების გატარება,
რომელიც ინტენსიურად ხორციელდება სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ (მათ შორის,
თანამშრომლების მომზადება გადამზადება, ევროპული პრაქტიკის გაზიარება, კერძო
ბიზნესთან, ძირითადად „ოქროს სიის“ მონაწილეებთან კომუნიკაცია და მათი მომზადება ახალ
სისტემაში ადაპტირებისათვის და ა.შ), აღნიშნული გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან, აღნიშნული ღონისძიებები უკვე
ხორციელდება და გათვალისწინებულია ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში.
ერთ-ერთი სიახლე, რომლის ამოქმედების გადავადებასაც ითვალისწინებს პროექტი არის
საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის და საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის
წინასწარ წარდგენის შესაძლებლობა. არსებული კანონმდებლობით შეუძლებელია საქონლის
საქართველოში შემოტანამდე/გატანამდე ზოგადი დეკლარირების წინასწარ განხორციელება.
საქონლის საზღვარზე წარდგენისას გადამზიდავის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების
საფუძველზე მებაჟე თავად ახორციელებს შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტის (აღრიცხვის
მოწმობა) შევსებას, რაც ითვლება ზოგად დეკლარირებად. აღნიშნული იწვევს სასაზღვრო
გამშვებ პუნქტში გარკვეული დროით ტვირთის შეყოვნებას. ახალი წესებით საქონლის
შემოტანისას/გატანისას ზოგადი დეკლარირება წინასწარ, საქონლის წარდგენამდე, უნდა
განახორციელოს საქონლის გადამზიდავმა. აღნიშნულის განსახორციელებლად, გარდა
პროგრამული უზრუნველყოფისა აუცილებელია გადამზიდავი კომპანიების დატრენინგება და
შესაბამისად მომზადება რათა მათ შეძლონ საბაჟო ორგანოს ელექტრონულ სისტემაში ზოგადი
დეკლარაციის წინასწარ წარმოდგენა. აღნიშნული გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან აღნიშნული ღონისძიებები უკვე
ხორციელდება და გათვალისწინებულია ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში.
ასევე, კანონპროექტის შესაბამისად ხდება საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული
შეღავათების შეჩერება, ვინაიდან საბაჟო ორგანოს მხრიდან ახალი შეღავათების გამოყენების
ადმინისტრირების სრულყოფილად განსახორციელებლად, აუცილებელია გათავისუფლების
ახალ სისტემაზე გადასვლამდე სულად იქნეს გამართული მისი ყველა კომპონენტი, კერძოდ,
შესაბამის
ტექნიკური
და
პროგრამული
უზრუნველყოფა,
შესაბამის
მეთოდური
სახელმძღვანელოებისა და ინსტრუქციების შემუშავება, საქონლის გაშვების შემდგომ მისი
მიზნობრივად გამოყენების ადმინისტრირება და სხვა, რაც დაკავშირებულია ხარჯებთან და
დაფინანსდება შემოსავლების სამსახურის ბიუჯეტიდან, შესაბამისად აღნიშნული არ იქონიებს
გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან
აღნიშნული ღონისძიებები უკვე ხორციელდება და გათვალისწინებულია ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფო
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი დადებითად იმოქმედებს იმ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებზე,
რომლებიც არ მდებარეობს სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე ან საერთაშორისო
მიმოსვლისთვის გახსნილი აეროპორტის ტერიტორიაზე, ვინაიდან 2022 წლის 1 იანვრამდე,
ნაცვლად დღეს არსებული 2021 წლის 1 იანვრისა, გადაიწევს ვადა, რა ვადაშიც შესაძლებლობა
აქვთ უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული
წარმომადგენლობების სამსახურებრივი სარგებლობისთვის, ამ წარმომადგენლობებისა და
დიპლომატიური მისიების წევრების (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი
სარგებლობისთვის მათზე საცალო წესით გაყიდონ უცხოური საქონელი სატარიფო და
არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე ან/და საქართველოს საქონელი.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის განმავლობაში თბილისსა და ბათუმში მდებარე თავისუფალი
ვაჭრობის პუნქტებიდან რეალიზებულ იქნა 1 018 000 ლარის ღირებულის საქონელი.
კანონპროექტი ასევე დადებითად იმოქმედებს „ოქროს სიაში“ შეყვანილ პირებზე,
ვინაიდან, მათ 2022 წლის 1 იანვრამდე გაუგრძელდებათ უფლება, კუთვნილი საქონლის
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან
გატანისას ისარგებლონ გამარტივებული პროცედურებით. შესაბამისად აღნიშნული პირები
დაზოგავენ დროს და მატერიალურ რესურსს.
კანონპროექტის შესაბამისად, ასევე ფულად და დროით რესურსს (ადმინისტრაციული
ტვირთი) დაზოგავენ ის პირები, რომლებიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანენ ან
გაიტანენ საქონელს, ვინაიდან პროექტის შესაბამისად გათვალისწინებულია იმ ვადის გადაწევა
2022 წლის 1 იანვრამდე, რომელიც გულისხმობს, რომ პირებს საქართველოს საბაჟო
კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა
ჩაეთვლებათ ზოგადი დეკლარაციის წარდგენად.
საქართველოს საბაჟო კოდექსის X წიგნით დადგენილი შეღავათების შეჩერების ნაწილში
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიოს იმ პირებზე, რომლებისთვისაც საბაჟო კოდექსი
ითვალისწინებდა ახალი შეღავათების ამოქმედებას 2020 წლის 1 სექტემბრიდან.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს რაიმე ტიპის გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი
და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.