პოლიტიკური გაერთიანება „ქართული არჩევანის“ და საქართველოს მოქალაქეების: თემურ გოგსაძის, ბეჟან გუნავას, მარიამ მარგველანის, ეკა ბრეგვაძის და გიორგი შავრეშიანის მომართვა „სოციალური დახმარების შესახებ“, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, „დასაქმების შესახებ“, „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების შესახებ

საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.09.2020
ავტორი
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული არჩევანი“ და საქართველოს მოქალაქეები: თემურ გოგსაძე, ბეჟან გუნავა, მარიამ მარგველანი, ეკა ბრეგვაძე და გიორგი შავრეშიანი
ნომერი
#1-13083/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-17
ბიუროს ნომერი 388 (11:30)

📜 ტექსტი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-9556/20 22-09-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაზე უარის თაობაზე გაცნობებთ, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2020 წლის 22 სექტემბერს, კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ წარმოდგენილი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (თემურ გოგსაძის, ბეჟან გუნავას, მარიამ მარგველანის, ეკა ბრეგვაძისა და გიორგი შავრეშიანის შემადგენლობით) განცხადება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 127-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ განცხადებას უნდა ერთოდეს კანონპროექტი, ხოლო „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კანონპროექტს უნდა დაერთოს განმარტებითი გათვალისწინებული ბარათი, საკითხები. რომელშიც შესაბამისად, აისახება ამავე კანონპროექტზე პუნქტით თანდართული განმარტებითი ბარათი უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნული პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, თუმცა საკანომდებლო პაკეტში წარმოდგენილ არც ერთ კანოპროექტზე თანდართული განმარტებითი ბარათი არ აკმაყოფილებს „ნორმატიული აქტების თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს სრულად. გარდა ამისა, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი შეიცავს კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს „დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელებას, თუმცა აღნიშნული კანონი ძალადაკარგულია 2006 წლის 25 მაისის N3132 საქართველოს კანონით და ამჟამად მას იურიდიული ძალა არ გააჩნია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საინიციატივო ჯგუფის განცხადება და თანდართული მასალები წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 127-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით და კომიტეტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი