საქართველოს მოქალაქის ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მოვალეთა დაცვის შესახებ“ მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.09.2020
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-13167/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-18
ბიუროს ნომერი 389

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ჩემი ელექტრონული მთავრობა" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № BA0041204286128 18.09.2020 საქართველოს პარლამენტი სათაური: საკანონმდებლო წინადადება მოვალეთა დაცვის შესახებ (მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპები) შინაარსი: საქართველოს პარლამენტის ბიუროს, გთავაზობთ საკანონმდებლო ცვლილების მიღებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსში არსებული ნორმა, კერძოდ - 301-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილი: მუხლი 301. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის მოთხოვნა - 1 პრიმა. "მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი" - ჰპოვებს საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობაში მისი იმპლემენტაციის მექანიზმს, რაც შესაძლებელია მიღწეული იქნას აღნიშნული საკანონმდებლო ნორმისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34- ე მუხლის ჰარმონიზაციის მეშვეობით:___ კერძოდ, თუ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსით გათვალისწინებული იქნება აღსრულების შეწყვეტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამჟამად, აღსრულების შეწყვეტა იმის გამო, რომ ადგილი ჰქონდა სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას, არ არის გათვალისწინებული სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საშუალებას აძლევს სხვადასხვა სუბიექტებს, რომ მოითბონ ხელი, დაჩაგრონ მოვალეეები, დაართვიონ კანონი, აღსრულება მიაქციონ მოვალის მთელ ქონებაზე, ვალის/სესხის უზრუნველმყოფი ნივთის არსებობის ან მისი რეალიზაციის ფაქტის სრული იგნორირებით. ____ დამატებით მოგახსენებთ, რომ სასამართლო პრაქტიკაში (მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის საქმე # 11018088, ს/ს "საქართველოს ბანკი"-ს საქმე) არის შემთხვევები, როდესაც სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 პუნქტით გარანტირებული უფლება არ აისახება იპოთეკის ხელშეკრულების კონტრაგირების შემდგომ პერიოდში, როდესაც სასამართლოში ხდება იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის საკითხის განხილვა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის წესის დადგენა. კერძოდ, იმის მიუხედავად, რომ იპოთეკის საგანი მთლიანად უზრუნველყოფდა მოთხოვნას და ამავე დროს განხორციელდა აღნიშნული უძრავი ნივთის რეალიზაცია იძულებით აუქციონზე, შეუძლებელი ხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის - "მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად" - რეალიზაცია.___ უფრო მეტიც, 2020 წლის 18 თებერვალს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დასაბამი დაედო ახალ, დესტრუქციულ სასამართლო პრაქტიკას (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება 2019 წლის საქმეზე # 19003208456, დარჩიაშვილის საქმე), როდესაც იპოთეკით დატვირთული ქონების არსებობის მიუხედავად, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მოთხოვნას, სასამართლო მოვალეს აკისრებს მხოლოდ თანხას, ხოლო იპოთეკის ხელშეკრულების არსებობის, იპოთეკის საგნის არსებობის ან იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ საერთოდ არ მსჯელობს და მოვალეს აკისრებს თანხას, ანუ უზრუნველყოფილ მოთხოვნას გარდაქმნის არაუქრუნველყოფილ მოთხოვნად, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ნაცვლად იპოთეკის საგნისა, აღსრულება მიექცეს მოვალის მთლიან ქონებაზე!!!!!!!.__ მოვალეთა ამგვარ მდგომარეობაში ჩაყენება აშკარად ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს, ვინაიდან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მხარეები, ხელშეკრულების ხელმოწერისას, თანხმდებიან, რომ იპოთეკის საგანი სრულად უზრუნველყოფს მოთხოვნას. ანუ, აღმასრულებლის მიერ იპოთეკის საგნის რეალიზაციისთანავე ვალი დაფარულად ითვლება. თუმცა, სასამართლოების მიერ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნები გარდაიქმნება არაუზრუნველყოფილ მოთხოვნებად. რაც ფაქტიურად იწვევს მხარეთა შორის არსებული თავდაპირველი შეთანხმების გაუქმებას, ორმხრივი ნების არარსებობის მიუხედავად. გთხოვთ, გადაამოწმოთ და გაითვალისწინოთ ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და მიიღოთ ზომები არსებული უაღრესად საშიში მდგომარეობის შესასწავლად და ამ საკანონმდებლო ვაკუუმის შემავსებელი კანონების მისაღებად, ქართველი და უცხოელი ინვესტორების ინტერესების დასაცავად, საქართველოში არსებული საკანონმდებლო ხაფანგის სრულად აღმოფხვრის მიზნით. ამჟამად აბსოლუტურად ყველა ეკონომიკური სუბიექტი დაუცველია, ხოლო უზრუნველყოფილი სესხის აღება ხდება მოწყვლადი სამეწარმეო საქმიანობის ფორმა, რაც ყოვლად დაუშვებებლია, მითუმეტეს - კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით. პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: ელფოსტა: საქართელოს რეკონსტრუქციისა და განვითარების ასოციაცია საიდ. #: ტელეფონი: მობილური: ელფოსტა: