„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.09.2020
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/521/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-21
ბიუროს ნომერი 390

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს ცვლილება და კოდექსის 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 130-ე ნაწილი: „130. ამ კოდექსის 199-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2022 წლის 1 იანვრამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კოდექსი შესაბამისობაში მოდის „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის მოქმედების შეჩერების საჭიროებით, რაც საქართველოს საბაჟო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებებით არის გამოწვეული. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით მოხდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის მოქმედების შეჩერება 2022 წლის 1 იანვრამდე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად ხდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის მოქმედების შეჩერება 2022 წლის 1 იანვრამდე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კოდექსი შესაბამისობაში მოდის „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან და შესაბამისად, ამოქმედებაც დაკავშირებულია აღნიშნული პროექტის ძალაში შესვლასთან (გამოქვეყნებისთანავე). ამასთან, ვინაიდან, პროექტით წარმოდგენილი შესაჩერებელი ნორმა ამოქმედებულია 2020 წლის 1 სექტემბრიდან, პროექტით მოთხოვნილია მისი მოქმედების გავრცელება აღნიშნული პერიოდიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. კერძოდ, პროექტის შესაბამისად, ხდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის მოქმედების შეჩერება 2022 წლის 1 იანვრამდე, რაც დაკავშირებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის X წიგნით დადგენილი შეღავათების მოქმედების შეჩერებასთან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): წარმოდგენილი კანონპროექტი გამომდინარეობს „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან. შესაბამისად, მისი განხილვა და მიღება ასევე უნდა მოხდეს დაჩქარებული წესით. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნული შინაარსის ცვლილების პროექტი წარდგენილი იყო საქართველოს პარლამენტში 2020 წლის საგაზაფხულო სესიისათვის, თუმცა ვერ მოესწრო მისი განხილვა და მიღება დადგენილ ვადებში. ვინაიდან, პროექტი შეიცავდა ისეთი ნორმის ამოქმედების გადავადებას, რომელიც ამოქმედდა 2020 წლის 1 სექტემბერს, საჭირო გახდა წარდგენილი პროექტის გამოთხოვა და ახალი პროექტის მომზადება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს აუცილებელი ხარჯების დაფინანსებას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: პროექტის შესაბამისად ხდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის მოქმედების შეჩერება 2022 წლის 1 იანვრამდე, რაც დაკავშირებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის X წიგნით დადგენილი შეღავათების მოქმედების შეჩერებასთან. რაც დადებით გავლენას იქონიოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან, შენარჩუნდება იმპორტის გადასახადისაგან განთავისუფლების საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მოქმედი შეღავათები და 2022 წლის 1 იანვრისთვის გადაიწევს საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული შინაარსობრივად ახალი შეღავათები. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ვალდებულებების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფო მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომლებისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსი ითვალისწინებდა ახალი შეღავათების ამოქმედებას 2020 წლის 1 სექტემბრიდან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს რაიმე ტიპის გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.