საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების: ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1-4653/20; 12.03.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-28
ბიუროს ნომერი 391
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-9578/20
23-09-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
ზაზა მეიშვილს,
მარინა მესხს,
ალიკა კუპრავას,
გიორგი მუმლაძეს
გიორგი ჩიფჩიურს
(მისამართი: ქ. თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის
მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით (N1-4653/20; 12.03.2020)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის 14 სექტემბრის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი
მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-4653/20; 12.03.2020).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსში
ცვლილებას
და
საქართველოს
საკანონმდებლო
ნორმების
საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის N2/12/1237 განჩინებასთან (საქმეზე
„ვასილ საგანელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) შესაბამისობაში მოყვანას.
II. კომიტეტის შეფასება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 24 ოქტომბრის აღნიშნული
განჩინებით საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით
არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის
დაკითხვის შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის უფლება მხოლოდ
ბრალდების მხარეს ჰქონდა.
საქართველოს პარლამენტმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული
განჩინებიდან გამომდინარე, 2020 წლის 20 მარტს საკანონმდებლო ცვლილება განახორციელა,
რომლის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლი
შესაბამისობაში იქნა მოყვანილი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტთან.
2020 წლის 20 მარტს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, გამოძიების
ეტაპზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვის უფლება დაცვის მხარესაც
მიენიჭა, ამასთანავე, ერთი მხარის მიერ მოწმის დაკითხვის პროცესს ესწრება მეორე მხარე.
ამგვარად, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიღების საჭიროება არ არსებობს და
კომიტეტი მის მიღებულად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი
მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-4653/20; 12.03.2020) საკომიტეტო
განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი