საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების: ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1-4655/20; 12.03.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.09.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-9580/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-28
ბიუროს ნომერი 391

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-9580/20 23-09-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ზაზა მეიშვილს, მარინა მესხს, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძეს გიორგი ჩიფჩიურს (მისამართი: ქ. თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5) იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-4655/20; 12.03.2020) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის 14 სექტემბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-4655/20; 12.03.2020). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებას და საქართველოს საკანონმდებლო ნორმების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის N1/4/809 გადაწყვეტილებასთან (საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) შესაბამისობაში მოყვანას. II. კომიტეტის შეფასება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 14 დეკემბრის აღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (მოქმედი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge 31-ე მუხლის პირველი პუნქტი) მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ბრალდების მხარეს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ჰქონდა დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებული საგნის, დოკუმენტის, ნივთის, ნივთიერების, ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის პირველადი გამოკვლევის უფლება. საქართველოს პარლამენტმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, 2019 წლის 17 ოქტომბერს საკანონმდებლო ცვლილება განახორციელა, რომლის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არსებული პირველადი გამოკვლევის საკითხთან დაკავშირებული მუხლები (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 831 მუხლი, 120-ე მუხლის მე-10 ნაწილი და 144-ე მუხლის 32-35 ნაწილები) შესაბამისობაში იქნა მოყვანილი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან. საქართველოს პარლამენტის მიერ 2019 წლის 17 ოქტომბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 831 მუხლის მიხედვით, ბრალდების მხარეს დაეკისრა ვალდებულება პირველადი გამოკვლევის დასრულების შემდეგ, დაცვის მხარეს გადასცეს დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულება იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდების მხარე არ აპირებს ამ მტკიცებულების სასამართლოში წარდგენას ან თუ დაცვის მხარეს არ სურს თავისი შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებაზე ექსპერტიზის ჩატარება, მაგრამ ესაჭიროება ამ მტკიცებულების დათვალიერება, მისი შინაარსის გაცნობა ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება. გარდა ამისა, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ბრალდების მხარის მიერ მილევად ან განადგურებად მტკიცებულებაზე ექსპერტიზის ჩატარების დროს, აღნიშნული ექსპერტიზის პროცესში დაცვის მხარის აქტიური ჩართულობის მექანიზმი იქნა შემოღებული. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლის 32-35 ნაწილების თანახმად, პირველადი გამოკვლევის ფარგლებში ბრალდების მხარის მიერ მილევად ან განადგურებად მტკიცებულებაზე ექსპერტიზის დანიშვნის დროს, დაცვის მხარეს უფლება მიენიჭა საკუთარი შეკითხვებით მიმართოს ექსპერტს. ექსპერტი კი ვალდებულია როგორც ბრალდების მხარის, ასევე დაცვის მხარის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხოს. ამგვარად, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიღების საჭიროება არ არსებობს და კომიტეტი მის მიღებულად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-4655/20; 12.03.2020) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი