საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების: ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1-8209/20; 23.06.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-28
ბიუროს ნომერი 391
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-9581/20
23-09-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
ზაზა მეიშვილს,
მარინა მესხს,
ალიკა კუპრავას,
გიორგი მუმლაძეს
გიორგი ჩიფჩიურს
(მისამართი: ქ. თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის
მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით (N1-8209/20; 23.06.2020)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის 14 სექტემბრის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი
მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-8209/20; 23.06.2020).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო
წინადადება
ითვალისწინებს
საქართველოს
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებას და საქართველოს საკანონმდებლო ნორმების
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2018
წლის
19
ოქტომბრის
N2/7/779
გადაწყვეტილებასთან (საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ“) შესაბამისობაში მოყვანას.
II. კომიტეტის შეფასება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 19 ოქტომბრის აღნიშნული
გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (მოქმედი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
31-ე მუხლის პირველი პუნქტი) მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის ის ნორმატიული
შინაარსი, რომელიც არ იძლეოდა ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას.
საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, 2020 წლის 22 მაისს
საქართველოს პარლამენტმა განახორციელა საკანონმდებლო ცვლილებები და კანონის
ნორმები შესაბამისობაში იქნა მოყვანილი საქართველოს კონსტიტუციასთან; კერძოდ,
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის პირველ
ნაწილში შეტანილი ცვლილებით დადგინდა, რომ ორგანოს (თანამდებობის პირის)
გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს
ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), ხოლო ზემდგომი ორგანოს
(ზემდგომი თანამდებობის პირის) გადაწყვეტილება − სასამართლოში. ამასთანავე, ცვლილება
შევიდა კოდექსის 271-ე მუხლის მე-2 ნაწილში, 272-ე მუხლს დაემატა მე-5−მე-7 ნაწილები და
განისაზღვრა ზემდგომი ორგანოს (ზემდგომი თანამდებობის პირის) გადაწყვეტილების
სასამართლოში გასაჩივრების შედეგად გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების
სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებისა და ამ საჩივრის განხილვის წესი.
ამგვარად, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიღების საჭიროება არ არსებობს და
კომიტეტი მის მიღებულად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი
მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტთან
დაკავშირებით
საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
(N1-8209/20;
23.06.2020)