„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
22.09.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ალექსანდრე ერქვანია
ნომერი
#07-3/494/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-28
ბიუროს ნომერი 391

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 139-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 139. 1. ქალთა ჯანმრთელობის დაცვა აბორტების შემცირების გზით სახელმწიფოს პრიორიტეტული ამოცანაა. 2. ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ, თუ ორსულობის გაგრძელება საფრთხეს უქმნის ქალის სიცოცხლეს. 3. იმ სამედიცინო ჩვენებების ჩამონათვალი, რომელიც ორსულობის გაგრძელების შემთხვევაში საფრთხეს უქმნის ორსული ქალის სიცოცხლეს, დგინდება მინისტრის ბრძანებით. 4. აბორტის რეკლამა აკრძალულია.“. 2.140-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი თბილისი, 2020 წელი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური უფლების სიცოცხლის დაცვას მისი ჩასახვის მომენტიდან, სიცოცხლის უფლება გარანტირებული უნდა იყოს ყველასთვის, ვინც ცოცხალია, მათ შორის დაუბადებელი ცოცხალი არსებისათვის. უფლება „არ იყო მოკლული“ სხვათა მიერ სიცოცხლის უფლების ძირითადი შინაარსია, სიცოცხლის უფლება ადამიანის უზენაესი ღირებულებაა, არავის არა აქვს უფლება ადამიანს წაართვას სიცოცხლე ან საფრთხე შეუქმნას მას, არცერთი ადამიანი არ შეიძლება იყოს სხვისი თუნდაც დედის მკვლელობის მსხვერპლი. სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება დაიცვას და უზრუნველყოს სიცოცხლის ეფექტური დაცვა, დღეს მოქმედი საქართველოს კანონი "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კერძოდ 139-ე მუხლი კი იძლევა შესაძლებლობას 12 კვირამდე ორსულობის სამედიცინო ჩარევით ხელოვნურად შეწყვეტის, რაც წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფოს ვალდებულებასთან უზრუნველყოს სიცოცხლის ეფექტური დაცვა და იზრუნოს სიცოცხლისათვის საფრთხის ასაცილებლად. სიცოცხლის უფლება წარმოიშობა ადამიანის ჩასახვისთანავე, რადგან ცოცხალი ორგანიზმი ჩასახვის მომენტიდანვე წარმოიშვება, რომელიც უკვე გენეტიკური კოდისა და ადამიანის მთელი პიროვნული პოტენციალის მატარებელია. სახელმწიფოს ვალდებულება დაიცვას ადამიანის სიცოცხლე, გამომდინარეობს არა მარტო საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლიდან, რომელიც იცავს ადამიანის სიცოცხლეს, არამედ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლიდანაც, რომელიც იცავს ადამიანის ღირსებას, ჩანასახს, როგორც ჯერ კიდევ დაუბადებელ სიცოცხლეს გააჩნია ღირსება, სწორედ ადამიანის ღირსებას დაეფუძნა სიკვდილის სასჯელის გაუქმება. არსებობს რამდენიმე საერთაშორისო აქტი, რომელიც პირდაპირ და ცალსახად აღიარებს ბავშვის სამართლებრივი დაცვის უფლებას მის დაბადებამდე და ადამიანის სიცოცხლის საწყისად აღიარებს ჩასახვის მომენტს. კერძოდ გაეროს ასამბლეის 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის "ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ", რომელსაც საქართველო 1994 წლიდან მიუერთდა, პრეამბულის მე-9 აბზაცში აღნიშნულია შემდეგი: „ვითვალისწინებთ რა ბავშვის უფლებათა დეკლარაციაში აღნიშნულს, ბავშვი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს სპეციალურ დაცვას და ზრუნვას, შესაბამისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ასევე დაბადების შემდგომ პერიოდში.“ ბავშვის უფლებათა კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის „ბავშვი“ გულისხმობს თვრამეტ წელს მიუღწეველ პირს. ამასთან, კონვენციის პირველი მუხლით, სახელმწიფოს შეუძლია განსაზღვროს, რომ ბავშვობის პერიოდი იწყება არა დაბადების, არამედ ჩასახვის მომენტიდან. ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია, რომელიც მიღებულია 1969 წლის 22 ნოემბერს სან ხოსეში და ძალაში შევიდა 1978 წლის 18 ივლისს მე-4 მუხლი ცალსახად აღიარებს, რომ ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება დაცული უნდა იყოს და პატივი სცენ მას ჩასახვის მომენტიდან. 1985 წელს გენერალურმა ასამბლეამ შეიტნა შესწორება დეკლარაციაში „სამედიცინო აბორტების შესახებ“, სადაც აღნიშნულია, რომ ადამიანის სიცოცხლის პატივისცემა იწყება ჩასახვის მომენტიდან. ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ (ოვიედოს) კონვენციის (1997) განმარტებებით კონვენციის პირველ მუხლში მითითებული სიტყვა „ადამიანი” გულისხმობდა, რომ ადამიანის ღირსება და თვითმყოფადობა დაცული უნდა ყოფილიყო ჩასახვისთანავე. სახელმწიფოს მხრიდან სიცოცხლის უფლების უზენაეს ღირებულებად აღიარება, ავალდებულებს სრულყოფილად დაიცვას ადამიანის სიცოცხლე, მომენტიდან, სწორედ ეს წარმოადგენს კანონპროექტის მიზანს. მისი ჩასახვის ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას (კანონის მიღებას). ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში წარმოდგენილი ცვლილების შეტანა უზრუნველყოფს მუცლადმყოფი ბავშვთა სოცოცხლის დაცვას მათი ჩასახვის მომენტიდან, ხელს შეუწყობს შობადობის გაზრდას, ქალთა დაცვას იმ ფიზიკური თუ ფსიქიკური გართულებებისგან, რომელიც თან სდევს აბორტის გაკეთებას, დემოგრაფიული ვითარების გამოსწორებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: სახელმწიფო ვალდებულია შექმნას მძლავრი ბერკეტები ადამიანის სიცოცხლის დასაცავად. მას აკისრია ნეგატიური ვალდებულება, არ ხელყოს ადამიანის სიცოცხლე, პოზიტიური კი ავალდებულებს, იზრუნოს სიცოცხლისთვის და არ დაუშვას სხვა პირთა მხრიდან მისი ხელყოფა, კანონპროექტის არს წარმოადგენს სახელმწიფომ შეასრულოს თავისი ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება და უზრუნველყოს სიცოცხლის ეფექტური დაცვა და იზრუნოს სიცოცხლისათვის საფრთხის ასაცილებლად და დაიცვას იგი სხვათა მხრიდან ხელყოფისაგან, ამ შემთხვევაში დაიცვას ბავშვთა სიცოცხლე მათი ჩასახვის მომენტიდან. წარმოდგენილი კანონპროექტით ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართული ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორსულობის გაგრძელება საფრთხეს უქმნის ქალის სიცოცხლეს, ორსულობის შეწყვეტა უნდა მოხდეს სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ, სხვა ნებისმიერ შემთხვევაში კანონპროექტით იკრძალება ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით წარმოდგენილი კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ქვეყანაში აბორტის გზით ყოველდღიურად ხდება ასობით უდანაშაულო ბავშვის სიცოცხლის ხელყოფა, ყოველი დღე და ყოველი წუთი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მათ გადასარჩენად, ამიტომ აუცილებელია, რომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით იქნეს განხილული და მიღებული ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღების შედეგად, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ხარჯების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტით ნებადართული ხდება ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა მხოლოდ სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ იმ შემთხვევაში, თუ ორსულობის გაგრძელება საფრთხეს უქმნის ქალის სიცოცხლეს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სხვა შემთხვევაში კი ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა იკრძალება და აღნიშნული ქმედება ხდება დასჯარი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით სასჯელის სახედ ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ანდა თავისუფლების აღკვეთას თანამდებობის დაკავების ან/და საქმიანობის უფლების ჩამორთმევით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ მოხდება სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 139-ე მუხლის დარღვევის გამო, აღნიშნული, შესაბამისი საგამოძიებო უწყებებისთვის და სასამართლოსთვის დაკავშირებული იქნება შესაბამის ადმინისტრაციულ ხარჯებთან, ხოლო სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის კი შესაბამისი სამართალდამრღვევი პირის პატიმრობის და შინაპატიმრობის ხარჯებთან. შესაბამისი უწყებებისათვის საჭირო შესაბამისი ხარჯები დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ვალდებულების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა ირიბი გავლენა მოახდინოს იმ სამედიცინო დაწესებულებების ფინანსურ შედეგზე, სადაც სამედიცინო ჩარევის გზით ხდება ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა, კერძოდ ისინი ვეღარ შეძლებენ ამ პროცედურის ჩატარებას და ამ გზით ვეღარ მიიღებენ შემოსავალს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტი დადებით ზეგავლენას იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, ბავშის (ადამიანის) ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური უფლების სიცოცხლის დაცვის დამატებითი გარანტიის შექმნით. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვის მომზადების აუცილებლობა არ გაჩენილა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: ალექსანდრე ერქვანია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი ალექსანდრე ერქვანია.