„მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ"
- „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-28
ბიუროს ნომერი 391
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი არეგულირებს ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს მაჭახლის დაცული
ლანდშაფტის შექმნისა და მართვის სფეროში.
2. მაჭახლის დაცულ ლანდშაფტს მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლის და სხვა ბუნებრივი
რესურსების, აგრეთვე ისტორიულ-კულტურული ძეგლების განკარგვასთან, დაცვასა და
გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით და საქართველოს
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები
1. კანონის ძირითადი მიზნებია:
ა) უზრუნველყოს მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნა;
ბ) მოაწესრიგოს მაჭახლის დაცული ლანშაფტის დაცვისა და გამოყენების სამართლებრივი
მექანიზმი;
გ) დაადგინოს მაჭახლის დაცული ლანდშაფტის მართვის სისტემა;
დ) მოაწესრიგოს მაჭახლის დაცული ლანდშაფტის მართვის მექანიზმები.
2. ამ კანონის ძირითადი ამოცანებია, მაჭახლის დაცული ლანდშაფტის ფარგლებში:
ა) ხელი შეუწყოს ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული
თვალსაზრისით გამორჩეული მაჭახლის ხეობის დაცვის, აღდგენისა და გონივრული გამოყენებას;
ბ) უზრუნველყოს მაჭახლის დაცულ ლანდშაფტში ბიოლოგიური მრავალფეროვნების
შენარჩუნება, ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, განსაკუთრებით – გადაშენების
საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენეტიკური და სახეობრივი მრავალფეროვნების
დაცვა და აღდგენა.
გ) უზრუნველყოს მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და ამ
რესურსებით რაციონალური სარგებლობა; გარემოსდაცვითი განათლებისა და მეცნიერული
კვლევისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; დაიცვას და შეინარჩუნოს ისტორიული და
კულტურული მემკვიდრეობა, ძეგლები და განაშენიანების ტიპი.
დ) ხელი შეუწყოს რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის
ხელსაყრელი პირობების შექმნას.
მუხლი 3. მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნა და მისი მიზნები
1. მაჭახლის დაცული ლანდშაფტი იქმნება ეროვნული მნიშვნელობის მქონე, მაღალი ესთეტიკური
ღირებულებით გამორჩეული, როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს
ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის
დაცვის, სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების, რეკრეაციულ-ტურისტული და ტრადიციული
სამეურნეო საქმიანობისათვის.
2. ხელვაჩაურის მუნიციპიტეტში მაჭახლის ხეობის ბიოლოგიური, ლანდშაფტური, კულტურული
მრავალფეროვნებისა და მაღალი ისტორიული და ესთეტიკური ღირებულებების შენარჩუნების
მიზნით ამ ხეობას მიენიჭოს დაცული ლანდშაფტის სტატუსი და ეწოდოს მაჭახლის დაცული
ლანდშაფტი.
3. მაჭახლის დაცული ტერიტორიის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება ემყარება „დაცული
ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ საფუძვლებს.
4. მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნის მიზნებია:
ა) უნიკალური ეკოსისტემების ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენიზაციის
შედეგად გადაგვარება-დაღუპვისაგან დაცვა;
ბ) უმდიდრესი ეროვნული მემკვიდრეობის – ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლების და
ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნება;
გ) ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის ესთეტიკურ ღირებულებებზე და
ტურისტულ რესურსებზე რეკრეაციული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო
ინფრასტრუქტურის შექმნის ხელშეწყობა;
დ) ხალხური შემოქმედების ტრადიციათა შენარჩუნება და განვითარება;
ე) ადგილობრივი თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტერესებისა და გარემოსდაცვითი
საკითხების
დაბალანსება
ბუნების
აქტიური
დაცვისა
და
ტრადიციული
საქმიანობების
შენარჩუნების გზით.
5. ამ კანონით განსაზღვრული მაჭახლის დაცული ლანდშაფტის ფუნქციურ-გეგმარებითი
ორგანიზება (ზონირება) და ზონებში დაშვებული საქმიანობები, „დაცული ტერიტორიების
სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დგინდება მაჭახლის დაცული ლანდშაფტის
მენეჯმენტის გეგმით.
მუხლი 4. მაჭახლის დაცული ლანდშაფტის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები
1. მაჭახლის დაცული ლანდშაფტი მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცირე
კავკასიონის შავშეთის ქედსა და მის განშტოებებზე. მაჭახლის დაცული ლანდშაფტი მოიცავს მდ.
მაჭახლის ხეობას, სამხრეთი საზღვარი მიუყვება მაჭახელას ეროვნული პარკის საზღვარს
საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრამდე, აღმოსავლეთი საზღვარი მცირე მანძილზე
მიუყვება საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს, ჩრდილოეთი საზღვარი კვლავ
მიუყვება მაჭახელას ეროვნულ პარკის საზღვარს, ხოლო დასავლეთით საზღვარი მიუყვება მდ.
მაჭახელას და სოფელ კირნათის საზღვარს.
2. მაჭახლის დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობია 4294 ჰექტარი და მოიცავს შემდეგ
გეოგრაფიულ კოორდინატებს:
ID
X
Y
ID
X
Y
ID
X
Y
ID
X
Y
1
728494.8
4597917
92
737204.9
4600499
183
739645.5
4596620
274
735391.6
4597007
2
728652.1
4598069
93
737349.9
4600628
184
739836.3
4596578
275
735566.2
4596909
3
728867.6
4598158
94
737535.7
4600687
185
740029.7
4596561
276
735740.4
4596811
4
729054.8
4598228
95
737723.5
4600640
186
740188.4
4596455
277
735975.2
4596661
5
729215.9
4598343
96
737918.1
4600624
187
740371.7
4596381
278
736044.3
4596561
6
729352.7
4598487
97
738109.8
4600643
188
740499.1
4596470
279
736087
4596247
7
729390.7
4598676
98
738275.1
4600749
189
740668.5
4596377
280
734920.1
4595194
8
729347.2
4598871
99
738469.6
4600784
190
740826.9
4596371
281
735972.8
4596123
9
729332.6
4598962
100
738667.8
4600770
191
740827.8
4596474
282
735203.7
4595036
10
729100.5
4599135
101
738862.7
4600730
192
740988.6
4596587
283
735566.4
4595965
11
728928.7
4599235
102
738964.3
4600692
193
741176.5
4596634
284
735358.5
4595825
12
728828.8
4599397
103
738897.5
4600451
194
741102
4596455
285
735307.5
4595103
13
728632.3
4599372
104
739124.7
4600504
195
741205.1
4596445
286
735160.3
4595068
14
728434.2
4599353
105
739312.2
4600568
196
741355.5
4596377
287
735252
4595267
15
728196
4599559
106
739478.3
4600676
197
741477.4
4596219
288
735280.9
4595051
16
728150
4599553
107
739669.4
4600723
198
741525
4596042
289
735170.1
4595116
17
727874.2
4599619
108
739759.8
4600739
199
741511.8
4595860
290
735018.3
4595186
18
727892.4
4599732
109
739584.2
4600485
200
741402.1
4595917
291
734853.3
4595263
19
728054.3
4599702
110
739476.6
4600318
201
741230.1
4595986
292
734780.8
4595449
20
728228.6
4599750
111
739392.9
4600140
202
741054.2
4595894
293
734119.4
4596039
21
728416.5
4599749
112
739309.8
4599987
203
740893.7
4595805
294
734527.6
4595751
22
728592.7
4599826
113
739213.2
4599820
204
740748.5
4595677
295
734408.5
4595912
23
728634.8
4600008
114
739060.9
4599690
205
740575.3
4595601
296
734367.8
4596091
24
728618.4
4600197
115
738910.3
4599559
206
740411.9
4595492
297
734169.6
4596064
25
728718.6
4600367
116
738755.1
4599435
207
740301.1
4595338
298
733466.3
4596144
26
728895.9
4600374
117
738535.2
4599414
208
740139.9
4595148
299
733710.9
4596036
27
729039.5
4600280
118
738370.4
4599267
209
740056.7
4595253
300
733605.9
4596105
28
729179.5
4600111
119
738373.3
4599119
210
740100.2
4595438
301
733356.6
4596180
29
729320.6
4600207
120
738363.1
4598928
211
740134.4
4595624
302
733300.9
4596077
30
729506.2
4600280
121
738241.4
4598778
212
740032.6
4595669
303
733137.8
4595966
31
729668.8
4600381
122
738385.8
4598714
213
739834.6
4595656
304
733128.9
4596165
32
729828
4600491
123
738558.1
4598634
214
739637
4595657
305
733094.5
4596362
33
730049.5
4600569
124
738658.5
4598495
215
739438.1
4595673
306
733098.9
4596560
34
730131.5
4600428
125
738843.7
4598536
216
739250.5
4595638
307
733179.6
4596741
35
730245.1
4600266
126
738952.7
4598679
217
739056.3
4595647
308
733197.4
4596938
36
730433.2
4600211
127
739139.9
4598654
218
738930.8
4595499
309
733253.8
4597128
37
730600.2
4600252
128
739241.9
4598818
219
738835.2
4595329
310
733181.9
4597305
38
730551.4
4600435
129
739389.8
4599022
220
738539.1
4595297
311
733106.5
4597483
39
730536.8
4600629
130
739320.5
4599146
221
740172
4595657
312
733092.1
4597681
40
730547
4600828
131
739340.1
4599345
222
738475.3
4595590
313
733086
4597881
41
730720.2
4600920
132
739366.9
4599514
223
738479.9
4595783
314
733078.8
4598080
42
730912.1
4600971
133
739317.4
4599557
224
738488.5
4595976
315
733112.5
4598264
43
731097.4
4600913
134
739478.3
4599665
225
738410.2
4596156
316
732906.9
4598246
44
731296.2
4600908
135
739594.5
4599732
226
738225.2
4596227
317
732710.3
4598218
45
731495.2
4600927
136
739552.2
4599954
227
738053.5
4596327
318
732510.9
4598228
46
731663.9
4601027
137
739762.4
4599946
228
737981.1
4596508
319
732335.2
4598312
47
731833
4601127
138
739903.9
4599926
229
737927.6
4596695
320
732212.9
4598469
48
732029.1
4601164
139
740090.6
4599928
230
737743.9
4596730
321
732105.6
4598699
49
732223.2
4601208
140
740137.1
4599688
231
737624.9
4596874
322
731960.2
4598710
50
732423
4601212
141
740254.6
4599778
232
737468.6
4596968
323
731674.2
4598717
51
732599.8
4601300
142
740447
4599820
233
737275.9
4596988
324
731573.8
4598668
52
732723.2
4601451
143
740634.4
4599884
234
737081.6
4597006
325
731374.1
4598664
53
732908.4
4601475
144
740706.5
4600020
235
736908.1
4597062
326
731179.1
4598630
54
733104.3
4601497
145
740814.5
4600100
236
736777.7
4596934
327
731010.3
4598527
55
733302.6
4601522
146
741010.9
4600110
237
736601.8
4596969
328
730919
4598430
56
733502.2
4601530
147
741179.5
4600100
238
736444.6
4597089
329
730665.9
4598362
57
733687.6
4601473
148
741307.8
4600071
239
736346.3
4597260
330
730545.1
4598204
58
733855.7
4601371
149
741471.5
4600157
240
736272
4597419
331
730436.4
4598040
59
734052
4601373
150
741564
4600326
241
736342.8
4597594
332
730480.6
4597886
60
734241.2
4601433
151
741692.4
4600285
242
736150.2
4597599
333
730503.8
4597712
61
734434
4601481
152
741572.4
4600167
243
736031.7
4597692
334
730663.3
4597595
62
734559.5
4601501
153
741566
4599981
244
736022.2
4597939
335
730830.5
4597488
63
734429
4601263
154
741419.1
4599856
245
736008.5
4598128
336
730747.4
4597393
64
734371
4601075
155
741390.4
4599660
246
735821.1
4598073
337
730563.3
4597380
65
734548.9
4601062
156
741266.6
4599513
247
735593.8
4598055
338
730460
4597227
66
734732.8
4601133
157
741073
4599507
248
735517.7
4598187
339
730352.3
4597065
67
734739.3
4600945
158
740888.6
4599446
249
735529.3
4598378
340
730173.7
4596979
68
734807.4
4600846
159
740708.4
4599412
250
735527.7
4598631
341
729974.7
4596968
69
734916.7
4600696
160
740604.6
4599253
251
735396.8
4598588
342
729776.2
4596987
70
734952.9
4600510
161
740455.5
4599154
252
735198.8
4598591
343
729471.7
4597058
71
734966.7
4600337
162
740404.7
4598967
253
735019
4598658
344
729396.8
4596987
72
735123.5
4600453
163
740488.9
4598794
254
734836.4
4598735
345
729372.5
4596824
73
735306.3
4600495
164
740535
4598601
255
734646.3
4598791
346
729320.9
4596703
74
735372.8
4600414
165
740564.2
4598405
256
734472.2
4598874
347
729230.5
4596937
75
735519.9
4600391
166
740386
4598372
257
734405.9
4599042
348
729100.8
4597088
76
735544.8
4600225
167
740368.3
4598180
258
734225.4
4599085
349
728976.1
4597244
77
735686
4600103
168
740221.1
4598102
259
734073.5
4599105
350
728837.8
4597388
78
735751.8
4600140
169
740138.3
4598074
260
733986
4598825
351
728728.7
4597555
79
735915.1
4600236
170
739959.2
4597997
261
734119.8
4598750
352
728666.5
4597742
80
736108.8
4600273
171
740059.1
4597875
262
734301.5
4598667
353
730846.2
4597392
81
736225.8
4600144
172
740169.4
4597774
263
734441.5
4598540
354
730500.7
4597925
82
736363.2
4600003
173
740262.1
4597644
264
734555.5
4598377
355
741449.8
4595820
83
736432.5
4599819
174
740229.4
4597454
265
734636
4598194
356
741290.5
4596463
84
736624.3
4599773
175
740192.6
4597289
266
734616.1
4598007
357
740786.1
4596439
85
736813.1
4599629
176
740137.8
4597103
267
734795.5
4597920
358
740139.5
4597034
86
736809.9
4599786
177
740021.8
4597018
268
734911.2
4597882
359
739503.1
4596615
87
736789
4599984
178
739839.6
4597002
269
734934.2
4597608
360
740075.1
4597775
88
736767.7
4600101
179
739661.9
4597014
270
734982.5
4597415
361
740798
4599465
89
736807.7
4600340
180
739582.6
4596838
271
735067.3
4597236
362
739241.8
4599515
90
737026.8
4600421
181
739491.4
4596666
272
735216.8
4597104
363
738254.6
4598891
91
739264.1
4599552
182
739611.3
4599967
273
739999.6
4600009
მუხლი 5. მაჭახლის დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი
1. მაჭახლის დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს
კანონმდებლობისა, მათ შორის, მაჭახლის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის
შესაბამისად.
2. მაჭახლის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დაშვებულია გარემოს, ისტორიული და
კულტურის ძეგლების დაცვა, მოვლა-პატრონობა და აღდგენა, მანიპულაციური სამეცნიერო
კვლევა, ეკოსისტემისა და მის ფარგლებში ბუნებრივად გავრცელებული სახეობების კონსერვაცია
და აღდგენა, რეკრეაციულ-ტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობა, მენეჯმენტის გეგმით
განსაზღვრულ შემთხვევებში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა, ტრადიციული სამეურნეო
საქმიანობა, ტურიზმის და დაცული ლანდშაფტის განვითარებისთვის აუცილებელი
ინფრასტრუქტურის
მოწყობა,
სახელმწიფო
საზღვრის
დაცვისთვის
აუცილებელი
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის
ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა მენეჯმენტის გეგმით გათვალისწინებულ
საგამონაკლისო შემთხვევებში, მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო
პირობების გაუმჯობესების, ტურიზმის ხელშეწყობისა და რეგიონის განვითარების მიზნებისთვის,
დაცული ლანდშაფტის ვიზუალური მხარის დაურღვევლად, საქართველოს საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, მაჭახლის დაცული ლანდშაფტის
მენეჯმენტის გეგმით დაშვებული სხვა საქმიანობა.
3. მაჭახლის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის ფარგლებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და
სასაზღვრო ზოლში სასოფლო-სამეურნეო, ტურისტული და სხვა ნებისმიერი საქმიანობა
(სამეცნიერო-კვლევითი, სამშენებლო, ობიექტების მომსახურებისა და სხვა) ხორციელდება
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ „საქართველოს კანონის საფუძველზე
დადგენილი სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის შესაბამისად“.
მუხლი 6. მაჭახლის დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილი ორგანოები
1. მაჭახლის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის მართვა ხორციელდება „დაცული
ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ორგანული კანონის
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, საქართველოს კანონის ,,ტყის კოდექსის“,
მაჭახლის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის და საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად.
2. მაჭახლის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიას, გარდა სახელმწიფო ტყისა, სახელმწიფოსგან
დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, მართავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი,
რისთვისაც გამოყოფილი იქნება შესაბამისი ფინანსური რესურსი.
3. მაჭახლის დაცული ლანდშაფტის სახელმწიფო ტყის ტერიტორიას მართავს საჯარო სამართლის
იურიდიული პირი - „აჭარის სატყეო სააგენტო“ ტყის მართვისა და მაჭახლის დაცული
ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმების შესაბამისად.
4. მაჭახლის დაცული ლანდშაფტის მართვაში მონაწილეობს წარმომადგენლობითი ორგანო
(საბჭო),
რომელსაც
ქმნის
ხელვაჩაურის
მუნიციპალიტეტის
საკრებულო
საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად.
5. წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) წევრთა შემადგენლობა, უფლება–მოვალეობები და სხვა
პროცედურული საკითხები განისაზღვრება საბჭოს წესდებით, რომელსაც ამტკიცებს ხელვაჩაურის
მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6. წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობაში მონაწილეობს საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
აღმასრულებელი ორგანოების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულ(ებ)ი ბიომრავალფეროვნების,
დაცული ტერიტორიებისა, ტყის და ტურიზმის საკითხებში სახელმწიფო ერთიანი პოლიტიკის
გატარების
უზრუნველყოფის
მიზნით.
საბჭოს
გადაწყვეტილებები
ვრცელდება
დაცული
ლანდშაფტის მთელ ტერიტორიაზე გარდა სახელმწიფო ტყის და შესაბამისი მართვის ორგანოსი.
7.
ხელვაჩაურის
მუნიციპალიტეტისთვის
სახელმწიფოსგან
დელეგირებული
უფლებამოსილებებია:
ა) მაჭახლის დაცული ლანდშაფტის მართვა, დაცვა და ბუნებრივი რესურსებით მდგრადი
სარგებლობის უზრუნველყოფა;
ბ)კომპეტენციის ფარგლებში, მაჭახლის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის შემუშავება;
გ) მონიტორინგისა და სამეცნიერო კვლევის ორგანიზება, დაკვირვების მონაცემების დამუშავება,
შენახვა და გავრცელება;
დ) მაჭახლის დაცული ლანდშაფტის მდგომარეობის შესახებ რეგულარულად ანგარიშების
მომზადება და გამოქვეყნება;
ე) მაჭახლის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრირება;
ვ) მაჭახლის დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სამშენებლო საქმიანობის
და კეთილმოწყობის სამუშაოების (ბილიკები, ზღუდეები, თავშესაფრები, გზამკვლევები და სხვა)
ორგანიზება;
ზ) მაჭახლის დაცულ ლანდშაფტთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობა და
მონაწილეობის მიღება შესაბამის პროგრამებში;
თ) თანამშრომლობა სამთავრობო დაწესებულებებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო
არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ი) თანამშრომლობა საზოგადოების ფართო ფენებთან;
კ) მაჭახლის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების ტარიფების
განსაზღვრა;
ლ) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 239-ე მუხლის 44
ნაწილით
განსაზღვრული
მუხლებით
გათვალისწინებულ
სამართალდარღვევებზე
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენა;
მ) საქართველოს კანონმდებლობით და მაჭახლის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით
განსაზღვრული სხვა საქმიანობების განხორციელება.
8. ამ მუხლით გათვალისწინებული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე
დარგობრივ
ზედამხედველობას,
საქართველოს
ორგანული
კანონის
„ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
მუხლი 7. მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნასთან დაკავშირებული მიწათსარგებლობისა და
სასარგებლო წიაღისეულის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები
1. ეს კანონი არ ვრცელდება მაჭახლის დაცული ლანდშაფტის ამ კანონით დადგენილი საზღვრების
ფარგლებში ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ:
ა) ქონებრივ ურთიერთობებზე (მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის, უზუფრუქტის, აღნაგობის,
ქირავნობის, გაცვლის, გაჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკისა და იჯარით გაცემის
შემთხვევებში არსებულ ურთიერთობათა ჩათვლით);
ბ) სასარგებლო წიაღისეულით, ხე–ტყით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე და
„ნავთობისა
და
გაზის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
შესაბამისად
დადებული
ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე.
გ) მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
მუხლი 8. გარდამავალი დებულებანი
1. ამ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის ვადაში, შესაბამისი უფლებამოსილების მქონი სახელმწიფო
ორგანო(ები) განიხილავს მაჭახლის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო
ტყის, მთლიანი ან მისი ნაწილის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისათვის მართვის უფლებით
გადაცემის საკითხს.
მუხლი 9. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
თბილისი,
2020 წლის
№
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი;
კანონპროექტის მიღება განპირობებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის,
მაჭახლის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობისა და გაეროს განვითარების პროგრამის
(UNDP) ფინანსური მხარდაჭერით. 2017 წლის აგვისტო–ოქტომბრის პერიოდში, გაეროს
განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა მაჭახელას
ეროვნული პარკის მიმდებარე ზონის მართვის შესაძლო მექანიზმების ანალიზი, რის
შედეგადაც დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, ამ
ტერიტორიის მართვის ოპტიმალურ მექანიზმად მიჩნეულ იქნა დაცული ლანდშაფტის
დაარსება. გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) მხარი დაუჭირა ახალ ინიციატივას და
დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან შეთანხმებით დააფინანსა ახალი დაცული
ტერიტორიის დაარსების მხარდამჭერი პროექტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში,
მაჭახლის ხეობის იმ ტერიტორიაზე, რომელიც არ შედის ეროვნული პარკის
შემადგენლობაში.
საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების მიზნით გლობალური
გარემოსდაცვითი ფონდი და გაეროს განვითარების პროგრამა (GEF/UNDP) ახორციელებს
პროექტს “აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა”.
პროექტის მიზანია შეიქმნას დაცული ტერიტორიების რეგიონული კომპლექსი დასავლეთ
საქართველოს მცირე კავკასიონის ქედის საყოველთაოდ მნიშვნელოვანი ზომიერად
ნოტიო კოლხური ტყეების დაცვისა და გონივრულად სარგებლობის მიზნით.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, 2018 წელს მოხდა მაჭახლის
ხეობაში არსებული სიტუაციის შესწავლა და დაცული ტერიტორიის დაარსებისათვის
შესატყვისი კატეგორიის შეთავაზება. კვლევის საფუძველზე შემუშავებული იქნა მაჭახლის
დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის კანონის პროექტი.
მაჭახლის დაცული ლანდშაფტის დაარსების საკითხი შეთანხმებულ იქნა აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების სამმართველოსთან, აჭარის სატყეო სააგენტოსთან, ხელვაჩაურის
მუნიციპალიტეტის
ადგილობრივ
თვითმმართველობასთან,
მაჭახლის
ხეობის
ადგილობრივ მოსახლეობასთან და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
მაჭახლის დაცული ლანდშაფტის სამართლებრივად არსებობისათვის აუცილებელია
შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემქნა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები;
მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნა ხელს შეუწყობს მაჭახლის ხეობაში
ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით
გამორჩეული ტერიტორიების დაცვას, აღდგენას და გონივრულ გამოყენებას, კერძოდ:
ა) ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით
გამორჩეული მაჭახლის ხეობის დაცვის, აღდგენისა და გონივრული გამოყენების
ხელშეწყობა;
ბ) მაჭახლის დაცულ ლანდშაფტში ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების,
ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა
და ცხოველთა გენოფონდის, დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების
შენარჩუნების უზრუნველყოფა; ადამიანის საქმიანობის შედეგად დეგრადირებული
ლანდშაფტის კომპონენტებისა და ჰაბიტატების აღდგენის ხელშეწყობა;
გ) ეკოსისტემური სერვისების დაცვისა და ადამიანის და გარემოს ჰარმონიული
განვითარების ხელშეწყობა;
დ) მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის, აღდგენისა და ამ
რესურსებით რაციონალური სარგებლობის უზრუნველყოფა;
ე) ეკოლოგიური განათლებისა და მეცნიერული კვლევსთვის ხელსაყრელი პირობების
შექმნა;
ვ)
ისტორიულ-კულტურული
მემკვიდრეობის
დაცვისა
და
შენარჩუნების
უზრუნველყოფა;
ზ) ბუნებრივ და ადამიანის მიერ სახეცვლილ გარემოში რეკრეაციის, ტურიზმისა და
სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის
ხელშეწყობა.
თ)
ადამიანის
საქმიანობაზე
მონიტორინგის
წარმოების
ხელშეწყობა
ბიომრავალფეროვნებისა და ლანდშაფტის შეუქცევადი დეგრადაციის პრევენციის მიზნით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი შედგენილია “ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის შესაბამისად. იგი შედგება ცხრა მუხლისგან, რომლებიც ასახავენ კანონპროექტის
ძირითად დებულებებს.
პირველი მუხლით განსაზღვრულია კანონის რეგულირების სფერო.
მე-2 მუხლით განსაზღვრულია კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები.
მე-3 მუხლით განსაზღვრულია მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნა და მიზნები.
მე-4 მუხლით განსაზღვრულია მაჭახლის დაცული ლანდშაფტის მდებარეობა, ფართობი
და საზღვრები.
მე-5 მუხლით განსაზღვრულია მაჭახლის დაცული ლანდშაფტის დაცვისა და
გამოყენების რეჟიმი.
მე-6 მუხლით განსაზღვრულია მაჭახლის დაცული ლანდშაფტის მართვის
უფლებამოსილი ორგანოები.
მე-7 მუხლით განსაზღვრულია მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნასთან
დაკავშირებული მიწათსარგებლობისა და სასარგებლო წიაღისეულის რესურსებით
სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები
მე-8 მუხლით განსაზღვრულია გარდამავალი დებულებანი.
მე–9 მუხლით განსაზღვრულია კანონის ამოქმედების ვადა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
გამომდინარე იქიდან, რომ კანონის ამოქმედებისათვის აუცილებელია შესაბამისი
ფინანსური სახსრები, კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად განსაზღვრული იქნა
ახალი საბიუჯეტო წლის დასაწყისი - 2021 წლის 1 იანვარი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო;
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო, კანონპროექტის ამოქმედების და შემდგომი სამი წლისათვის საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 20212024 წლების ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილზე ზრდის მიმართულებით.
კანონპროექტი ასევე გავლენას მოახდენს 2021-2024 წლების აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზრდის
მიმართულებით. კანონპროექტი ხელს შეუწყობს მაჭახლის ხეობის ტერიტორიაზე
ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეკრეაციული
პოტენციალის სრულად ათვისებას, რაც რაციონალური დაგეგმვისა და მართვის
პირობებში, უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღების წყაროდ
შეიძლება იქცეს, როგორც საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის თვალსაზრისით, ასევე
ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სწრაფი
ეკონომიკური ზრდის პირობებში სწორედ დაცულმა ტერიტორიებმა უნდა
უზრუნველყონ საქართველოს გამორჩეული ბუნებრივი მრავალფეროვნებისა და
მოსახლეობისათვის ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება. ასევე,
კანონპროექტი გავლენას მოახდენს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მაჭახლის დაცული ლანდშაფტის
დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად დასაქმებული ახალი
ადამიანური რესუსის შრომის ანაზღააურებიდან გადახდილი საშემოსავლო გადასახადის
კუთხით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე;
მაჭახლის დაცულ ლანდშაფტს დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში
მართავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, შესაბამისად ამ უფლებამოსილების
განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭირო იქნება დამატებითი ხარჯების
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭირო ხარჯები
შეადგენს:
(ათასი
ლარი)
2021 წელი
ბიუჯეტი
180, 6
ბიუჯეტი
112, 4
ბიუჯეტი
139, 7
ბიუჯეტი
138, 2
მომუშავეთა რიცხოვნობა
7
შრომის ანაზღაურება
66, 6
საქონელი და მომსახურება
16, 0
არაფინანსური აქტივების ზრდა 98, 0
2022 წელი
მომუშავეთა რიცხოვნობა
შრომის ანაზღაურება
საქონელი და მომსახურება
2023 წელი
მომუშავეთა რიცხოვნობა
შრომის ანაზღაურება
საქონელი და მომსახურება
2024 წელი
მომუშავეთა რიცხოვნობა
შრომის ანაზღაურება
საქონელი და მომსახურება
11
103, 2
9, 2
14
129, 0
10, 7
14
129, 0
9, 2
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნა არ გამოიწვევს ამ ტერიტორიაზე
ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვას. ამასთან კანონპროექტი დადებით გავლენას
მოახდენს იმ პირებზე რომლებიც მოექცევიან კანონის რეგულირების ქვეშ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტი თანხვედრაშია იმ ვალდებულებებთან, რომლებიც საქართველოს გააჩნია
„ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის“ (IUCN) მიმართ, როგორც მის წევრ
ქვეყანას 2009 წლიდან. ამასთან, კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება სხვა საერთაშორისო
ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი პირდაპირ ეხმიანება იმ ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც
გამომდინარეობს საქართველოს საერთაშორისო კონვენციებიდან, კერძოდ: „კონვენცია
ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“, „კონვენცია მიგრირებადი სახეობების
შესახებ“, „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების კონვენცია“ (ე.წ. „ბერნის
კონვენცია“), „გაერთიანებული ერების ორგანიაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო
კონვენცია“ და 2015 წლის 25 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მიერ კლიმატის
ცვლილების ჩარჩო კონვენციის სამდივნოში წარდგენილი წინადადება კლიმატის
ცვლილების ჩარჩო კონვენციით დაკისრებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით. გარდა
ამისა, კანონპროექტი პირდაპირ ეხმიანება 2015 წელს გაერთიანებული ერების სამიტზე
მხარეთა მიერ მიღებული „მდგრადი განვითარების მიზნების“ მიღწევას. კანონპროექტი არ
ეწინააღმდეგება საქართველოს სხვა ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და
შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გაეროს განვითრების პროგრამა საქართველოში (UNDP)
მარიკა ქავთარიშვილი - UNDP-ს ექსპერტი
ირაკლი გორაძე - UNDP აჭარის დაცული ტერიტორიების პროექტის ხელმძღვანელი
მარკ ენსტი - Mark Anstey – UNDP-ს ექსპერტი
მიხაელ ჰოშეკ Michael Hošek - UNDP-ს ექსპერტი
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის
საკითხთა კომიტეტი. გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP).
ვ) კანონპროექტის ინიციატორი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.