„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
23.09.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი რომან კაკულია
ნომერი
#07-3/496/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ერთი მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-28
ბიუროს ნომერი 391

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.09.2020, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.020181) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის პირველ იანვრამდე უზრუნველყონ ამ კანონის პირველი მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული „კონკურენციის შესახებ“ 1 საქართველოს კანონის 17 მუხლის პირველი−მე-8 და მე-12 პუნქტებითა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტების მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება.“. 2. მე-3 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და მე16 და მე-19 პუნქტები ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისი, 2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.09.2020, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.020181) (შემდგომში - კანონი) მასშტაბური ცვლილებები შევიდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში და სხვა მნიშვნელოვან დებულებებთან ერთად შეიცვალა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს სტურუქტურული მოწყობის ფორმაც. კერძოდ იქმნება საბჭო 5 წევრის შემადგენლობით. საბჭოს წევრებს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამეტი 5 წლის ვადით. კანონის შესაბამისად, საბჭოს მარეგულირებელი ნორმები ამოქმედდება 2021 წლის პირველი ივნისიდან. ამასთან, ამავე კანონისმიერი დათქმის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის პირველ ივნისამდე უნდა უზრუნველყოს საბჭოს დაკომპლექტების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება. თავის მხრივ, საბჭოს წევრთა თანამდებობრივი სარგოს და სხვა ხარჯების (საქონელი, მომსახურება) გათვალისწინებით, სააგენტოს 2021 წლის ბიუჯეტის გაზრდა უნდა მომხდარიყო 416 600 ლარით. ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელებიდან გამომდინარე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს წინაშე არსებული რთული ეკონომიკური და სოციალური ვითარების გამო, მიზანშეწონილია, საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების ვადა გადაიწიოს 2023 წლის პირველ იანვრამდე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებების მიღების შემდეგ საბჭოს წევრების სახელფასო ფონდში შესატანი საბიუჯეტო რესურსი მოხმარდება ქვეყანის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 1 ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგი: კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებების მიღების შემდეგ სახელმწიფოს ექნება შესაძლებლობა საბიუჯეტო რესურსი (რომელიც 2021 წელს უნდა მიმართულიყო საბჭოს წევრების თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის და საბჭოს ფუნქციონირებისათვის აუციელებელი ხარჯების დაფარვისკენ) გამოიყენოს COVID-19-ის პრევენციის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონში ხორციელდება შემდეგი ცვლილებები:  მეორე მუხლის მე-6 პუნქტი (რომელიც ითვალისწინებდა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა და საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის პირველ ივნისამდე უნდა უზრუნველყონ საბჭოს დაკომპლექტება) საბჭოს მარეგულირებელი ნორმების გადავადების საჭიროების გათვალისწინებით, იცვლება და 2021 წლის პირველი ივნისის ნაცვლად, ეთითება 2023 წლის პირველი იანვარი.  საბჭოს მარეგულირებელი ნორმების, კერძოდ - „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და მე-16 და მე-19 პუნქტების - ამოქმედების თარიღად ეთითება 2023 წლის პირველი იანვარი (ნაცვლად 2021 წლის ივნისისა). ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული მიმართებით. ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონის პროექტთან ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონის პროექტის ძალაში შესვლა არ უკავშირედება სპეციალურ პრინციპს. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატივა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) არ არის მოთხოვნილი 2 ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი პერიოდში ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების თარიღის გადაწევის შემდეგ დაიზოგება 2021-2022 წლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგნეტოსათვის გამოსაყოფი თანხა. კერძოდ, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მოხდება დაახლოებით 416 600 ლარის გამოყოფა, ხოლო 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 960 000 ლარი. საბჭოს ფუნქციონირებისათვის (თანამდებობრივი სარგო და სხვა ხარჯები (საქონელი, მომსახურება)) აუცილებელი ფინანსური რესურსის გამოყოფა მოხდება 2023 წლის და შემდგომი წლების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით წლიურად 960 000 ლარის ოდენობით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა 3 კანონპროექტი არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტის შესაბამისად, გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი, განსაზღვრული არ არის. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს; გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტის მიღება არ მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. 4 დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი - რომან კაკულია ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი - რომან კაკულია 5