საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-3 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიში 2020-ის“ პროექტის თაობაზე (07-2/504; 17.07.2020)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-28
ბიუროს ნომერი 391
📜 ტექსტი
დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-9594/20
24-09-2020
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
საქართველოს
მთავრობის
მიერ
წარმოდგენილ
„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური
პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-3 ციკლის ფარგლებში
საქართველოში
ადამიანის
უფლებების
დაცვის
მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიში
2020-ის“ პროექტის თაობაზე (07-2/504; 17.07.2020)
საქართველოს
პარლამენტის
ადამიანის
უფლებათა
დაცვისა
და
სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა 2020 წლის 23 სექტემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს
მთავრობის მიერ წარმოდგენილი „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური
პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-3 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის
უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიში 2020-ის“
პროექტი.
ანგარიშის პროექტი შედგება ორი ნაწილისგან: ზოგადი ნაწილი და ანგარიშის მიერ
მხარდაჭერილი რეკომენდაციების შესრულების ამსახველი ცხრილი. ანგარიშის ორივე
ნაწილი მოიცავს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით
შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ გატარებულ ღონისძიებებს.
ა) ძირითადი ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმები
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოცემულ პერიოდში ადამიანის უფლებათა დაცვის
სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნა მიღებული. ასეთებია ადამიანის
უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2014–2020 წლებისთვის და მისი შესაბამისი
სამთავრობო სამოქმედო გეგმები. ასევე აღწერილია, რომ ეფექტიანი შესრულებისთვის
ჩამოყალიბდა ზედამხედველობის მექანიზმი, კერძოდ ადამიანის უფლებათა დაცვის
სამდივნო და პრემიერ-მინისტრთან არსებული ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისო
საბჭო.
ზედამხედველობის
აღნიშნული
მექანიზმის
სრულყოფა
განუწყვეტლივ
მიმდინარეობს; მაგალითად, 2020 წელს განხორციელებული ცვლილებებით გაფართოვდა
როგორც უწყებათაშორისო საბჭოს შემადგენლობა, ასევე მისი მანდატი. უწყებათაშორისო
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საბჭო გარდაიქმნა მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების ეროვნულ მექანიზმად. ასევე,
მნიშვნელოვანია აღინიშნოს საბჭოსთან შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც
სრულად დაკომპლექტებულია არასამთავრობო ორგანიზაციებით.
ბ) ადამიანის უფლებების მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე
ანგარიში მოიცავს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე
განხორციელებულ უხეში პოლიტიკის აღწერას, რომელიც უკანონო ნაბიჯებით არღვევს
ადამიანის უფლებებს. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ოკუპირებულ
რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და ადამიანის უფლებების
დარღვევებზე. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს არ ეძლევა საშუალება საკუთრი
იურისდიქცია გაავრცელოს აღნიშნულ ტერიტორიებზე, დაუბრკოლებლად პარტნიორობს
საერთაშორისო ორგანიზაციებთან ადამიანის უფლებების დასაცავად. ასევე, ანგარიშში
აღნიშნულია,
რომ
დამკვირვებლებს,
რუსეთის
ფედერაცია
თავს
რომლებიც
პატრულირებას
ესხმის
და
აკავებს
ახორციელებენ
საერთაშორისო
საქართველოს
მიერ
კონტროლირებადი ტერიტორიებიდან და არ აძლევენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე
შესვლის საშუალებას.
გ)
საერთაშორისო
ჰუმანიტარული
სამართალის
მიმართულებით
ყოვლისმომცველი
პოლიტიკის მიმოხილვა
ანგარიშში
უწყებათაშორისი
როგორიცაა
მოხსენიებულია
საერთაშორისო
კომისიის
შემუშავებული
„წითელი
მიერ
ჯვრის,
წითელი
ჰუმანიტარული
მნიშვნელოვანი
ნახევარმთვარისა
და
სამართლის
კანონპროექტები,
წითელი
კრისტალის
ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ“, რომელიც პარლამენტმა
2017 წელს მიიღო;
2019-2020 წლების საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის
იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის პროექტი; 2019 წელს მიღებული „შეიარაღებული
კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების
უწყებათაშორისი კომისია“, რომლის მიზანია შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად
საქართველოს ტერიტორიაზე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძებნა და გადმოსვენების
ორგანიზება.
დ) ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიმოხილვა
ანგარიშში ასახულია სახალხო დამცველის მანდატის გაფართოება, „დისკრიმინაციის
ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ 2014 წლის 2 მაისის კანონით დაკისრებული ფუნქციის
შესრულების მიზნით, ასევე სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება თუ კერძო
სამართლის
სუბიექტმა მის მიერ გაგზავნილ რეკომენდაციაზე არ გასცა პასუხი ან არ
გაიზიარა. ანგარიში ასევე ხაზს უსვამს ბიუჯეტის მდგრად ყოველწლიურ ზრდას ამ კუთხით.
დამატებით, ანგარიშში აღნიშნულია ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტიანი
იმპლემენტაციის მიზნებისთვის გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები.
ე) დისკრიმინაციული ნიშნით/სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ
ბრძოლა
ანგარიშში აღნიშნულია, რომ დისკრიმინაციული ნიშნით/სიძულვილის მოტივით
ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ჩამოყალიბდა ერთიანი სისტემური მიდგომა. 2018 წლის
იანვარში
შინაგან
საქმეთა
სამინისტროში
შეიქმნა
ადამიანის
უფლებათა
დაცვის
დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს დისკრიმინაციის ნიშნით
შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისა და ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმისწარმოების ხარისხის
მონიტორინგი.
პროკურატურაში
განხორცილებული
საკადრო
ცვლილებები
და
გადამზადების პროცესი ნათლად აჩვენებს, რომ დაიხვეწა სიძულვილით მოტივირებული
დანაშაულის საგამოძიებო პროცესი.
ვ) გენდერული თანასწორობა
ანგარიში მოიცავს გენდერული თანასწორობის დასამკვიდრებლად გატარებული
საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას. ასევე, აღნიშნულია მთავრობის მიერ
დამტკიცებული „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს
რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო
გეგმა“ და ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა 2018-2020
წლებისათვის, რომლიც შეიცავს ცალკე თავს: გენდერული თანასწორობა და ქალთა
გაძლიერება. ასევე, აღნიშნულია კონსტიტუციის მე-11 თავში შესული ცვლილების თაობაზე
გენდერული თანასწორობის შესახებ.
ანგარიშში საუბარია სამთავრობო და საკანონმდებლო უწყებებში განხორციელებულ
ცვლილებებზე, როგორიცაა პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილება, რომლითაც
გენდერული თანასწორობის საბჭო გახდა პარლამენტის მუდმივმოქმედი სათათბირო
ორგანო; 2017 წელს მთავრობის დადგენილებით გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ
ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის
შექმნა; გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე პირის დადგენა სამინისტროებში;
ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნა
და მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე პირების
დადგენა.
ანგარიშში აღნიშნულია ცვლილება, რომლითაც დამკვიდრდა სისხლის სამართლებრივი
პასუხისმგებლობის დანაშაულების შემთხევაში გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის
დამამძიმებელი გარემოება.
ანგარიშში მოხსენიებულია ქალთა დასაქმების კოეფიციენტების ზრდა საკანონმდებლო,
აღმასრულებელ
და
სასამართლო
ინსტიტუციებში;
ასევე
სხვა
მნიშნელოვანი
გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობის ზრდა.
ზ) ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა
ანგარიშში ასახულია, რომ 2017 წლიდან საქართველო შეუერთდა „ქალთა მიმართ
ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს
კონვენციას
და
სრულყოფილადაა
მითითებული
მისი
იმპლემენტაციისთვის
განხორციელებული 30-მდე საკანონმდებლო ცვლილება. ანგარიშში ასევე აღნიშნულია 2018
წელს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის
წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ
ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა“, რომლის საფუძველზეც შეიქმნა
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად.
ანგარიშში სრულყოფილადაა ასახული ინფორმაცია ქალთა მიმართ და ოჯახში
ძალადობის აღმოფხვრისთვის აქტიური ღონისძიებების თაობაზე. მნიშვნელოვანია შსს-ს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი,
რომელიც უზრუნველყოფს ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე
გამოძიებისა
და
საქმისწარმოების
ადმინისტრაციულ
ხარისხის
სამართალდარღვევებთან
მონიტორინგს.
ანგარიშში
დაკავშირებული
ასახული
სტატისტიკური
მაჩვენებლები ცხადყოფს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ერთიანი
ეროვნული
საკომუნიკაციო
სტრატეგიის
და
სამოქმედო
გეგმის
პასუხისმგებლიანი
ინსტიტუციური მექანიზმების დამკვიდრებას.
თ) ბავშვთა უფლებები
ანგარიშში 2019 წლის 20 სექტემბერს პარლამენტის მიერ „ბავშვის უფლებათა კოდექსი“
პროექტის მიღება. „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ეფუძნება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს,
აღიარებს ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კონვენციით გათვალისწინებულ ყველა
უფლებას და ქმნის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის სახელმწიფო სისტემებს, აწესებს
სახელმწიფო ვალდებულებას შეიმუშაოს და ბავშვებს შესთავაზოს საგანმანათლებლო,
ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამები.
ანგარიშში მოხსენიებულია 2015 წლის 12 ივნისს პარლამენტის მიერ მიღებული
არასრულწლოვნების
მართლმსაჯულების
არასრულწლოვნების მიმართ
კოდექსი,
რომლის
შედეგადაც
სასჯელის ძირითად სახედ თავისუფლების აღკვეთის
გამოყენების მაჩვენებელი მკაფიოდ შეიცვალა.
აღნიშნულია, რომ 2020 წლიდან იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებით
უფასოდ სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ
არასრულწლოვანს ყველა კატეგორიის
დანაშაულზე, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე.
ი) სამართლიანი სასამართლოს უფლება
ანგარიშის თანახმად, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის,
სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით მნიშვნელოვანია საქმეთა
შემთხვევითი ელექტრონული განაწილების სისტემის და სასამართლო გადაწყვეტილებების
ერთიანი მონაცემთა ბაზის ამოქმედება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობის
და ანგარიშვალდებულების ზრდისთვის ჩამოყალიბდა გადაწყვეტილების დასაბუთების და
ინტერესთა შეუთავსებლობასთან დაკავშირებული წესები; და განისაზღვრა მოსამართლეთა
შერჩევის დეტალური კრიტერიუმები და პროცედურული წესები.
ანგარიშში
მოხსენიებულია
მედიაციის
ინსტიტუციონალიზაციის
კუთხით
გატარებული რეფორმები დავების სასამართლოს შემცირებული მონაწილეობით მოგვარება;
ხაზგასმულია საერთაშორისო არბიტრაჟის რეგიონალური ჰაბის განვითარების მიზნით ICC-
სთან
გაფორმებული
მემორანდუმის
მნიშვნელობა;
და
ნაფიც-მსაჯულთა
სისტემის
საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით განხორციელებული
ცვლილებები.
ანგარიშში
აღნიშნულია,
რომ
მოსამართლეთა
დისციპლინური
გადაცდომის
სრულყოფილი გამოძიების მიზნით შეიქმნა დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი და
დაიხვეწა სამართალწარმოების პროცესი.
კ) წამებასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა
ანგარიშში ნათქვამია, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სამთავრობო და
არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის
აპარატის
წარმომადგენლების
სამოქმედო გეგმას.
ფართო
ჩართულობით
ყოველწლიურად
შეიმუშავებს
საბჭოს ეფექტურ მუშაობას ცხადყოფს წამებასთან ბრძოლის გაეროს
სპეციალური მომხსენებლის ხუან მენდესის 2015 წლის 1 დეკემბრის ანგარიშში საქართველოს
შესახებ, ევროპის საბჭოს წამებასთან ბრძოლის კომიტეტის (CPT) 2019 წლის ანგარიშში).
ლ) რეფორმები პენიტენციურ სისტემაში
ანგარიშში აღნიშნულია პენიტენციურ სისტემაში შიდა კონტროლის და მონიტორინგის
პროცესის გაუმჯობესების ტენდენცია, რაც უზრუნველყოფილია 2018 წელს სპეციალურ
პენიტენციურ სამსახურში მონიტორინგის დეპარტამენტის შექმნით, ასევე სახალხო
დამცველის უფლებამოსილებების გაფართოებით პენიტენციურ სისტემაში კონტროლის
განხორციელებისთვის. 2016 წლიდან აღირიცხება პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო
წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანება. 2015 წლიდან მოქმედებს საერთაშორისო
კანონმდებლობასთან შესაბამისი პენიტენციურ დაწესებულებებში
ბრალდებულთა და
მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი. 2018 წლიდან მოქმედებს დამოუკიდებელი
რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი, რომელშიც შედიან ფსიქოლოგები და
სოციალური
მუშაკები.
ანგარიშში
ასახულია
პენიტენციურ
სისტემაში
2017
წელს
განხორციელებული საკვანძო საკანონმდებლო ცვლილებები და ცვლილების შედეგად
დამდგარი
წარმატებული
სტატისტიკური
მონაცემები
ვადამდე
განთავისუფლების
მექანიზმების, მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის დაცვის, ქალ-მსჯავრდებულთა უფლებების
დაცვის კუთხით.
მ) ტრეფიკინგთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა
ანგარიშში აღნიშნულია სახელმწიფო პოლიტიკაში 4 P-ს (Prevention, Protection,
Prosecution, Partnership) პრინციპის დამკვიდრების შესახებ; ასევე აღნიშნულია ტრეფიკინგის
საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები, მათ შორის,
ჩატარებული
საკანონმდებლო
ცვლილებები;
საერთაშორისო
პარტნიორობის
კუთხით
სპეციალიზირებული
საგამომძიებლო
ორგანიზაციებთან
ჯგუფების
შექმნა;
საინფორმაციო კამპანიები და შეხვედრები სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. ამ
ღონისძიებების შედეგები ასახულია საერთაშორისო კვლევებში, სადაც საქართველოს
პოზიციები მკვეთრად გაუმჯობესებულია.
ანგარიშის თანახმად, ტრეფიკინგის დაზარალებულის ან მსხვერპლის სტატუსის მქონე
პირს შეუძლია ისარგებლობს სხვადასხვა სახელმწიფო სერვისით (ფსიქოლოგიური და
სამედიცინო დახმარება, იურიდიული დახმარება, კომპენსაცია 1000 ლარის ოდენობით,
თავშესაფარი და დახმარება სოციალურ რეინტეგრაციაში), ხოლო კრიზისული ცენტრები
ასევე ხელმისაწვდომია ტრეფიკინგის სავარაუდო მსხვერპლისთვის შესაბამისი სტატუსის
მიღებამდე.
ნ) პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვა
ანგარიშში ასახულია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის მუშაობის
როლი ქვეყანაში პირადი ხელშეუხებლობისა და პერსონალურ
მონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფის გასაძლიერებლად. ხაზგასმულია სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის რეფორმირების ფარგლებში ინსპექტორის სამსახურისთვის
მინიჭებული უფლებამოსილება პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების
კონტროლის კუთხით და ასახულია 2015-2019 წლებში განხორციელებული ინსპექტირების
წლიური დადებითი სტატისტიკა.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტის წევრების მიერ ინიცირებულია კანონპროექტი „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“, რომლის უმთავრესი მიზანია მონაცემთა დაცვის სფეროში
არსებული კანონმდებლობის მაქსიმალური დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან.
ო) რელიგიის, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება
ანგარიშში აღნიშნულია, რომ რელიგიისა და რწმენის თავისუფლება აღიარებული და
დაცულია
კონსტიტუციით,
ხელშეკრულებებით
და
საქართველოსთვის
„დისკრიმინაციის
ძალაში
ყველა
მყოფი
ფორმის
საერთაშორისო
აღმოფხვრის
შესახებ“
საქართველოს კანონით. ასახულია სხვადასხვა რელიგიური კონფესიისა და მათთვის წინა
წლებში ჩამორთმეული შეკრების ადგილების/დაწესებულებების შესაბამისი საკუთრების
უფლებების რესტიტუციის მზარდი უზრუნველყოფა, რაც მიუთითებს სახელმწიფოს მიერ
გატარებული
ღონისძიებების
ეფექტურობაზე.
ასევე,
ანგარიში
მოიცავს
სხვადასხვა
რელიგიური თემისთვის გაცემული დახმარებების ფულად რაოდენობას 2014-2019 წლებში.
ანგარიშში საუბარია მედია თავისუფლებისა და პლურალიზმის ზრდაზე, რაც
გამოიხატება
სამაუწყებლო
არხების
რაოდენობის
ზრდითა
და
მათი
თავისუფალი
ავტორიზაციის წესებით. ასევე, ასახულია 2019 წლის საერთაშორისო პრესის თავისუფლების
საქართველოს ინდექსი, რომელიც 2012 წელთან შედარებით ბევრად გაუმჯობესებულია.
პ) ჯანმრთელობის დაცვა/სოციალური დაცვა
ანგარიშში
ნახსენებია
ხანდაზმულთა
სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის
გაუმჯობესებისთვის ხელისუფლების აქტივობები; და ასახულია 2016 წლიდან პენსიის
მზარდი
პროცენტულობის
გაუმჯობესებისთვის,
მაჩვენებელი.
,,საქართველოს
2020
წლის
ხანდაზმულთა
სახელმწიფო
მდგომარეობის
ბიუჯეტის
შესახებ“
საქართველოს კანონით დაიგეგმა საპენსიო განაკვეთის მატება ორ ეტაპად: იანვრიდან
სახელმწიფო პენსიის გაზრდილმა ოდენობამ შეადგინა 220 ლარი, ხოლო ივლისიდან 70 წლის
და ზევით ასაკის მოსახლეობისთვის განხორციელდება სახელმწიფო პენსიის ზრდის მეორე
ეტაპი 250 ლარამდე.
სახელმწიფო პენსიის მატების პარალელურად ავტომატურად
გადაანგარიშდება სახელმწიფო კომპენსაციაც.
ანგარიშში
აღნიშნულია
სოციალური
პაკეტების
ზრდის
დინამიკაც:
შშმ
ბავშვების/მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 2020 წლის იანვრიდან 200 ლარიდან
გაიზარდა 220 ლარამდე. ასევე 120 ლარიდან 140 ლარამდე გაიზარდა მნიშვნელოვნად
გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პაკეტიც. ამასთან,
2020 წლის ივლისიდან დაგეგმილია სოციალური პაკეტის ზრდის მეორე ეტაპი 250 ლარამდე
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის. აქვე მნიშვნელოვანია, რომ სოციალური პაკეტის
ზრდის პარალელურად ავტომატურად გადაანგარიშდება სახელმწიფო კომპენსაციაც.
ამავდროულად მნიშვნელოვანია ხელისუფლების რეაგირება ახალი კორონა ვირუსით (SARSCOV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების
მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მკვეთრად გამოხატული შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირები და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების
დასახმარებლად.
ჟ) შრომა და დასაქმება
ანგარიშის
პროექტში
ასახულია
შრომის
უსაფრთხოების,
სახელშეკრულებო
ურთიერთობებში პირთა თანასწორუფლებიანობის, შრომის ბაზრის მართვის, დასაქმებულთა
და დამსაქმებელთა შრომის ბაზარის თაობაზე სრულყოფილი ინფორმირების კუთხით
ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები. მოხსენიებულია შრომითი ემიგრაციის
საკითხებთან დაკავშირებით მიღწეული შედეგები. ამ მიზნით, მნიშვნელოვანი რეფორმა
განხორციელდა 2015 წლიდან. საქართველოს მთავრობის №631 დადგენილებით დამტკიცდა
„იურიდიული
პირის,
ინდივიდუალური
მეწარმის
ან
უცხო
ქვეყნის
საწარმოს
ან
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის,
მუდმივი დაწესებულების) მიერ უცხოელი დამსაქმებლის შესახებ ინფორმაციისა და
შრომითი ემიგრაციის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის
წარდგენის წესი და ფორმა“, რომლის თანახმადაც შუამავალი კომპანიები ვალდებულნი არიან
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს ყოველწლიურად წარუდგინონ ინფორმაცია განვლილი
კალენდარული წლის განმავლობაში გაწეული საშუამავლო საქმიანობის შესახებ.
აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკის პრიორიტეტულობა მკაფიოდ მტკიცდება 2015
წლის 7 აგვისტოს მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომლის
მიხედვითაც განისაზღვრა ,,საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე
უცხოელის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი
შრომითი საქმიანობის განხორციელების წესი’’. აღნიშნული დადგენილება საქართველოში
უცხო ქვეყნის დასაქმებისთვის არ აწესებს რაიმე ტიპის სპეციალურ ნებართვებს; იგი
ითვალისწინებს მხოლოდ ადგილობრივი დამსაქმებლის ვალდებულებას, საქართველოში
უცხო ქვეყნის მოქალაქესთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებიდან მაქსიმუმ 30
კალენდარულ დღეში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმირებას დადგენილი წესითა
და ფორმით (ანგარიშგება ხდება ინდივიდუალურად ყველა დასაქმებულ უცხოელზე).
ანგარიშში ხაზგასმულია ისიც, რომ საქართველოს მთავრობამ, ზემოთაღნიშნული
მიზნებისთვის ხელი მოაწერა ორმხრივ შეთანხმებებს გერმანიის, საფრანგეთის და
ბულგარეთის
მთავრობასთან.
ექვს
ქვეყანასთან
ინიცირებულ
იქნა
დიალოგი
და
განსახილველად გაიგზავნა ქართული მხარის მიერ შემუშავებული შეთანხმების პროექტი
„საქართველოს მთავრობასა და ქვეყნის მთავრობას შორის ლეგალური დროებითი
(ცირკულარული) შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“. ორ ქვეყანასთან
მიმდინარეობს
კონსულტაციები
საზღვარგარეთ
დროებით
ლეგალურად
დასაქმების
(ცირკულარული შრომითი მიგრაციის) ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი საპილოტე
პროექტის ინიცირების შესაძლებლობაზე. საქართველოს მთავრობა ასევე აწარმოებს
დიალოგებს
ევროკავშირის
სხვა
ქვეყნებთან
ცირკულარული
შრომის
მიგრაციის
შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით.
რ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები
ანგარიშის პროექტი სრულყოფილად ასახავს საქართველოს საკანონმდებლო და
სამთავრობო დონეზე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ გაერო-ს „შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
იმპლემენტაციისთვის
პირთა
საქართველოს
უფლებების
კონვენციის“
კანონმდებლობაში.
სრულფასოვანი
აღნიშნულია
„შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ მიღებული კანონი, რომელიც შექმნის
მექანიზმებს, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება: შშმ პირთა უფლებების რეალიზება
ჯანდაცვის, განათლების, სამოქალაქო ინტეგრაციის, დასაქმების, სოციალური, პოლიტიკური
და ეკონომიკური მიმართულებებით, საზოგადოებაში შშმ პირთა სრული ინტეგრაცია და
მათთვის ყველა სახის მომსახურების მისაწვდომობა თანასწორობის უნივერსალური
პრინციპის დაცვით.
ს) იძულებით გადაადგილებული პირები
ანგარიშში
აღნიშნულია,
რომ
დევნილები
დაცულები
არიან
იძულებით
გამოსახლებისგან. გარდა ამისა, მთავრობა ინტენსიურად მუშაობს დევნილთა განსახლების
საკითხზე, რასაც ცხადყოფს 2015 წლიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა
მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი
განხორციელების
სამოქმედო გეგმის
რამდენჯერმე განახლება. განახლებების შედეგად შეიქმნა დევნილთა გრძელვადიანი
განსახლებით
უზრუნველყოფის
ახალი
პროგრამები.
გრძელვადიანი
საცხოვრებლით
უზრუნველყოფილ
ამ
იქნა
პროგრამების
9973
დევნილი
ფარგლებში
ოჯახი
და
მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართები საკუთრებაში გადეცა 15608 დევნილ
ოჯახს. ასევე, 2015 წლიდან სახელმწიფომ დაიწყო დევნილი ოჯახების დროებითი
საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებლის
დაქირავების მიზნით ფულადი დახმარების გაცემას. ამ პროგრამით ისარგებლა 4500-მდე
დევნილმა ოჯახმა.
საქართველოში
2015-2020
წლებში
ჩამოყალიბდა
იძულებით
გადაადგილებულ
პირთათვის საცხოვრებელის საკუთრებაში გადაცემის პრაქტიკა. განსახლების გარდა,
სამინისტრო
ასევე
გასცემს
ფინანსურ დახმარებას
და უზრუნველყოფს დევნილთა
ჩართულობას სხვადასხვა პროგრამაში. ანგარიშში მოხსენიებულია 2019 წელს ამოქმედებული
ორი პროგრამა: დევნილი ომის ვეტერანი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების გადაცემა
და თბილისში რეგისტრირებული დევნილი ოჯახებისათვის უძრავი ქონების შესყიდვა
თანადაფინანსების პრინციპის საფუძველზე.
ტ) ეთნიკური უმცირესობების უფლებები
ანგარიშის ეს ნაწილი ეხება სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო
სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელებას, რომელიც მიზნად
ისახავს თანასწორი გარემოს ჩამოყალიბებას, ეთნიკური უმცირესობების სრულფასოვან
თანამონაწილეობას საზოგადოებრივი ცხოვრებაში, და კულტურული იდენტობის დაცვას.
ანგარიშში აღწერილია 2015 წლიდან განსაზღვრული ეთნიკური უმცირესობების
წარმომადგენელთა მშობლიური ენების სწავლება საჯარო სკოლებში; ასევე საშუალო
განათლების
ხელმისაწვდომობა
მშობლიურ
ენებზე.
უმაღლესი
განათლების
ხელმისაწვდომობისთვის მნიშვნელოვანია ე.წ. „1+4“ პროგრამა, რომელიც ეთნიკური
უმცირესობების წარმომადგენლებისთვის გამარტივებული წესებით ჩარიცხვას და ერთწლიან
დამატებით სწავლებას ითვალისწინებს ქართულ ენაში. პროგრამაში სტუდენტთა რაოდენობა
2010- დან 2019 წლებში
6-ჯერ გაიზარდა.
2016 წლიდან განუხრელად იზრდება
ხელმისაწვდობომა მშობლიურ ენაზე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზეც.
ანგარიში ყურადღებას ამახვილებს 2015-2018 წლებში ეთნიკური უმცირესობების
წარმომადგენელი
საჯარო
ვიდეორგოლების
და
მოხელეების
სახელმწიფო
გადამზადებაზე,
სერვისების
საარჩევნო
დოკუმენტაციის,
ხელმისაწვდომობაზე
ეთნიკური
უმცირესობების ენაზე; 2016 წლის მოწვევის პარლამენტში ეთნიკური უმცირესობების
წარმომადგენელი
11
დეპუტატსა
და
მათ
წარმომადგენლობაზე
ადგილობრივ
თვითმმართველობებში შესაბამისი მოსახლეობის პროპორციულად.
ანგარიშში
ყურადღება
ეთმობა
საზოგადოებრივი
მაუწყებლის
საინფორმაციო
გადაცემის ტრანსლირებას სომხურ და აზერბაიჯანული ენებზე და მის შვიდ ენოვან ვებპორტალს;
არაქართულენოვანი
გაზეთების
გამოცემების
ხელშეწყობას;
ეთნიკურ
უმცირესობათა თეატრების, მუზეუმების, კულტურული ცენტრების მხარდაჭერას.
უ) ეკომიგრანტები, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაცია, ჰუმანიტარული სტატუსის
მქონე პირთა ინტეგრაცია
ანგარიშში ეხება ეკომიგრანტთა განსახლების პროგრამას, ასევე 2015 წელს დაწყებულ
მიგრანტების რეინტეგრაციის პროგრამას. 2016 წელს დამტკიცდა „საერთაშორისო დაცვის
შესახებ“ ახალი კანონი, რომლის შესაბამისადაც საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე
პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა 2017 წლიდან ხორციელდება.
ფ) უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება
ანგარიში ეხება 2016 წელს დამტკიცებულ ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია
(2016-2030) და ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმას (2016-2020), ასევე მდგრადი
ორგანული დამბინძურებლების შესახებ 2018-2022 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა.
მნიშვნელოვანია
მსუბუქი
ავტომობილის
სავალდებულო
პერიოდული
ტექნიკური
ინსპექტირება. ბენზინის ხარისხი გაუტოლდა ევროპულ სტანდარტებს, ეტაპობრივად
შემცირდა გოგირდის შემცველობა დიზელის საწვავში, 2016 წელს საგადასახადო შეღავათები
დაწესდა ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტზე. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ
ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის შეიქმნა პორტალი air.gov.ge. 2018 წლის 1 იანვრიდან
ამოქმედდა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“; და შემუშავდა „სამრეწველო ემისიების
შესახებ“ კანონპროექტი.
ადამიანის უფლებათა დაცვა COVID-19-ით გამოწვეული კრიზისისას
ანგარიში
დეტალურად
აღწერს
საქართველოს
მთავრობის
მიერ
COVID-19-ის
საწინააღმდეგოდ მიმართულ ღონისძიებებს, მათ შორის: ინფორმაციის მიწოდებას ქართულ,
აფხაზურ, ოსურ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე; ბრიფინგების ტრანსლაციას
ჟესტური ენის გამოყენებით;
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისათვის
სახელმწიფოში არსებული უფასო სერვისების უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას; შშმ პირთა,
ბავშვთა,
ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობების, ხანდაზმულთა,
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა, საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფ
მოქალაქეთა, და საქართველოში მყოფი ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა
უფლებების დაცვას.
საქართველოს
პარლამენტის
ადამიანის
უფლებათა
დაცვისა
და
სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტი აღნიშნავს, რომ გაერო-ს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის
მექანიზმით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულება მნიშვნელოვნად უწყობს
ხელს სახელმწიფოში არსებული გამოწვევების აღმოფხვრასა და, შესაბამისად, სხვადასხვა
ძირითადი უფლების დაცვის განმტკიცებას.
ამავდროულად, წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით, კომიტეტს გააჩნია შემდეგი
რეკომენდაციები:
ანგარიშის პროექტის აღწერილობით ნაწილთან მიმართებით:
ანგარიშში უფრო დეტალურად მიეთითოს ინფორმაცია ბავშვის უფლებათა კოდექსის
მნიშვნელობის, ასევე მისი მიღებისა და იმპლემენტაციის პროცესის შესახებ, კერძოდ:
აღინიშნოს გაეროს ბავშვთა ფონდის, სახალხო დამცველის, აშშ საერთაშორსიო
განვითარების სააგენტოს, სამოქალაქო სექტორისა და ექპერტების ჩართულობა და
მხარდაჭერა კოდექსის შემუშავების პროცესში;
ხაზი გაესვას, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსით მოხდა არასრულწლოვანთათვის
უფასო იურიდიული დახმარების სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
მიეთითოს, რომ კოდექსი ამოქმედდა 2020 წლის პირველი სექტემბრიდან.
ანგარიშში უფრო დეტალურად მიეთითოს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში
ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შინაარსი (07-3/262/9
საკანონმდებლო ინიციატივა), რომლითაც ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში
ძალადობის შემთხვევებზე დაწესდა ადეკვატური პასუხისმგებლობის ზომები და
გაძლიერდა პრევენციული მექანიზმები;
ანგარიშში მიეთითოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2020 წელს
განხორციელებული ცვლილებების შესახებ (საკნონმდებლო პაკეტი N07-3/468/9),
რომლითაც
გამკაცრდა
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა
ბავშვთა
სექსუალური ექსპლუატაციისთვის, ასევე, გაიზარდა სქესობრივი თავისუფლებისა და
ხელშეუხებლობის
წინააღმდეგ
მიმართულ
დანაშაულთა
შემადგენლობის
განსაზღვრულობის ხარისხი;
ანგარიშის პროექტის აწერილობით და რეკომენდაციების ნაწილში მიეთითოს
საქართველოს პარლამენტმის მიერ „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონის მიღების შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს სამუშაოს მაძიებლების
დასაქმებას. მიეთითოს, რომ კანონი არეგულირებს დასაქმების ხელშეწყობასთან
დაკავშირებულ სახელმწიფო საქმიანობას, განსაზღვრავს შრომის ბაზრის აქტიური
პოლიტიკის ღონისძიებებსა და დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე პასუხისმგებელ
ინსტიტუტებს;
ანგარიშში მიეთითოს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში ინიციირებული
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს შრომის
მომწესრიგებელი ნორმების დახვეწას და მათ დაახლოებას ევროკავშირში არსებულ
სტანდარდებთან, ასევე, დასაქმებულთა უფლებების განმტკიცებას და შრომის
ინსპექციის უფლებამოსილებათა გაზრდას.
ანგარიშში
ხაზი
გაესვას
კონფლიქტით
დაზარალებული
მოსახლეობის
სახელმწიფოებრივ სივრცეში არსებული სერვისებისადმი წვდომის გაუმჯობესებისა
და ხელშეწყობის კუთხით სამშვიდობო პოლიტიკის ინიციატივის - „ნაბიჯი უკეთესი
მომავლისკენ“ მნიშვნელობას, რომლის ერთ-ერთი მიმართულებას წარმოადგენს
გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისება;
ანგარიშში უფრო დეტალურად მიეთითოს ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის მანდატისა და საქმიანობის შედეგების შესახებ;
ანგარიშში აისახოს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტსა და სსიპ იურიდიული დახმარების
სამსახურს შორის 2018 წელს გაფორმებული თანამშრომლობის დოკუმენტის შესახებ,
რომელიც ემსახურება მოქალაქეთა საჭიროებებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების
მექანიზმის შექმნას.
ანგარიშის
პროექტში
მოცემული
რეკომენდაციების
შესრულების
ცხრილთან
მიმართებით:
განახლდეს ინფორმაცია შემდეგ პუნქტებთან მიმართებით:
117.5 რეკომენდაციაში საუბარია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე, კერძოდ, მის განხილვაზე
საქართველოს პარლამენტში. აღსანიშნავია, რომ კანონი უკვე მიღებულია და სრულად
ამოქმედდება 2021 წლის 1 იანვრიდან. შესაბამისად, ამ ნაწილში ინფორმაცია
განახლებას საჭიროებს;
117.6 რეკომენდაციის საფუძველზე განხორციელებულ ერთ-ერთ ღონისძიებად
მითითებულია, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს „ქალთა მიმართ
ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა
და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
პროექტის
განხილვა,
რომელიც
მათ
შორის,
აწესებს
ელექტრონული
ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული
ცვლილებები უკვე მიღებულია კანონის სახით, შესაბამისად, ამ ნაწილში ინფორმაცია
განახლებას საჭიროებს.
117.14-117.15-117.16 რეკომენდაციებში მიზანშეწონილია მიეთითოს, რომ ბავშვის
უფლებათა კოდექსი ამოქმედდა 2020 წლის პირველი სექტემბრიდან;
117.21 რეკომენდაციაში, COVID-19-ით გამოწვეულ გამოწვევებზე რეაგირებისა და
შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ნაწილში, დამატებით უნდა აღინიშნოს
საქართველოს მთავრობის ინიციატივის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს 18
წლამდე საქართველოს მოქალაქეებისთვის ერთჯერადი 200 ლარიანი დახმარების
გაცემას, ასევე, სასურველია მიეთითოს თუ რამდენი ბენეფიციარი დარეგისტრირდა
აღნიშნული დახმარების მისაღებად.
საქართველოს
პარლამენტის
ადამიანის
უფლებათა
დაცვისა
და
სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა დადებითად შეაფასა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-3 ციკლის ფარგლებში საქართველოში
ადამიანის უფლებების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები და
ზემოთ აღნიშნულ შენიშვნებზე მითითებით, მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ
წარმოდგენილ საქართველოს ეროვნული ანგარიშის პროექტს.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
სოფიო კილაძე