„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ერთი მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-28
ბიუროს ნომერი 391
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს რეგლამენტში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.09.2020, სარეგისტრაციო
კოდი: 010190030.06.001.016068) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„2.
საქართველოს
პარლამენტმა
2023
წლის
1
იანვრამდე
უზრუნველყოს ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-4
პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი
წესით
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
−
საქართველოს
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტების მიზნით
სათანადო ღონისძიებების განხორციელება.“.
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ რეგლამენტის 1 მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
არჩილ თალაკვაძე
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.09.2020, სარეგისტრაციო
კოდი: 240140000.05.001.020181)
შესაბამისად, კონკურენციის ეროვნული სააგენტოში
იქმნება მართვის ორგანო - საბჭო, რომელიც შედგება საქართველოს პარლამენტის მიერ 5
წლის ვადით არჩეული 5 წევრისგან. საბჭოს წევრთა კანდიდატებს საქართველოს
პარლამენტს წარუდგენს პრემიერ-მინისტრი. თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტი
იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს წევრის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების
შესახებ.
კანონის
შესაბამისად,
საბჭოს
მარეგულირებელი
ნორმების
ამოქმედება
გათვალისწინებულია 2021 წლის პირველი ივნისიდან. ამასთან, ამავე კანონისმიერი
დათქმის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს პარლამენტმა
2021 წლის პირველ ივნისამდე უნდა უზრუნველყოს საბჭოს დაკომპლექტების მიზნით
შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელებიდან გამომდინარე შექმნილი ვითარების
გათვალისწინებით, საქართველოს წინაშე არსებული რთული ეკონომიკური და
სოციალური ვითარების გამო, ცვლილება შედის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.09.2020,
კანონში (საქართველოს
სარეგისტრაციო კოდი:
010190030.06.001.016068) და საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების თარიღად
განისაზღვრება 2023 წლის პირველი იანვარი (ნაცვლად 2021 წლის პირველი ივნისისა).
ამდენად, მიზანშეწონილია,
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს რეგლამენტში შევიდეს ცვლილება და საბჭოს
წევრთა არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების მარეგულირებელი ნორმების
ამოქმედების თარიღად მიეთითოს 2023 წლის პირველი იანვარი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის მიღების აუცილებლობა
„კონკურენციის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
განხორციელებული
ცვლილებებიდან გამომდინარე, საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების
თავდაპირველ თარიღად 2021 წლის პირველი ივნისის განსაზღვრის გამო, „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს რეგლამენტის
ამოქმედების თარიღი იყო ასევე 2021 წლის პირველი ივნისი.
ამდენად, ძირითად კანონში საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების
ცვლილების გამო, აუცილებელია მოხდეს
შესაბამისობაში მოყვანა.
რეგლამენტის სპეციალურ კანონთან
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შედეგად მოხდება „კონკურენციის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა
და
საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის დებულებათა თავსებადობის უზრუნველყოფა.
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
„საქართველოს
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტში
რეგლამენტში
განხორციელებული
ცვლილების
შეტანის
ცვლილებების
შესახებ“
შესაბამისად,
რეგლამენტის 1861 და 204-ე მუხლებით განისაზღვრა საქართველოს კონკურენციის
ეროვნული
სააგენტოს
საბჭოს
წევრების
არჩევის
და
მათი
თანამდებობიდან
გათავისუფლების პროცედურა.
ასევე, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს
პარლამენტს დაევალა 2021 წლის პირველ ივნისამდე უზრუნველყოს
დაკომპლექტების მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება.
საბჭოს
ამდენად, რეგლამენტის პროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს რეგლამენტის
მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში და ეთითება, რომ საქართველოს პარლამენტმა საბჭო უნდა
დააკომპლექტოს 2023 წლის პირველ იანვრამდე (ნაცვლად 2021 წლის ივნისისა).
ასევე, ცვლილება შედის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში და ეთითება, რომ საბჭოს
წევრთა არჩევის და მათი თანამდებობიდან გათავისუფლების მარეგულირებელი
ნორმების ამოქმედება უნდა მოხდეს 2023 წლის პირველი იანვრიდან.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ რეგლამენტის პროექტთან
მიმართებით;
ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება
რეგლამენტის პროექტი ძალაში ძალაში შესვლა არ უკავშირედება სპეციალურ
პრინციპს.
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატივა ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას).
არ არის მოთხოვნილი
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა)
რეგლამენტის
პროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო
რეგლამენტის
პროექტის
მიღება
არ
იწვევს
აუცილებელი
ხარჯების
გამოყოფას
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე
რეგლამენტის
პროექტის
მიღება
გავლენას
არ
მოახდენს
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე
რეგლამენტის
პროექტის
მიღება
გავლენას
არ
მოახდენს
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით
რეგლამენტის პროექტის
ვალდებულებებს.
მიღება
არ
წარმოშობს
სახელმწიფოს
ახალ
ფინანსურ
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
არ წარმოშობს ფინანსურ ვალდებულებებს
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტის
შესაბამისად,
გადასახადი,
მოსაკრებელი
ან
სხვა
სახის
გადასახდელი, განსაზღვრული არ არის.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტის
მდგომარეობაზე.
მიღება
არ
მოახდენს
ზეგავლენას
ბავშვის
უფლებრივ
გ)
რეგლამენტის
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს;
გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
რეგლამენტის პროექტის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეგლამენტის პროექტის მომზადება, −
მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
საქართველოს
ორმხრივ
და
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთის მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეგლამენტის პროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი - რომან კაკულია;
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი - რომან კაკულია.