საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა განხილვის ახალი ვადების განსაზღვრის შესახებ: ა) საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/144; 23.03.2018) საქართველოს კანონის პროექტი - 30 ოქტომბრამდე; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/218; 04.09.2018) საქართველოს კანონის პროექტი - 30 ოქტომბრამდე; გ) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისი თანმდევი პროექტები (N07-2/519; 08.09.2020) - 30 ოქტომბრამდე; დ) საქართველოს პარლამენტის წევრის გია ჟორჟოლიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და მისი თანმდევი პროექტები (N07-3/390; 09.09.2019) - 30 ოქტომბრამდე; ე) საქართველოს პარლამენტის წევრების თამარ ხულორდავას, თამარ ჩუგოშვილის, ირინე ფრუიძის, ნინო გოგუაძის და დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/472; 16.06.2020) საქართველოს ორგანული კანონის პროექტები - 30 ოქტომბრამდე.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.09.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-9658/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-28
ბიუროს ნომერი 391

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-9658/20 28-09-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/144; 23.03.2018); საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N073/218; 04.09.2018); საქართველოს კანონის პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ და საკანონმდელო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები“ (N07-2/519; 08.09.2020); საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (N07-3/390; 09.09.2019); საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/472; 16.06.2020). აღნიშნულ კანონპროექტებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და აღნიშნული კანონპროექტების სრულყოფილად მომზადების მიზნით, მათი საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 2020 წლის 30 ოქტომბრამდე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge