საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის კახაბერ კუჭავას მიერ წარმოდგენილი ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2020 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.09.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა
ნომერი
#2-9694/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-29
ბიუროს ნომერი 392

📜 ტექსტი

წერილი
2-9694/20 28-09-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს „ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2020 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა
ანგარიში
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში თბილისი 2020 სარჩევი საბჭოს თავმჯდომარის მიმართვა ............................................................................................. 3 1. შესავალი ..................................................................................................................................... 4 2. საბჭოს სხდომები ...................................................................................................................... 5 3. ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში განხორციელებული ღონისძიებები ......................................... 8 3.1. საინფორმაციო მასალა საგანგებო მდგომარეობის შესახებ......................................................8 3.2. საბჭოს თანამშრომლობა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ღია მმართველობის მიმართულებით ....................................................................................................................................13 3.3. ონლაინ პანელური დისკუსია „არის OGP ეფექტური პლატფორმა პანდემიის დროს?“ ..13 3.4. საბჭოს წევრების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის ახლადშექმნილი საბჭოს წევრებისათვის გამოცდილების გაზიარება ..........15 3. ღია პარლამენტის მეოთხე (2021-2022 წლების) სამოქმედო გეგმის შემუშავება ........ 16 4. ღია პარლამენტის მესამე (2018-2019 წლების) სამოქმედო გეგმის განხორციელება .. 20 5. საქართველოს პარლამენტის მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის კონცეფციით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ...................................................... 25 2 ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო საბჭოს თავმჯდომარის მიმართვა საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელი მოაწერა საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციას და ღია მმართველობის გასაძლიერებლად საპარლამენტო დონეზე შექმნა ისეთი მექანიზმი, როგორიცაა მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო. საბჭო თავისი საქმიანობით ხელს უწყობს ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის გაძლიერებას და ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში დასახული მიზნების განხორციელებას. ეს მიზნები, თავის მხრივ, ემსახურება ღია მმართველობის პარტნიორობის ძირეული ანგარიშვალდებულების, პრინციპების მოქალაქეთა − ინფორმაციის ჩართულობის, ხელმისაწვდომობის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვის − განხორციელებას და ამით საკანონმდებლო ორგანოს აქტიურობისა და ეფექტიანობის ზრდას. COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად, მიმდინარე წელს საბჭომ აქტიურად განაგრძო საქმიანობის განხორციელება და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული ყველა საჭირო რეკომენდაციის დაცვით, ჩაატარა როგორც გასვლითი, ასევე, ონლაინ შეხვედრები, რომელთა ძირითად მიზანსაც, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ღია მმართველობის პრინციპების კიდევ უფრო ფართოდ გამოყენება და დახვეწა წარმოადგენდა. კახაბერ კუჭავა 3 ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო 1. შესავალი ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო (შემდგომ − საბჭო) შედგება 18 წევრისაგან. საანგარიშო პერიოდში საბჭოს შემადგენლობა გაიზარდა 6 წევრით, რითაც გაძლიერდა საპარლამენტო საბჭოს წარმომადგენლობითი ნაწილი. ამჟამად საბჭოს შემადგენლობაში 10 წევრი უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებიდანაა, 5 − ოპოზიციური ფრაქციებიდან, ხოლო 3 − პარლამენტის დამოუკიდებელი წევრია. 2020 წლის 28 იანვრიდან საბჭოს თავმჯდომარეობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა. საბჭო საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, სხვა ნორმატიული აქტების, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს დებულებისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სხვა აქტების შესაბამისად. ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებისას საბჭო ხელმძღვანელობს ღია მმართველობის პრინციპებით და უზრუნველყოფს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობას. ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში საბჭოს მხარს უჭერს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თავმჯდომარეობით, აერთიანებს 17 ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას. საბჭო პარლამენტის წელიწადში ერთხელ პარლამენტის ბიუროს წარუდგენს და პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს ანგარიშის ღია პარლამენტის საქმიანობისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ საბჭოს საქმიანობის წინასწარ დაგეგმილი აქტივობების განხორციელება პანდემიად გამოცხადებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) გამო უმეტესწილად შეიცვალა, გადაიდო ან/და შეფერხდა. გამომდინარე იქიდან, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტი საქმიანობას უახლოეს პერიოდში ასრულებს, ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საბჭომ, მიიღო გადაწყვეტილება, ნაცვლად ყოველწლიური ანგარიშისა, გამოაქვეყნოს წინამდებარე ანგარიში, რომელიც ასახავს 2020 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციას. 4 ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო 2. საბჭოს სხდომები საანგარიშო პერიოდში საბჭომ ჩაატარა ორი სხდომა. პირველი სხდომა ჩატარდა 2020 წლის 2 მარტს.1 პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საკონსულტაციო ჯგუფს წარუდგინა საბჭოს ახალი თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა. სხდომაზე განხილულ იქნა „ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს დებულებაში“ ცვლილებების შეტანის საკითხი, საბჭოს ფორმირების წესის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებების პროექტს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ შეაფასა როგორც დამოუკიდებელი დეპუტატებისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების საბჭოს საქმიანობაში ჩართულობის გაძლიერების საშუალება. დებულებაში შეტანილი ცვლილებების შედეგად შესაძლებელი გახდა საბჭოს შემადგენლობაში უფრო მეტი დამოუკიდებელი დეპუტატის მონაწილეობა და წარმომადგენლობითი ნაწილის გაძლიერება საბჭოს საქმიანობაში. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა, 2 მარტი 2020, მოძიებულია 29 ივნისი 2020 ბმულიდან https://bit.ly/3ghjuvH 1 5 ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო საბჭოს თავმჯდომარემ კახაბერ კუჭავამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ღია პარლამენტის მესამე (2018-2019 წლების) სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში2 და მეოთხე სამოქმედო გეგმის შემუშავების კალენდარი, რომელიც მოიწონეს საბჭოს წევრებმა და საკონსულტაციო ჯგუფმა. 2020 წლის 29 ივნისს ჩატარდა საბჭოს რიგით მეორე სხდომა. ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, უზრუნველსაყოფად, უსაფრთხოების ზომების სხდომა დისტანციურად ჩატარდა მაქსიმალურად დაცვის ვიდეოკონფერენციის სისტემის მეშვეობით. საბჭოს თავმჯდომარემ კახაბერ კუჭავამ მისასალმებელი სიტყვით მიმართა საბჭოს სხდომის მონაწილეებს, წარადგინა ახალი წევრები და მიმოიხილა საბჭოს 2020 წლის საქმიანობის შუალედური ანგარიში. საბჭოს თავმჯდომარემ ასევე მიმოიხილა საბჭოს მიერ ახალი კორონავირუსის (COVID19) პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში განხორციელებული ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იყო, ერთი მხრივ, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2019 წლის საქმიანობისა და ღია პარლამენტის მესამე (2018-2019 წლების) სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში, თბილისი, 2019, მოძიებულია 9 ივნისი 2020 ბმულიდან https://bit.ly/2Zj58pe 2 6 ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო საპარლამენტო ღიაობის გაძლიერებისა და მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ამაღლებისაკენ, მეორე მხრივ კი, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისაკენ. მან ასევე ისაუბრა ღია პარლამენტის მესამე (2018-2019 წლების) სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობაზე, ხაზი გაუსვა, რომ სამოქმედო გეგმის ზოგიერთი სრულად შესრულებული ვალდებულება დაიხვეწა და გაუმჯობესდა. საბჭოს წევრმა გიორგი კახიანმა ისაუბრა ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მე-3 ვალდებულების მე-2 და მე-12 აქტივობების შესრულების მდგომარეობაზე. საბჭოს წევრმა ნინო წილოსანმა სხდომის მონაწილეებს წარუდგინა „მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისათვის საქართველოს პარლამენტის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში“, ისაუბრა პარლამენტის როლზე მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგის მიმართულებით. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილემ ქეთევან კვინიკაძემ დამსწრეთ გააცნო პარლამენტის ახალი ვებგვერდის გაშვებისათვის დაგეგმილი სამუშაოს შესრულების მდგომარეობა. 7 ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო 3. ახალი კორონავირუსის გამოცხადებული (COVID-19) საგანგებო პანდემიის მდგომარეობის გამო პერიოდში განხორციელებული ღონისძიებები 3.1. საინფორმაციო მასალა საგანგებო მდგომარეობის შესახებ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, მიმდინარე წლის 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით, საბჭო თავის საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში ახორციელებდა. საპარლამენტო ღიაობის გაძლიერების, მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირებულობის დონის ასამაღლებლად, საგანგებო მდგომარეობის შესახებ მომზადდა და პარლამენტის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში განთავსდა საინფორმაციო მასალა.3 „პანდემიად გამოცხადებული მნიშვნელოვანია სამოქალაქო COVID-19-ის პირობებში საზოგადოებისთვის განსაკუთრებით დროული და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო (OGP) განაგრძნობს ინფორმირებულობის აქტიურ მუშაობას ამ მიმართულებით. მოქალაქეთა გაზრდისა და მცდარი ინფორმაციის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავდა გზამკვლევი და ინფოგრაფიკები საგანგებო მდგომარეობისა და საქართველოს პარლამენტის საქმიანობის შესახებ აღნიშნულ პირობებში. მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირს (EU), გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI) ინიციატივის განხორციელებაში თანადგომისთვის.“ კახაბერ კუჭავა საბჭოს თავმჯდომარე ინფორმაცია საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით (COVID-19), 28 აპრილი 2020, მოძიებულია 10 ივნისი 2020 ბმულიდან https://bit.ly/2VxdPtA 3 8 ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო საინფორმაციო მასალა მომზადდა შემდეგ საკითხებზე:  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძვლები, პროცედურები, ვადები და საქართველოს გამოცხადების პარლამენტის პროცესში − საქმიანობა აღნიშნულ საგანგებო მდგომარეობის დოკუმენტში საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს გაეცნოს, თუ რა შემთხვევაში ცხადდება საგანგებო მდგომარეობა, რა მიზნით და ვადით შეიძლება მისი გამოცხადება და სხვა.4 საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძვლები, პროცედურები, ვადები და საქართველოს პარლამენტის საქმიანობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პროცესში, 28 აპრილი 2020, მოძიებულია 12 ივნისი 2020 ბმულიდან https://bit.ly/2ZlZLnz 4 9 ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო  საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებების შეზღუდვა პრეზიდენტის დეკრეტის შესაბამისად − დოკუმენტი მოქალაქეებს გათვალისწინებულ, ასევე აცნობს როგორც მთავრობის პრეზიდენტის დადგენილებებით დეკრეტით განსაზღვრულ დამატებით შეზღუდვებს და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის დაწესებულ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ფორმებს.5 საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებების შეზღუდვა პრეზიდენტის დეკრეტის შესაბამისად, 28 აპრილი 2020, მოძიებულია 10 ივნისი 2020 ბმულიდან https://bit.ly/3if6CrC 5 10 ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო  საქართველოს პარლამენტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები საგანგებო მდგომარეობის პირობებში − დოკუმენტი საზოგადოებას აცნობს კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან არიდების მიზნით საქართველოს პარლამენტში განცხადებებისა და ოფიციალურ კორესპონდენციის მიღების ახალ წესს, პარლამენტის შენობაში ვიზიტორთა დაშვების შეზღუდვის საფუძვლებსა და ა.შ.6 საქართველოს პარლამენტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები საგანგებო მდგომარეობის პირობებში, 28 აპრილი 2020, მოძიებულია 10 ივნისი 2020 ბმულიდან https://bit.ly/2ZqzynN 6 11 ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო  კორონავირუსის პრევენციის მიზნით სახელმწიფოში მოქმედი წესები − დოკუმენტი მოქალაქეებს აცნობს იზოლაციისა და კარანტინის წესებს, სახელმწიფოს მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გააქტიურებულ სერვისებს, კორონავირუსის შესახებ განახლებული ინფორმაციის მიღების წყაროებს.7 აღსანიშნავია, რომ ყველა დოკუმენტი ხელმისაწვდომია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ამ მხრივ პარლამენტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კორონავირუსის კორონავირუსის პრევენციის მიზნით სახელმწიფოში მოქმედი წესები, 28 აპრილი 2020, მოძიებულია 11 ივნისი 2020 ბმულიდან https://bit.ly/3gdBzum 7 12 ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო გავრცელების პრევენციაში ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებითა და ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის ზუსტი და სანდო ინფორმაციის დროული მიწოდებით, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ეპიდსიტუაციის სწორად მართვისა და კრიზისზე სწრაფი რეაგირების თვალსაზრისით. 3.2. საბჭოს თანამშრომლობა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ღია მმართველობის მიმართულებით საბჭო თანამშრომლობს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ღია მმართველობის გაძლიერების მიმართულებით. საპარლამენტო საბჭოების საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილებამ (საბჭოს სამდივნო) და კახაბერ კუჭავას სამდივნოს მთავარმა სპეციალისტმა თამარ გელდიაშვილმა აქტიურად ითანამშრომლეს კომუნიკაციის ექსპერტთან კახა მაღრაძესთან, რომელიც მუშაობს ღია მმართველობა საქართველოს კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებაზე. სტრატეგიის შემუშავების ინიციატორია ღია მმართველობა საქართველოს (OGP) სამდივნო (საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მმართველობის სამმართველო). ინიციატივა ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს/დემოკრატიული მმართველობის ინციატივის (USAID/GGI) მხარდაჭერით. სტრატეგიის მიზანი ღია მმართველობის შესახებ საჯარო მოხელეების, არასამთავრობო სექტორისა და მოქალაქეების ინფორმირებულობის დონის გაზრდა, ღია მმართველობის პროცესში სამიზნე ჯგუფების დაინტერესება და მათი ჩართულობის უზრუნველყოფაა. 3.3. ონლაინ პანელური დისკუსია „არის OGP ეფექტური პლატფორმა პანდემიის დროს?“ 2020 წლის 8 მაისს საპარლამენტო საბჭოების საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა ნინო მაყაშვილმა მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებული სააგენტოს/დემოკრატიული შტატების მმართველობის საერთაშორისო ინციატივის განვითარების (USAID/GGI) მიერ ორგანიზებულ ონლაინდისკუსიაში „არის OGP ეფექტური პლატფორმა პანდემიის დროს?“8 ღონისძიება გაიმართა ღია მმართველობის კვირეულის ფარგლებში. მსგავსი ღონისძიებები ყოველწლიურად მაისის თვეში იმართება, მაგრამ პანდემიიდან გამომდინარე წლევანდელი დისკუსია ონლაინფორმატში გადავიდა და პანდემიის 8 ონლაინ პანელური დისკუსიის პირდაპირი ეთერის ჩანაწერი, 8 მაისი 2020 ბმულიდან https://bit.ly/3cOBxI3 13 ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო პირობებში ღია მმართველობაზე იყო ფოკუსირებული. დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს კრიზისის პერიოდში პარტნიორობა ღია მმართველობის (OGP), როგორც გამოცდილების გაზიარებისა და კოორდინაციის ეფექტური პლატფორმის მექანიზმის თაობაზე. დისკუსიაში, ასევე, მონაწილეობდნენ გიორგი ონიანი (საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო, დირექტორის მოადგილე), შრეია ბასუ (OGP-ის სამდივნო, დირექტორის მოადგილე), ნინო თვალთვაძე (ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილე) და ქეთევან ცანავა (OGP საქართველოს სამდივნო, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის საჯარო მმართველობის სამმართველოს უფროსი). 14 ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო 3.4. საბჭოს წევრების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის ახლადშექმნილი საბჭოს წევრებისათვის გამოცდილების გაზიარება საბჭოს წევრებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის ახლადშექმნილი საბჭოს წევრებთან ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით გაიმართა. მისი მიზანი იყო ღია მმართველობის პარტნიორობაში საკანონმდებლო ორგანოების ჩართულობის შესახებ გამოცდილების გაზიარება. საბჭოს თავმჯდომარემ კახაბერ კუჭავამ ისაუბრა საბჭოს საქმიანობაზე, მის მიღწევებსა და ღია პარლამენტის მეოთხე სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესზე. მისი თქმით, პარლამენტის ღიაობასთან და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. „ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა უზრუნველყოფილი იყოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესშივე, რადგან ამის შედეგად „მესაკუთრის უფლება“ უჩნდებათ არა მარტო დეპუტატებს და ზოგადად, პარლამენტს, არამედ თითოეულ იმ ადამიანს, ვინ მონაწილეობას იღებდა ამ პროცესში“ − აღნიშნა კახაბერ კუჭავამ. მან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს წევრების შეკითხვებს დეტალურად უპასუხა. საბჭოს წევრმა გიორგი კახიანმა ისაუბრა ღია მმართველობის პარტნიორობაში საკანონმდებლო ორგანოების მონაწილეობის მნიშვნელობაზე და მიღწეულ შედეგებზე: „ამ პროცესმა არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე მოგვცა საპარლამენტო ცხოვრებაში. პროცესის მიზანი იყო, ერთი მხრივ, მოქალაქეთა მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა საკანონმდებლო პროცესში და იმავდროულად, საჯაროობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა საპარლამენტო საქმიანობაში.“ 15 ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო შეხვედრის მსვლელობისას საუბარი შეეხო, ასევე, ისეთ საკითხებს, როგორიცაა საპარლამენტო საბჭოს საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და დაინტერესებული პირების ჩართულობის უზრუნველყოფა. საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსაც თავმჯდომარეობს, ასევე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 3. ღია პარლამენტის მეოთხე (2021-2022 წლების) სამოქმედო გეგმის შემუშავება ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, საბჭოს ახალ რეალობაზე მორგება და დისტანციური მუშობის რეჟიმზე გადასვლა მოუწია. საკონსულტაციო ჯგუფის თხოვნით, ღია პარლამენტის მეოთხე სამოქმედო გეგმისათვის იდეების/ინიციატივების წარმოდგენისათვის მიმდინარე წლის 2 მარტის საბჭოს სხდომაზე შეთანხმებული ვადები სამჯერ გახანგრძლივდა და პროცესი მიმდინარე წლის მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდა. ამასთანავე, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მეორე ვადით 22 მაისამდე გაგრძელებამ გარკვეულწილად იმოქმედა საბჭოს საქმიანობაზეც. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, საბჭოს დამატებითი დრო დასჭირდა წარმოდგენილი ინიციატივების თაობაზე შიდა საპარლამენტო კონსულტაციისა და დოკუმენტის კონსოლიდაციისთვის. შესაბამისად, სამოქმედო გეგმის დამტკიცება დადგენილ ვადებში ვერ მოხერხდა. 2020 წლის 21-22 ივლისს საბჭომ და საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა. მონაწილეებმა განიხილეს საკონსულტაციო ჯგუფის 16 ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო წევრი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის მიერ ღია პარლამენტის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმისათვის წარმოდგენილი ინიციატივები. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საბჭოს თავმჯდომარემ კახაბერ კუჭავამ, რომელმაც აღნიშნა, რომ საბჭომ, დაფუძნებიდან პირველად, არსებული გამჭვირვალობის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების მიზნით, 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის მიღებული ინიციატივები პარლამენტის ვებგვერდზე გამოაქვეყნა. აღნიშნული გადაწყვეტილება შესაბამისობაშია ღიაობის პრინციპებთან და ხელს უწყობს საბჭოს საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობისა და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას. თავის მხრივ, პროცესების სრულად გამჭვირვალედ გადაწყვეტილებების სამოქალაქო მიღებასა უფლებების წარმართვა და დაცვაში, ემსახურება მოქალაქეთა მმართველობაში, მათ მონაწილეობის მიმართ შორის, მიერ ძირითადი გახსნილობას და დემოკრატიულობის ხარისხის განმტკიცებას. კახაბერ კუჭავამ ასევე აღნიშნა, რომ სამუშაო შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე მოხდება სამოქმედო გეგმის ხელახალი კონსოლიდაცია და აღნიშნულის გაზიარება საბჭოს წევრებისა და საკონსულტაციო ჯგუფისათვის. საბოლოოდ, ღია პარლამენტის მეოთხე (2021-2022 წლების) სამოქმედო უფლებამოსილების გეგმის დამტკიცება ფარგლებში მომდევნო განხორციელდება მოწვევის პარლამენტის საბჭოს განახლებული შემადგენლობის მიერ, ვინაიდან სამოქმედო გეგმის განხორციელება რეალურად ახალი მოწვევის პარლამენტს მოუწევს. 17 ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარემ გიორგი კლდიაშვილმა ხაზი გაუსვა საპარლამენტო ღიაობის გაფართოების მნიშვნლობას და მიესალმა ღია მმართველობის პარტნიორობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჩართვას შეხვედრის მონაწილეებს მიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელმა ნინო ცაგარეიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ პროგრამა 2015 წლიდან მხარს უჭერს პარლამენტის ღიაობას და ამ მიმართულებით მხარდაჭერა კვლავ გაგრძელდება, რათა კიდევ უფრო განვითარდეს მიღწეული შედეგები. ხანგრძლივი დისკუსია გაიმართა ღია პარლამენტის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმისათვის წარმოდგენილი ინიციატივების თაობაზე, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, მოქალაქეთა ჩართულობის, ანგარიშვალდებულების მექანიზმების დახვეწასა და ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვას. საბჭოს წევრები და ინიციატივების ავტორებმა იმსჯელეს ინიციატივების ორმხრივად მისაღებ ფორმულირებებზე, რაც პარლამენტის სტრუქტურული და ფუნქციური თავისებურებების გათვალისწინებით, ერთი მხრივ, 18 ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო უფრო ოპტიმალური და ეფექტიანი მუშაობის, მეორე მხრივ, კი არსებული ვალდებულებების სრულყოფილად შესრულების წინაპირობა გახდება. სამუშაო შეხვედრა შეაჯამა კახაბერ კუჭავამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI), ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხვედრის მხარდაჭერისთვის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აქტიური ჩართულობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. 19 ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო 4. ღია პარლამენტის მესამე (2018-2019 წლების) სამოქმედო გეგმის განხორციელება საანგარიშო პერიოდში მუშაობა მიმდინარეობდა ღია პარლამენტის მესამე (2018-2019 წლების) სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ნაწილობრივ შესრულებული და შეუსრულებელი ვალდებულებების ზემოაღნიშნული სამოქმედო განსახორციელებლად. გეგმის ზოგიერთი სრულად ამასთანავე, შესრულებული ვალდებულება დაიხვეწა და გაუმჯობესდა. 9 ღია პარლამენტის მესამე (2018-2019 წლების) სამოქმედო გეგმის: აქტივობა 2.6 − ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების დოკუმენტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის საკომიტეტო განხილვაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის შესახებ ანგარიშის შედგენა და გამოქვეყნება საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ − საანგარიშო პერიოდში სრულად შესრულდა. პარლამენტის საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ მომზადებული ანგარიში სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ გამოქვეყნდა პარლამენტის ვებგვერდზე.10 მასში ასახულია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების დოკუმენტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის საკომიტეტო განხილვაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის საკითხები. აქტივობა 3.1 − პარლამენტის ახალი ვებგვერდის შექმნა და გაშვება საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა პარლამენტის ახალი ვებგვერდის მსხვილი ტექნიკური ტექნიკური გამართულობის ხარვეზების უზრუნველსაყოფად. უმეტესი ნაწილი გამოვლენილი საანგარიშო პერიოდში აღმოიფხვრა. ჩატარდა კომპლექსური სამუშაოები, მათ შორის, გაიმართა დეპუტატების ფანჯარაში დეკლარაციების გამოჩენის კომპონენტი, ამოქმედდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის პროგრამული ადაპტაციის კომპონენტი, პეტიციებისა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2019 წლის საქმიანობისა და ღია პარლამენტის მესამე (2018-2019 წლების) სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში, თბილისი, 2019, გვ. 13-14, 16, 21, 23, 27, მოძიებულია 13 ივნისი 2020 ბმულიდან https://bit.ly/2CPmX64 10 საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტის ანგარიში სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ, თბილისი, 2020, მოძიებულია 14 ივნისი 2020 ბმულიდან https://bit.ly/3cRpVUQ 9 20 ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო და საკანონმდებლო ინიციატივების გვერდი − esignature.parliament.ge − მიება ახალ ვებგვერდს, ახალი ამბების უმეტესობა გადმოტანილ იქნა ძველი ვებგვერდიდან. პარლამენტის აპარატის შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულებმა საანგარიშო პერიოდში ინტენსიურად იმუშავეს ვებგვერდის გაშვებისთვის საჭირო ტექნიკური/ხარვეზიანი საკითხების იდენტიფიცირებისთვის. ამჟამად მიმდინარეობს 30-მდე პრობლემური ტექნიკური საკითხის დატესტვა, რომელიც ვებგვერდის სატესტო რეჟიმში გაშვებამდე, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს/დემოკრატიული მმართველობის ინციატივის (USAID/GGI) მიერ დაქირავებული კომპანიის დახმარებით გამოსწორდა. აქტივობა 3.12 − განმარტებითი ბარათის შედგენის შესახებ სახელმძღვანელოსა და ვიდეოინსტრუქციის შემუშავება და პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნება განმარტებითი ბარათის შედგენის შესახებ სახელმძღვანელოსა და ვიდეოინსტრუქციის შემუშავებისათვის საჭირო ფინანსური გავლენის მეთოდოლოგია (იგივე განმარტებითი ბარათის საბიუჯეტო ნაწილი) დასრულდა და დოკუმენტის ელექტრონული ვერსია განსახილველად წარედგინა სამუშაო ჯგუფს. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებებიდან გამომდინარე, სამუშაო ჯგუფმა, დამატებით, უნდა იმსჯელოს და გადაწყვიტოს აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები. აქტივობა 3.15 − პარლამენტის მობილური აპლიკაციის გაუმჯობესება 2019 წელს საქართველოს პარალამენტის აპარატმა სრულიად ახალი კონცეფციით განაახლა მობილური აპლიკაცია Geo Parliament.11 საანგარიშო პერიოდში აღნიშნული აპლიკაციის საზოგადოებაში პოპულარიზაციის მიზნით დამატებით მომზადდა საინფორმაციო-გრაფიკული ვიდეორგოლი. ამჟამად მიმდინარეობს აპლიკაციის მცირე ტექნიკური განახლება, რომლის შემდგომ აპლიკაცია ფართო საზოგადოებას წარედგინება. ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის გაძლიერების მიზნით პარლამენტის აპარატის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2019 წლის საქმიანობისა და ღია პარლამენტის მესამე (2018-2019 წლების) სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის თანახმად, აქტივობა 3.15 − პარლამენტის მობილური აპლიკაციის გაუმჯობესება − სრულად შესრულდა, თუმცა პარლამენტის აპარატისა და დონორი ორგანიზაციის შეთანხმებით გაგრძელდა მუშაობა აპლიკაციის დახვეწისა და მისი ფართო საზოგადოებისათვის გაცნობის მიზნით. 11 21 ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო თანამშრომლობის ფარგლებში პარლამენტის მოქალაქეთა მისაღებისათვის შეძენილია ელექტრონული საინფორმაციო დაფა, რომელიც ადგილზე უკვე დამონტაჟებულია. მაღალი ტექნოლოგიური მონაცემების მქონე აპარატის მეშვეობით მოქალაქეთა მისაღების ვიზიტორები სხვადასხვა სახის ინფორმაციას მიიღებენ, მათ შორის, პარლამენტის ელექტრონული სერვისების შესახებ.12 აქტივობა 5.5 − პარლამენტისა და მისი საქმიანობის შესახებ საინფორმაციო მასალების დამზადება და გავრცელება (კომიქსები, ფლაერები, გრაფიკული ვიდეორგოლები), მათ შორის, სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომი ფორმით პარლამენტის საქმიანობისა და მის მიერ მიწოდებული სერვისების შესახებ საზოგადოების მიწოდების ინფორმირება ერთ-ერთი მთავარი უზრუნველყოფა საჭიროებს სისტემურ გეოგრაფიული არეალის მიხედვით შესაძლებელს გამოწვევაა. ინფორმაციის მიდგომას, გახდის რომელიც საზოგადოებასთან სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში სისტემურ კომუნიკაციასა და მათთვის საჭირო ინფორმაციის დროულ და ეფექტიან მიწოდებას. ზემოაღნიშნულ გამოწვევაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს პარლამენტის აპარატსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც სამინისტროს მმართველობის ქვეშ არსებულ 69 საზოგადოებრივ ცენტრში საქართველოს პარლამენტისთვის გამოყოფილ სივრცეში განთავსდა სპეციალურად დამზადებული საინფორმაციო 12 აღნიშნული აქტივობა არ იყო გათვალისწინებული ღია პარლამენტის მესამე (2018-2019 წლების) სამოქმედო გეგმით, მისი განხორციელება გადაწყდა პარლამენტის აპარატისა და საკონსულტაციო ჯგუფის წევრების ინიციატივით. 22 ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო სტენდები, რომლებიც აღიჭურვება საინფორმაციო ბეჭდური მასალით. 70-ე სტენდი განთავსდება საქართველოს პარლამენტის სასახლის შენობაში − მოქალაქეთა მისაღების სივრცეში. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების უზრუნველსაყოფად ინტენსიური საქმიანობა განხორციელდა საინფორმაციო შემეცნებითი პუბლიკაციების მომზადების მიმართულებით. მომზადდა შემდეგი დასახელების საინფორმაციო დოკუმენტები:  საქართველოს პარლამენტის მობილური აპლიკაცია  საქართველოს პარლამენტის მოქალაქეთა მისაღები  პარლამენტის ონლაინსერვისები  ხელმისაწვდომი პარლამენტი ყველასთვის13  ექსკურსია საქართველოს პარლამენტში  პეტიცია  საკანონმდებლო ინიციატივაა  საკანონმდებლო წინადადება  საკანონმდებლო ინიციატივა თუ საკანონმდებლო წინადადება? პუბლიკაციაში ინტეგრირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის პარლამენტის შენობაში გადაადგილების მარშრუტი. დოკუმენტი ბრაილის შრიფტითაც დაიბეჭდება. 13 23 ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო  საქართველოს პარლამენტის კომიტეტები  სსიპ პარლამენტის კვლევითი ცენტრი. ასევე, მომზადდა საინფორმაციო დოკუმენტები პარლამენტის აპარატის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებზე:  ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითრების დეპარტამენტი  იურიდიული დეპარტამენტი  ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი  საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი  საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი  სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტი  საორგანიზაციო დეპარტამენტი  საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტი  საქმისწარმოების დეპარტამენტი  პარლამენტის სასაწავლო ცენტრი  მანდატურის სამსახური  პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი. პუბლიკაციების გარკვეული ნაწილი უკვე დაიბეჭდა როგორც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანამშრომლობის ფარგლებში, ასევე პარლამენტის საგამომცემლო სახლში (სტამბაში). 24 ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო 5. საქართველოს პარლამენტის მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის კონცეფციით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება საქართველოს პარლამენტის მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნა გათვალისწინებული იყო ღია პარლამენტის მესამე (2018-2019 წლების) სამოქმედო გეგმის მე-4 ვალდებულებით. ცენტრის მთავარი მიზანი საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა, პარლამენტის საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მიმდინარე სიახლეებით ინფორმირების ხარისხის გაუმჯობესებაა. ცენტრი სრულიად ახლებურ სერვისებს სთავაზობს მოქალაქეებს, როგორც ადგილზე, ასევე დისტანციურად. ამასთანავე, ცენტრმა უნდა უზრუნველყოს პარლამენტის გაზრდილი საზედამხედველო ფუნქციის მხარდაჭერა და ადაპტირებული სერვისების გაწევა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის. 2019 წელს შემუშავდა და დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის კონცეფცია.14 კონცეფციის დამტკიცების შემდეგ პარლამენტის აპარატის მხრიდან განხორციელდა რიგი ღონისძიებებისა, რომლებიც ასახულია „ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2019 წლის საქმიანობისა და ღია პარლამენტის მესამე (2018-2019 წლების) სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშში“. საანგარიშო პერიოდში დასრულდა/დასრულების სტადიაზეა შემდეგი აქტივობები:  მოქალაქეთა მისაღების მომსახურების სტანდარტი − შემუშავდა მოქალაქეთა მისაღების მომსახურების სტანდარტის დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტით დეტალიზებულია ეფექტიანს გახდის „ერთი ფანჯრის“ მომსახურების პრინციპი, რაც უფრო მოქალაქეებისთვის სერვისის მიწოდებას და გაზრდის სტრუქტურულ ერთეულებს შორის შიდა კოორდინაციისა და კომუნიკაციის ხარისხს. სამართლებრივი შეფასების დასრულების შემდგომ დოკუმენტი ხელმისაწვდომი გახდება ფართო საზოგადოებისათვის.  ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით − განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს ზოგადი განათლების საფეხურის მოსწავლეების საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათი დაინტერესება საპარლამენტო ცხოვრებით. ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის ფარგლებში, პარლამენტის სასწავლო ცენტრი საქართველოს პარლამენტის მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის კონცეფცია, თბილისი, 2019, მოძიებულია 15 ივნისი 2020 ბმულიდან https://bit.ly/37kxkKw 14 25 ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო უზრუნველყოფს სამოქალაქო განათლების პროგრამის პედაგოგების გადამზადებას სპეციალურად მომზადებული სასწავლო მოდულის გამოყენებით. გადამზადებული პედაგოგები მიღებული ცოდნის ინტეგრირებას მოახდენენ სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში. გადაცემული ინფორმაციის შედეგად უზრუნველყოფილი იქნება ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების შესაბამისი ინფორმაციით უზრუნველყოფა და მათი ინტერესის გაზრდა საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით. აპარატის სასწავლო ცენტრმა, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად შეიმუშავა სასწავლო პაკეტი დაწყებითი და საბაზო საფეხურისთვის - „რა ვიცით პარლამენტის შესახებ?“. პაკეტი მოიცავს V-VI და VII კლასების მოსწავლის სახელმძღვანელოებსა და მეთოდურ სახელმძღვანელოებს პედაგოგებისთვის. სახელმძღვანელო პაკეტი, რომლის შემუშავებაში სასწავლო ცენტრის და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად, ზოგადი განათლების საფეხურის მაღალი დონის ექსპერტები იყვნენ ჩართულები მოწონებულია საქართველოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის მიერ. ამასთან, პაკეტი სრულ შესაბამისობაშია ეროვნული სასწავლო გეგმის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ჯგუფის საგნებთან „ჩვენი საქართველო“ (V-VI კლასები) და „მოქალაქეობა“ (VII-IX კლასები).  საქართველოს პარლამენტარიზმის მუზეუმი − დასრულდა პარლამენტარიზმის მუზეუმის სარემონტო სამუშაოები. მიმდინარეობს ექსპონატების განთავსების შინაარსობრივ კონცეფციაზე მუშაობა.  ფილმი საქართველოს პარლამენტარიზმის თემაზე − დასრულების სტადიაზეა საქართველოს პარლამენტარიზმის თემაზე დოკუმენტური ფილმის მომზადება, რომელიც გამოყენებული იქნება როგორც ვიზიტორთა პროგრამების ფარგლებში, ასევე სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიასთან (მოსწავლეები, სტუდენტები, საზოგადოების სხვა ჯგუფები) საინფორმაციო შეხვედრებში.  ვიზიტორთა პროგრამა − მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ვიზიტორთა პროგრამა. პროგრამის მეშვეობით უზრუნველყოფილია საზოგადოებისათვის პარლამენტარიზმის ისტორიის, პარლამენტის ფუნქციების და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. განხორციელებული პოზიტიური ცვლილებებიდან გამომდინარე, ვიზიტორთა პროგრამას დაემატა ორი ლოკაცია მოქალაქეთა მისაღები და პარლამენტარიზმის მუზეუმი. ვიზიტორთა პროგრამა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირებისთვის პარლამენტის მიერ მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით დანერგილი სიახლეებისა და პარლამენტარიზმის ისტორიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას. 26 ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო დაგვიკავშირდით: რუსთაველის გამზირი 8 0114, თბილისი ☎ (+995 32) 2 28 17 19 27 ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო