საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა თემაზე - „საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტისას“

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.09.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-9771/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-30
ბიუროს ნომერი 393

📜 ტექსტი

წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-9771/20 29-09-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ მომზადებულ დასკვნას თემაზე: „საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტისას“ დანართი: - „42“ ფურცელზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
საქართველოს პარლამენტი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი თემატური მოკვლევა „საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტისას“ თბილისი, 2020 2 საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის ანგარიში „საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტისას“ მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტისა (Facility for the Implementation of the EU-Georgia Association Agreement – II) და მისი ექსპერტების (ბატონი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი, ქალბატონი რენატა ვიტეზი და პროფერსორი ადამ ლაზოვსკი) მხარდაჭერით. პასუხისმგებლობის ევროკავშირის უარყოფა: წინამდებარე დოკუმენტი მომზადებულია მხარდაჭერით. დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებელია ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტი და მასში გამოთქმული შეხედულებები შეიძლება არ გამოხატავდეს ევროკავშირის პოზიციას. წინამდებარე თემატური მოკვლევის ციტირებისას, გთხოვთ, გამოიყენოთ შემდეგი ფორმულირება: „საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტისას“, საქართველოს პარლამენტი, ლინკი: www.parliament.ge 3 სარჩევი წინასიტყვაობა ........................................................................................................................... 4 მოკლე შეჯამება ........................................................................................................................ 5 1. შესავალი ................................................................................................................................. 7 1.1. თემატური მოკვლევის სფერო......................................................................................... 7 1.2. თემატური მოკვლევის ინსტიტუციური გარემო ......................................................... 7 1.2.1. თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები ................................................................... 7 1.2.2. თემატურ მოკვლევაში მონაწილე სახელმწიფო სტრუქტურები ........................... 7 1.2.3. ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლები ............................................................... 7 1.3. თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ განხორციელებული ძირითადი საქმიანობა......................................................................................................................................... 9 1.4. მეთოდოლოგია ................................................................................................................ 10 2. ექსპორტის ზოგადი გარემო: ძირითადი მიგნებები .................................................... 13 2.1. მცირე და საშუალო საწარმოთა განმარტება ............................................................... 13 2.2. მცირე და საშუალო საწარმოების როლი საქართველოს ეკონომიკაში .................. 13 2.3. მცირე და საშუალო ბიზნესის კონტრიბუცია ექსპორტში (მთელ მსოფლიოში) . 14 2.4. ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის წვლილი ექსპორტში (ევროკავშირი) .. 18 2.5. ქართული კომპანიების მიერ ექსპორტირებული პროდუქციის კატეგორიები ... 20 3. წარმატების ისტორიები..................................................................................................... 22 4. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების წინაშე მდგარი გამოწვევები....... 24 4.2. ბიზნეს საზოგადოების მიერ გამოვლენილი გამოწვევები და შესაძლებლობები 27 4.2.1. ფინანსებზე წვდომა ...................................................................................................... 27 4.2.2. უნარ-ჩვევებსა და ინოვაციების აქტივებზე წვდომა .............................................. 28 4.2.3. ბაზრის პირობები ......................................................................................................... 30 4.2.4. ინფრასტრუქტურა ........................................................................................................ 31 4.2.5. ინსტიტუციური და მარეგულირებელი ჩარჩო ....................................................... 31 4.2.5. შესაძლებლობები .......................................................................................................... 34 5. საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები .......................................... 35 6. რეკომენდაციები ................................................................................................................. 39 4 წინასიტყვაობა ევროინტეგრაცია არის საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რადგანაც ის ასახავს ქართველი ხალხის არჩევანს, დაბრუნდეს საკუთარ ისტორიულ სახლში - ევროპაში. ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლით, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს (DCFTA), საქართველომ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მტკიცე ვალდებულება აიღო, რამაც თვისობრივად ახალ სიმაღლეზე აიყვანა ქვეყანაში მიმდინარე ინსტიტუციონალური ცვლილებები დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის, თავისუფალი და ღია ეკონომიკისა და კონკურენტული ბიზნეს გარემოს მდგრადი და შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად. მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ ჩატარებული მნიშვნელოვანი სამუშაოებისა, დაბრკოლებები კვლავ რჩება და მრავალი შესაძლებლობა კვლავ აუთვისებელია. ეს ძირითადად ეხება საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებს, რადგანაც ისინი ევროკავშირის ბაზარზე ნაკლებად არიან წარმოდგენილები, ვიდრე შედარებით მსხვილი ქართული კომპანიები. იმისათვის, რომ მოგვეხდინა იმ საკითხების იდენტიფიცირება, რომლებიც მცირე და საშუალო საწარმოების შეფასებით, გამოწვევად რჩება როგორც ევროკავშირის, ასევე ადგილობრივ ბაზარზე სათანადო ოპერირებისათვის, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა დაიწყო თემატური მოკვლევა, რომლის მიზანი ამ გამოწვევების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა იყო. თემატური მოკვლევის მიზანს, ასევე, წარმოადგენდა ამ პროცესში მცირე და საშუალო საწარმოების ჩართულობის უზრუნველყოფა და DCFTA-ს სარგებლის შესახებ ცნობადობის ამაღლება. ქართული კომპანიებისათვის DCFTA არის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისა და ევროკავშირის, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხილესი ეკონომიკის, ბაზარზე შესვლის ძლიერი საფუძველი. მცირე და საშუალო საწარმოები წარმოადგენენ საქართველოს ეკონომიკის ხერხემალს, შესაბამისად, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ ისინი სარგებლობენ მთავრობის მაქსიმალური მხარდაჭერით. და ბოლოს, გულწრფელ მადლობას ვუხდი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტს წინამდებარე ანგარიშის მომზადების საქმეში მხარდაჭერისათვის. ასევე, მადლობას ვუხდი თემატურ მოკვლებაში ჩართულ ყველა მონაწილეს, როგორც მთავრობიდან, ისე კერძო სექტორიდან მათი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. დავით სონღულაშვილი, პარლამენტის წევრი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე 5 მოკლე შეჯამება 2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომლის მე-4 თავია „ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები“, ასევე ცნობილი, როგორც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA) და რომელიც ქართულ კომპანიებს ევროკავშირის 500 მილიონ მომხმარებელზე შეუზღუდავი წვდომის საშუალებას აძლევს. თუმცა, კვლავ გამოწვევად რჩება ზოგიერთი ფაქტორი და ევროკავშირში ექსპორტის შესაძლებლობის მნიშვნელოვანი ნაწილი ქართული კომპანიების მიერ ჯერ კიდევ აუთვისებელია. პარლამენტის მანდატის შესაბამისად, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა წამოიწყო თემატური მოკვლევა იმ გამოწვევებზე, რომლებსაც მცირე და საშუალო საწარმოები ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტზე გასვლისას აწყდებიან. მცირე და საშუალო ბიზნესის საქმიანობას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. 2018 წლის მდგომარეობით მთლიანი ბიზნეს სექტორის დასაქმების 66.9% და მთლიანი ბიზნეს სექტორის ბრუნვის 50.5% მცირე და საშუალო საწარმოებზე მოდიოდა. მათი წილი კი საქართველოს მთლიან ექსპორტში დაახლოებით 50%-ია. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებლები OECDის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია, საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების მასშტაბი მცირეა. აქედან გამომდინარე, გამოწვევად რჩება ის, თუ როგორ უნდა გავზარდოთ ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტს დაახლოებით 1000-მდე კომპანია ახორციელებს. მიუხედავად საქართველოს მთავრობის მუდმივი მცდელობისა, თემატურმა მოკვლევამ დაადგინა, რომ საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოები ისეთივე გამოწვევების წინაშე დგას, როგორი გამოწვევების წინაშეც OECD-ის მრავალი ქვეყნის მცირე და საშუალო საწარმოები დგანან. ეს გამოწვევები კი შესაძლოა დავაჯგუფოთ შემდეგ კატეგორიებად: (1) ინსტიტუციური და მარეგულირებელი ჩარჩო, (2) ბაზრის პირობები, (3) ინფრასტრუქტურა, (4) ფინანსებზე წვდომა, (5) უნარ-ჩვევებსა და ინოვაციების აქტივებზე წვდომა. თემატურ მოკვლევაში მონაწილე ბიზნეს ასოციაციებმა (საერთო ჯამში 10,000-მდე წევრით, ძირითადად მცირე და საშუალო საწარმოები) წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებები წარმოადგინეს. მთავრობის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან ერთად, თემატური მოკვლევის ფარგლებში მოხდა მოპოვებული მონაცემების ანალიზი, არსებულ სტატისტიკურ ინფორმაცისათან შედარება, რასაც, ასევე, დაემატა სამაგიდო კვლევები. შესაბამისად, დასკვნითი 6 ანგარიში წარმოადგენს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს იმ გამოწვევებზე, რომელთა მოგვარების შემთხვევაშიც საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების საექსპორტო პოტენციალის უკეთ ათვისებისთვის კარგი წინაპირობები შეიქმნება. 7 1. შესავალი 1.1. თემატური მოკვლევის სფერო თემატური მოკვლევა ეხება ევროკავშირის ბაზარზე საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების ექსპორტს. ის მიზნად ისახავს საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე მდგარი გამოწვევების იდენტიფიცირებას და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების წარმოდგენას. მოკვლევის შედეგები ემყარება როგორც წერილობით და ზეპირ მტკიცებულებებს, რომლებიც დაინტერესებულმა მხარეებმა პარლამენტს წარუდგინეს, ასევე, საზოგადოებრივ სივრცეში არსებულ სხვა რელევანტურ ინფორმაციასა და მონაცემებს. 1.2. თემატური მოკვლევის ინსტიტუციური გარემო 1.2.1. თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები             ბატონი დავით სონღულაშვილი, პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - მთავარი მომხსენებელი ბატონი კახაბერ კუჭავა, პარლამენტის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ქალბატონი ნინო გოგუაძე, პარლამენტის წევრი ბატონი გიორგი ხატიძე, პარლამენტის წევრი ქალბატონი თამარ ხულორდავა, პარლამენტის წევრი ბატონი ბექა ნაცვლიშვილი, პარლამენტის წევრი ქალბატონი ნინო წილოსანი, პარლამენტის წევრი ქალბატონი გუგული მაღრაძე, პარლამენტის წევრი ბატონი ლევან კობერიძე, პარლამენტის წევრი ქალბატონი ნინო პატარაია, ექსპერტი, ბიზნესის კვლევის ცენტრის დირექტორი ბატონი ბაადურ წერეთელი, ექსპერტი, მოწვეული ლექტორი, კავკასიის უნივერსიტეტი, ექსპორტის მენეჯმენტი ნინო ლაპიაშვილი, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი 1.2.2. თემატურ მოკვლევაში მონაწილე სახელმწიფო სტრუქტურები   საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობა: - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 1.2.3. ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლები    საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველო საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია 8          საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია საქართველოს ექსპორტის განვითარების ასოციაცია ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭო საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია საქართველოს მეფრინველეობის განვითარების ასოციაცია საქართველოს ფერმერთა ასოციაცია საქართველოს ტექსტილის ასოციაცია საქართველოს არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაცია 9 1.3. თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ განხორციელებული ძირითადი საქმიანობა 5 - 11 ივნისი - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნა „საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები ევროკავშირში პროდუქციის ექსპორტისას”. პარლამენტის ბიუროს მიერ თემატური მოკვლევის საკითხებისა და ჯგუფის შემადგენლობის დამტკიცება. 12-16 ივნისი - თემატური მოკვლევის პროცესის შესახებ პარლამენტის ვებგვერდზე დეტალური ინფორმაციის გამოქვეყნება, მათ შორის: თემატური მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობა, სამოქმედო გეგმა, ტექნიკურ პირობები (ToR) და კითხვარი, ასევე, სხვა შესაბამისი ინფორმაცია.1 17 ივნისი - 9 ივლისი - დაინტერესებული მხარეების მიერ წერილობითი მტკიცებულებების წარმოდგენა. დოკუმენტაციის გამოქვეყნება პარლამენტის ვებგვერდზე. მოკვლევის ჯგუფის მიერ ზეპირი მოსმენისათვის ძირითადი საკითხების განსაზღვრა. 10 ივლისი - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტზე ზეპირი მოსმენა მოკვლევის ჯგუფის წევრებისა და წერილობითი მტკიცებულებების წარმომდგენი ბიზნეს ასოციაციების მონაწილეობით. 20 ივლისი - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტზე ზეპირი მოსმენა მოკვლევის ჯგუფის წევრებისა და მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობით. 21 - 31 ივლისი შეხვედრების ოქმების მომზადება, დამატებითი მტკიცებულებების შეგროვება, როგორც სამთავრობო უწყებების, აგრეთვე, სხვა დაინტერესებული მხარეებისგან (ბიზნეს ასოციაციები და შერჩეული მცირე და საშუალო საწარმოები). 1-30 სექტემბერი - დასკვნებს, მიგნებების, შეფასებებისა და რეკომენდაციების მომზადება და ანგარიშის პროექტის წარდგენა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისათვის. 1-9 ოქტომბერი - ანგარიშის ”მცირე და საშუალო საწარმოების გამოწვევები ევროკავშირში პროდუქციის ექსპორტისას” პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნება და ანგარიშის გადაცემა შესაბამისი სამინისტროებისათვის განსახილველად.2 1 http://www.parliament.ge/ge/saparlamento‐saqmianoba/komitetebi/evropastan‐integraciis‐komiteti‐ 143/tematuri‐mokvleva/tematuri‐mokvleva‐2 2 http://www.parliament.ge/ge/saparlamento‐saqmianoba/komitetebi/evropastan‐integraciis‐komiteti‐143 10 1.4. მეთოდოლოგია პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა დაიწყო თემატური მოკვლევა მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის დროს. ამის გათვალისწინებით, კომიტეტის წევრებმა მიზნად დაისახეს იმ ძირითადი იურიდიული, ეკონომიკური და ლოჯისტიკური გამოწვევების იდენტიფიცირება, რომელთა წინაშეც დგას ქართული ბიზნესი. მოკვლევის მიზანი, ასევე, იყო ამ პროცესში მცირე და საშუალო საწარმოების ჩართულობის უზრუნველყოფა, DCFTA-ს სარგებლის შესახებ ცნობადობის ამაღლება და მათი დახმარების ადექვატური გზების ძიება. კომიტეტს ასევე სურდა შეესწავლა მცირე და საშუალო საწარმოების გამოწვევები ეკონომიკის ყველა სფეროში. შესაბამისად, მოკვლევის მასშტაბი ფართო იყო. ამრიგად, თემატური მოკვლევის ფარგლებში მოხდა იმ კომპანიებთან წვდომა, რომლებიც ევროკავშირის ბაზარზე ან უკვე ახორციელებენ ექსპორტს, ან შეეცადნენ პროდუქციის ექსპორტს, მაგრამ ვერ მოახერხეს, ან ახლა გეგმავენ გაფართოებას ევროკავშირის ბაზრის მიმართულებით. თემატური მოკვლევის მსვლელობისას, 20-ზე მეტ სუბიექტს (ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარეს) მიეცა შესაძლებლობა წერილობითი მტკიცებულება წარმოედგინათ შესაბამისი კითხვარის შევსებით, რომელიც შედგენილი იყო მოკვლევის ტექნიკური პირობების (ToR) შესაბამისად (იხ. დანართი I). გარდა ამისა, მცირე და საშუალო საწარმოებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს მიეცათ ზეპირი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. კითხვარმა საშუალება მისცა თემატური მოკვლევის ჯგუფს მიეღო შესაბამისი ინფორმაცია შემდგომი ანალიზისათვის და გამოეტანა დასკვნები ზოგადად საექსპორტო გარემოზე, ექსპორტიორების წინაშე მდგარ გამოწვევებზე, მთავრობის დახმარების საჭიროებასა და ეფექტიანობაზე. მოკვლევის ჯგუფი დაინტერესდა არსებული მდგომარეობით, თუ როგორ ახდენენ მცირე და საშუალო საწარმოები მათი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების იდენტიფიცირებას ევროკავშირის ქვეყნებში და რა არის მათი ძირითადი სტიმული ექსპორტის საწარმოებლად. ჯგუფი, ასევე, დაინტერესდა, თუ რა სავარაუდო გავლენა მოახდინა COVID-19 პანდემიამ ექსპორტის მოცულობაზე, როგორია ბიზნესის განწყობა და მიაჩნიათ თუ არა, რომ პოსტ-კრიზისულ პერიოდში საქართველო შეძლებს გახდეს განვითარებული ქვეყნებისთვის ე.წ. აუთსორს ჰაბი, საიდანაც მოხდება ქართული წარმოშობის პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე. მოკვლევის ჯგუფმა, ასევე, ისურვა გაეცნო, თუ როგორ აფასებს ბიზნესი ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებელს. რა სიკეთე მოუტანა და შეცვალა, თუ არა ასოცირების შეთანხმების განხორციელებამ სამართლებრივი გარემო საქართველოში პროდუქციის წარმოებისთვის. გააუმჯობესა, თუ არა ახალმა სამართლებრივმა სტანდარტებმა ქართული პროდუქციის ექსპორტის 11 პოტენციალი და გააუმჯობესა, თუ არა პროდუქტის უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებამ ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა. ასევე, ყველა იმ სამართლებრივი, პროცედურული, ტექნოლოგიური და სხვა სახის გამოწვევების იდენტიფიცირება, როგორც ექსპორტის შესაძლო დამაბრკოლებელი ფაქტორები, იყო მოკვლევის ინტერესის საგანი. ბიზნესის პერსპექტივიდან მთავრობის საქმიანობის მნიშვნელობის შეფასება, ასევე, იყო ინტერესის ერთ-ერთი მთავარი საგანი. ძირითადი კითხვები შეეხებოდა, თუ რამდენად ეფექტიანია მთავრობის ამჟამინდელი პოლიტიკა და პროგრამები და რა დამატებითი ზომები უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ გაიზარდოს ევროკავშირის ბაზარზე ქართული მცირე და საშუალო საწარმოების ექსპორტი. ასევე, დაისვა კითხვები, არის თუ არა საკმარისი მთავრობის მხრიდან ის საინფორმაციო კამპანიები და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები, რომლებიც ფოკუსირებულია ექსპორტის შესაძლებლობების განვითარებაზე. და ბოლოს, თემატური მოკვლევის ჯგუფს, ასევე, სურდა გაერკვია, თუ რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოები ევროკავშირის ქვეყნებში სავაჭრო გამოფენებსა და ბაზრობებში მონაწილეობას და რამდენად ეფექტიანია შესაბამის ღონისძიებებში მონაწილეობა ბიზნეს კონტაქტების დასამყარებლად. კითხვარი დაეგზავნათ 20-ზე მეტ ორგანიზაციას, ძირითადად ბიზნეს ასოციაციებსა და დარგობრივ-ეკონომიკურ გაერთიანებებს. წერილობითი პასუხები წარმოადგინა ოთხმა ბიზნეს ასოციაციამ, კერძოდ, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ,3 საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატამ,4 საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციამ5 და საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციამ.6 გარდა ამისა, წერილობითი მტკიცებულებები წარმოადგინეს საქართველოს ექსპორტის განვითარების ასოციაციამ7 (სახელმწიფო უწყება) და ორმა კერძო კომპანიამ (იხ. დანართები). თემატური საგამოძიებო ჯგუფის პირველი საჯარო შეხვედრის დროს, რომელიც 2020 წლის 10 ივლისს საქართველოს პარლამენტის შენობაში გაიმართა, ზეპირი მტკიცებულებები, ასევე, წარმოადგინეს სხვა ბიზნეს გაერთიანებებმაც: ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭო,8 საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი9, საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია, საქართველოს მეფრინველეობის განვითარების ასოციაცია, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია,10 საქართველოს საფეიქრო ასოციაცია და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთა ასოციაცია. 3 http://www.employer.ge http://www.icc.ge 5 http://www.gsmea.ge 6 https://www.facebook.com/gpf.ge 7 https://www.eda.org.ge 8 http://eugbc.net 9 http://tpu.org.ge 10 https://gfa.org.ge 4 12 ბიზნეს ასოციაციები, დარგობრივი გაერთიანებები და ექსპორტის განვითარების ასოციაცია მათი წევრების საშუალებით ერთობლივად ფარავენ საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან დარგებს, მათ შორის: სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა, მეფუტკრეობა და თაფლის წარმოება, სასმელების წარმოება, ტექსტილის პროდუქციის წარმოება, ელექტრო და ელექტრონული მასალების წარმოება, ავეჯის წარმოება, ხის დამუშავება და სხვა. ერთობლივად, აღნიშნულ ორგანიზაციებს დაახლოებით 10,000-მდე წევრთან, ძირითადად მცირე და საშუალო საწარმოებთან, აქვთ წვდომა და უმეტესწილად გამოხატავენ მათ აზრსა და პოზიციას. მეორე საჯარო შეხვედრის დროს, რომელიც 2020 წლის 20 ივლისს ჩატარდა, ზეპირი მტკიცებულებები წარმოადგინეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ11 (იხ. დანართი IX), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ12, აგრეთვე, სხვა სამთავრობო უწყებების, მათ შორის, აწარმოე საქართველოს13, სურსათის სააგენტოსა14 და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სააგენტოს15 წარმომადგენლებმა. როგორც თემატური მოკვლევის ნაწილი, გაანალიზდა როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი მტკიცებულებების სახით წარმოდგენილი ინფორმაცია. გარდა ამისა, ანგარიშის ავტორებმა გაითვალისწინეს სტატისტიკური მონაცემები და ინფორმაციის სხვა ღია წყაროები, რომლებიც გამოყენებულ იქნა სამაგიდო კვლევის ეტაპზე. დამატებითი ინფორმაციის შეგროვების მიზნით, ასევე, მოხდა სხვა დაინტერესებულ პირებთან, მათ შორის, სხვადასხვა მეწარმესთან, ბიზნეს ასოციაციასა და დარგობრივ გაერთიანებასთან დაკავშირება. 11 http://www.economy.ge https://mepa.gov.ge 13 http://www.enterprisegeorgia.gov.ge 14 http://www.nfa.gov.ge. 15 http://arda.gov.ge. 12 13 2. ექსპორტის ზოგადი გარემო: ძირითადი მიგნებები 2.1. მცირე და საშუალო საწარმოთა განმარტება მცირე და საშუალო საწარმოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში, როგორც სამუშაო ადგილების შექმნისა და შემოსავლის განაწილების, ასევე, ეკონომიკურ ზრდაში წვლილის შეტანის თვალსაზრისით. თუმცა, მცირე და საშუალო საწარმოების პოტენციალი ჯერ კიდევ ასათვისებელია, განსაკუთრებით, ექსპორტის, ინოვაციებისა და თანამედროვე სამეწარმეო კულტურის განვითარების მიმართულებით. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში არ არსებობს მცირე და საშუალო საწარმოების ერთიანი განმარტება, რაც, თავის მხრივ, იწვევს გაურკვევლობას და ართულებს სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით შედარებითი ანალიზის ჩატარებას. მაგალითად, საგადასახადო მიზნებისათვის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“16 განსაზღვრავს მცირე და მიკრო ბიზნესის ცნებას, ხოლო საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“17 ადგენს საწარმოთა ზომების განსხვავებულ კრიტერიუმებს და შემოაქვს კატეგორიების ცნება. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა შემოიღო საწარმოთა ზომების განსაზღვრის ახალი მეთოდოლოგია, რომელიც უფრო ახლოა ევროსტატის სტანდარტებთან. ეს შემდეგნაირად გამოიყურება: მსხვილი საშუალო მცირე ყველა ორგანიზაციული და იურიდიული ფორმის საწარმო, სადაც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა აღემატება 249 ადამიანს, ან საშუალო წლიური ბრუნვა 60 მილიონ ლარს. ყველა ორგანიზაციული და იურიდიული ფორმის საწარმო, სადაც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა არის 50-დან 249 ადამიანამდე, ხოლო საშუალო წლიური ბრუნვა 12დან 60 მილიონ ლარამდეა. ყველა ორგანიზაციული და სამართლებრივი ფორმის საწარმო, სადაც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა არ აღემატება 50 მოსამსახურეს და საშუალო წლიური ბრუნვა არ აღემატება 12 მილიონ ლარს. წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური წინამდებარე მოკვლევის მიზნებისათვის მცირე და საშუალო საწარმოებისათვის გამოყენებულ იქნა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ შემუშავებული განმარტება. 2.2. მცირე და საშუალო საწარმოების როლი საქართველოს ეკონომიკაში 16 17 https://matsne.gov.ge/ka/document/view/1043717?publication=167 https://matsne.gov.ge/ka/document/view/3311504?publication=11 14 მცირე და საშუალო ზომის საწარმოები საქართველოს ეკონომიკაში ცენტრალურ ადგილს იკავებენ, 2018 წლის მდგომარეობით მათი წილი მთლიანი ბიზნეს სექტორის დასაქმების 66.9%-ს, ხოლო მთლიანი ბიზნეს სექტორის ბრუნვის 50.5%ს შეადგენდა.18 ამასთან, მთლიანი დასაქმების წვლილთან შედარებით, მცირე და საშუალო საწარმოების წილი ექსპორტში ოდნავ დაბალია და შეადგენს დაახლოებით 50%-ს. ნაწილობრივ ეს იმით არის გამოწვეული, რომ მცირე და საშუალო საწარმოებს ნაკლები რესურსი აქვთ, რათა იმ ხარჯებს გასწვდნენ, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებზე გასვლასთან არის დაკავშირებული. დიდ კომპანიებთან შედარებით, მცირე და საშუალო კომპანიებს უცხოურ ბაზრებზე ნავიგაციისთვის მეტი გამოწვევა და რთულ რეგულაციებთან გასამკლავებლად ნაკლები რესურსი აქვთ. დიაგრამა 1 ასახავს მსხვილი კომპანიებისა და მცირე და საშუალო საწარმოების შედარებას მათი ბრუნვის, დასაქმებისა და მთლიანი ექსპორტის მიხედვით. დიაგრამა 1. ბრუნვა, დასაქმება და ექსპორტი, 2018 წელი 120 100 80 60 40 20 0 ბრუნვა დასაქმება მცირე და საშუალო 2018 ბრუნვა (მლნ, GEL) უცნობი საშუალო 18,543.2 21.4% მცირე 25,179.1 29.1% 243,318 160,095 33.1% 21.8% ექსპორტი (მლნ, USD) 1,442.5 1,009.1 42.7% 29.9% წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 330,803 45.1% 670.6 19.8% დასაქმება (ადამიანი) მსხვილი 42,902.7 49.5% მსხვილი ექსპორტი სულ 86,625.1 100% 734,215 100% 3,379.7 100%19 2.3. მცირე და საშუალო ბიზნესის კონტრიბუცია ექსპორტში (მთელ მსოფლიოში) 18 19 https://www.geostat.ge/media/28061/Business‐sector‐2018.pdf უცნობი ზომის კომპანიები 7.6%‐ია, რაც სტატისტიკურ ცდომილებად შეიძლება მივიჩნიოთ. 15 მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი ქართული პროდუქციის ექსპორტი 2015 წლიდან იზრდება, ევროკავშირში ექსპორტის ზრდის ტენდენცია უმნიშვნელოა სხვა საექსპორტო ბაზრებთან შედარებით. თემატურ მოკვლევაში მონაწილეთა აზრით, ქართული კომპანიების უმეტესი ნაწილისათვის, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, მრავალი ფაქტორის გამო ევროკავშირის ბაზარი მათ დღის წესრიგში არ დგას მიუხედავად იმისა, რომ DCFTA ძალაში თითქმის 6 წლის განმავლობაშია (დამატებითი დეტალები მოცემულია ანგარიშის მე-4 ნაწილში). დიაგრამა 2, რომელიც აღწერს წლების განმავლობაში საქართველოს ექსპორტის დინამიკას მთავარ საექსპორტო პარტნიორებთან, როგორებიცაა დსთ (მ.შ. რუსეთი და აზერბაიჯანი), ევროკავშირი და სხვა ქვეყნები (მ.შ. ჩინეთი და თურქეთი), ასევე, ადასტურებს წინამდებარე თემატური მოკვლევის იმ მიგნებას, რომ ქართული ბიზნეს საზოგადოება ევროკავშირში ექსპორტის მცირე ზრდას არ უკავშირებს DCFTA-ს. DCFTA და მისგან მომდინარე სარგებელი ერთგვაროვნად არ აღიქმება ბიზნესის მიერ. მაგალითად, DCFTA მნიშვნელოვნად მიაჩნია იმ კომპანიებს, რომლებიც ექსპორტზე არიან ორიენტირებულები და/ან უკვე გადიან ექსპორტზე ევროკავშირში. ამასთან, ამ მოსაზრებას ყველა კომპანია არ იზიარებს. ეს არის საკითხი, რომელსაც მომავალში ყურადღება უნდა მიექცეს (აღნიშნული საკითხი განიხილება ამ ანგარიშის მე-6 ნაწილში მოცემულ რეკომენდაციებში). დიაგრამა 2. ქართული ექსპორტი (მთელ მსოფლიოში) 2014‐2019 (000, USD) 4,000,000.00 3,500,000.00 3,000,000.00 2,500,000.00 2,000,000.00 1,500,000.00 1,000,000.00 500,000.00 0.00 2015 ძირითადი საექსპორტო პარტნიორები 2016 2017 2018 მთლიანი ექსპორტი ევროკავშირი დსთ, რუსეთის ჩათვლით სხვა, მ.შ. ჩინეთი 2019 2015 2016 2017 2018 2019 ევროკავშირი 644,729.9 565,675.0 655,435.8 729,224.3 819,242.4 რუსეთი 162,885.6 206,687.5 397,853.6 437,749.3 496,974.1 16 აზერბაიჯანი 240,869.6 152,719.4 274,224.1 507,644.5 508,686.3 დანარჩენი დსთ 437,099.0 381,787.1 522,106.5 743,758.2 1,037,842.9 ჩინეთი 125,803.2 174,329.7 201,701.7 199,107.8 223,129.7 თურქეთი 186,802.2 173,454.8 216,675.0 241,376.0 202,340.9 დანარჩენი ქვეყნები სულ, ექსპორტი: 405,999.1 462,495.7 477,747.1 520,872.3 510,233.2 2,204,188.6 2,117,149.2 2,745,743.8 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 3,379,732.4 3,798,449.5 საქართველოდან მსოფლიოს ქვეყნებში ექსპორტის ზრდა არამარტო მსხვილი კომპანიების, არამედ მცირე და საშუალო საწარმოების დამსახურებაა. დიაგრამა 3 ასახავს ქართულ ექსპორტს მოვაჭრე სუბიექტების ზომის მიხედვით. დიაგრამა 3. ქართული ექსპორტი კომპანიების ზომის მიხედვით (მთელ მსოფლიოში) 2015‐2019 (1000,USD) 2015 მსხვილი 2016 2017 საშუალო მცირე 2018 უცნობი ზომა 2015 2016 2017 მსხვილი 770,701.4 740,826.7 1,089,357.0 საშუალო 656,775.7 680,710.8 850,670.8 მცირე 650,569.8 626,420.4 668,515.7 უცნობი 126,141.8 69,191.2 137,200.3 სულ, ექსპორტი: 2,204,188.6 2,117,149.2 2,745,743.8 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური20 2019 სულ, ექსპორტი 2018 2019 1,442,543.7 1,009,074.6 670,641.0 257,473.2 3,379,732.4 1,358,221.9 1,166,038.2 746,625.2 527,564.2 3,798,449.5 მოკვლევის დროს, წერილობითმა და ზეპირმა მტკიცებულებებმა გამოავლინა რამდენიმე საკითხი, რომელიც ექსპორტის ზრდას აფერხებს. მაგალითად, თაფლის მწარმოებლებმა და ფერმერთა ასოციაციამ განაცხადეს, რომ ზოგიერთ პრობლემას 20 https://www.geostat.ge/ka/modules/categories/637/eksporti 17 განაპირობებს ევროკავშირის ბაზრის გარშემო შეზღუდული ცოდნა, ევროკავშირის სამართლებრივი მოთხოვნების სირთულე და ხარისხის კონტროლის ინფრასტრუქტურის დაბალი დონე. ააიპ ექსპორტის განვითარების ასოციაციის წარმომადგენლის, ექსპორტის უფროსი მრჩეველის, გიორგი გუდაბანიძის თქმით, მცირე და საშუალო საწარმოების მიერ ექსპორტის მოცულობა დიდი არ არის, თუმცა, არის დადებითი ტენდენცია, როდესაც მცირე და საშუალო საწარმოები ერთმანეთთან თანამშრომლობენ ტვირთის ერთობლივი გადაზიდვის მიზნით, ან მსხვილ კომპანიებს უკავშირდებიან და მათი საექსპორტო შესაძლებლობებით სარგებლობენ.21 COVID-19 პანდემიამ გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზე, მათ შორის მცირე და საშუალო საწარმოებზე. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის პირველ ნახევარში ქართული კომპანიების მთლიანი ექსპორტი შემცირდა თითქმის 16%-ით, მათ შორის მცირე და საშუალო საწარმოების ექსპორტი შემცირდა თითქმის 9%-ით (დიაგრამა 4). მცირე და საშუალო საწარმოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მარტო პანდემიამდე არსებული პოზიციების დაბრუნება, არამედ პოსტ-პანდემიური ეკონომიკისთვის სათანადოდ მომზადება მომავალი წარმატების მისაღწევად. ამდენად, ერთ-ერთი საკვანძო საკითხი მდგომარეობს იმაში, თუ როგორ უნდა შეიქმნას ისეთი ბიზნეს გარემო, რომ მცირე და საშუალო საწარმოებმა ისარგებლონ ყველა იმ არსებული შესაძლებლობით, რასაც ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაცია იძლევა (დეტალები მოცემულია ანგარიშის მე-6 ნაწილში). დიაგრამა 4. ქართული კომპანიების ექსპორტი H1, 2019‐2020 (1000,USD) 2,000,000.00 1,800,000.00 1,600,000.00 1,400,000.00 1,200,000.00 1,000,000.00 800,000.00 600,000.00 400,000.00 200,000.00 0.00 სულ მსხვილი საშუალო 2019 21 მცირე უცნობი 2020 ექსპორტის განვითარების ასოციაციის მიერ წარდგენილი წერილობითი მტკიცებულება (იხ.დანართი II). 18 2019 მსხვილი H1 684,353.7 იანვარი 93,761.3 თებერვალი 118,610.6 მარტი 125,276.1 საშუალო 539,509.5 75,515.0 75,255.8 95,810.4 აპრილი მაისი 111,863.0 ივნისი 125,585.7 110,768.4 84,222.7 68,682.6 54,894.8 49,410.4 45,655.2 340,724.3 310,358.4 მაისი 83,824.1 111,174.0 31,435.7 7,733.5 234,167.3 ივნისი 97,334.5 112,874.7 44,707.7 12,970.5 267,887.3 109,257.1 97,937.2 მცირე 348,427.5 45,188.6 47,501.7 64,860.8 67,299.1 უცნობი სულ: 217,145.4 1,789,436.1 22,061.4 236,526.3 23,599.0 264,967.1 39,919.4 325,866.7 H1 იანვარი თებერვალი მარტი 202022 მსხვილი 609,422.2 105,459.8 110,976.4 101,397.3 საშუალო 579,472.4 94,658.6 78,275.0 99,595.5 მცირე 230,431.8 47,663.7 48,968.0 34,173.1 უცნობი 85,084.6 20,127.2 24,420.4 14,309.1 სულ: 1,504,410.9 267,909.3 262,639.7 249,475.0 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 36,500.0 10,993.4 აპრილი 110,430.1 82,894.6 23,483.6 5,523.9 222,332.3 მოკვლევის ჯგუფში წარმოდგენილი წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ ბიზნეს საზოგადოება მიიჩნევს, რომ COVID-19 პანდემიამ ექსპორტის შემცირება გამოიწვია, როგორც შიდა, ასევე საექსპორტო ბაზრებზე. ამ მხრივ, DCFTA-მ შეიძლება მომავალში ახალი შესაძლებლობები შექმნას, თუმცა ამ შესაძლებლობების ასათვისებლად საჭიროა საქართველოს მთავრობის მხრიდან სისტემური მიდგომა და დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინირებული თანამშრომლობა (იხ. დამატებითი მტკიცებულებები და დასკვნები ანგარიშის მე-4 ნაწილში). 2.4. ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის წვლილი ექსპორტში (ევროკავშირი) დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოდან მთლიან ექსპორტში ევროკავშირის წილი 22.5%-ს შეადგენს23. ევროკავშირში ქართული კომპანიების მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან ბულგარეთი და რუმინეთი, რაც გამოწვეულია იმით, რომ ისინი ევროკავშირის შიდა ბაზრის შესვლის ადგილებია. ევროკავშირთან სხვა მთავარი სავაჭრო პარტნიორებია გერმანია, იტალია, საფრანგეთი და ბალტიის ქვეყნები24. დიაგრამა 5 ასახავს საქართველოს ძირითად საექსპორტო პარტნიორებთან ექსპორტის განვითარების ბოლო 5 წლის დინამიკას (2015-2019). 22 წინასწარი სტატისტიკური მონაცემები. https://www.geostat.ge/en/modules/categories/637/export 24 ექსპორტის განვითარების ასოციაციის წარმომადგენლის, ექსპორტის უფროსი მრჩეველის, გიორგი გუდაბანიძისა და ინდ.მეწარმე დავით ქორიძის წერილობითი მტკიცებულებები (იხ. დანართი II და IV). 23 19 დიაგრამა 5. ძირითადი საექსპორტო პარტნიორები ევროკავშირში, 2015‐2019 (000, USD) 300,000.00 250,000.00 200,000.00 150,000.00 100,000.00 50,000.00 0.00 2015 2016 2018 2019 ბულგარეთი რუმინეთი ბალტიის ქვეყნები გერმანია ესპანეთი იტალია საფრანგეთი ჰოლანდია ბულგარეთი რუმინეთი ბალტიის ქვეყნები 2015 2017 214,247.10 26,982.90 გერმანია ესპანეთი 41,948.50 75,327.10 იტალია საფრანგეთი ჰოლანდია 41,938.00 74,605.60 21,031.20 42,188.20 2016 160,760.00 36,721.40 33,665.50 85,486.60 41,364.60 72,735.60 2017 186,856.30 75,260.50 50,728.10 45,678.70 59,342.20 69,488.90 2018 259,166.30 57,840.00 60,145.50 51,393.90 61,780.40 43,340.60 2019 284,085.70 178,235.60 61,543.50 54,262.80 46,032.80 40,461.00 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 25,032.80 27,214.80 44,749.80 29,150.10 36,984.20 40,083.40 46,155.00 28,181.90 ქართული კომპანიების მიერ დანია და შვედეთი განიხილება, როგორც მომავალი მაღალი პოტენციალის ბაზრები ქართული პროდუქციისათვის25 (მაგ. ღვინო, ჩირი, თხილი). დიდი ბრიტანეთი, ასევე, გამოვლინდა ქართული პროდუქციის სასურველ საექპორტო მიმართულებად სხვადასხვა ღვინის მწარმოებელი კომპანიისათვის26. ამ თვალსაზრისით, მისასალმებელია ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ბრექსიტის შემდგომი სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რომელიც მეტწილად ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების ანალოგია. ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის სტაბილური ზრდის 5 წლის შემდეგ, ექსპორტი 21% -ით შემცირდა 2020 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში (დიაგრამა 6), რაც ადასტურებს მოკვლევის ჯგუფის დასკვნას COVID-19 პანდემიის გავლენით მოსალოდნელი ეკონომიკური ვარდნის შესახებ. 25 ინტერვიუ ვინიფერა ჯორჯიას დამფუძნებელთან http://viniferageorgia.com ინტერვიუ ოროველას დამფუძნებელთან http://www.orovela.com, ინტერვიუ აქტო ჯგუფის გენერალურ დირექტორთან http://acto.ge 26 20 დიაგრამა 6. ქართული კომპანიების ექსპორტი ევროკავშირში, H1 2019-20 (000, USD) Export to EU H1 % Jan Feb March 100 426,699.6 % 59,681.6 58,457.0 77,761.3 202027 337,847.6 79% 44,946.2 51,883.9 68,728.8 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური April May June 80,124.2 42,883.7 85,255.3 66,816.6 65,420.2 62,588.5 2019 2.5. ქართული კომპანიების მიერ ექსპორტირებული პროდუქციის კატეგორიები ქართული კომპანიების მიერ ექსპორტირებული კატეგორიები მოცემულია დიაგრამა 7-ში. პროდუქციის ძირითადი დიაგრამა 7. ექსპორტირებული პროდუქციის კატეგორიები (მთელ მსოფლიოში) H1, 2020 სპილენძის მადანი 22% სხვა 48% ავტომობილები 12% ძვირფასი ლითონის მადანი 4% ღვინო 6% ფეროშენადნობები 8% წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დიაგრამაზე არსებული მონაცემები შემდგომ განმარტებებს საჭიროებს. უნდა განვასხვავოთ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი (ანუ, ადგილობრივი ექსპორტი, რომელიც მოიცავს როგორც ქვეყანაში წარმოებული, ასევე, საზღვარგარეთიდან იმპორტირებული იმ საქონლის ექსპორტს, რომელმაც არსებითი სახეცვლილება განიცადა, ან ქვეყნის ფარგლებში გადამუშავების შედეგად მოხდა მისი ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა) და სხვა ქვეყნებიდან წარმოშობილი პროდუქციის რეექსპორტი. რაც შეეხება რეექსპორტს, აუცილებელია აღინიშნოს ავტომობილები, რომლებიც მთლიანი ექსპორტის 12% ს შეადგენს28. 27 28 წინასწარი სტატისტიკური მონაცემები http://www.economy.ge/uploads/files/2017/foreign_trade/2018_trade_turnover_2018_12.pdf 21 2018 წლისთვის ევროკავშირში ექსპორტირებული ძირითადი საქონელია სპილენძის მადნები და კონცენტრატები, აზოტის სასუქები, ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები, მინერალური წყალი, თხილი. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით29, სამინისტრო ამჟამად მუშაობს ექსპორტის სტრატეგიაზე, რომელიც განსაკურებულ ყურადღებას მიაქცევს ევროკავშირის ბაზარზე მაღალი პოტენციალის დარგების განვითარებას. ეს მოიცავს, მაგალითად, ტექსტილის მრეწველობას, ავეჯის წარმოებას, საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს და სხვა. სტრატეგია მუშავდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით (GIZ)30. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ხაზს უსვამს დაფინანსების პროგრამების მნიშვნელობას, რომლებიც წარმატებით უჭერენ მხარს მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას. ამავე დროს, ბიზნეს საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები აშკარად აჩვენებს, რომ აუცილებელია მთავრობის მოქმედებების კიდევ უფრო გააქტიურება და ბიზნესის მიზნობრივი დახმარებების გაზრდა განსაკუთრებით საექსპორტო მიმართულებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში რეგისტრირებულ 232,000-ზე31 მეტ მეწარმე სუბიექტს შორის მხოლოდ 1000-მდე32 კომპანია ახერხებს საქართველოდან ექსპორტის განხორციელებას, რაც ძალიან მცირე მაჩვენებელია. თუმცა, ბიზნეს საზოგადოება კარგად ხვდება, რომ სასურველი შედეგის მიღწევა შეუძლებელია მხოლოდ მთავრობის მიერ გაწეული დახმარებების ხარჯზე და შეზღუდული ბიუჯეტის ასიგნებების გამო. ამდენად, ბიზნეს საზოგადოება მიიჩნევს, რომ მთავრობის მოვალეობაა შექმნას ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატი და მოიზიდოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესს გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში ჩართავს, ეს კი თავის მხრივ, უპირობოდ და სრულად განავითარებს ქართული კომპანიების საექსპორტო პოტენციალს. 29 http://www.dcfta.gov.ge/en/news/328 Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbe, https://www.giz.de 31 http://rs.ge 32 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება 30 22 3. წარმატების ისტორიები თემატურმა მოკვლევამ გამოავლინა, რომ DCFTA-ს შესახებ ინფორმირებულობის დონე საქართველოს რეგიონებში ჯერ კიდევ დაბალია და ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოები ევროკავშირის ბაზარს, მაღალი სტანდარტების გამო, განიხილავენ, როგორც მათთვის მიუწვდომელს. თუმცა, მრავალი კომპანია DCFTA-ს განიხილავს, როგორც საერთაშორისო ბაზრებზე, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ბაზარზე გაფართოების შესაძლებლობას. ამის ნათელი მაგალითია კომპანია ნერგეტა33 - ცოდნაზე დაფუძნებული და ინოვაციებზე ორიენტირებული კივის მწარმოებელი სამეგრელოს რეგიონიდან. ნერგეტას ეკუთვნის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ბაღები, დახარისხების, შეფუთვის, სამაცივრე და სასაწყობო მეურნეობა. კომპანიამ უკვე დანერგა GlobalG.A.P. და 2015 წელს დაიწყო პროდუქციის ექსპორტი გერმანიაში ლიდლის სუპერმარკეტების ქსელში, ხოლო 2017 წლიდან კი ახორციელებს ექსპორტს იაპონიაში. სოფლის მეურნეობაში კიდევ ერთი ცოდნაზე დაფუძნებული და ინოვაციებზე ორიენტირებული კომპანია სამეგრელოს რეგიონიდან - გემუანი34, რომელსაც აქვს 100 ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენებული ჩაის პლანტაციები, თხილისა და კივის ბაღები და ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელ თანამედროვე საწარმო. გემუანი პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც დანერგა ღრმა გაყინვის ინოვაციური ტექნოლოგია. გაყინვით შრობა არის პროცესი, რომელიც გულისხმობს სუბლიმაციის მეთოდით ხილიდან 97% წყლის გამოტანას. კომპანია ფლობს GLOBALG.A.P-ს სერტიფიკატს, აქვს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) აღიარება და სერტიფიცირებულია სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის ISO 22000:2005 მიხედვით. გემუანი წარმატებით ახორციელებს ექსპორტს ჰოლანდიასა და აშშ-ში. კულა35, შიდა ქართლის რეგიონიდან, ითვლება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების ერთ-ერთ წამყვან მწარმოებლად, რომელსაც აქვს 250-ზე მეტი სხვადასხვა სახეობისა და შეფუთვის ბუნებრივი წვენები, დაკონსერვებული ხილი და ბოსტნეული, მურაბები, სოუსები, მარინადები, პომიდვრის პასტები. კულას პროდუქციის ექსპორტი ხდება ევროკავშირში, აშშ-ში, კანადაში, დსთ-ს ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთსა და ისრაელში. და ბოლოს, აღნიშვნის ღირსია კომპანია ჯორჯიან პროდუქტები (GEOP)36, რომლის შექმნაც მჭიდროდაა დაკავშირებული ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების 33 http://nergeta.ge https://www.gemuani.com 35 http://kula.ge 36 http://geoproducts.ge 34 23 ხელმოწერასთან. ბატონ დავით ბარდაველიძემ DCFTA-ს შესაძლებლობისა და გერმანიაში ”Zooplus AG”-სთან პირადი კონტაქტის საფუძველზე გადაწყვიტა კომპანიის დაფუძნება. 2015 წლიდან GEOP ახორციელებს ევროკავშირის ბაზარზე 90 სხვადასხვა სახის შინაური ცხოველის ავეჯის ექსპორტს. მისი პროდუქციის წარმოება ხდება ეკოლოგიურად სუფთა FSC და OekoTex სერტიფიცირებული ნედლეულით. წარმოების მოცულობა დღეში 2000 ერთეულზე მეტია და სწრაფად იზრდება მაღალი ხარისხის პროდუქტებზე მოთხოვნის გამო. კომპანიას 500-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს და უკვე არის ერთ-ერთი მსხვილი ქართველი ექსპორტიორი ევროკავშირში. ეს კომპანიები ცოდნის, შრომისა და სამეწარმეო სულისკვეთების კარგი მაგალითებია. მათ სწორად შეაფასეს DCFTA და გამოიყენეს ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის უდიდესი შესაძლებლობა, რითაც საუკეთესო მისაბაძი მაგალითი შექმნეს სხვა დამწყები, თუ არსებული მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საქართველოში. 24 4. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების წინაშე მდგარი გამოწვევები ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული კომპანიების ინტერესი ევროკავშირის ბაზრის მიმართ, რაც გამოწვეულია მთავრობის საკომუნიკაციო კამპანიებით, ასევე, ქართული კომპანიების მონაწილეობით სხვადასხვა ბიზნეს ფორუმებსა და სავაჭრო გამოფენებზე. მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს და, ზოგიერთ შემთხვევაში, ნაწილობრივ აფინანსებს მცირე და საშუალო ბიზნესის მონაწილეობას ექსპოებსა და სავაჭრო გამოფენებში. თუმცა, ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის განხორციელება და თავის დამკვიდრება ჯერ კიდევ მთავარ გამოწვევად რჩება მცირე და საშუალო საწარმოებისათვის. ”საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია, 20162020 წლებისთვის და 2016-2017 წლების საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის”37 თანახმად, მთავრობა აღიარებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მნიშვნელობას საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებისა და მისი განუყოფელი ნაწილის DCFTA-ს კონტექსტში. DCFTA-ის მოთხოვნებთან ადაპტაცია და მათი შესრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რათა ბიზნესმა შეძლოს ექსპორტის პოტენციალის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება. შესაბამისად, გარდა საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება კერძო სექტორის, მათ შორის, მცირე და საშუალო საწარმოების მიერ DCFTA-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ამდენად, კერძო სექტორის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, DCFTA-ს მოთხოვნებთან ადაპტაცია და მათი შესრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, რათა მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული მათი საექსპორტო პოტენციალი. მიუხედავად ხელისუფლებისა და კერძო სექტორის უწყვეტი ძალისხმევისა, მცირე და საშუალო ბიზნესი კვლავაც შორსაა სასურველი შედეგიდან. თემატურმა მოკვლევამ დაადგინა, რომ საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოები ისეთივე გამოწვევების წინაშე დგანან, როგორც სხვა მრავალი განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოები. აღნიშნული გამოწვევები შეიძლება დაიყოს OECD-ს38 მიერ განსაზღვრულ, ურთიერთდამოკიდებულ სფეროებად, კერძოდ: (1) ინსტიტუციური და მარეგულირებელი ჩარჩო, (2) ბაზრის პირობები, (3) ინფრასტრუქტურა, (4) ფინანსებზე წვდომა, 37 38 https://matsne.gov.ge/ka/document/view/3206386?publication=0 OECD SME and Entrepreneurship Outlook 2019, https://doi.org/10.1787/34907e9c‐en 25 (5) უნარ-ჩვევებსა და ინოვაციების აქტივებზე წვდომა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული მცირე და საშუალო საწარმოებს ძირითადი გამოწვევბი იგივეა, რაც OECD-ს მიერ გამოვლენილი, ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის კონტექსტში საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები აღნიშნულ გამოწვევებს განსხვავებულ პრიორიტეულობას ანიჭებენ. მოკვლევის ჯგუფში წარმოდგენილი წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შესაბამისად ცხრილში მოცემული გამოწვევები დალაგებულია მათი პრიორიტეტულობის მიხედვით: გამოწვევები 1 ფინანსებზე წვდომა 2 უნარ-ჩვევებსა და ინოვაციების აქტივებზე წვდომა 3 ბაზრის პირობები 4 ინფრასტრუქტურა 5 ინსტიტუციური და მარეგულირებელი ჩარჩო მოკვლევის ძირითადი მიგნებები  საბანკო სესხებზე შეზღუდული და გართულებული წვდომა  განუვითარებელი კაპიტალის ბაზარი  ალტერნატიული დაფინანსების სიმცირე  განუვითარებელი პროფესიული პროგრამები და პროფესიულ-ტექნიკური განათლება  პერსონალის არადამაკმაყოფილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები  უცხო ენების ცოდნის დაბალი დონე  სავაჭრო პარტნიორის პოვნის სირთულე  ძლიერი კონკურენცია  ევროკავშირის ბაზარზე შესვლის ბარიერები და ევროკავშირის რეგულაციაზე გადასვლის მაღალი ღირებულება  ევროკავშირის ბაზრის ცოდნის დაბალი დონე  მცირე წარმოების მასშტაბი, ერთგვაროვნების ნაკლებობა და პროდუქციის არასაკმარისი ხარისხი  მიწოდების ჯაჭვის უწყვეტობის პრობლემა  სუსტად განვითარებული კავშირი (connectivity) ევროკავშირის ბაზრებთან ლოჯისტიკური მომსახურების მაღალი ხარჯები  ლაბორატორიების დაბალი დონე, ხარისხის კონტროლის განუვითარებელი ინფრასტრუქტურა და სერტიფიცირების მაღალი საფასური  სუსტად ორგანიზებული შრომის ბაზარი  სუსტად განითარებული რეგულირების ზემოქმედების შეფასების (RIA) სისტემა  პროგნოზირების ნაკლებობა ბიზნესთან დაკავშირებული რეგულაციების მიღებაში  არასაკმარისი დახმარება ევროპული რეგულაციების სირთულის დაძლევაში 26 მოკვლევის ჯგუფი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ გამოწვევებზე საპასუხოდ თემატური გამოკითხვის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები (განხილულია ანგარიშის მე-6 თავში) დაეხმარება შესაბამის სამთავრობო უწყებებს შეიტანონ სათანადო ცვლილებები მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საჭირო პოლიტიკაში, დახმარებისა და განვითარების პროგრამებში. 27 4.2. ბიზნეს საზოგადოების მიერ გამოვლენილი გამოწვევები და შესაძლებლობები 4.2.1. ფინანსებზე წვდომა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მცირე და საშუალო საწარმოებისათვის მნიშვნელოვანია მათი სასიცოცხლო ციკლის თითოეულ ეტაპზე. მცირე და საშუალო საწარმოები სირთულეებს განიცდიან მთელ მსოფლიოში ფინანსების შესაბამისი წყაროების მოზიდვაში და ქართული ბიზნესი არ წარმოადგენს გამონაკლისს ამ უნივერსალურ ფენომენში. თემატური მოკვლევის პროცესში გამოკითხული სუბიექტების თანახმად, რომლებმაც წარმოადგინეს, როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი მტკიცებულებები, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ ფინანსებზე წვდომაა.39 ფინანსებზე წვდომობა ერთ‐ერთ მთავარი გამოწვევაა მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივი პრაქტიკა შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა საწარმოებს შორის, მათი აბსოლუტური უმრავლესობა თანხებზე წვდომის მიზნით იყენებს საბანკო სესხებს. ეს მიუთითებს, რომ ალტერნატიული ფინანსური წყაროები ადვილად ხელმისაწვდომი არ არის, მაგ: კაპიტალის ბაზრები, კერძო საინვესტიციო ფონდები, ხალხის დაფინანსება (crowdfunding) და ტოკენიზაცია fintech ტექნოლოგიების საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ საბანკო სესხები დაფინანსების თითქმის ერთადერთი წყაროა, ბანკებსა და მცირე და საშუალო საწარმოებს შორის ურთიერთობის ხარისხი საჭიროებს გაუმჯობესებას. ბანკების მხრიდან შესაძლო რისკების კომპენსირების გამო, სესხების გაცემა ექვემდებარება მაღალი ბარიერის გადალახვას, თუმცა, ბანკები მზად არიან სესხი უზრუნველყონ, თუ ბიზნესს აქვს უძრავი ქონების აქტივები და უკვე არსებული დადასტურებული შემოსავლები. რაც შეეხება საშუალო საპროცენტო განაკვეთს, ის გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროკავშირში, რაც ასევე დიდ ტვირთს უქმნის ბიზნესს. აღსანიშნავია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საპროცენტო განაკვეთები კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე მსხვილი ბიზნესისთვის. პოზიტიური ტენდენციის მიუხედავად, რომ მცირე და საშუალო საწარმოებისა და მსხვილი კომპანიებისთვის ლარში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთების სხვაობა შემცირდა 2015 წლის 5.9% -დან 201840 წელს 5% -მდე, ეს მაინც წარმოადგენს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კიდევ ერთ დაბრკოლებას. ზუსტი მონაცემები არ არსებობს ალტერნატიულ საფინანსო ინსტრუმენტებთან დაკავშირებით. ამასთან, პირველად მტკიცებულებებზე დაყრდნობით, შეიძლება 39 იხ. წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულები: ლაშა ლაბაძე (საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია) (დანართი III); ინდ. მეწარმე დავით ქორიძე (დანართი IV); ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი (სს ლომისი) (დანართი VIII); გიორგი გუდაბანიძე (ააიპ ექსპორტის განვითარების ასოციაცია) (დანართი II) და სხვა ზეპირი მტკიცებულებები. 40 OECD (2019) ანალიზი, რომელიც ემყარება საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებს. 28 ვივარაუდოთ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მნიშვნელოვანი წყარო ხდება განსაკუთრებით მიკრო და მცირე საწარმოებისთვის. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული 80 მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან, 430-ზე მეტი ფილიალით, მიუხედავად იმისა, რომ მათგან გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა 2010 წელს 1.7 მილიონი ლარიდან 2016 წელს 7.7 მილიონ ლარამდე, მაინც უმნიშვნელოა საბანკო სესხებთან შედარებით. ძირითადი კლიენტები არიან მიკრო და მცირე საწარმოები, რომლებსაც არ შეუძლიათ ისარგებლონ ბანკების მიერ შემოთავაზებული სესხებით.41 ამის გარდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება ასევე უარყოფით გავლენას ახდენს ფინანსებზე წვდომაზე (დიაგრამა 8), სასურველია მთავრობის რეაგირება ამ ფენომენზე.42 დიაგრამა 8. პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საქართველოში 2013‐2019 (000, USD) 3000 2500 2000 1500 1000 500 0 2014 2015 2016 2017 2014 2015 2016 2017 FDI 1837 1728.8 1652.6 1978.3 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2018 2019 2018 1306.3 2019 1310.8 4.2.2. უნარ-ჩვევებსა და ინოვაციების აქტივებზე წვდომა 41 OECD (2019) Monitoring Georgia’s SME Development Strategy 2016‐2020. იხილეთ ხატია ბუხრაშვილის (საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველო) მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულება (დანართი V). 42 29 წინამდებარე მოკვლევის შედეგებმა, ასევე, დაგვანახა, რომ მცირე და საშუალო საწარმოების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კომპეტენციის არარსებობა და ცოდნაზე ხელმისაწვდომობაა და მოიცავს ყველა იმ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია ბიზნესის განვითარებასთან, განსაკუთრებით კი ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაში. ეს შეიძლება იყოს პროექტების მართვის გამოცდილება, კვალიფიციური ბიზნეს გეგმის შემუშავების უნარები, გამოცდილება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვაში, თანამედროვე სამეწარმეო კულტურა, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები და ციფრული უნარები43 და სხვა. მცირე და საშუალო საწარმოებს უფრო დიდი სირთულე აქვთ შესაბამისი კვალიფიკაციის თანამშრომელთა დაქირავებასა და შენარჩუნებაში, ვიდრე მსხვილ კომპანიებს, რადგან მცირე და საშუალო საწარმოები, როგორც წესი, შეზღუდულები არიან ტალანტის იდენტიფიცირების, დაქირავებისა და შემდგომ მათი შენარჩუნების რესურსში. შესაბამისად, კომპანიებს სჭირდებათ მიზნობრივი პროგრამები, რათა მათთვისაც ხელმისაწვდომი გახდეს თანამედროვე უნარჩვევები. კომპეტენციისა და ცოდნის ნაკლებობა, თანამედროვე პროფესიებზე წვდომობა, გამოცდილება ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში OECD-ს თანახმად, სწრაფი ციფრული ტრანსფორმაცია, მზარდი გლობალიზაცია და ახალი ციფრული უნარ-ჩვევების განვითარება, სავარაუდოდ, შრომის ბაზრებზე გაზრდის კონკურენციას თანამედროვე უნარ-ჩვევების კადრების მოსაზიდად. შესაბამისად, მცირე და საშუალო საწარმოები კიდევ უფრო არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან44, როდესაც საქმე შეეხება შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების დაქირავებას. წინამდებარე მოკვლევა, ასევე, ადასტურებს, რომ საქართველოს შემთხვევაში მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ეს უკვე არსებული რეალობაა. ბიზნეს საზოგადოება მიიჩნევს, რომ ინოვაციებისა და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ნაკლებობა კიდევ ერთი დაბრკოლებაა ბიზნესის განვითარებაში. პრაქტიკულად არ არსებობს სამეცნიერო ინსტიტუტებსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა. ამის მიზეზი შესაბამისი ინფრასტრუქტურის, მათ შორის ფიზიკური სივრცეების (ინკუბატორები, აქსელერატორები და ტექნოლოგიური ლაბორატორიები) არარსებობა შეიძლება იყოს. ისევე, როგორც ადეკვატური ადამიანური კაპიტალის არარსებობა, რადგან ციფრული უნარ-ჩვევების ახალგაზრდა პროფესიონალებს ურჩევნიათ, ან იმუშაონ მსხვილ კომპანიებში რუტინული IT სამუშაოებზე, ან დატოვონ ქვეყანა უფრო მომგებიანი შესაძლებლობებისა და კარიერული მიზნებისათვის. 43 იხილეთ ხატია ბუხრაშვილისა (საერთაშორისო სავაჭრო პალატა) და ნიკოლოზ ხუნძაკიშივილის (სს ლომისი) მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები (დანართი V და VIII). 44 OECD (2019) Monitoring Georgia’s SME Development Strategy 2016‐2020. 30 თუმცა, განვითარებული ტექნოლოგიები, ინდუსტრიული რევოლუციის რომლებიც ინდუსტრიული რევოლუციის შემდგომი ტალღა მომდევნო ტალღას ქმნიან, უდიდეს საქართველოთვისსაქართველოს შესაძლებლობას იძლევა, რათა საქართველო თვის ქმნის უდიდეს განვითარდეს მსოფლიოში მაღალი შესაძლებლობას, რომ ქვეყანა ტექნოლოგიების ტენდენციების გადაიქცეს ინოვაციების წამყვან პარალელურად. შესაბამისად, მოკვლევის საერთაშორისო ჰაბად ჯგუფი წერილობით და ზეპირ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ დაინტერესებული მხარეების უშუალო ჩართულობით საქართველო შეიძლება გარდაიქმნას ტექნოლოგიების შეზღუდული აუთსორს ქვეყნიდან წამყვან, რეგიონალურ და, მომავალში, საერთაშორისო ინოვაციების ცენტრად. 4.2.3. ბაზრის პირობები ბიზნესი მიიჩნევს, რომ მათ წინაშე არსებული გამოწვევები ევროკავშირის ბაზარზე შესვლისას საკუთარ ქვეყანაში იწყება. მათი თქმით, საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოებმა დაკარგეს შიდა ბაზარი, ხოლო სამომხმარებლო საქონლის აბსოლუტური უმრავლესობა იმპორტირებულია. სუპერმარკეტების ქსელების მიერ ე.წ. თანხის დაბრუნების სისტემის დაწესებამ (cashback) კი მათი ისედაც სუსტი საბრუნავი კაპიტალი კიდევ უფრო შეამცირა. რამოდენიმე თვის განმავლობაში სავაჭრო ქსელში დარჩენილი თანხები კიდევ უფრო ამძაფრებს მცირე და საშუალო საწარმოების ფულადი სახსრების დეფიციტს, რაც თავის მხრივ, აფერხებს ქართული ბიზნესის განვითარებას შიდა ბაზარზე,45 ეს კი , ხელს უშლის მცირე და საშუალო საწარმოების საექსპორტო შესაძლებლობების განვითარებას. თემატურმა მოკვლევამ აჩვენა, რომ ბიზნეს საზოგადოება მიიჩნევს ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და აგდილობრივ ბაზარზე სრულფასოვნად წარმოდგენას, როგორც ევროკავშირის ბაზარზე შესვლის წინაპირობას. ადგილობრივი წარმოების განვითარება არის ევროკავშირის ბაზარზე შესვლის წინაპირობა ბიზნეს საზოგადოების მიერ დასახელებული სხვა მნიშვნელოვანი დაბრკოლებები და ევროკავშირის ბაზარზე შესვლის ბარიერები, რაც გამოწვეულია ევროკავშირის ბაზრის შეზღუდული ცოდნით, ევროკავშირის რეგულაციებისა და პროცედურების სირთულით და მძაფრი კონკურენციით.46 სავაჭრო პარტნიორის ძებნა კიდევ ერთი 45 გადასახადის გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარემ, ალექსანდრე რატიშვილმა განაცხადა ”როდესაც ქეშბექი 15‐20%‐ია, ხოლო იმპორტირებული საქონელი კი ‐ 80%, როგორ შეიძლება ევროკავშირის ბაზარზე გასვლა?“ 46 ევროპის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე, ჯონ უგო ფრედი ბრაიკეველდტი, www.eba.ge. 31 გამოწვევაა. ყოველივე ზემოთ თქმული კი მრავალ მცირე და საშუალო საწარმოს უკარგავს ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტისადმი ინტერესს. 4.2.4. ინფრასტრუქტურა მოკვლევის ჯგუფს მიერ მიღებული წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ უწყვეტი მიწოდების ჯაჭვი და საქონლის მიწოდება მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის განხორციელებისას. სხვა დაბრკოლებებში, ასევე, აღინიშნა სათანადო საწარმოო სიმძლავრეების ნაკლებობა, წარმოების მასშტაბი, ტექნოლოგიებზე წვდომა, ლოჯისტიკა და სატრანსპორტო-სავაჭრო მარშრუტებთან დაკავშირებული გამოწვევები. კომპანიებმა აღნიშნეს, რომ ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული პრობლემები, მასთან დაკავშირებული ხარჯები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რთული და ძვირია ევროკავშირში ტრანსპორტირების ორგანიზება47. ევროკავშირთან პირდაპირი საზღვრების არარსებობა, როგორც ძირითადი შემაფერხებელი მიზეზი, საქართველოს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით. ლაბორატორიები და ხარისხის ინფრასტრუქტურა დასახელებულია ერთ-ერთ გამოწვევად. მცირე და საშუალო საწარმოებს არ აქვთ საკუთარი ლაბორატორიული შესაძლებლობები და, შესაბამისად, იძულებულნი არიან ეს სერვისი შეისყიდონ, რაც ძვირი უჯდებათ. ზოგიერთი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლის თანახმად, ლაბორატორია და ტესტირების ობიექტები საქართველოში სუსტად არის განვითარებული, არ არსებობს, ან ძალიან ძვირია.48 ეს, ასევე, ეხება მასშტაბის საკითხს, რაც უფრო მცირეა კომპანია, მით უფრო რთული და ძვირია ამ სერვისებით სარგებლობა. 4.2.5. ინსტიტუციური და მარეგულირებელი ჩარჩო რეგულირების ზეგავლენის შეფასების დანერგვა ხელს შეუწყობს ბიზნესზე არაპროპორციული ტვირთის დაკისრების თავიდან აცილებას 47 თემატურმა მოკვლევამ აჩვენა, რომ ბიზნესის მოლოდინია, რომ ისინი ჩართულები იქნებიან ბიზნესთან დაკავშირებული კანონმდებლობის შემუშავების ყველა ეტაპზე, რაც მნიშვნელოვანია ბიზნესის მოთხოვნებზე ორიენტირებული კანონმდებლობის იხილეთ წარმოდენილი წერილობითი მტკიცებულებები: ინდ.მეწარმე დავით ქორიძე (დანართი IV); ნიკოლოზ ხუნძაკიშივილი (სს ლომისი, დანართი VIII); გიორგი გუდაბანიძე (ააიპ ექსპორტის განვითარების ასოციაცია, დანართი II) და ხატია ბუხრაშვილი (საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველო, დანართი V). 48 რომან ბადალიანი, უნივერს ბიზნეს ჯგუფის დამფუძნებელი, www.ubg.ge 32 მისაღებად. ბიზნესს მიაჩნია, რომ რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) მნიშვნელოვანია ახალი და არსებული რეგულაციების გავლენის შესაფასებლად როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორზე. შესაბამისად, RIA-ს სრულფასოვანი ამოქმედება ხელს შეუწყობს ბიზნესისათვის არაპროპორციული ტვირთის თავიდან აცილებას, ისევე როგორც ისეთი რეგულაციების გაუქმებასა და შეცვლას, რომლებმაც უკვე დიდი ტვირთი დააკისრეს ბიზნესს, მათ შორის მცირე და საშუალო საწარმოებს.49 ბიზნესი, ასევე, მიიჩნევს, რომ ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესი უნდა იყოს ევოლუციური. ანუ, ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესი უნდა დაიწყოს ძირითადი, საბაზისო მოთხოვნების დანერგვით, ხოლო შემდგომ, დროთა განმავლობაში, სტანდარტების ამაღლების შესაძლებლობით. შესაბამისად, ეტაპობრივი მიდგომა შეამცირებს სირთულეებს და კანონმდებლობასთან შესაბამისობის მაღალ ხარჯებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო საწარმოებისათვის. თემატურმა მოკვლევამ, ასევე, აჩვენა, რომ ბიზნეს საზოგადოება მთავრობისგან საერთო ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას ელოდება, რის გარეშეც მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას სერიოზული გამოწვევები ექნება. ბიზნესის წარმომადგენლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ მიუხედავად საჯარო-კერძო დიალოგის (PPD) არსებული ფორმატებისა და მთავრობის ღიაობისა, ხშირად არ ხდება ბიზნესის მოთხოვნების გათვალისწინება. შესაბამისად, მცირე და საშუალო საწარმოები უკვე ეჭვქვეშ აყენებენ მათი PPD ფორმატში მონაწილეობის აუცილებლობას გადაწყვეტილების მიღების პროცესზე მათი შეზღუდული გავლენის გამო და შეიმჩნევა ამ პროცესიდან გათიშვის ტენდენცია. ეს, ასევე, დაადასტურა წინამდებარე მოკვლევამ: კითხვარი გადაეგზავნა 20-ზე მეტ სუბიექტს და მას შემდეგაც, რაც მოკვლევის ჯგუფის წევრებისგან განხორციელდა პირადი თხოვნები, მხოლოდ მაშინ წარმოადგინეს შევსებული კითხვარები, ისიც მხოლოდ 7-მა სუბიექტმა. ამის მიუხედავად, ეს მოკვლევის სანდოობას ეჭვქვეშ არ აყენებს, რადგან ისინი, ვინც წერილობით წარმოადგინეს მტკიცებულებები და, ასევე, ისინიც, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ზეპირ დისკუსიებში, წარმოადგენენ საქართველოს ეკონომიკის თითქმის ყველა დარგს და გამოხატავენ მცირე და საშუალო ბიზნესის უმრავლესობის პოზიციას. თუმცა, თემატური მოკვლევის ჯგუფის მოლოდინი იყო ბიზნეს საზოგადოების უფრო ძლიერი ჩართულობა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია PPD-ს შეხვედრების ხარისხის (არა რაოდენობის) გაუმჯობესება, რაც უზრუნველყოფს ბიზნესის ჩართულობას პოლიტიკის შემუშავების პროცესში შეიმჩნევა მცირე და საშუალო ბიზნესის კერძო‐საჯარო დიალოგის პროცესიდან გათიშვა 49 საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიულმა დირექტორმა ნიკა ნანუაშვილმა განაცხადა ”თუ RIA‐ზე უარს ვიტყვით, მაშინ მკითხაობა დაგვჭირდება”, www.bag.ge 33 და დაეხმარება ნდობის აღდგენას კერძო სექტორსა და მთავრობას შორის, რაც ხელს შეუწყობს პროგნოზირებადი ბიზნეს გარემოს შექმნას. კარგი ეკონომიკური მმართველობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა რეგულაციები, ლიცენზირება და გადასახადები მიმზიდველი ბიზნეს გარემოს ფუნდამენტური საყრდენია. ეს რეგულაციები და ნებართვები უნდა იცავდეს საზოგადოების ფართო ინტერესს, იყოს გამჭვირვალე და, ამავე დროს, არ აკისრებდეს მძიმე ტვირთს კერძო სექტორს.50 ამდენად, ბიზნეს საზოგადოება თვლის, რომ რეფორმები უნდა აუცილებელია ეკონომიკური რეფორმები, რაც ემსახურებოდეს საქართველოს ეკონომიკის შემდგომ ლიბერალიზაციაში უნდა ეკონომიკის შემდგომ აისახოს. უნდა შემცირდეს მეწარმეობის ლიბერალიზაციას მარეგულირებელი ბარიერები და მცირე და საშუალო ბიზნესის ადმინისტრაციული ტვირთი. ჭკვიანი (გონიერი) რეგულაციების (smart regulations) მიღება საგადასახადო სფეროში, ელექტრონული ხელისუფლების ფუნქციების გაძლიერება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სასამართლო ხელისუფლებისადმი ნდობის აღდგენა და საჯარო სერვისების გაუმჯობესება არის საკვანძო ფაქტორები ბიზნეს კლიმატისთვის და, შესაბამისად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად ხელსაყრელი პირობების შექმნისათვის. დაინტერესებულმა პირებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ COVID-19 პანდემიით გამოწვეული ზიანის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკასა და, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ შექმნას აუცილებელი გარემო არსებული პრობლემების დასაძლევად და დაეხმაროს კომპანიებს გადახდისუუნარობის თავიდან აცილებაში. შესაბამისად, ბიზნესის მოლოდინია, რომ მთავრობა ფოკუსირდება კონკრეტულ სამიზნე სექტორებზე და ხელს შეუწყობს მათ ეფექტური პროგრამების განხორციელებით და, ასევე, გამოიყენებს ყველა შესაძლო მექანიზმს ეკონომიკის სტიმულირებისთვის გადასახადების შემცირების, შეღავათების და გადავადების ჩათვლით. ბიზნესის მოლოდინია, რომ ხელისუფლება მოახდენს ეკონომიკის სტიმულირებას გადასახადების შემცირებითა და/ან გადავადებით და ბოლოს, თემატურმა მოკვლევის ჯგუფმა დაადგინა, რომ გამოკითხული პირები, რომლებიც წარმოადგენენ ქართული კომპანიების უმრავლესობის პოზიციას, მათ შორის მცირე და საშუალო საწარმოებს, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესი 50 ბიზნესი, პოზიტიურად აფასებს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციას https://www.enterprisesurveys.org/content/dam/enterprisesurveys/documents/country/Georgia‐2019.pdf 34 ნაწილი, დადებითად აფასებს საქართველოს ევროინტეგრაციას. ბიზნესი, როგორც საზოგადოების ნაწილი, მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება უდიდეს შესაძლებლობას იძლევა არა მხოლოდ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ასოცირების, არამედ ქმნის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის უნიკალურ შესაძლებლობას და ევროკავშირთან სრულ ეკონომიკურ ინტეგრაციას.51 4.2.5. შესაძლებლობები პანდემიის მიუხედავად, ბიზნესის მოლოდინი ქვეყნის მომავლის მიმართ პოზიტიურია. ბიზნეს საზოგადოება მიიჩნევს, რომ საქართველო შეიძლება გახდეს განვითარებული ქვეყნების წარმოების ჰაბი, თუ ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს მთავრობა მიზანმიმართულად იმუშავებს, როგორც არსებულ, ასევე, პოტენციურ ინვესტორებთან.52 51 იოსებ ნიბლაძემ, ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ”ევროკავშირთან ასოცირების მისაღწევად საუკეთესო გზა სავაჭრო და ეკონომიკური ინტეგრაციაა” www.hualingFIZ.ge. 52 ევროკავშირ‐საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კაჭარავამ განაცხადა ”ძალიან მალე ჩვენ ვიხილავთ ე.წ. პროდუქციის მიგრაციის პროცესს ჩინეთიდან ევროკავშირთან გეოგრაფიულად ახლო ტერიტორიებზე გადმოტანის მიზნით, რაც საქართველოსთვის შესაძლებლობაა”. აგრეთვე, იხ. ხატია ბუხრაშვილის (საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველო), ინდ. მეწარმე დავით ქორიძის, მიხეილ ჭელიძის (საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია) და გიორგი გუდაბანიძის აგრეთვე, იხ. ხატია ბუხრაშვილის (საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველო), ინდ. მეწარმე დავით ქორიძის, მიხეილ ჭელიძის (საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია) და გიორგი გუდაბანიძის (ააიპ ექსპორტის განვითარების ასოციაცია) მიერ წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებები (იხ. დანართები V, IV, VI და II). 35 5. საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები საქართველოს მთავრობის მიერ ზეპირი მტკიცებულებების თანახმად, მთავრობის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ბიზნესთან კონსულტაციები მთავრობის მოქმედების მუდმივი ნაწილია modus operandi. სხვადასხვა პროგრამები, მათ შორის, საინფორმაციო კამპანიები და მრგვალი მაგიდები მცირე და საშუალო ბიზნესს აწვდიან ინფორმაციას ახალი რეგულაციების შესახებ. ბოლო წლების განმავლობაში, ასეთი კონსულტაციების ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ კერძო სექტორის ათასზე მეტ წარმომადგენელს და განიხილეს მათ სექტორებში არსებული გამოწვევები. ხელისუფლებისთვის ცნობილია ყველა ის გამოწვევა, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს აწუხებს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების ბაზრების ხარისხის უზრუნველყოფის ეტაპობრივი გახსნა ქართული ინფრასტრუქტურა ხელს პროდუქციისთვის. ეს წარმატებით შეუწყობს ქართული განხორციელდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ პროდუქციის შესვლას ხელშეკრულებების დადებით და თავისუფალი ევროკავშირის ბაზარზე სავაჭრო ზონების შექმნით ევროკავშირთან, EFTA-სთან, ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან. მიმდინარეობს სავაჭრო ხელშეკრულებების მოლაპარაკებები ინდოეთთან, ისრაელთან და აშშ-სთან. იმისათვის, რომ უზრუნველყოს ქართული პროდუქციის ევროკავშირსა და სხვა ბაზრებზე შეუფერხებლად შეღწევა, მთავრობა ავითარებს ხარისხის უზრუნველყოფის ინფრასტრუქტურას, რათა შესაბამისობაში იყოს ევროკავშირის მოთხოვნებთან. მთავრობის წარმომადგენლებმა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ფინანსებზე წვდომა დაასახელეს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ახალი რეგულაციების პრაქტიკაში გამოყენებისთვის, მეწარმეებს უწევთ გადაიარაღება და საწარმოებისათვის საჭირო აპარატურის შეძენა. ამ მიმართულებით სახელმწიფო პროგრამას “აწარმოე საქართველოს“ აქვს განახლებული პირობები, რაც მეწარმეს და ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიას აძლევს გადაიარაღების, ახალ სტანდარტებზე გადასვლისა და გაფართოების შესაძლებლობას. შესაბამისად, იგი უფრო კონკურენტუნარიანი ხდება. “აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მეწარმეს შეუძლია ისარგებლოს სახელმწიფოს მიერ სესხის პროცენტში თანამონაწილეობითა და სესხის აღების საკრედიტოსაგარანტიო კომპონენტით 36 ბენეფიციარ კომპანიებს შეუძლიათ ისარგებლონ მთავრობის მიერ 3 წლამდე თანადაფინანსებული საკრედიტო პროცენტით. სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სესხები მერყეობს 50,000-დან 10,000,000 ლარამდე. საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება, ასევე, შესაძლებელია 3 წლამდე აღჭურვილობის იჯარით (ლიზინგით) გაცემისთვის და ხელმისაწვდომი სესხები 50,000-დან 10,000,000 ლარამდეა. საკრედიტო-საგარანტიო სქემა კი საშუალებას აძლევს კომპანიებს ისარგებლონ სქემით, სადაც სახელმწიფო გარანტიის სახით 90%-იან თანამონაწილეობაში შედის იმისათვის, რომ ბიზნესმა სასესხო კომპონენტით ისარგებლოს. გარდა ამისა, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის საექსპორტო მიმდინარეობს მუშაობა პოტენციალისა და კონკურენტუნარიანობის საქართველოს საექსპორტო ასამაღლებლად, სააგენტო „აწარმოე პროდუქტების და საქართველოში“ აქტიურად მონაწილეობს ექსპორტიორი კომპანიების საერთაშორისო ღონისძიებებში, რაც ხელს ონლაინ კატალოგზე, სადაც უწყობს პოტენციური პარტნიორების ერთ სივრცეში იქნება ყველა იდენტიფიცირებას და საქართველოში ის სერვისი, რომლებიც წარმოებული პროდუქციის მიმართ უცხოურ ექსპორტის ოპერაციებთან ბაზრებზე ცნობადობას ზრდის. სააგენტომ არის დაკავშირებული სრულად, ან ნაწილობრივ დააფინანსა ქართული კომპანიების მონაწილეობა სავაჭრო და კვების პროდუქციის გამოფენებში. შედეგად, 2014-2020 წლებში 553-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა 65 საერთაშორისო ღონისძიებაში. 2019 წელს 102ზე მეტმა მეწარმემ დაამყარა საქმიანი კონტაქტი საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის წყალობით. ეს მოიცავს, მაგალითად, კომპანიებს ნერგეტა, გემუანი, კულა, თიემთი53, GEOP და სხვა. რომლებსაც ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტზე გააქვთ კივი, ჩირი, ნატურალური წვენები, ხილის მურაბები და შინაური ცხოველების ავეჯი და სხვა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2014-2019 წლებში ევროკავშირში ექსპორტიორი ბიზნესის რაოდენობა 61% -ით გაიზარდა და ამჟამად 910 კომპანიაა. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს ექსპორტიორი კომპანიებისა და მათი პროდუქციის ონლაინ კატალოგის შესაქმნელად. იგი მოემსახურება ერთი სარკმლის პრინციპით, სადაც ხელმისაწვდომი იქნება ყველა საჭირო ინფორმაცია ექსპორტის შესახებ. წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებები ხაზს უსვამს განათლების მნიშვნელოვან როლს. თემატური მოკვლევის ჯგუფს აცნობეს, რომ ექსპორტის მენეჯერების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში 263 ექსპორტის მენეჯერი გადამზადდა. მას ახორციელებს „აწარმოე საქართველოში“ საქართველოს წამყვან 53 http://tiemti.ge 37 უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, როგორიცაა ივანე ჯავახიშვილის და კავკასიის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი54 55 უნივერსიტეტი . გარდა ამისა, შეიქმნა ონლაინ კურსი ”ექსპორტის მენეჯმენტის საფუძვლები” 10 მოდულით56 USAID-ის საქართველოში მმართველობის განვითარების (G4G)57 ფარგლებში. ბოლო თვეებში 3000-მდე მომხმარებელი ჩაირიცხა ამ ონლაინ კურსზე და მიიღო დისტანციური სწავლება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ბატონი გენადი არველაძის განცხადებით, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან მიმდინარეობს მუშაობა, რათა დადგინდეს ექსპორტის მაღალი პოტენციალის მქონე პროდუქტები, მაგალითად, ცხოველების საკვების დანამატები, მოდის ნივთები და აქსესუარები, საბავშვო ტანსაცმელი, სათამაშოები, კენკრა, ხილის მურაბები, თაფლი, ავეჯი და სხვა. 2014 წლიდან ამ კატეგორიის მრავალი პროდუქტი უკვე ექსპორტირებულია ევროკავშირის ბაზარზე, საკმაოდ პოპულარულია და მათზე მოთხოვნა დიდია. თუმცა, სოფლის მეურნეობის პროდუქციით ევროკავშირის ბაზარზე სრულად წარსადგენად ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სანიტარული და ფიტოსანიტარული მოთხოვნების დაკმაყოფილებაა. მნიშვნელოვანია მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტების იდენტიფიცირება ქართული მხარე, ასევე, მუშაობს მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარების საკითხებში შესაძლებლობების განვითარებაში, ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და პროდუქციის მარკეტინგში. ევროკავშირის მხარდაჭერა და დახმარება ამ მხრივ ძალზე მნიშვნელოვანია, რაც ოფიციალურად განაცხადა ევროკავშირის ვაჭრობის უმაღლესმა კომისარმა, ქალბატონმა სესილია მალსტრომმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გრანტი ითვალისწინებს მინისტრის მოადგილის, ბატონ გიორგი მექანიზაციის, სათბურისა და ხანიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი სარწყავი სისტემის ცვლილებები განხორციელდა აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში. განხორციელებული თანადაფინანსებას ცვლილებებით გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირების ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. „დანერგე მომავლის“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, ეს არის ახალი შესაძლებლობა ფერმერებისთვის, რომ უზრუნველყონ ბაღები წვეთოვანი სარწყავი სისტემებით და შედეგად ბაღების მოსავლიანობა და ინტენსივობა გაზარდონ. ბენეფიციარებს, რომელთაც უკვე გამართული აქვთ საწარმო, შეუძლიათ, მიმართონ და 50%-იანი თანადაფინანსება მიიღონ 54 https://tsu.edu.ge https://cu.edu.ge 56 http://www.enterprisegeorgia.gov.ge/ka/export‐management‐fundamentals 57 https://www.usaid.gov 55 38 ბრენდირების ნაწილში თითოეული სასოფლო სამეურნეო პროდუქტის გადამუშავების შედეგად მიღებული საბოლოო პროდუქციისათვის. ასევე, ცვლილებები განხორციელდა საგრანტო მიმართულებებითაც, რომელიც უზრუნველყოფს მექანიზაციის, სასათბურე მეურნეობისა და ერთწლოვანი კულტურებისთვის სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსებას. ტრადიციული მეღვინეობის გარდა, სოფლის მეურნეობაში კონკრეტული წარმატების ისტორიაა თხილი, კენკროვანი კულტურები, ატამი, და სხვა. მთავრობის მხარდაჭერით და კომპანია Ferrero-ს მიერ განხორციელებული მსხვილი ინვესტიციის საფუძველზე საქართველოში საკმაოდ კონკურენტული და მაღალშემოსავლიანი თანამედროვე თხილის სექტორი განვითარდა, რომლის მზარდი საექსპორტო პოტენციალი 150-200 მილიონი აშშ დოლარია. მომავალი წარმატების მაგალითად შეიძლება განვიხილოთ ატმის სექტორი კახეთის რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, რომლის საექსპორტო პოტენციალი წლიურად 50-100 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებშია. სექტორი მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო წლების განმავლობაში და საფუძველი ჩაეყარა 50-მდე არსებულ და მომავალში გადამამუშავებელი და სამაცივრე შენახვის ობიექტების შექმნას. ასეთი ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა ნაცვლად ახალი ხილის ექსპორტისა, მოხდეს პროდუქციის ექსპორტი (მაგალითად, წვენები და ჯემი). გადამუშავებული 39 6. რეკომენდაციები თემატური მოკვლევის ფარგლებში მოპოვებული წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების, არსებული სტატისტიკური მონაცემებისა და სხვადასხვა საერთაშორისო, თუ ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ მსგავს თემებზე უკვე განხორციელებული მოკვლევების ანალიზის საფუძველზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა შეიმუშავა წინამდებარე რეკომენდაციები. რეკომენდაციებში ყურადღება, ასევე, გამახვილებულია მცირე და საშუალო საწარმოების მდგრადი განვითარების საკითხებზე. # რეკომენდაციები ფინანსებზე წვდომა 1 ალტერნატიული საფინანსო ინსტრუმენტების გამოყენების იურიდიული ჩარჩოს შექმნა თვითდაფინანსების უზრუნველსაყოფად (მაგ. ხალხის დაფინანსება, ტოკენიზაცია) 2 კერძო გრანტების გაცემის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა მცირე და საშუალო საწარმოებისა და ინოვაციური სტარტაპებისათვის მიზნობრივი ფინანსური დახმარების გაწევის წასახალისებლად. ასევე, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, შეიქმნას ანგელოზი ინვესტორების წამახალისებელი სამართლებრივი მექანიზმი. 3 "მწვანე კრედიტის" სუბსიდირების მექანიზმის შექმნა გარემოსდაცვითი პროექტების განსახორციელებლად, როგორიცაა ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები, ენერგოეფექტური პროექტები, ჰაერის დაბინძურების საწინააღმდეგო სისტემები და სხვა. უნარ-ჩვევებსა და ინოვაციების აქტივებზე წვდომა 4 ინოვაციების მარეგულირებელი ზომების მიღება მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაციის დასაჩქარებლად და მიზნობრივი დახმარებების უკეთ ასათვისებლად (მაგ.: ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის მხარდაჭერა კიბერ-უსაფრთხოების, ინტერნეტ მარკეტინგის, ბიზნესის ციფრული მართვის, ელექტრონული საცალო ვაჭრობის და ა.შ. მიმართულებით). საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, აღნიშნული ზომების განსახორციელებლად სასურველია ადგილზე დაფუძნებული (place-based) მიდგომა (როგორებიცაა კლასტერები, ინკუბატორები, აქსელერატორები, ტექნოლოგიური პარკები), და/ან ინდუსტრიის სექტორზე დაფუძნებული (sector-wide basis) მიდგომა, როდესაც შეირჩევა ერთი რომელიმე სექტორი და იქ მოხდება ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა.58 5 მარეგულირებელი ზომების მიღება საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მცირე და საშუალო საწარმოებს შორის თანამშრომლობის წასახალისებლად. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, აღნიშნული თანამშრომლობა წახალისებული უნდა იყოს საგრანტო პროექტებისა და საგადასახადო შეღავათების საშუალებით. 58 OECD (2019), OECD SME and Entrepreneurship 2019 https://doi.org/10.1787/34907e9c‐en 40 6 მარეგულირებელი ზომების მიღება, რომლებიც წაახალისებს და ხელს შეუწყობს თანამშრომელთა მაღალკვალიფიციურ განვითარებას. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, მცირე და საშუალო საწარმოებისათვის შეთავაზებული უნდა იყოს ტრენინგები და განათლების პროგრამები, ტექნოლოგიების გაფართოების პროგრამები (technology extension programmes) იმისათვის, რომ ხელი შეუწყონ ცოდნის გავრცელებას და ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებას. ასევე, ქალი მეწარმეებისა და ბიზნესის მეპატრონეებისთვის მორგებული მხარდაჭერა. 7 მარეგულირებელი ზომების მიღება ბიზნესის წახალისებისათვის ადგილობრივ ინოვაციურ და ტექნოლოგიურ კომპანიებში ინვესტიციების განსახორციელებლად. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ასევე, უნდა წახალისდეს, მათ შორის საგადასახადო კუთხით, კვლევებისა და განვითარების (R&D) მიზნით საინვესტიციო საქმიანობა. 8 დონორებისგან მიზნობრივი რესურსების მოთხოვნა მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული განათლებისა და ტრენინგების პროგრამების დასაფინანსებლად. 9 საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ფარგლებში ტექნოლოგიური სტარტაპ აქსელერატორების ჩამოყალიბება ბიზნესთან თანამშრომლობის გზით ახალი მაღალტექნოლოგიური პროდუქტებისა და საწარმოების შექმნის მიზნით. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ამ საქმიანობაში მონაწილე სუბიექტების წახალისება, მათ შორის, საგადასახადო კუთხით. ბაზრის პირობები საქართველოს საელჩოების (მისიების) საშუალებით ქართული 10 კომპანიების საერთაშორისო ბიზნეს თანამშრომლობის მხარდაჭერის მექანიზმის შექმნა. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, სავაჭრო-ეკონომიკური დიპლომატია გამყარებული უნდა იქნეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოპერაციული (operational guidelines) და საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური სახელმძღვანელო (political guidelines) მითითებებით. 11 12 მცირე და საშუალო საწარმოების ინფორმირების მიზნით ექსპორტის პოტენციალზე საკომუნიკაციო კამპანიების განხორცილება განსაკუთრებით მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორებზე ფოკუსირების გზით. მუდმივმოქმედი საგამოფენო სივრცის მოწყობა საქართველოში, სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სამთავრობო დელეგაციები, თუ ბიზნესმენები ეწვევიან და შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ ნიმუშების სახით თავმოყრილი ყველა ის პროდუქტი, რასაც საქართველო აწარმოებს. 13 დონორებთან ერთად საგრანტო კომპონენტის შემუშავება, რომელიც მცირე და საშუალო საწარმოებს გაუწევს ტექნიკურ დახმარებას სერტიფიკაციისა 41 და სტანდარტიზაციის სისტემის მისაღებად. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, აღნიშნული საგრანტე კომპონენტი მიმართული უნდა იყოს იმ კომპანიებზე, რომლებსაც აქვთ მაღალი საექსპორტო პოტენციალი, მაგრამ აქვთ შეზღუდული ნოუ-ჰაუ, გამოცდილება და ექსპორტისათვის საჭირო ფინანსური რესურსი. ინფრასტრუქტურა 14 „აწარმოე საქართველოს“ ექსპორტის მხარდაჭერის კუთხით ცვლილების შეტანა, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე ფიზიკური ინფრასტრუქტურის თანადაფინანსების მექანიზმს შექმნის. ამ რეკომენდაციის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროკავშირის ტერიტორიაზე ქართული საექსპორტო პროდუქციის ლოჯისტიკური ცენტრებისა და ქართული სავაჭრო სახლების შექმნას. 15 კერძო ლაბორატორიებისთვის ტექნიკური დახმარების პროგრამების შემუშავება საერთაშორისო სტანდარტების ხარისხის სისტემების დასანერგად. ფოთი-კონსტანცას საბორნე კავშირის პროექტის დაჩქარება 16 ევროკავშირთან კავშირის (Connectivity) ხელშესაწყობად. 17 მიზნობრივი სტიმულირების პროგრამების შემუშავება, რომლებიც დაეხმარება ექსპორტზე ორიენტირებულ საწარმოებს პროდუქციის შესაბამისი მასშტაბის, ერთგვაროვნებისა და ხარისხის მისაღწევად ექსპორტის ხარჯების სუბსიდირების ჩათვლით (მაგ. TURQUALITY59). 18 http://rs.ge პლატფორმის ელექტრონული სერვისის გამოყენება იმისათვის, რომ სავალდებულო წვდომის რეჟიმით მიეწოდოს მეწარმე სუბიექტად დარეგისტრირებულ ყველა პირს მათი საქმიანობის მიხედვით მორგებული ინფორმაცია ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებზე (არა მხოლოდ საგადასახადო ინფორმაცია). აღნიშნულ პორტალზე რეგისტრირებულია 1,3 მილიონი ფიზიკური და 232,000 იურიდიული პირი60. ინსტიტუციური და მარეგულირებელი ჩარჩო 19 მარეგულირებელი ზომების მიღება სოციალური საწარმოების განსავითარებლად საქართველოში მეწარმეობის სოციალური ზემოქმედების მაქსიმალური გაზრდის მიზნით. შენიშვნა: სოფლის მეურნეობის კოოპერატივების მიღმა, საქართველოში არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს სოციალურ საწარმოებს და არ არსებობს საგადასახადო, ან სხვა სტიმულირების მექანიზმები სოციალური ეკონომიკის განსავითარებლად. 20 საუკეთესო ევროპულ პრაქტიკაზე დაყრდნობით, ბიზნესისათვის გაწეული ყველა დახმარებისა და განვითარების პროგრამების ეფექტიანობის შეფასებისა და ზედამხედველობის შიდა და გარე მექანიზმების ჩამოყალიბება მნიშვნელოვან წარმატების კრიტერიუმებთან მიმართებაში. 59 60 https://www.turquality.com https://eservices.rs.ge (2020 წლის აგვისტოს მდგომარეობით) 42 21 22 გაძლიერდეს დონორებსა და მთავრობას შორის კოორდინაცია რესურსების ეფექტიანი ხარჯვის უზრუნველსაყოფად და ძალისხმევის დუბლირების თავიდან ასაცილებლად. რეგულარულად ჩატარდეს მოსმენები პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში დარგობრივ ბიზნეს ასოციაციებს, დარგის წამყვან კომპანიებსა და მთავ რობის წარმომადგენელთა მონაწილეობით. თემატური მოკვლევის ჯგუფი რეკომენდაციას უწევს მთავრობას, განიხილოს წარმოდგენილი რეკომენდაციები და ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტს პერიოდულად მოახსენოს ინფორმაცია რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელებულ ქმედებებსა და მიღწევებზე.