საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა განხილვის ახალი ვადების განსაზღვრის შესახებ: ა) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/455, 28.02.2020) საქართველოს კანონის პროექტები – 30 ოქტომბრის ჩათვლით; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრების ბექა ნაცვლიშვილის, გედევან ფოფხაძის, ზვიად კვაჭანტირაძის და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საცალო მოვაჭრეების მხრიდან უსამართლო კომერციული პრაქტიკის აკრძალვის შესახებ“ (№07-3/487; 02.09.2020) საქართველოს კანონის პროექტი – 30 ოქტომბრის ჩათვლით.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (308 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (284 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (229 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (222 KB)
📄 წერილი (78 KB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-10-05
ბიუროს ნომერი 395
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-9890/20
05-10-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,
მოგმართავთ თხოვნით, დადგენილი განხილვის ვადა გაგრძელდეს 2020 წლის 30
ოქტომბრამდე შემდეგ საკანონმდებლო ინიციატივებზე:
ინიციატორის მომართვის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილ
საქართველოს
კანონების
პროექტებზე:
სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის
გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ და „კონკურენციის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07- 2/455; 28.02.2020);
დამატებითი კონსულტაციების გამართვის საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს
პარლამენტის წევრების: ბექა ნაცვლიშვილის, გედევან ფოფხაძის, ზვიად კვაჭანტირაძისა
და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ
საქართველოს კანონის პროექტზე „საცალო მოვაჭრეების მხრიდან უსამართლო
კომერციული პრაქტიკის აკრძალვის შესახებ“ (№07-3/487; 02.09.2020);
დამატებითი კონსულტაციების გამართვის საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს
კომუნიკაციების
ეროვნული
კომისიის
მიერ
წარმოდგენილ
საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშზე (№1-8205/20;
23.06.2020).
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
რომან კაკულია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge