საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დადებითი დასკვნა არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ინიციატივით „სამოქალაქო აქტების შესახებ“ და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებებისა და დამატებების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა“ და საქართველოს მოქალაქეები: ალექსანდრე ბრეგაძე, ირაკლი შიხიაშვილი, გიორგი გიგაური, ზურაბ ენუქიძე, კახაბერ კობახიძე, ალექსანდრე ჩარგეიშვილი) (№1-13294/20; 21.09.2020) რეგისტრაციის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-10-05
ბიუროს ნომერი 395
📜 ტექსტი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი
2-9891/20
05-10-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
დასკვნა
არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით კანონპროექტის
წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე
გაცნობებთ, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2020 წლის 5
ოქტომბერს, კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მიერ წარმოდგენილი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „სამოქალაქო
აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის,
პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის
გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონების პროექტების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით
მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (ალექსანდრე ბრეგაძის, ირაკლი შიხიაშვილის,
გიორგი
გიგაურის,
ზურაბ
ენუქიძის,
კახაბერ
კობახიძისა
და
ალექსანდრე
ჩარგეიშვილის შემადგენლობით) განცხადება.
განხილვის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ
მოწოდებული საინიციატივო ჯგუფის განცხადება და თანდართული მასალები
წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 127-ე მუხლის პირველი
და
მე-2 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით.
კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის
რეგისტრაციაში გატარება. გადასცა სარეგისტრაციო მოწმობა და საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ აღნიშნული კანონპროექტების მხარდამჭერთა
ხელმოწერების შესაგროვებლად დადგენილი ფორმის (ფურცლის) ნიმუში.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
გურამ მაჭარაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge