„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-10-26
ბიუროს ნომერი 396
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 244) 32-ე მუხლს დაემატოს
შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, უფლებამოსილია,
საქართველოში შემოსვლის და/ან ყოფნის მიზნით, შესაბამის უცხოელთა და
მოქალაქეობის არმქონე პირთა წრის მიმართ, დაადგინოს ჯანმრთელობისა და უბედური
შემთხვევის დაზღვევის პირობები და წესები“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის COVID-19-ის
გავრცელების შეკავებისა და მისი გავრცელების პრევენციული ზომების შემოღების
მიზნით, მიზანშეწონილად ჩაითვალა, საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი და
მოქალაქეობის არმქონე სტუდენტის შემოსვლისა და ყოფნისათვის საქართველოს
მთავრობის მიერ შემოღებულიყო ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის
პირობები და წესები. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 10
სექტემბერს მიღებულ იქნა №572 დადგენილება „საქართველოს ტერიტორიაზე
უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტის ჯანმრთელობისა და უბედური
შემთხვევის დაზღვევის პირობებისა და წესის განსაზღვრის შესახებ“. აღნიშნული
დადგენილება ადგენს საქართველოში შემომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და
მოქალაქეობის არმქონე სტუდენტებისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის
დაზღვევის ქონის ვალდებულებას, დაზღვევის პირობებსა და ქვეყანაში შემოსვლის
წესებს. დადგენილების მომზადება განპირობებული იყო ახალი კორონავირუსით (SARSCoV-2)
გამოწვეული
ინფექციის
(COVID-19)
გავრცელების
საფრთხეების
გათვალისწინებით, რის შედეგადაც, მიზანშეწონილად ჩაითვალა, ასეთი სტატუსის მქონე
სტუდენტებისთვის ქვეყანაში შემოსვლისა და ყოფნისათვის დადგენილიყო მინიმალური
სადაზღვევო პირობები.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 სექტემბრის №572 დადგენილების
გამოცემის ერთ - ერთ საფუძველს წარმოადგენდა „ნორმატიული აქტების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვით,
საქართველოს მთავრობა დადგენილებას იღებს იმ შემთხვევაშიც, თუ შესაბამისი საკითხი
მოწესრიგებული არ არის საქართველოს საკანონმდებლო აქტით (გარდა იმ შემთხვევისა,
როცა საკითხი განეკუთვნება სხვა ორგანოს უფლებამოსილებას) და მისი მიღება
გამოწვეულია გადაუდებელი აუცილებლობით. ამ პუნქტის შესაბამისად მიღებული
საქართველოს მთავრობის დადგენილება ძალას კარგავს შესაბამისი საკანონმდებლო
აქტის საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის
ამოქმედების დღიდან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი ან თუ ეს დადგენილება
ძალადაკარგულად გამოცხადდება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის
ამოქმედებამდე. ორგანული კანონი, ასევე ადგენს, რომ საქართველოს მთავრობა
ვალდებულია ნორმატიული აქტის ამ წესით მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა
საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საკანონმდებლო აქტის პროექტი, რომლითაც
გათვალისწინებული იქნება საქართველოს მთავრობის ან სხვა ორგანოს/თანამდებობის
პირის
მიერ
შესაბამის
საკითხზე
კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტის
მიღების/გამოცემის უფლებამოსილება. თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტი თუ
შესაბამის კანონპროექტს არ მიიღებს მისი წარდგენიდან 3 თვის ვადაში, საქართველოს
მთავრობის დადგენილება ძალადაკარგულად ითვლება. ამ შემთხვევაში საქართველოს
მთავრობას აღარ აქვს უფლება, იმავე საკითხზე მიიღოს დადგენილება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
როგორც აღინიშნა, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 სექტემბრის №572
დადგენილების გამოცემის ერთ - ერთ საფუძველს წარმოადგენდა „ნორმატიული აქტების
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის
მიხედვით, საქართველოს მთავრობა დადგენილებას იღებს იმ შემთხვევაშიც, თუ
შესაბამისი საკითხი მოწესრიგებული არ არის საქართველოს საკანონმდებლო აქტით
(გარდა იმ შემთხვევისა, როცა საკითხი განეკუთვნება სხვა ორგანოს უფლებამოსილებას)
და მისი მიღება გამოწვეულია გადაუდებელი აუცილებლობით. ორგანული კანონი ასევე,
ადგენს, რომ საქართველოს მთავრობა ვალდებულია ნორმატიული აქტის ამ წესით,
მიღებიდან
არაუგვიანეს
1 თვისა საქართველოს პარლამენტს
წარუდგინოს
საკანონმდებლო აქტის პროექტი, რომლითაც გათვალისწინებული იქნება საქართველოს
მთავრობის ან სხვა ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ შესაბამის საკითხზე
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღების/გამოცემის უფლებამოსილება.
გამომდინარე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
ზემოაღნიშნული რეგულაციიდან, მოცემულ ეტაპზე, საქართველოს მთავრობა ახდენს
დადგენილებით გათვალისწინებული საკითხის საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგების
საკითხის ინიცირებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით გაჩნდება საფუძველი იმისათვის, რომ ეპიდემიოლოგიური
მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ საქართველოში შემოსვლის
და/ან ყოფნის მიზნით, შესაბამის უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა წრის
მიმართ, დაადგინოს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობები და
წესები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით, კანონის 32-ე მუხლს ემატება „ე“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით,
ეპიდემიოლოგიური
მდგომარეობის
გათვალისწინებით,
უფლებამოსილია,
საქართველოში შემოსვლის და/ან ყოფნის მიზნით, შესაბამის უცხოელთა და
მოქალაქეობის არმქონე პირთა წრის მიმართ, დაადგინოს ჯანმრთელობისა და უბედური
შემთხვევის დაზღვევის პირობები და წესები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის საფუძველზე გამოცემული აქტით
განსაზღვრული ვალდებულების უზრუნველყოფა არ მოხდება შესაბამისი პირების მიერ.
გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილ
საჯარიმო სანქციაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები,
ასევე, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ
მისაღები
პირდაპირი
ფინანსური
ვალდებულებების
(საშინაო
ან
საგარეო
ვალდებულებები).
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი
საქართველოს
მთავრობა
ანიჭებს
შესაძლებლობას,
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოში შემოსვლის და/ან
ყოფნის მიზნით, შესაბამის უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა წრის მიმართ,
დაადგინოს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობები და წესები.
არსებული რეგულაციით მიხედვით (საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10
სექტემბრის №572 დადგენილება) საქართველოში უმაღლესი და პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს მის დაწესებულებაში
ჩარიცხული უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტის მიერ ჯანმრთელობისა და
უბედური შემთხვევის დაზღვევა ან უზრუნველყოს ასეთი დაზღვევის ფლობა აღნიშნული
წესის შესაბამისად, აქტიური სტუდენტური სტატუსის ფლობის სრული პერიოდით.
შესაბამისად, კანონპროექტით შემოთავაზებული რეგულაციის საფუძველზე მიღებული
ნორმატიულ აქტი,
საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის/სტუდენტისათვის,
დაკავშირებული იქნება ფინანსურ შედეგებთან - გადახდილი სადაზღვევო პრემიის
შესაბამისად.
გარდა ამისა, რამდენადაც, აღნიშნულ პროცესში ჩართული იქნებიან საქართველოში
მოქმედი მზღვეველები - იურიდიული პირები, რომელებიც შექმნილი არიან სადაზღვევო
საქმიანობის განხორციელებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით მიღებული აქვს დაზღვევის (არა სიცოცხლის) სახეობის ლიცენზია და სადაზღვევო
საქმიანობას ახორციელებს, მათ შორის, ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის
დაზღვევის სახეობაში - კანონპროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები
მათთვის დაკავშირებული იქნება შესაბამის ფინანსური შედეგებთან, მათთან დაზღვეული
ბენეფიციარებისა და გადახდილი სადაზღვევო პრემიის შესაბამისად, მოცემული
ეტაპისთვის, განსაზღვრული მინიმალური სადაზღვევო პირობებით პრემიის ოდენობა არ
უნდა აღემატებოდეს წლიურ 600 ლარს, ხოლო ერთი სემესტრის შემთხვევაში – 300 ლარს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობას შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის
პრინციპს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი უშუალო გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
დევნილთა,
შრომის,